ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ისრაელის ცენტრი. რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი
კულტურის ისტორიის და თეორიის საკითხები |
|
|
ჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ბრინჯაოს შუბისპირი ქუთაისიდან ქ. ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, მდ. რუასთან შეერთების ადგილზე, ბაგრატის ტაძრის აღმოსავლეთით 300-400 მ დაშორებით, ქვიშის კარიერში (სურ.1) ექსკავატორის მუშაობისას აღმოჩნდა ბრინჯაოს შუბისპირი თანმხლები ინვენტარის გარეშე (სურ.2).1 ნივთი სრულადაა შემორჩენილი. მთლიანი სიგრძეა 47,7 სმ; შუბისპირის ღეროს სიგრძეა 6 სმ, ყუნწის კი – 7 სმ, რომელიც ბოლოსკენ თანდათანობით ვიწროვდებაჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ნინო ოთხვანი ∘ კერა-სადგრები, მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთი სახასიათო დეტალი პრეისტორიული კულტურების კვლევის, დახასიათების და პერიოდიზაციის განსაზღვრის საკითხში თიხის ნაწარმი ერთერთი საუკეთესო მასალაა, რამდენადაც იგი კონკრეტული საზოგადოების არსებობის გარკვეულ ეტაპზე იქმნება და მის ცოდნას, გემოვნებას, საჭიროებას და ესთეტიკას ასახავს. მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთი გამოკვეთილი მახასიათებელი (სხვა მრავალთა შორის) სხვადასხვა ფორმისა და ზომჟურნალი ნომერი XXXVI ∘ მარიკა მშვილდაძე ∘ რომისა და ხანის იმპერიებს შორის არსებული ურთიერთობის შესწავლის საკითხისათვის ორი იმპერია – აღმოსავლეთი ჩინეთის ხანის და დასავლეთი რომის იმპერიების სახით მნიშვნელოვან ძალას წარმოად- გენდა ელინისტური პერიოდის ბოლოსა და გვიანანტიკური პერიოდის პირველ საუკუნეებში. რომი მეორე პუნიკური ომის შემდეგ, ძვ.წ. II საუკუნის და- საწყისში ხმელთაშუაზღვისპირეთის იმპერიად გადაიქცა და დაიწყო აღმოსავლეთის ექსპანსია, დაიმორჩილა რა: ილირია, საბერძნეთი, მცირე აზია, სირჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ლალი გულედანი ∘ მსოფლიო ებრაელობის ძირითადი ეთნიკური განშტოებები – მიზრახები (ეთიოპიელი ებრაელები) საუკუნეების მანძილზე ებრაელების მშობლიური ადგილებიდან განდევნის გამო, ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, ხშირად ერთმანეთისგან შორს, წარმოიქმნა ებრაული თემები, რამაც გამოიწვია მათი ერთმანეთისგან გახანგრძლივებული იზოლაცია. დიასპორის თემები განვითარდა ისრაელის მკვიდრი მოსახლეობის გეოგრაფიული სიშორის და ადგილობრივი გარემოს გავლენის ქვეშ ენობრივი, პოლიტიკური, კულტურჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ნანა გელაშვილი ∘ ებრაელთა ჩინეთში დასახლების ისტორიიდან ებრაელი ხალხის კონტაქტები ჩინეთთან შორეულ წარსულში იღებს სათავეს, კერძოდ, ჯერ კიდევ აბრეშუმის დიდი გზის ამოქმედების დროიდან (ძვ. წ. II საუკუნე). როგორც ცნო- ბილია, აღნიშნულმა გზამ, რომლის საწყის პუნქტსაც ჩინეთი წარმოადგენდა, პირველი ტრანსკონტინენტური მაგისტრალის მეშვეობით, ერთმანეთთან დააკავშირა დასავლური სამყარო და აზიის ქვეყნები. იმ დროიდან მოყოლებული, აბრეშუმის გზაზე იჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ნინო თომაძე ∘ XI საუკუნის ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობების ისტორიიდან (მარიამ არწრუნის ელჩობა ბიზანტიაში, ისტორიულ-მენტალური ანალიზი) XI საუკუნის დასაწყისში ქრისტიანულ აღმოსავლეთში ახალი სახელმწიფო – საქართველო იქმნება; ერთიანდება ქართული მიწები: აფხაზეთი, ტაო-კლარჯეთი, ჰერეთი, კახეთი; ყალიბდება გაერთიანებული ქართული მონარქია ბაგრატ III- ით სათავეში; საფუძველი ეყრება ქართულ სახელმწიფოებრიობას [3. 153-159]. ბუნებრივია, ყოველივე ეს აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ე.წ. ბიზანტიის თვალწინ ხდება. ერთმნიშვნელოვნად ძნელიაჟურნალი ნომერი XXXVI ∘ იზოლდა ბელთაძე ∘ ინგლისის სავაჭრო ბურჟუაზია და კათოლიკური ეკლესია XV-XVI საუკუნეებში XV-XVI საუკუნეების ინგლისის სავაჭრო ბურჟუაზიის და მისი დამოკიდებულების ისტორიის შესწავლა კათოლიკურ ეკლესიასთან მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ როგორ ყალიბდებოდა ეს ურთიერთობა ტიუდორების ეპოქაში, რა ადგილი ეჭირა ღვთისმსახურებას ვაჭართა ცხოვრებაში, როგორ ექცეოდა ეკლესია მათი პატრონატის ქვეშ, როგორ განსაზღვრავდნენ ეს უკანასკნელნი ორდონანსებით და სტატუტეჟურნალი ნომერი XXXVI ∘ სოფიო გუგუნავა ∘ ქრისტიანობის გზა კორეის ნახევარკუნძულზე კორეის რესპუბლიკა საკმაოდ უნიკალურია რელიგიის თვალსაზრისით, რადგან, ეთნიკური ჰომოგენურობის მაღალი დონის მიუხედავად, არ არსებობს ერთი დომინანტი რელიგია. მიუხედავად იმისა, რომ კორეელთა უმეტესობა არ აღიარებს არცერთ რელიგიურ მიმდევრობას, ბევრი მათგანი მაინც ეწევა რელიგიურ მსახურებას. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის გამოჩენას კორეის ნახევარკუნძულზე თავდაპირველად უარყოფჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ავთანდილ ნიკოლეიშვილი ∘ ქართულ-თურქულ ურთიერთობათა პასაჟები „ახალციხურ ქრონიკებში“ საქართველოსა და თურქეთს შორის XVIII-XIX საუკუნეებ- ში არსებულ ურთიერთობათა შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით ხსენებულ პერიოდში მოღვაწე სასულიერო პირების: იოანე ხოჯაშვილის, სტეფანე აბინაშვილისა და სტეფანე ნავ- როზაშვილის „დღიურ-მატიანეებში“, რომლებიც 2015 წელს „ახალციხური ქრონიკების“ სახელწოდებით გამოსცეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და სულხან-საბა ორბეჟურნალი ნომერი XXXVI ∘ მერაბ კეზევაძე ∘ ქუთაისში ებრაელთა დასახლების მთავარი ქუჩები მე-19 საუკუნეში ნაშრომი ეძღვნება ქუთაისში მცხოვრებ გმირ ებრაელო- ბას, რომელმაც გაუძლო მრავალგვარ ტანჯვას, ღირსეულად შემოინახა ებრაული რწმენა, მძიმე შრომითა და დიდი უნარით გამოისყიდა თავი ყმობისაგან; დაიბრუნა თავისუფლება; შვილები რწმენის, ერის, განათლების სიყვარულში გაზარდა და უცხო ქართველი მასპინძლის დაფასება და სიყვარულიც ასწავლა. ქუთაისის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეულიჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ქეთევან ლორთქიფანიძე ∘ როინ მალაყმაძე ∘ გიორგი ყაზბეგის (1839 -1921) უკანასკნელი განსასვენებელი მიკვლეულია სტამბოლში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, „თერგდალეულის“, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის (1908-1918 წწ.) [2.253], რუსეთის იმპერიის გენშტაბის აკადემიის კურსდამთავრებულის, ინფანტერიის გენერალ-ლეიტენანტის, მწერლისა და მეცნიერ გიორგი ყაზბეგის სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ ბევრი ცნობები არ მოიპოვებდა, ასევე უცნობი იყო მისი უკანასკნელი განსასვენეჟურნალი ნომერი XXXVI ∘ მერაბ კალანდაძე ∘ დიმიტრი უზნაძე კალიგულაზე და ნერონზე დიმიტრი უზნაძემ თავისი წვლილი შეიტანა და შეძლებისდაგვარად შეეცადა წინ წაეწია საქართველოში მსოფლიო ისტორიის სწავლება, შესწავლა, პოპულარიზაცია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პატარა საქმე და ამის მიჩქმალვა, მიჩუმათება, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა წლებში, სწორი არ უნდა იყოს. ისტორიულ მეცნიერებაში მის სახელთან ასოცირდება ორი კარგი წამოწყება: 1. ის სკოლაში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას და 2ჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ხატია ცეცხლაძე ∘ ტრადიციული ქალის სახე გურიის საზოგადოების მაგალითზე საქართველოს ყველა კუთხე თავისებური ზნე-ჩვეულებებითა და ხასიათით გამოირჩევა. ქართული სული პოლივალენტურია, მთლიანობაში მაინც ქმნის ერთიან ქართულ სახეს, ისევე, როგორც ქართული მუსიკა – მეგრული ნანა, გურული კრიმანჭული, კახური მრავალჟამიერი, სვანური ლილე და სხვა. ქართული ხასიათის ეს მრავალფეროვნება ყველაზე მკაფიოდ ქართულ კლასიკურ მწერლობაშია ასახული. ჩვენ ვიცით როგორებჟურნალი ნომერი XXXVI ∘ ელენე გეგეშიძე ∘ ებრაული თემა ქართულ კულტურაში (XX საუკუნე) საუკუნეებს ითვლის ქართველი და ებრაელი ხალხის სა ქართველოში თანაცხოვრების წლები, რომელსაც მუდამ ავ სებდა ომხრივი სიყვარული, შეზავებული სითბო, თანადგომა, მოკრძალება და პატივისცემა. საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს. ჩვენ სამართლიანად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენს სათაყვანებელ სამშობლოში საუკუნეების განმავლობაშიჟურნალი ნომერი XXXVI ∘ უჩა ოქროპირიძე ∘ „დიდი ღამის“ შემამზადებელი გარემოებანი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ქართული არაფორმალური პრესის მიხედვით ნაწილი პირველი ვფიქრობთ, ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება და საქართველოში ჩამოწოლილი „დიდი ღამის“ შემამზადებელი გარემოებანი საბჭოური ლოგიკის ულოგიკო ფორმატში, თავისთავად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე ჯდება. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა საქართველოს ისტორიული კრახის შემდეგ, კომუნისტებმა საქართველოში თავიანთი ქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა რადიკალურად შეცვალეს – |