ქართული / English /







ავტორებისთვის

სტატიებისა და რეზიუმეების ენა
ჟურნალი ძირითადად ქართულენოვანია (რეზიუმე ძირითადად ინგლისური). ავტორები წარმოადგენენ ნაშრომებს რეზიუმეებთან. სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რედაქტირება და გამოსაქვეყნებელი ტექსტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა მოხდება ჟურნალის რედაქციაში. ყველა სტატია მისაწვდომი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის.

ციტირების სტილი

ჟურნალში სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმება არ მოხდება უშუალოდ სქოლიოებში. თითოეულ სტატიაში მითითებული სამეცნიერო ნაშრომები სათანადო ნუმერაციით დალაგდება ავტორთა გვარების ანბანური რიგის მიხედვით, ხოლო უავტორო წიგნები დამოწმებული ლიტერატურის რიგში შევა წიგნის სათაურის პირველი სიტყვის მიხედვით. მითითებული ლიტერატურის სია დართული იქნება სტატიის ბოლოში. საკუთრივ ტექსტში კი კვადრატულ ფრჩხილებში ჩაიწერება მითითებული ლიტერატურის სიიდან წიგნის დამოწმების ნომერი და წერტილის შემდეგ - გვერდის ნომერი. წიგნის ან სტატიის დამოწმება მითითებული ლიტერატურის ნუსხაში უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების მიხედვით:
ა) მითითებული წიგნის შემთხვევა: ავტორის გვარი, ინიციალები წერტილი, მძიმე, სათაური, მძიმე, მითითება ტომზე (თუ ასეთი არსებობს), მძიმე, გამომცემლობის დასახელება ბრჭყალებში, მძიმე, გამოცემის ადგილი, მძიმე, გამოცემის წელი.
მაგ: აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, ტ. I, „მეცნიერება“, თბილისი, 1963.
ბ) მითითებული სტატიის შემთხვევა: ავტორის გვარი, ინიციალები წერტილით, მძიმე, სათაური, მძიმე, კრებულის ან ჟურნალის დასახელება (კრებულის შემდგენელზე ან რედაქტორზე მითითებით), მძიმე, გამომცემლობის დასახელება ბრჭყალებში, ქალაქი, მძიმე, წელი, მძიმე, სტატიის გვერდებზე მითითება.
მაგ: ყიფიანი გ., მეფე მირიანის ბაზილიკა, ქართული არქიტექტურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, #3, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2007, გვ. 11-36.
გ) პირველწყაროთა მითითების შემთხვევა: წიგნის სათაური ბრჭყალებში, მძიმე, მითითება ტომზე (თუ ასეთი არსებობს), გამომცემელზე, ან რედაქტორზე, მძიმე, ქალაქი, მძიმე, წელი.
მაგ. „ქართლის ცხოვრება“, I (ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა), თბილისი, 1955.

რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის:

• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2,5 სმ; მარჯვნივ- 1,5 სმ.-მარცხნივ - 2,5 სმ.
• შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის - Times New Roman
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;
• გვერდების რაოდენობა - 7-14;


2023-01-26