შეფასების სისტემასარედაქციო საბჭო, ჟურნალის ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ ავტორს წინასწარ შეუკვეთს სტატიას გარკვეულ საკითხებზე.
ავტორების მიერ წარმოდგენილ სტატიებს ჟურნალის გამგეობა სარეცენზიოდ გადასაგზავნად მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ სტატია წინასწარი შეფასებით შეესაბამება ჟურნალის მოთხოვნებს და ძირითად პრინციპებს.
რედაქციაში გამოსაქვეყნებლად მიღებული ყველა სტატია გაგზავნილ იქნება ორ რეცენზენტთან, რომელთა ვინაობა ანონიმური იქნება სტატიის ავტორისათვის როგორც სტატიის გამოქვეყნების, ისე გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში.
რეცენზენტად შეიძლება შერჩეულ იქნეს შესაბამისი დარგის ნებისმიერი სპეციალისტი (არანაკლებ მაგისტრის სამეცნიერო ხარისხისა), მათ შორის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრიც, წინასწარი სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე. რეცენზენტებისაგან მიღებული უარყოფითი რეცენზიების შემთხვევაში სტატია არ დაიბეჭდება. თუ ერთი რეცენზია უარყოფითია და მეორე დადებითი, სტატიის გამოქვეყნებას გადაწყვეტს მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგიის და გამგეობის წევრებთან დათათბირებით.
სტატია შეფასდება 100-ქულიანი სისტემით
შეფასების დროს გამოყენებულ იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
1. შინაარსი (მაქსიმუმ 20 ქულა)
მოწმდება: დასმული პრობლემის აქტუალობა;
2. ანალიზის სიღრმე და კვლევის არგუმენტირება (20 ქულა)
მოწმდება: ავტორის მიერ საკითხის სიღრმისეულად და ამომწურავად შესწავლა. არგუმენტაციის სიზუსტე, კონკრეტულობა, კომპლექსურობა, სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა საკვლევ თემასთან.
3. მონაცემთა სანდოობა (მაქსიმუმ 20 ქულა).
მოწმდება: მონაცემების სისწორე, რამდენად სწორად ეყრდნობა ავტორი მითითებული ლიტერატურის მონაცემებს. სწორადაა თუ არა დამოწმებული ყველა ციტირებული წყარო ნაშრომის ბიბლიოგრაფიაში.
4. სტრუქტურა (მაქსიმუმ 20 ქულა)
მოწმდება: არის თუ არა სტატია სათანადოდ ორგანიზებული და წერის სტილი და ენა მისაღები.
5. შედეგები: (მაქსიმუმ 20 ქულა)
არის თუ არა ამ სტატიაში განხილული საკითხები ახლებური ან მნიშვნელოვანი.
შედეგების გაცნობა: რეცენზია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ავტორისათვის (ანონიმური სახით). თითოეული რეცენზია დადებითად ჩაითვლება, თუ საერთო შეფასება 50 ქულაზე მეტი იქნება.
დადებითად შეფასებული სტატიების ჟურნალში გამოქვეყნების მიზანშეწონილობას და ჟურნალის ნომრებში და თითოეული ნომრის რუბრიკაში მათი განთავსების ადგილს წყვეტს ჟურნალის მთავარი რედაქტორი სარედაქიო საბჭოს წევრებთან დათათბირებით.
2023-01-26