ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘

გურამ ლორთქიფანიძე - 85

წელს საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, გურამ ლორთქიფანიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ბატონი გურამი იყო ქართველ არქეოლოგთა შესანიშნავი წარმომადგენელი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, დიდი მეცნიერი, მკვლევარი და პედაგოგი, არქეოლოგთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი... გურამ ლორთქიფანიძე
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ლერი ჯიბლაძე ზვიად კვიციანი

ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ კულტურათა ელემენტების კვეთა კოლხეთის მთიანეთში (ზოგადი მიმოხილვა)

  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში მდებარეობას, შედარებით მკაცრ ბუნებრივ კლი-მატურ პირობებს და ძნელად მისადგომ ადგილებში ცხოვრებას, თითქოსდა უნდა განეპირობებინა მთიანი სვანეთისა და მთის რაჭის ერთგვარი გამიჯვნა და კარჩაკეტილობა გარე სამყაროსგან. თუმცა ეს მხარე ბრინჯაო-ადრერკინასა და უფრო მოგვიანო ხანაში მეზობელ რეგიონებთან კონტაქტების თვალსაზრისით
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ნინო ოთხვანი

რელიგიის ნიშნები პრეისტორიული საზოგადოების სახელობო საქმიანობაში

  ტრადიციულ საზოგადოებაში ნედლეულის ამოღების შემ-დგომი მოგების, რიტუალური და სოციალური ყოფის განსაზღ-ვრა ბევრად სცილდება უბრალოდ მადნის მოპოვების პროცე-სებს. წარმოება პირდაპირპროპორციულია მწარმოებლის და დამკვეთის მენტალურ-სოციალური ურთიერთობებისა, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების რელიგიურ ფაქტორს. მადანმომპოვებელთა კოლექტივები დღემდე გარკვეულ
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ მარიკა მშვილდაძე

ღვთაება ნემესისის კულტი გვიანანტიკური პერიოდის ქართლში

ღვთაება ნემესისის (ძვ. ბერძნ. Νέμεσις) წარმოშობის შესა-ხებ ანტიკურ წყაროებში სხვადასხვა ვერსია არსებობს. ჰესიო-დეს მიხედვით, იგი ნიქსისა (ან ნიქტი) (ძვ. ბერძნ. Νύξ, Νυκτός, ლათ. nox) და ერებოსის (ძვ. ბერძნ. Ἔρεβος, ლათ. Erebus) შვილია (Ἡσίοδος, Θεογονία, 233). პავსიანუსი ღვთაებას ოკეანის (ძვ. ბერძნ. Ὠκεανός) ასულად მოიხსენიებს
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ემზარ კახიძე თამარ შალიკაძე

რომაული აკულტურიზაციის ნიშნები აფსაროსის ციხის მიდამოებიდან

სამხრეთ-დასავლეთს, შეიძლება ითქვას, მთლიანად დასავ-ლეთი საქართველოს რომაული აკულტურიზაციის შესწავლი-სათვის გონიო-აფსაროსს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. საკუთრივ ციხესა და მის შემოგარენში რომაული კულტურის გავრცელების საკითხს უკვე რამდენიმე გამოკვლევა მიეძღვნა [იხ. 14; 18.272-278; 20.60-66; 46.89-93]. თუმცა, ბუნებრივია, თემის შესწავლა მხოლოდ ამ ვიწრო არეალით ვერ შემოიფარგლება და რომაული
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ნინო თომაძე

ბაჰრელი მამლუქების მმართველობის ხანისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიის ურთიერთმიმართებისათვის

XIII–XV საუკუნეები ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტო-რიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. სწორედ ამ გვიანი შუასაუკუნეებისა და ახალი დროის გარდამტეხ ხანაში ადგილი ჰქონდა აფრო-აზიურ რეგიონში ქრისტიანობის ღრმა კრიზისს, რომელმაც გამოიწვია აქ არსებული ქრისტიანული თემების დაქვეითება-დეგრადაცია.სამწუხაროდ, წყაროთა სიმწირე ზემოხსენებული ეპოქის ღრმა კვლევის საშუალებას არ
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ლალი გულედანი

ქართველ ებრაელთა მიერ დანახული ქუთაისი

  მოგეხსენებათ, ებრაელები საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, სა-ქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირვე-ლად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ, თუმცა უფრო მოგვიანებით, სხვადასხვა ნაკადით შემოსული თუ შიდა მიგრა-ციით გადაადგილებული ებრაელობა საქართველოს ყველა კუთხეს მოეფინა. დასავლეთ საქართველოში მათი სულიერი და
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ელენე გეგეშიძე

განათლება საქართველოს ებრაულ დიასპორაში

  საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრო-ბენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუ-კუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვი-და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეას გა-ნადგურების შემდეგ. მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა მოსულიყო იუდეური ომის (66-73) შემდეგ. ებრაელები საქართველოში
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ მერაბ კალანდაძე

დიმიტრი უზნაძე „ხუთ კარგ იმპერატორზე“

მერაბ კალანდაძე   დიმიტრი უზნაძის წვლილი ისტორიულ მეცნიერებაში, დი-დი ხნის განმავლობაში, ტოტალიტარულ-ბოლშევიკური რეჟი-მის ძალისხმევით, ჩრდილში რჩებოდა, თითქოს გადაფარა მისმა ტრიუმფალურმა წარმატებებმა მეორე, სულ სხვა დარგში, ფსიქოლოგიის სფეროში და ფართო საზოგადოებისთვის შედა-რებით ნაკლებად იყო ცნობილი. იკვეთება საინტერესო პრობ-ლემა – დიმიტირ უზნაძე და ისტორიული
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ავთანდილ ნიკოლეიშვილი

ებრაული თემა XX საუკუნის პირველი მესამედის ქართულ ლიტერატურაში

ებრაული თემით ქართველ მწერალთა დაინტერესება იმ-დენად ფართო მასშტაბების მომცველ მოვლენას წარმოადგენს, რომ ამ თემაზე ბევრი მათგანის მიერ შექმნილმა მხატვრულმა და პუბლიცისტურმა ტექსტებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმ-კვიდრა არაერთი მათგანის შემოქმედებაში. ამ შემთხვევაში ხაზგასმით აღსანიშნავი ისიცაა, რომ ისინი აშკარად და შეუნიღ-ბავად გამოხატავენ ხაზგასმულად
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ინგა ზაბახიძე

არაბული ქვეყნები ისრაელის ახლადშექმნილი სახელმწიფოს წინააღმდეგ

მე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ მოვლენას – მეორე მსოფ-ლიო ომს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა, რომელმაც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მსოფლიო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ისრაე-ლის სახელმწიფოს შექმნა 1948 წლის 14 მაისს. ამ ომის ყვე-ლაზე საშინელი მოვლენა იყო ჰოლოკოსტი – გერმანული ნა-ციზმის გაზის კამერებში დაფერფლილი 6 მილიონი ებრაელის
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ სოფიო გუგუნავა

პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები იაპონიაში XX საუკუნის მიწურულს

1945 წელს მეორე მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ, იაპო-ნელი ხალხი ელოდა ცვლილებებს საზოგადოების დემოკრატი-ული კუთხით გარდასაქმნელად. გარდაქმნები იაპონიაში აშშ-ის მეშვეობით განხორციელდა, კერძოდ, ცვლილებებს სათავეში გენერალი მაკარტური ჩაუდგა. იგი იყო იაპონიაში აშშ-ის საო-კუპაციო ჯარების ხელმძღვანელი. ცვლილებები შეეხო რო-გორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და კულტურულ სფერო-ებსაც.
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ თინა აბულაშვილი

აკად. ბორის კუფტინის დაბადებიდან 130 წლისთავის გამო

 130 წელი შესრულდა XX საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩი-ნო მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვი-ლი წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის – ბორის ალექ-სის ძე კუფტინის დაბადებიდან. ბორის კუფტინის სამეცნიერო ინტერესებში ჩართული იყო არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ანთროპოლოგიის სფეროები [4.167]. მისი ცხოვრება და მეცნიე-რული მოღვაწეობა ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს –
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ მანანა რუსიეშვილი-კარტლეჯი

ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგ

ტერმინი „ბრექსიტი“ (Brexit) გამოიყენება ბრიტანეთის მი-ერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების აღსანიშნად. 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამ გადაწყ-ვეტილებას მხარი მოსახლეობის 52 %-მა დაუჭირა და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი.თავდაპირველი გეგმით, ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ იზოლდა ბელთაძე თამარ ხინიკაძე-გვარამია

საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი

ჩვენ მიზნად დავისახეთ, გვეჩვენებინა საქართველოს ცი-ვილიზაციური არჩევანი, რომელიც მთლიანადაა ორიენტირე-ბული ევროპულ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ განვითარე-ბაზე. ქართველი ხალხის სწრაფვამ ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჩვენი წარსულის ახლებურად გააზრება, ჩვენი ტრადიციული ორი-ენტაციის ძირითადი მიზეზების ახსნა, იმის გარკვევა, თუ რა
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ხატია ცეცხლაძე

ეთნოლოგიური კვლევა, ქორწინების ინსტიტუტი და მისი ძირითადი ელემენტები ძველ თბილისში

ძველ თბილისურ ყოფიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქორწინების ინსტიტუტს. ეს არის საკითხი, რომელიც საინტერესო თავისებურებებითა და, ამავდროულად, მასზე არსებული ძალიან მწირი ეთნოგრაფიული მასალის არსებობი-თაა გამორჩეული. თბილისურ ქორწინებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკა-ვა მის წინა პირობებს, სხვადასხვა ადათსა და წესს. ქორწინე-ბამდე წყვილთა ოჯახების ორივე მხარე
2023-12-28
ჟურნალი ნომერი XXXVII ∘

გურამ პაატაშვილი - 75 აზრთა კრებული „მაესტროს აზრთა სამყარო“

გამოიცა მაესტრო გურამ პაატაშვილის „ცხოვრები-სა და შემოქმედების ფურცლების“ პირველი და მეორე ნაწილი. წიგნში ასახულია გამოჩენილი შემოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორის, მეცნიერისა და პუბლიცისტის, საერთაშორისო პრემიების ლაურეა-ტის, აკადემიკოს გურამ პაატაშვილის მოღვაწეობა და შემოქმედებითი გზა. წარმოდგენილია მისი აზრთა კრებული – „მაესტროს აზრთა სამყარო“.
2023-12-28