ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
გურამ პაატაშვილი - 75 აზრთა კრებული „მაესტროს აზრთა სამყარო“გამოიცა მაესტრო გურამ პაატაშვილის „ცხოვრები-სა და შემოქმედების ფურცლების“ პირველი და მეორე ნაწილი. წიგნში ასახულია გამოჩენილი შემოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორის, მეცნიერისა და პუბლიცისტის, საერთაშორისო პრემიების ლაურეა-ტის, აკადემიკოს გურამ პაატაშვილის მოღვაწეობა და შემოქმედებითი გზა. წარმოდგენილია მისი აზრთა კრებული – „მაესტროს აზრთა სამყარო“. წიგნი გან-კუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის. გთავა-ზობთ ნაწყვეტს წიგნის მეორე ნაწილიდან – „მაეს-ტროს აზრთა სამყარო“.
• მეცნიერს ფანტაზიის უნარი ისევე სჭირდება, როგორც ხე-ლოვანს. ფანტაზია მეცნიერებაში ისევე დიდ როლს ასრუ-ლებს, როგორც ხელოვნებაში. ვერცერთი დიდი მეცნიერი და ხელოვანი ფანტაზიის გარეშე ღირებულს ვერაფერს შექმნის. მეცნიერულ აზრში ყოველთვის დომინირებს შე-მოქმედებითი ელემენტები. მეცნიერება და ხელოვნება გარ-კვეულწილად მსგავს აზროვნების პროცესს ემყარება. დიდი მეცნიერი მეოცნებე და, ამავე დროს, დიდი შემოქმედი პი-როვნებაა.
• სიკეთის ქმნა – ეს ის ღვთაებრივი სიმღერაა, რომელიც არასოდეს არ მთავრდება.
• დიდებულია, როცა სიძველეში სიახლე ბუნებრივად, ჰარ-მონიულადაა ჩაქსოვილი და ამღერებული.
• დემოკრატიული არჩევნები – ეს ის არჩევნებია, რომლის დროს ხმის დათვლები ზოგჯერ დემოკრატების გამარჯვე-ბამდე გრძელდება.
• ზოგიერთი ტყუილად ფიქრობს, რომ სიბრძნე ხანდაზმუ-ლობის პრივილეგიაა.
• სულელს სიბერეში სიბრძნე არ ემატება – ის ბებერ სულე-ლად რჩება.
• შემოქმედებითი ჭკუისთვის სიტყვა „შეუძლებელია“ არ უნდა არსებობდეს. მოაზროვნე ადამიანი როგორც მიღწევე-ბიდან, ისე თავის შეცდომებიდან არანაკლებ გამოცდილე-ბას და ცოდნას იძენს. ჭეშმარიტების ძიება რთული პრო-ცესია. ზოგიერთები მთელი სიცოცხლის მანძილზე მის ძი-ებაში არიან და როცა ვერ აგნებენ, ცხოვრების აზრს კარ-გავენ. ამქვეყნად არაფერი არ მოიპოვება ისე რთულად, როგორც ჭეშმარიტება. მაძიებელი უამრავ გზას ლაბირინ-თებისკენ მიჰყავს, ჭეშმარიტებისაკენ კი მხოლოდ ერთს. და მიგნებისას ჭეშმარიტება შესაძლოა იმდენად მარტივად გასაგები აღმოჩნდეს, რომ ზოგიერთს ეჭვიც კი შეეპაროს მასში.
• ღირებული, მშვენიერი და ორიგინალური განმარტოებაში და ტიტანური შრომის ფასად იქმნება. შემოქმედებითი პროცესის და წარმატების თანამგზავრი განმარტოებაა. შე-მოქმედებითი განმარტოება კი, როგორც მდგომარეობა, მკურნალობას არ ექვემდებარება.
• რითი განსხვავდება ჭკუა და ეშმაკობა? – ჭკუა რთული პრობლემების გადაჭრის საშულებას იძლევა, ხოლო ეშმაკო-ბა მათი გვერდის ავლისა. მაგრამ ყველაზე სასარგებლო ინტელექტია. ის საშუალებას იძლევა გავარკვიოთ, თუ რა არის უკეთესი: გადაჭრა, გვერდის ავლა თუ ის, რომ ცხვირი არ ჩაყო იმაში, რაც შენი საქმე არ არის.
• ლიტერატურის, ხელოვნებისა თუ მეცნიერების ნებისმიერ დარგში დღემდის თუ რამ ღირებული შექმნილა, ღვთით მომადლებული ნიჭის, განსწავლულობის და სიყვარულის წყალობითაა გაბრწყინებული. ყოველ სფეროს თავისი გე-ნიოსი ჰყავს.
• ფეხი აუწყეთ და მიჰყევით არა მედროვეებს და უნიჭოებს, არამედ დროს.
• დღეს რაც უფრო დაბალია კულტურა, სამწუხაროდ, მით უფრო მაღალია ზოგიერთის რეიტინგი და კულტურაზე კამათისას შეუძლიათ ერთმანეთის ცხვირ-პირის დამტვრე-ვა.
• მეცნიერებაში ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავა-რია იდეა, ფაქტი. ფაქტის ცოდნა იმითაც ღირებულია, რომ ფაქტებში იდეების აღმოჩენაა შესაძლებელი. თუ არ არის ფაქტი და იდეა, არც მეცნიერება არის. მეცნიერებაში წარმოსახვის უნარი ცოდნის ამაღლებასთან ერთად მატუ-ლობს. მეცნიერი ოცნებებისა და ფანტაზიის გარეშე უფრო მოსიარულე ენციკლოპედიას ემსგავსება. ის უფრო თეორე-ტიკოსია, ვიდრე პროაკტიკოსი და შემოქმედი მეცნიერი. ცოდნა, იდეა, ოცნება და ფანტაზია ხელოვანისა და მეც-ნიერისთვის ადამიანური ბედნიერების, შემოქმედებითი და მეცნიერული მიღწევის უმნიშვნელოვანესი იარაღია.
• ნაგავი, როგორ ლამაზად არ უნდა შეფუთო, მაინც ნაგავი-ა.
• თუ გინდა დიდი შემოქმედი ან მეცნიერი იყო, მაშინ აკე-თე რასაც ისინი აკეთებდნენ და ქმნიდნენ, და აკეთე ისე, როგორც ისინი აკეთებდნენ და ქმნიდნენ. და თუ ვერ აკე-თებ და ვერც ქმნი ისე, როგორც ისინი, ესე იგი, შენ ის არ ხარ, ვინც ისინი იყვნენ.
• ხანდაზმულობაში, მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ზო-გიერთი თავს ისევ ახალგაზრდად მიიჩნევს. სიბერეში ახალგაზრდად დარჩენა დიდი ხელოვნებაა და ვინც სიბე-რეს არ ეპუება, მოხუცებულობაში უფრო მეტი უნდა აკე-თოს, ვიდრე ახალგაზრდობაში. შრომა და შემოქმედებითი პროცესი ამცირებს და ანელებს მოხუცებულობაში დაუძ-ლურებას. სიბერეში ნაოჭები იმ ადგილებს ფარავს, სადაც ადრე ღიმილი კიაფობდა. ვისაც სიბერეში სიყვარულის გა-რეშე შეუძლია არსებობა, იმის ახალგაზრდობაც შესაძლოა სიყვარულის გარეშე გაილია, რადგან სიყვარულისთვის წლებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. სიყვარულს ასა-კი არ გააჩნია. ახალგაზრდობას დილის ჰანგები შვენის, მოხუცებულობას კი საღამოს საგალობლები.
• ზოგიერთისთვის ბედნიერება ქორწილამდე გატარებული დროა, ქორწილის შემდეგ კი დროში გაწელილი ვალდებუ-ლებაა. ქორწინება ხშირად ბრძოლაა: ჯერ შეუღლების-თვის, შემდეგ თანაბარუფლებიანობისთვის და საბოლოოდ დამოუკიდებლობისთვის.
• ადამიანების უმრავლესობა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე საკუთარ თავში სიღრმეების აღმოჩენას ცდი-ლობს. გარდატეხის, შემობრუნების მომენტი მნიშვნელოვა-ნი მოვლენაა. ის რადიკალურად ცვლის ადამიანის სული-ერ და გონებრივ მდგომარეობას.
• ზოგიერთს თავის ცოლთან ისეთი ურთიერთობა აქვს, რო-გორც მშობლიურ მთავრობასთან. ცოტათი უყვარს, ცოტა ეშინია, ზოგჯერ ბეზრდება და შეცვლა სურს, სხვა უნდა.
• ბოლო დროს ჩატარებული რეფორმები, უბრალოდ, ელე-მენტალურად ორიოდე სიტყვითაც კი შესაძლებელია და-ხასიათდეს: მაგალითად, თქვენ გაგხდიან ძვირფას პიჯაკს, მის სანაცვლოდ კი ჩაგაცმევენ უბრალო, გახუნებულ ქურქს და გეუბნებიან, რომ თქვენ დიდებულად გამოიყუ-რებით ამ ახალ სამოსში. თქვენ შესაძლოა არ გჯერათ, არ ეთანხმებით, მაგრამ, რა გაეწყობა, სამაგიეროდ, დემოკრა-ტიის დროს აზრის გამოთქმის უფლება ხომ მაინც გაგაჩ-ნიათ. ეს კი, როგორც ამბობენ, უდიდესი მონაპოვარია.
• ჭკუის მასშტაბურობა აზრისა და იდეის თანხვედრით იზომება. აზროვნების კულტურის გარეშე შეუძლებელია კეთილშობილური გრძნობების არსებობა. ჭკუა გამომგო-ნებლობით გამოირჩევა, გონებამახვილობა კი აზრის სის-ხარტით. ჭკუას აუჩქარებლობა და საფუძვლიანობა ახასია-თებს, გონებამახვილობას კი სისწრაფე, მოულოდნელობა და სისხარტე. ჭკუა ბედნიერების უშრეტი წყაროა. ადამია-ნის ბუნების ძირითადი ღირებულებების სიდიადე – ჭკუა და აზრია.
• ადამიანი უსაზღვრო შემოქმედებითი ნიჭიერებითაა აღ-ჭურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა ადა-მიანი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, მეტ-ნაკლებად ვინ როგორ არის ამ საგანძურით დახუნძლული. საზოგადოე-ბაზე ბევრადაა დამოკიდებული ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის და პიროვნების გამომზეურება. ის ქვეყანა და საზოგადოებაა ძლიერი და წარმატებული, სადაც ადა-მიანის ნიჭი და შრომა სათანადოდაა დაფასებული. ადამი-ანის პიროვნების ყველაზე დიდი სიმდიდრე – მისი სრულ-ყოფილებაა.
• ძველი ხიდები შესაძლოა ისევ გამოსაყენებელი და საჭირო აღმოჩნდეს. უმჯობესია ძველი გამყოფი ღობეებისა და კედლების ჩამოშლა.
• სკლეროზის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სკლეროზის მეშვეობით მისი დავიწყება შესაძლებელია.
• ბოლო დროს თითქმის სუყველამ პოლიტიკოსობას მიჰყო ხელი. სამთავრობო სავარძლებისთვის წეწვა-გლეჯას ბოლო არ უჩანს. ზოგიერთები ერთმანეთს ეკითხებიან, თუ რა-ტომ გაქრა ქვეყანაში კარაქი და ხორცი? ერთმა ღვთისნი-ერმა შემთხვევით ყური მოჰკრა ბერიკაცების საუბარს და აუხსნა: – იმიტომ გაქრა, რომ ღორები ხალხში გამოვიდ-ნენ, ყველაფერს ეპატრონებიან, ძროხებმა და თხებმა ბიზ-ნესი წამოიწყეს, აღარ იწველებიან, ცხვრებმა და ჯიხვებმა კი პოლიტიკოსობა არჩიეს და ქვეყანას მართავენ, ქათმები კი მათი შემყურე სიცილ-ხარხარისგან ამოიხოცნენ.
• მამაკაცი, რომელსაც გაცნობისთანავე, იმწამსვე შეუძლია ქალის ასაკის ზუსტად გამოცნობა, შესაძლოა ჭკვიანია, მაგრამ არა შორსმხედველი.
• ისტორიის კარი ყოველთვის ღიაა და ფავორიტები მასში ყოველთვის ისტორიული პერსონაჟები ან მოვლენები როდი ხდებიან.
• ადამიანის ხასიათი და გუნება-განწყობილება გარკვეულწი-ლად მისი გარემოცვა და ცხოვრებაა. კარგი ხასიათი დი-დი სიმდიდრეა. ხშირად ხასიათი გაცილებით უფრო აახ-ლოებს ადამიანებს, ვიდრე სხვა თვისებები და თავად ჭკუა. დიდებულია, როდესაც ხასიათი აზროვნებასთანაა თანხვედრაში. ყველა ადამიანი ინდივიდუალური, თავისე-ბური, წინააღმდეგობით აღსავსეა, მით უმეტეს ნიჭიერი პიროვნებები განსხვავებულები არიან.
• ყველაფერს – პატივისცემას, თავმოყვარეობას, გულისხმიე-რებას აქვს საზღვარი. მხოლოდ სიყვარულს არ გააჩნია საზღვარი.
• იქ, სადაც საერთო ინტერესი არ არსებობს, იქ არც მიზნის მიღწევის ერთიანობა და არც მიზანმიმართული მოქმედება არსებობს.
• ქვეყნის ღირსება მნიშვნელოვანწილად თავისი ღირსეული შვილების ნაღვაწით განისაზღვრება.
• ყველაზე საშინელი და მიუღებელი ველურობა, თანამედ-როვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში ჩადენილი ცივილიზებული ველურობა და ომებია.
• ვინ როგორი სულიერებისაა, მის მოქმედებასა და მისწრა-ფებებში მჟღავნდება. სულიერება ადამიანის ხასიათის გა-ნუყოფელ ნაწილად უნდა გვევლინებოდეს. სულიერება და კეთილგონიერება ყოველთვის თანხვედრაშია.
• ქვეყანა პოლიტიკით იმართება, პოლიტიკა კი ცოდნით, გა-მოცდილებით და გონიერებით იმართება.
• სიბრძნე ლაკონიურ ფორმაში კონცენტრირებული აზრისა და გრძნობის ექსტრაქტია, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე თავის დანიშნულებას არ კარგავს, აკეთილშობი-ლებს ადამიანების ყოფას და ცხოვრებას აუმჯობესებს.
• ზოგიერთები ნუ გაიკვირვებენ, თუ ერთ მშვენიერ დღეს აპლოდისმენტებით არ შეეგებებიან. ისიც საკმარისია, მთე-ლი სიცოცხლე არაფრის გამო ტაშს რომ უკრავდნენ.
• სხვა ქვეყანაში როგორ დიდებულადაც არ უნდა გრძნობ-დე თავს, სამშობლოს მაინც არ შეგიცვლის. ყველა ადამია-ნი, თუნდაც მინიმალური სახით, თავისი ხალხის ზნე-ჩვე-ულებების მატარებელია.
• კრიტიკის მრავალი ფორმა და საშუალება არსებობს. ზოგ-ჯერ მდუმარება ყველაზე მკაცრი კრიტიკის მანიშნებელია.
• ზოგიერთების აზრით, მთავრობა ამოუწურავი საშუალებე-ბის საოცნებო სამფლობელოა, სადაც ყველას ყველაფერი თავზე საყრელი აქვს და კიდევ რაღაც-რაღაცები ხალხისა და სახელმწიფო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადა-ცაა შემორჩენილი.
• ახალგაზრდობა ხმაურით გვტოვებს. სიჩუმეში შეუმჩნევ-ლად გვეპარება სიბერე.
• სიმართლის ძიებაში, სიყალბე და ტყუილი ხშირად თავი-სუფლად დანავარდობს მთელ მსოფლიოში.
• დრო მიანიშნებს და იძლევა მიმართულებას, ახალ სტილს, მეთოდებს. ამის უარყოფა ნიშნავს თავად რეალობის უარ-ყოფას.
• სიყვარულის ყველაზე საუკეთესო თვისება ისაა, რომ ის უკვალოდ არასოდეს ქრება, ყოველთვის ადამიანთან რჩება.
• ჩვენ ხშირად ვირჩევთ ხალხის მსახურს, რომ შემდეგ მათ ვემსახუროთ.
• ბოლო დროს ავტომანქანის საწვავი გვარიანად გაძვირდა, ცხოვრება გართულდა. ბევრმა ავტომანქანის მოხმარებაზე თავი შეიკავა. მოხერხებულმა კაცმა თავის გასატანად ძველ მამაპაპურ უფასო ტრანსპორტს – ვირს სიმინდით სავსე ხურჯინი გადაჰკიდა, სიმინდით პირამდე სავსე ერ-თი ტომარა კი თვითონ მოიკიდა ზურგზე და ომახიანი შეძახილებით გზას გაუდგა: – ჭყინტი სიმინდი იაფად... ერთი ქალბატონი დაინტერესდა: ბატონო, თუ შეიძლება მანახეთ როგორი ტაროებია? – თუ გნებავთ, ჯერ ნახეთ, რაც ვირს კიდია და მერე განახებთ იმას, რაც მე მკიდია. ქალბატონმა გულდასმით დაათვალიერა: – მომწონს. მარ-თლაც ორივე მსხვილი, გრძელი და ქორფაა. ორივე მინდა. – ღმერთმა აგაშენოთ – გაუხარდა მამაკაცს: – ტკბილად მიირთვით, ისიამოვნეთ...
• ნორმალურ ქვეყანაში იციან, რომ ამომრჩეველი უნდა იყოს მთავარი ძალა და არა მის მიერ არჩეული.
• ზოგიერთები შესაძლებლობებში ხედავენ პრობლემებს, ზო-გიც კი პრობლემების გადაწყვეტაში პოულობს შესაძლებ-ლობებს.
• რა შეიძლება იყოს სიცოცხლეზე, საყვარელ ადამიანებზე და მუსიკაზე უფრო დიდებული და მშვენიერი?!..
• მეგობარი მხოლოდ ის არ არის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობ. განსაკუთრებით ის არის, ვის გარეშეც თავს კარ-გად არ გრძნობ.
• კოცნა ჩახუტების გარეშე რა კოცნაა?...
• დიდი შემოქმედნი და მეცნიერები მეტწილად მოკრძალე-ბულები არიან. რაც უფრო მეტს ქმნიან, მით უფრო ნათ-ლად აცნობიერებენ, რომ უფრო მეტი დარჩათ გასაკეთებე-ლი. მედროვეებისგან განსხვავებით, ხშირად ისინი ჩინ-მედლებისა და დამსახურებული პატივისცემის გარეშე აღესრულებიან.
• ჩვენს ცხოვრებაში, ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში ყოვე-ლივე დიდებული და მშვენიერი – დიდი ნიჭიერების, აზ-რის, ოცნებისა და ფანტაზიის წყალობითაა შექმნილი. არ არსებობს ფანტაზია, რომელსაც ადამიანის აზრი, ნიჭიერე-ბა და შეუპოვრობა რეალურად ვერ გადააქცევს.
• ვისაც სურს იყოს ყველასათვის მისაღები და სასიამოვნო, ხშირად არასასიამოვნო და მიუღებელი სწორედ იმითაა, რომ უნდა ყველასთვის იყოს სასიამოვნო და მისაღები. ყველასათვის თავის მოწონების ხელოვნება – თვალებში მტვრის შეყრის ხელოვნებაა.
• სიყვარულის ყველაზე განუყრელი ახლობელი – ეჭვიანობა-ა. მასზე დიდი და ვერაგი მტერი სიყვარულს არ გააჩნია. სიყვარული ხშირად თავად შობს ეჭვიანობას, რომელიც ზოგჯერ სიყვარულს თავბედს აწყევლინებს და ანადგუ-რებს კიდეც.
• გონებაგამოცლილი ფანტაზია – უაზრობაა. ორივე ერთად შეერთებული კი ხელოვნებისა და მეცნიერების წყაროა. წარმოსახვა – გონებისა და სულის თვალისჩინია. ოცნება, ფანტაზია და რომანტიკა მეცნიერებას ისევე სჭირდება, როგორც ხელოვნებას.
• უტოპიას – ხშირად ნაადრევად გაჟღერებულ რეალობას უწოდებენ. დიდ აზრებს, იდეებს, რომლებმაც დროს გაუს-წრეს, კაცობრიობის პროგრესი უზრუნველყვეს და ცივილი-ზაციის უდიდესი ერა შექმნეს, ადრე, თავის დროს, ყო-ველთვის სისულელედ და უტოპიათ მოიხსენიებდნენ. მეც-ნიერული აზრის სამყაროში, როგორც ყველაფერში და ცხოვრებაში, პროგრესი და სიმართლე უცებ ვერ იმარ-ჯვებს. ის, რაც დღეს რეალობაა, ადრე მხოლოდ წარმოდ-გენაში თუ არსებობდა. უამრავი რამ ითვლებოდა შეუძ-ლებლად, სანამ ისინი პრაქტიკულად არ იყო განხორციე-ლებული. თითქმის ყოველი დიდი წარმატების ბედი თავ-დაპირველად იყო უარყოფილი, დროთა განმავლობაში კი აღიარებული.
• შენი ქვეყნისთვის რამდენიც არ უნდა გააკეთო, მაინც არა-საკმარისია. თუ მის საკეთილდღეოდ ყველაფერი არ არის ნაკეთები და ბოლომდე არ დახარჯულხარ, ჩათვალე რომ ვალმოუხდელი ტოვებ წუთისოფელს.
• საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როგორც წესი, ყოველთვის ხალხმრავლობაა. მამაკაცი ცდილობს მგზავრობის ბარათის დაფიქსირებას, მაგრამ ვერ ახერხებს აპარატის ჭრილში რეგისტრაციისთვის ხმარებაში გაცვეთილი ბარათის მო-თავსებას. აპარატსა და მამაკაცს შორის გაჭედილი ქალბა-ტონი აღშფოთებულია: – ბატონო! თქვენ უკვე ორი გაჩე-რებაა ზედ მაწევხართ და მაწვებით, დაოკებას აღარ აპი-რებთ? – რა ჩემი ბრალია, თუ ეს, რაც ხელში მიჭირავს მომჩვარებული და მოღუნულია!? ამასობაში ავტობუსი გა-ჩერდა. გამხიარულებული მგზავრები მამაკაცს სიცილით ამხნევებენ: – ბატონო, სანამ დგას, მოასწარით და ის, რაც ხელში გიჭირავთ, გააშტრიკინეთ და შეუყარეთ... და თუ მოღუნულია და არ შედის, წინიდან დაადეთ და დაფიქ-სირდება.
• ქალის სახელს სათუთი გაფრთხილება სჭირდება. ის შუ-შასავით მსხვრევადია და თუ შეილახა ან გატყდა, მისი აღდგენა იოლი არ არის, რიგ შემთხვევებში კი უბრალოდ შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო.
• თუ ადამიანი შინაგანად თავისუფალი არ არის, სიმშვიდეს და ბედნიერებას ვერ მოიპოვებს.
• ძალაუფლება საშიში რამეა, ხშირად ადამიანს აბრმავებს, აყრუებს და დაუნდობელს ხდის.
• ზოგიერთებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა მუდამ ოპოზიციაში ყოფნაა. როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს ქრონი-კული დაავადებაა.
• ცხოვრებამ რომ გაგიღიმოს, მას შემართებით და მხიარუ-ლი გუნება-განწყობილებით უნდა შეეგებო. მაგრამ, თუ ცხოვრება არ გწყალობს, ის თავად უნდა შეცვალო!
• ქალბატონო, თქვენი შემყურე ვირწმუნე, რომ ნამდვილად არსებობს ერთი ნახვით შეყვარება. ისეთი ლამაზი და მიმ-ზიდველი ხართ... – შენ, უბრალოდ, ჩემს ლოგინში შეტყუ-ებას ცდილობ. – მხოლოდ ლამაზი კი არა, მიხვედრილი და ჭკვიანიც ყოფილხართ.
• შეყვარებულ ადამიანს ის ესმის, რისი გაგონებაც სურს. ადამიანი დროთა განმავლობაში საყვარელ ადამიანს ემ-სგავსება. ბედნიერების გარეშე სახლი მხოლოდ ოთხი კე-დელია.
• როცა ადამიანი ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს, მან იცის, რომ ის მის მიერ შეთხზული, არარეალური სამყა-როა, მაგრამ მას სხვანაირად არ ძალუძს, წარმოსახვით სა-ოცნებო სამყაროში თავს ბედნიერად გრძნობს.
• ლიტერატურა, ხელოვნება და მეცნიერება – სულიერებისა და სიბრძნის წყაროა. ეს ის საგანძურია, რამაც წარუშლე-ლი კვალი დატოვა მსოფლიო ცივილიზაციის განვითარე-ბაში. შემოქმედი და მეცნიერი ადამიანების უკვდავი სახე-ლები – სიბრძნით აღსავსე კაცობრიობაა.
• ქვეყანას, რომელსაც თავისი ვაიპოლიტიკოსების ქილიკისა და უნიათობის გამო სუვერენიტეტის ნიშანწყალიც კი აღარ შერჩენია, ნებსით თუ უნებლიეთ აღიარებს და აფორმებს უცხო ქვეყნების საგარეო მმართველობას. პატი-ვისცემას მოპოვება უნდა, ისე არავინ დაგაფასებს.
• მაყურებლისთვის თეატრალური ცხოვრების კულისების მიღმა სამყარო – გასაიდუმლოებული სამყაროა. ასე ვთქვათ – საიდუმლო საიდუმლოში. ოჰ, ეს ამოუცნობი, ეს მაგიური მოვლენები, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... რის გარეშეც წარმოუდგენელია თეატრალური ცხოვრება...
• გადაბრუნებული ურმები ზოგიერთებისთვის ეროვნულ ტრაგედიად იქცა და გზა დღემდის ვერ დაანახა. ცხოვრე-ბაში ყველაზე დიდი სირთულე – გაურკვევლობაა.
• სიცარიელე, რომელიც გულგრილობისა და იმედგაცრუების შემდეგ მთლიანად ეუფლება ადამიანს, თანდათან ანად-გურებს მას.
• გამჭრიახი პოლიტიკური აზროვნება იმას გულისხმობს, რომ სისტემის შეცვლა და სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ხელისუფლებაში და თანამდებობაზე მოსვლის გარეშე.
• ბედნიერება და თავისუფლება სხვადასხვა ცნებაა, თუმცა, თუ პირველი არ არსებობს, მეორე აზრს კარგავს.
• მშვიდობა მთელ მსოფლიოში მაშინ დაისადგურებს, როდე-საც სამყაროში ყველა ადამიანი ერთმანეთის მოყვარე და პასუხისმგებელი გახდება.
• ამქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის რეალურად უსასრუ-ლო: ღვთაებრივი სამყარო და ადამიანური სისულელე.
• ხელოვანი და მეცნიერი ადამიანის შემოქმედება და კვლე-ვა-ძიება ჰორიზონტს წააგავს. რაც უფრო უახლოვდები მას, ის უფრო გშორდება. ადამიანი საკუთარ თავში ყოვე-ლივე კარგს ხელოვნებას, ლიტერატურასა და მეცნიერებას უნდა უმადლოდეს. ყოველთვის დიდი მოკრძალებით უნ-და იმოგზაურო ამ დიდი ბედნიერების, აზრისა და სული-ერების ტაძარში.
• ცხოვრება – საოცრებათა ველია და ყველაზე დიდი საოც-რება მასში მისი აღმატებულება – ადამიანია.
• ადრე ჭკვიანი პოლიტიკოსები რევოლუციებს სხვა ქვეყნებ-ში აწყობდნენ. კითხვაზე – თუ რატომ უცხო ქვეყნებში? ისინი პასუხობდნენ: – „ჩემო კარგო, რომელი ნორმალური მოაწყობს რევოლუციას თავის ქვეყანაში?“.
• ბავშვები ყოველთვის რაღაცით უნდა იყვნენ დაკავებულე-ბი: მუსიკით, ხატვით, თამაშით, შემოქმედებითი პროცე-სით. მათი ცხოვრება საინტერესო და სასიხარულო საქმია-ნობით უნდა იყოს აღსავსე. ბავშვი, რომელსაც ნაკლები შეურაცხყოფისა და ძალადობის გადატანა უხდება, უფრო კეთილშობილ და ღირსეულ პიროვნებად ყალიბდება. გა-უფრთხილდით თქვენი ბავშვების გულისტკენას და ცრემ-ლებს. ყველაზე კარგი აღზრდა – სიყვარულით აღზრდაა. ბავშვის, მშობლისა და აღმზრდელების ურთიერთპატივის-ცემა და სიყვარული უდიდესი სიკეთე და განძია.
• არამზადა წესიერ კაცს ისე ექცევა, როგორც არამზადას. წესიერი კაცი ისე ექცევა არამზადას, როგორც წესიერს. მას სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია. ამიტომ წესიერი კა-ცი ხშირად თავს დამცირებულად გრძნობს.
• სიყვარული ხშირ შემთხვევაში ისეთი და იმ დონისაა, რო-გორებიც შეყვარებულები არიან და როგორც განიცდიან ისინი სიყვარულს. ქალზე იმის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობა, თუ როგორი მამაკაცი უყვარს მას. ქალისთვის ძნელია შეიყვაროს ისეთი მამაკაცი, რომელიც სულიერად და ფიზიკურად მასზე დაბლა დგას, თუმცა გამონაკლისე-ბიც არსებობს. სიყვარული ემოციის, აღფრთოვანების, გან-სჯის და კეთილდღეობის გარეშე იშვიათი მოვლენაა.
• ცივილიზაცია – ეს უწყვეტი განახლება, აღმოჩენები და პროგრესია. მისი შეჩერება დაუშვებელია. განახლება და განვითარება აუცილებლობაა. ეს თითოეული ჩვენგანის ვა-ლია.
• მეცნიერების წარმატება სამეცნიერო შრომებისა და აღმოჩე-ნების ფასეულობებით განისაზღვრება. მეცნიერება კაცობ-რიობის უმაღლესი ინტელექტუალური სამყაროა. ის პროგ-რესისა და ბედნიერების მიღწევის უმძლავრესი საშუალება-ა.
• ყოველთვის არ უნდა თქვა ის, რაც იცი, მაგრამ ყოველ-თვის უნდა იცოდე ის, რასაც ამბობ. თავის სიცარიელის გამო ისინი გამოსცემენ დიდ ხმაურს, ვისაც თავი დიდად მოაქვს.
• უსაშველოდ გაწელილი კომედია შესაძლოა ტრაგედიას დაემსგავსოს.
• ოცნება ხშირად რეალობაზე მაღლა დგას, ხოლო რეალობა ზოგჯერ წინ უსწრებს ოცნებას. უდიდესი მიღწევა იქნებო-და მათი ძალების შერწყმა. მეცნიერებაში წარმოსახვის, ოცნების, ფანტაზიის და რეალობის შერწყმა მხოლოდ გე-ნიოსებს ხელეწიფებათ. ალბათ მალე დადგება ის დრო, როდესაც მეცნიერული აზრი ფანტაზიას უკან ჩამოიტო-ვებს და წარმოსახვის ძალებსაც წინ გაუსწრებს.
• არავინ არ იცის ჩვენ საკუთარ თავზე იმდენი უარყოფი-თი, რაც ვიცით ჩვენ თვითონ და, მიუხედავად ამისა, არა-ვინ ისე კარგად არ ფიქრობს ჩვენზე, როგორც ჩვენ თვი-თონ.
• ადამიანების უმრავლესობას სიამაყე ახასიათებს. სუყველა თავისებურად ამჟღავნებს, სხვაობა მხოლოდ იმაშია, ვინ ვისთან, როდის და როგორ ავლენს მას. სიამაყე გარკვეულ-წილად უკარება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებს სჩვევიათ. სხვებს ზემოდან დაჰყურებენ და, ამავე დროს, ვერ იტანენ სიამაყეს სხვა ადამიანებში. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი იშვიათად თუ არის რაი-მეთი კმაყოფილი. მას, რატომღაც, სულ ჰგონია, რომ ყო-ველთვის მცირედს იღებს, ვიდრე იმსახურებს, რაც საკუ-თარი თავის არცოდნის, სულიერ და გონებრივ ნაკლოვანე-ბებზე მიანიშნებს. მეტწილად, სიამაყის მოჭარბებული გრძნობით პატარა ადამიანები გამოირჩევიან.
• კაცობრიობას შეეძლო გაცილებით უფრო დიდი, გრანდიო-ზული წარმატებების მიღწევა, მაგრამ რეალობა თვალსაჩი-ნოა.
• სამწუხაროდ, ბოლო დროს, როგორც არასდროს, მომრავ-ლდნენ ისეთები, რომლებისთვისაც წარსული – სიცარიე-ლეა, აწმყო – უდაბნო, მომავალი კი – ბურუსით მოსილი. ნიჰილიზმი დამღუპველია. ნუ გაამრავლებთ ბოროტებას ბოროტებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურება გარ-დუვალია.
• ცხოვრებაში ხშირად ისე არავის უჭირს, როგორც ნიჭიერ ადამიანს. ზოგჯერ წამოსცდება: ღმერთმა დასწყევლოს ეს ტალანტი. ზოგიერთებისთვის ცხოვრება და ბედი – გამარ-თლება და სიხარულია, ზოგისთვის კი ბედი „კახპა ქალი-სავითაა“, ერთი დიდი უსასრულო საჩივრის წიგნსავითაა.
• რა განსხვავებაა ჭკვიან ადამიანსა და სულელს შორის? ჭკვიანმა იცის რა განსხვავებაა, მაგრამ ამის შესახებ არა-სოდეს არ კითხულობს და არც საუბრობს. სულელმა შეიძ-ლება სხვას უთხრას „შენ სულელი ხარ“. ჭკვიანი არ ეტყ-ვის სხვას „შენ სულელი ხარ“, მაგრამ გამორიცხული არ არის ასე ფიქრობდეს.
• ცხოვრებაში ფეხს აუჩქარე, ოღონდ აუჩქარებლად იჩქარე.
• თამაში შეიძლება ფეხბურთის, ჩოგბურთის, ბანქოს, ხოლო სიცოცხლეში და სცენაზე უნდა იცხოვრო. შემოქმედებაში საჭიროა შექმნა და არა თამაში.
• ქვეყანა – პირველ რიგში, მისი ადამიანები, კულტურა და ისტორიაა.
• ურთიერთობა ნდობას მოითხოვს, ეს ერთგულების მნიშ-ვნელოვანი პირობაა.
• ვინც ყოველთვის საბანს თავისკენ ეწევა, მის გვერდით არავინ მოისურვებს არც ყოფნას და არც ძილს.
• იუმორი გრძნობების გონებამახვილობაა. ადამიანი ერთა-დერთია სხვა ყველა არსებათაგან, ვისაც სიცილის უნარი გააჩნია. ბუნების ყველაზე ძვირფასი და განუმეორებელი საჩუქარი – ადამიანის კეთილი, მხიარული ჭკუა და გუ-ლია. იუმორის მოყვარული ადამიანები ხანდაზმულობაშიც ახალგაზრდულად გრძნობენ თავს. იუმორის თქმას თავისი ლაზათი უნდა.
• ზოგჯერ ერთი უბედურება უფრო მეტ გამოცდილებას შეგძენს, ვიდრე ათობით შეგონება.
• ქვეყნისთვის საკმარისი არ არის სახელოვანი ისტორიული წარსული, აუცილებელია მას გააჩნდეს ძლიერი თანამედ-როვე ენერგეტიკა და სიბრძნე.
• როდესც საყვარელი ადამიანი არ გღალატობს, ის არა მხო-ლოდ წესიერი, არამედ ჭკვიანიცაა.
• ფერწერა მაშინ არის პოეზია და მუსიკა, როდესაც ის გეს-მის და ხედავ.
• შემოქმედებაში გარეგნული სილამაზის ჩვენება მნიშვნელო-ვანია. ბევრ შემოქმედს ხელეწიფება შინაგანი სამყაროს და სულის წარმოჩენა. იდუმალის წვდომა და ამღერება კი რჩეულთა ხვედრია.
• უდიდესი ბედნიერებაა, როცა ასაკის მიუხედავად სულში მუდამ გაზაფხულია...
• შემოქმედებითი პროცესის დროს უმალ იმ სამყაროში აღ-მოჩნდები და უხილავი სულიერი კავშირი დამყარდება შენსა და იმ წარმოსახვით რეალობასთან, რომელიც შენი სულის ნაწილი ხდება. სიტყვებით ვერ გამოთქვამ, გან-ცდათა აღწერაც შეუძლებელია. შემოქმედს რეალურ სამყა-როსთან სხვა, წარმოსახვით სამყაროშიც შეუძლია ნავარდი. საკუთარი ხელწერითა და შინაგანი ჭვრეტით გამორჩეუ-ლი – ორივე სამყაროს ბინადარია.
• რომ არ ყოფილიყო მისწრაფება, აზრი და გამბედაობა – პროგრესიც არ იქნებოდა.
• ზოგიერთები ნათელი მომავლის იმედად ცოცხლობენ და ის არ იციან, თუ დღეს და ხვალ რა უნდა გააკეთონ.
• როდესაც ხელისუფლებას რაიმე მნიშვნელოვანი სჭირდება, ხალხს თხოვნით სამშობლოს სახელით მიმართავს ხოლმე.
• დიდი ბედნიერებაა, როდესაც თავს ისე გრძნობ, თითქოს ყოველ დღეს ხელახლა იბადები.
• რაიმე დიდებულის შექმნა – ეს უდიდესი შრომა, თავდა-ვიწყება, უძილო ღამეები და უსაზღვრო სიხარული და ბედნიერებაა.
• ბოროტ კაცს ორმოს ნუ გაუთხრი, ის ამას თავად მოახერ-ხებს.
• დრო იმას ანადგურებს, ვინც მას უაზროდ ფლანგავს.
• პოლიტიკაში ყველა გზა მოლიპულია.
• სამშობლოს სიყვარულისთვის აუცილებელი არ არის ხმამა-ღალი სიტყვები და ომახიანი შეძახილები.
• რომ არ ყოფილიყო მისწრაფება, აზრი და გამბედაობა – პროგრესიც არ იქნებოდა.
• ჩვენი ცხოვრება ღირს იმდენი, რამდენიც წინააღმდეგობე-ბის დროს წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად დაგვიჯდა. სირთულეები ადამიანში იმ თვისებებს და სა-შუალებებს წარმოქმნის, რომელიც ამ სირთულეების გადა-სალახავადაა საჭირო. საკუთარ თავს უნდა დააძალო იმის კეთება, რის კეთებაც არ გსურს, მაგრამ საჭიროა. თუ გსურს შესაძლებელს მიაღწიო, ყოველთვის უნდა ისწრაფო-დე შეუძლებლის შესაქმნელად.
• ჯერ ჩვენ – უფროსები თავდაპირველად ვასწავლით ბავ-შვებს და ახალგაზრდებს, შემდეგ, დროთა განმავლობაში, რიგ შემთხვევებში კი ჩვენ თავად მათგან ვსწავლობთ და ეს შეუქცევადი პროცესია.
• ოჯახური ცხოვრება ზოგიერთებისთვის შესაძლოა არც არასოდეს არ არის მუდმივი დღესასწაული. ქორწინება ეს ხანგრძლივი დიალოგი, კამათი, გავლენების მოპოვება და ბედნიერებაა. თუ კარგი ცოლი შეგხვდა – გაგიმართლებს, და თუ ცუდი – შესაძლოა ფილოსოფოსობას მიჰყო ხელი.
• უნარი უნდა შეგწევდეს ნებისმიერ მოვლენაში ისეთი რა-მის აღმოჩენის, რაც ადრე არავის არ შეუმჩნევია და რა-ზეც არავის არ უფიქრია. ამ ბოლო დროს, იმის გამო, რომ ღირებული თითქმის არაფერი იქმნება, უმნიშვნელოს მნიშ-ვნელოვნად წარმოჩენის მისწრაფებამ იჩინა თავი. ამ ახალ-მა ტენდენციამ დიდი წვლილი შეიტანა უმნიშვნელოს მნიშვნელოვნად გადაქცევაში. სიცოცხლე ხანმოკლეა, მხო-ლოდ დიდი საქმეებია უკვდავი.
• იდეალის გარეშე შეუძლებელია მიზანმიმართული, სის-ხლსავსე ცხოვრება. ადამიანს აღფრთოვანების უნარი რომ გააჩნდეს, მას იდეალი სჭირდება. უბედურებაა, როდესაც ადამიანს იდეალი არ გააჩნია, არა აქვს მიზანი და არც რაიმე ისეთი, რისთვისაც სიცოცხლეს შესწირავდა. ცხოვრე-ბის აზრი სილამაზისა და მიზნის მიღწევის მისწრაფების ძალაშია. ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი მაღალ მიზნებს და იდეალებს უნდა ემსახურებოდეს.
• ჭკუა ყოველთვის ყველასათვის საჭიროა, მათ შორის იმის-თვისაც, რომ უნარი შეგწევდეს ყოველთვის არ გამოამზეუ-რო საკუთარი გონებრივი უპირატესობა.
• გენიოსი თავის დროს წინ უსწრებს, ჭკვიანი დროს მიჰყვე-ბა, მედროვე ფარულად ჭკვიანის გზას მისდევს, სულელი კი ყველას გზაზე ეღობება. თანდათან ჭკვიანების მიბაძ-ვით სულელი ჭკუით მოქცევას ეჩვევა.
• ხელოვნება და ლიტერატურა ადამიანს სულიერად ამდიდ-რებს, მასში ემოციებს და საუკეთესო მისწრაფებებს აღ-ძრავს, სრულყოფს მის აზროვნებას და აკეთილშობილებს მის ბუნებას. ის ოთახის კედლებიდან გაუსვლელად მთელ სამყაროში ამოგზაურებს მას.
• ოჯახი თავისებური მცირერიცხოვანი საზოგადოებაა, რომ-ლის სიჯანსაღეზე გარკვეულწილად ქვეყნის სიძლიერეა დამოკიდებული. იყო ბედნიერი შენს ოჯახში – დიდებუ-ლია, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანია იყო ბედნიერი შენს ქვეყანაში.
• ჩვეულებრივში შესანიშნავის დანახვის უნარი შემოქმედი ბუნების ადამიანებს ხელეწიფებათ.
• ადამიანი ყალიბდება და ვითარდება დაბადებიდან და ბუნებისგან, ასევე დაჯილდოებულია შეძენილი თვისებე-ბით. ცხოვრების მიზანი სრულყოფილებაა.
• ჭეშმარიტი შემოქმედება და სამეცნიერო აღმოჩენები ყვე-ლაზე დიდი და მნიშვნელოვანი სიმდიდრეა, რასაც კი ადამიანი ამქვეყნად ტოვებს.
• ქალს აზრი რომ შეაცვლევინო, უნდა აუხსნა, თუ რისი გა-კეთება არ შეიძლება და ის აუცილებლად საამისოდ რაი-მე საპირისპიროს მოიმოქმედებს.
• კატას კუთხეში თუ მოიმწყვდევ, შეიძლება ვეფხვის თვისე-ბები გამოამჟღავნოს.
• კეთილ კაცს ხშირად ბედი არ სწყალობს. სიკეთის და კარგი კაცობის გამო ტახტზე ჯერ არავინ არ ასულა.
• ღირებულებები ჩვენი წინაპრებიდან გადმოგვეცემა. რანი ვართ, მომდევნო თაობებში იჩენს თავს.
• უმრავლესობა ისტორიას ემსახურება, თითოეულები კი ის-ტორიას ქმნიან.
• ორი ადამიანის თანაცხოვრება ერთად პრობლემების გა-დაჭრას ნიშნავს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არ წარმოქ-მნილიყო, ორივეს ერთად ცხოვრება რომ არ დაეწყოთ.
• ნუ შეეკითხები შენს თაყვანისმცემელს, თუ ვინ არის ის ქალბატონი, რომელსაც ის მიესალმა. მას ისიც ეყოფა, რომ მას იმ ქალბატონისთვის იმის ახსნა მოუწევს, თუ ვინ ხარ შენ.
• თუ გინდა დიდ განსაცდელს თავი დააღწიო, პატარა გან-საცდელი უნდა აიტანო.
• სიცოცხლე ძვირფასი საჩუქარია, ბავშვის სიცოცხლე კი ფასდაუდებელი საჩუქარია.
• მტრები ცოცხალი ადამიანები არიან, ისინი არ ელოდებიან შენ როდის მოზიდავ მშვილდ-ისარს და მიზანში მოახვედ-რებ.
• ადამიანზე ბევრი რამით შეიძლება მსჯელობა, მათ შორის იმითაც, თუ რაზე და როგორ იცინის. იუმორისა და ხუმ-რობის ვერგაგების უნარი გონებაშეზღუდულ ადამიანებს ახასიათებთ. იუმორსა და ხუმრობაში დაფარვით, ხან ორაზროვნად ან გადატანითი მნიშვნელობით ჟღერდება სათქმელი, მიზანი. იუმორი და ხუმრობა ხშირად სიყალ-ბისა და სიმართლის მიზანმიმართულ დემონსტრირებას ახდენს. იუმორი და ხუმრობა მნიშვნელოვან მოვლენებს უფრო წარმატებით და ეფექტურად წარმოაჩენს, ვიდრე სხვა სერიოზული მსჯელობა ან მოქმედება. იუმორი, ხუმ-რობა და სიცილი – უდიდესი ძალაა, რომლის წინაშეც ქედს იხრის სუყველა. ისინი ადამიანების და საზოგადოე-ბის ნებისმიერ ცოდვებს ამხელენ და ყველას თავის ად-გილზე მიუთითებენ. იუმორი მხოლოდ აზრისა და ძალის დემონსტრირება კი არა, თავად არის დიდი ძალა.
• ადამიანების მოთმინებას საზღვრები არ გააჩნია, ხშირად ითმენენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დრო აღარ ითმენს.
• ადამიანის ყველაზე დიდი მტერი რიგ შემთხვევებში მისი სურვილებია.
• ძნელია იყო წარმატებული ადამიანი, გაცილიებით უფრო ძნელია იყო ადამიანი.
• ზოგიერთ ქალს ორი ძირითადი მისწრაფება ამოძრავებს: ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს და მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავდეს. ასეთებთან ქორწინება ურთიერ-თობის ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ერ-თი მხარე ყოველთვის მართალია, მეორე კი უბრალოდ „ბედნიერი“ ქმარია.
• ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც მამაკაცი მეფობს, ქალი კი მართავს.
• ყველა მწუხარებაში მადლი ბუდობს და ყველა მადლში მწუხარება.
• ბავშვი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, უეცრად მაშინ იზრდება, როცა მამა მოუკვდება.
• პოლიტიკაში კოლეგებმა იმდენი უნდა იცოდნენ, რამდენიც საჭიროა.
• ადამიანების უმრავლესობა საზოგადოებაში თავის თავზე ხშირად თვითონ იქმნის წარმოდგენას.
• სინანულის გარეშე გატარებული ცხოვრება დროთა განმავ-ლობაში ჯოჯოხეთად გადაიქცევა ხოლმე.
• გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევები ზოგ-ჯერ გრძნობებს და თავად ადამიანებსაც კი ცვლის.
• სიყვარული ძლიერი გრძნობაა, ის თავად იკვლევს გზას, თუმცა თავისუფლების მოყვარული ქალისთვის ტვირთად იქცევა ხოლმე.
• ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის გაზაფხული არ არის, თუმ-ცა პირქუშ ზამთარს კვლავ გაზაფხული მოსდევს.
• დიპლომატი ყოველთვის მზად უნდა იყოს თავისი გააზ-რებული პასუხის გასაჟღერებლად. როდესაც მოწინააღმდე-გე განაცხადებს, რომ ბურთი ამჟამად თქვენს მხარეზეა, დიპლომატმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს და იმის დემონ-სტრირება მოახდინოს, რომ მას ბურთის თამაში და სათა-ნადო ლავირება ხელეწიფება და ამავე დროს მისი დარ-ტყმა ძლიერი და მიზანმიმართულია.
• ღამე რომ ჩამოწვება, ზოგჯერ სიკვდილის გაყინული სუნ-თქვა ჩაესმის დაუძლურებულ ბერიკაცს. მის სულში გა-ზაფხულს ზამთარმა სძლია. როდესაც ადამიანის სულში ზამთარი დაისადგურებს, გაზაფხული აღარ დადგება.
• დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა უმაღლეს დონემდე ამაღლდე. უნდა გწყუროდეს იქით მიისწრაფოდე, რაც მი-უღწევადია.
• ძალაუფლება ჩრდილს ვერ ეგუება. ვინც არ მართავს, სხვა მართავს.
• რიგ შემთხვევებში ომს თუ დაიწყებ, წაგებული დარჩები, თუ არ დაიწყებ, მაინც წაგებული დარჩები. ზოგჯერ ომის დაწყება უფრო ადვილია, ვიდრე მისი დამთავრება. დაუმ-თავრებელ ბრძოლას გამარჯვებული არა ჰყავს.
• კაცობრიობის ყველზე დიდებული ისტორია – მშვენიერე-ბის შექმნის ისტორიაა.
• ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი პირველად გამოდის სცენა-ზე, ღრმათ ჩაისუნთქავს კულისების არომატს და სამუდა-მოდ დაავადდება ხელოვნებით. სწორედ ეს შემთხვევა გახდება მისი პირადი შემოქმედებითი რომანი, – რომანი, რომელიც აღარასოდეს აღარ დამთავრდება.
• ცხოვრება მძიმეა, ხან აუტანელი, თუმცა სახალისო და სი-ურპრიზებით აღსავსე.
• ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, გარდა უზენაესის დასაწყისისა და დასასრულისა.
• დიდებული შორიდან უკეთესად მოსჩანს და დროთა გან-მავლობაში ვლინდება. იშვიათი თანხვედრაა, როცა შენს შემოქმედებას რიგითი მოკვდავი და ღრმათ მოაზროვნე ინტელექტუალი ერთნაირად აღიქვამს და იგებს.
• მოსწრებული ხუმრობა ხშირად სასიამოვნო განწყობასა და მოგონებას გიტოვებს, ზოგჯერ კი ჩალურჯებულ თვალს.
• ბედნიერება ისაა, როდესაც იმითა ხარ კმაყოფილი, რაც გაგაჩნია და თავს უბედურად არ გრძნობ იმის გამო, რაც არ გაგაჩნია.
• დიდი პოპულარობის შედეგია, როდესაც ყველა გცნობს და არ ჯერათ, რომ ეს შენ ხარ.
• სანამ ჭკვიანები ჩუმად არიან, სულელები და ვიგინდარები მათ ადგილს იკავებენ.
• შემოქმედს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის პასუხის-მგებელია იმათ წინაშე, ვისთვისაც ცოცხლობს და ქმნის.
• სჯობს შურდეთ თქვენი, ვიდრე ებრალებოდეთ.
• როდესაც მარცხს განიცდიან, საჭიროა მდგომარეობიდან მშვიდობიანად გამოსვლა, ამისთვის კი დიპლომატიაა სა-ჭირო და არა საომარი მდგომარეობის შექმნა.
• სხვადასხვა ხალხის ხელოვნების ეროვნული თვითმყოფა-დობა, მხტვრული ინდივიდუალობა, ეროვნული თავისებუ-რება ქმნის მსოფლიო ხელოვნების საყოველთაო დონეს, რომელიც კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია.
• დედობრივი გრძნობა შეუდარებელი და განუმეორებელია. არავინ არის დედაზე მეტად გულთამხილველი.
• ჭეშმარიტი შემოქმედი იმით არის ძლიერი, რომ იგი აღ-ჭურვილია მთელი წინამორბედი კულტურით, ამიტომ არის იგი თავისუფალი და დიდოსტატი.
• ხალხური შემოქმედება ფუნდამენტური ცნებაა, მისი ხიბ-ლი და სიდიადე მის სიცოცხლისუნარიანობაშია.
• ზოგიერთის ცხოვრება სიმფონიასავით, ზოგის კი უვერტი-ურასა ან პრელუდიასავით ჟღერს. ყველაფერი იმაზეა და-მოკიდებული, თუ რა ღირსებითაა აღვსილი ადამიანის ში-ნაგანი სამყარო.
• პოლიტიკური კომბინაციები, არცთუ ისე იშვიათად, სამი თითის კომბინაციას წააგავს ძალიან.
• ადამიანებს ერთმანეთისაგან რწმენა და ღმერთი კი არა, თვითონ ადამიანები ყოფენ. რაც უფრო მეტად ეცნობი ადამიანებს, რწმუნდები, რომ მათზე უფრო მეტის ცოდნაა საჭირო.
• ცხოვრებაში, შემოქმედებასა და მეცნიერებაში, და საერ-თოდ ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკაშიც, ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა ზომიერების გრძნობა.
• დრო საუკეთესო მკურნალია, თუმცა ისიც ჯანმრთელობას არ გვმატებს, უბრალოდ გვაიმედებს.
• წინასწარ არ იცი, რას უნდა ელოდე მთავრობასა და ქა-ლისაგან. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იცის, ხშირად სიურ-პრიზებისგან გაოცებას ვერ მალავენ.
• შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ, თუმცა ხშირ შემ-თხვევაში ზოგიერთს ისინი არ ცვლიან, ვინც უნდა შეცვა-ლოს, სხვებს კი ისე არ ცვლიან, როგორც უნდა შეცვალონ.
• ყოველთვის ასე იყო, უნახავმა თუ რამე ნახა, სხვებს იმას ანახებს, რაც არ უნახიათ.
• ფული როგორც მოდის, ისე მიდის, მოთხოვნილება მისად-მი კი რჩება. მას ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ძა-ლუძს, გარდა ერთისა, თუ სად და როგორ იშოვო ის.
• მამაკაცი ძლიერია, როდესაც ერთგული, ჭკვიანი და ლამა-ზი ქალის სიყვარული უმაგრებს ზურგს.
• ხალხს ყოველთვის სიმართლე აინტერესებს, მაგრამ, წარმო-იდგინეთ რა მოხდება, თუ ყოველდღიურად სიმართლეს ანახებთ და მოასმენინებთ.
• რწმენა და ეროვნულობა ჩვენ გენებშია. ადამიანებმა შეიძ-ლება დაივიწყონ დედაენა, მაგრამ თავისი ფესვები ყოველ-თვის ახსოვთ.
• სიბერე, სკლეროზი, გამელოტება – რიგ შემთხვევებში სა-შინელი მოვლენაა. ეს ნელი, თანმიმდევრული, მაგრამ თა-ვის უკანალად გადაქცევის პროგრესული ცვლილებაა. თავ-დაპირველად ვიზუალისა და ფორმის მიხედვით, შემდეგ კი შინაარსის მხრივაც.
• ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მამაკაცის მხოლოდ ლოგინში დაპყრობა საკმარისი არ არის, დროებითია. მთავარია ლო-გინთან ერთად მისი გონებისა და გულის მპყრობელიც გახდეს.
• უნდა ეცადო დროს გაუსწრო, ოღონდ ისე, რომ თანამედ-როვეობის შეგრძნების უნარი არ დაკარგო.
• ქალის და მამაკაცის ერთმანეთისკენ სწრაფვა, ურთიერ-თმთლიანობისა და სრულყოფილების ძიებაა.
• ქვეყნისა და ერის ისტორია მისი ღირსეული შვილების ღვაწლით ფასდება და მაღლდება. უკვდავებას წელთა სიმრავლე როდი ქმნის.
• ზოგიერთისთვის მორალი უსასრულოდ გაწელილი გაუ-გებრობაა.
• მომავალი რომ გქონდეს, ის უნდა შექმნა, თუმცა მომავა-ლი ხშირად მათთვისაც შეუცნობადია, ვინც მას ქმნის.
• ცხოვრება რაღაცით ზოგჯერ თევზაობას წააგავს, ზიხარ და ელოდები... რას დაიჭერ, არ იცი. იმედს არ კარგავ, ელოდები და ოცნებობ...
• თანამედროვე ინტელიგენტი, განსხვავებით ძველი თაობის ინტელიგენტისაგან, ის კაცია, რომელსაც შეუძლია არა მარტო გადაკრული მნიშვნელობის ხუმრობის გაგება, არა-მედ სწრაფი რეაგირება და ნათქვამის გამო ცხვირ-პირში გალაწუნებით ხურდის დაბრუნებაც.
• ცოლიან კაცს არაფერი ისე არ უვითარებს ელასტიკურ აზროვნებას და რთულ ვითარებაში თავის დაძვრენის მცდელობის უნარ-ჩვევებს, როგორც ერთდროულად სამ საყვარელ ქალთან ურთიერთობა.
• როდესაც ეროვნულ სულს ვერ კლავენ, ცდილობენ წარ-ყვნან ის.
• რწმენა – უხილავის რწმენაა, რაც შემდეგ გაცხადდება.
• მამაკაცის წარმატების უკან შეყვარებული მებრძოლი ცო-ლი და ხმალამოღებული სიდედრი დგას ხოლმე. რა თქმა უნდა, ცოლი და სიდედრი ორი სხვადასხვა არსებაა, თუმ-ცა ზოგჯერ ისე ხდება, თითქოს ორივე ცოლი იყოს, ერთი მთავარი, მეორე კი მისი დამხმარე.
• სახლი – სადაც გაიზარდე და ბავშვობა გაატარე, თავისე-ბური სამშობლო და უკიდეგანო სამყაროა.
• რა ფასი აქვს ისეთ მშვიდობას, რომელიც ჭეშმარიტებაზე არ არის დამყარებული?
• რაც უფრო მრავალფეროვანია ერის სულიერი ლაშქარი, მით უფრო დღეგრძელია მისი ბრწყინვალება.
• ქალების უმრავლესობისთვის სიყვარული ცხოვრების ისტო-რიის ნაწილია, ზოგიერთი მამაკაცისთვის კი სასიყვარულო ისტორიის ნაწილი.
• არამზადებს წარმოშობის და პასპორტის მიხედვით კი არა, არაკაცობისათვის ურტყავენ ცხვირ-პირში.
• ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე ხელწე-რით გამოირჩევა: ჩვენ გარეშე თქვენ ვერაფერს იზამთ, არაფერი გამოგივათ. საღად მოაზროვნე ადამიანები დარ-წმუნებულები არიან, რომ მათთან ერთად ნამდვილად არაფერი გამოუვათ.
• საკუთარი ძეგლისთვის მებრძოლი, სამშობლოს ძეგლს და-ამხობს! ძეგლის ღირსია ის, ვინც მასზე არ ოცნებობს. ვინც დღენიადაგ თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ იღვწის. ერთ დროს აღებული ძეგლები დროთა განმავლობაში უკან ბრუნდებიან ხოლმე.
• უნდა იცხოვრო რეალური ცხოვრებით და ის რომ შეიგ-რძნო, ყოველი მისი წუთი უნდა დააფასო, რადგან ის მე-ტი აღარ გამეორდება.
• ქალს ეჭვი რომ აღუძრა, მას უნდა დაეთანხმო ზოგჯერ.
• როდესაც უფალი ადამიანს განსაცდელს უგზავნის, განსაც-დელის გადატანის ძალასაც მატებს. ხე არ წაიქცევა იმის გამო, ტოტი რომ ჩამოუტყდება. ადამიანიც ასეა.
• ადამიანს სული, მისწრაფება და აზრები აცოცხლებს. მხო-ლოდ სული, გენია და კეთილი საქმეებია უკდავი.
• ზოგიერთი თავის სიმახინჯეს სულით ატარებს, ზოგიც კი ზურგით.
• პოლიტიკაში, მტრებთან და მეგობრებთანაც მეტწილად ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც სიტუაციის მი-ხედვით აწყობთ.
• იგივე თქმული და ქმნილი იქმნება ხშირად. შემოქმედის ქმნილებებს თავისი ბედი და ისტორია გააჩნია.
• რევოლუციის მატარებელი ელვისებური სისწრაფით ჩაიქ-როლებს. ვისაც სჯერა თუ არ სჯერა, ყოველ შემთხვევის-თვის, თავი ქუდში რომ ჰქონდეთ, შეუძლიათ შეახტნენ. თუმცა ეს საჩოთირო საქმეა – უფრო მოგებული დარჩება ის, ვინც პირველი შეახტება გაქანებულ მატარებელს, თუ ის, ვინც პირველი ისკუპებს და დატოვებს მას?!
• თავზარდამცემია, როდესაც ამაღლებულ მშვენიერებას ხელყოფენ უმეცარი სიბრიყვითა და სიძულვილით გაჟღენ-თილი უგნურნი.
• სილამაზის გვერდით, შეუხედავი მოკრძალებული არსება, რატომღაც ღარიბ ნათესავს მოგაგონებს.
• ახალი ხელისუფლება ახლებურად ლაპარაკობს, ხშირ შემ-თხვევაში კი ძველებურად მართავს.
• არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც თავმდაბ-ლობა, მადლიერება და სხვათა ამაგის დაფასების უნარი. ადამიანური ღირსება ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სულიერი და ფიზიკური ენერგიაა, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება.
• ფართო და მრავალმხრივი განათლება რიგ შემთხვევებში ბევრად სცილდება საუნივერსიტეტო სწავლებას. ნიჭიერე-ბა, მაღალი კულტურა და ჭეშმარიტი ინტელიგენტობა – სულით არისტოკრატ ადამიანს დიდებულად წარმოაჩენს. სამწუხაროდ, ასეთ დიდებულ პიროვნებებზე დღეს მოთხ-ოვნილება მინიმალურია.
• ბოლო დროს მომრავლდა საპატიო წოდებებით, პიარითა და ხელოვნურად გაფაშფაშებული ახალი შემოქმედებითი, სამეცნიერო თუ პოლიტიკური „ელიტარული“ სახეები, რომელთა წარმომადგენლებსაც წამყვანი და პრივილეგირე-ბული პოზიციები უკავიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რეალურად კი ინტელექტუალური ელიტა – მცირერიცხო-ვანი ჯგუფია, რომელიც კვლავინდებურად იბრძვის ქვეყ-ნის საკეთილდღეოდ და არსებული ეკონომიკური სიდუხ-ჭირის გამო თავის გადასარჩენადაც.
• ასეთი რა მოიმოქმედე, უკან რომ ვეღარ ბრუნდები? ასეთი რა დათესე, რომ ვერ იმკი? საკუთარ თავში ეძიე პასუხი. ეს ერთადერთი საშუალებაა თავის გადარჩენის.
• როდესაც პირობები იცვლება, ადამიანებს შორის ხშირად დამოკიდებულებაც იცვლება.
• სიმართლით ჯერ არავინ გამდიდრებულა და მსოფლიოც არავის დაუპყრია.
• მზრუნველობიდან სიყვარულამდე ორიოდე ნაბიჯია.
• ვინც იპარავს, დიდ ცოდვას სჩადის. ხელისუფალნი დას-ჯიან. ისინი კონკურენციას ვერ იტანენ.
• ცოცხალი გვამი გარდაცვლილ გვამს ზოგჯერ იმიტომ ებ-რძვის, რომ გარდაცვლილის სიძლიერე და სიდიადე ცოცხ-ალ გვამს მოსვენებას არ აძლევს.
• ქვები არ ტყუიან, ისინი ყოველთვის სიმართლეს ღაღადე-ბენ.
• ყველაფერი ერთად არ მოდის. პირველად ჩნდება აზრი, შემდეგ მას წარმატება, მდგომარეობა და სახელი მოჰყვება, ბოლოს კი ქალებიც გამოჩნდებიან.
• ჭეშმარიტი შემოქმედი ადამიანი არავის ჰგავს. ის ინდივი-დია, განუმეორებელი. შემოქმედი იწყება იქ, სადაც მთავ-რდება ჩვეულებრივი ადამიანი.
• ზოგიერთი ქალი ბომბდამშენი თვითმფრინავივითაა, გა-ნუწყვეტლივ მამაკაცის გასაიდუმლოებული სათადარიგო აეროდრომის ძიებაშია, რათა გაანადგუროს იგი.
• სიმართლისთვის ძალათა თანაფარდობაა საჭირო, რადგან სიმართლე მეტწილად ძლიერთა მხარეზეა.
• სიყვარული დაუსრულებელი ლექსივით და მუსიკასავითა-ა.
• რატომღაც ზოგიერთებისთვის ნათელი მომავალი ხშირად წარსულში აღმოჩნდება ხოლმე.
• ყველა ადამიანს თავისი სტილი აქვს, რადგან სტილი თვით ადამიანია.
• რელიგია და კულტურა უდიდესი სულიერებაა, რომელიც ხალხს იმ მთლიანობაში კრავს, რასაც ერი ჰქვია.
• გაჭირვება სულმოკლეობას ვერ გაამართლებს.
• კულტურა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადრე ხელი-სუფლებას კარგად ესმოდა, რომ კულტურა მასებზე იდეო-ლოგიური ზემოქმედებისათვის იდეალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ამიტომაც ეს სფერო კარგად ფინანსდებოდა, თუმცა კონტროლიც სათანადო ჰქონდა. მიუხედავად ყვე-ლაფრისა, მაინც იქმნებოდა მაღალი მხატვრული ღირებუ-ლებების ნაწარმოებები. დღეს კულტურა თავისუფალია, რაც გსურს, ის გააკეთე, ამავე დროს, საკუთარი თავიც თავადვე უნდა უზრუნველყო.
• ადამიანი თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს საწოლში ატარებს. ნახევარი სიცოცხლე სძინავს, ხოლო დარჩენილი ნახევრის განმავლობაში ცდილობს ამ საწოლში ვინმე შე-იტყუოს.
• იდეოლოგიური დიქტატურა ფულის დიქტატურამ შეცვა-ლა. ბევრი გაოცებულია: ნუთუ ეს შესაძლებელია დემოკ-რატიის დროს?
• ვისაც სხვებში კულტურა და განათლება ხიბლავს, თავად ჭარბად აქვს ის.
• ქალებს თავდაპირველად ხელისგულზე ტარებას და მთელ ქვეყანას ჰპირდებიან, შემდეგ კი, არცთუ იშვიათად, საუ-კეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ნაყინს ყიდულობენ და ყვა-ვილებს ჩუქნიან.
• ადამიანი ღვთიური არსებაა, ის მარადისობის ნაპერწკლის მატარებელია.
• გენიოსები უცნაურობების მეგობრები არიან.
• თუ ადამიანს საკუთარი მორალური კანონი არ გააჩნია, სახელმწიფო კანონები მისთვის ფუჭი ცნებაა. ადამიანის მორალურობა მისი გონებისა და სულიერების ნაყოფია.
• დრო უსასრულობის საზომია, ამავე დროს ის ყოველთვის არასაკმარისია.
• გაჭირვებაში სულ სხვანაირად აღიქმება მეგობრის მხარი, ადამიანური სითბო, სხვა გემო აქვს ლუკმაპურს.
• თუ ვიოლინოზე დაკვრა არ შეგიძლია – დოლზე დაჰკარ; თუ სიმღერა არ გეხერხება – რეპერი გახდი; თუ ხატვა არ შეგიძლია საბავშვო გასაფერადებელი ნახატები გააფე-რადე; თუ ცეკვა-თამაში არ გამოგდის – მუსიკის რიტმს ფეხი აუწყე და აკუნტრუშდი. თუ საერთოდ არაფერი არ შეგიძლია – როგორც სხვებმა, შენც პოლიტიკოსობას მიჰყე ხელი, იქნებ რაღაცას ეწიო.
• თუ ყველა კაცის სული პირველი კაცის, ადამის სულიდან მოედინება, და თუ ეს ასეა, მაშინ სუყველა ძმები ყოფი-ლან. დასანანია უხსოვარი დროიდან ძმები ერთმანეთს რომ ებრძვიან.
• როდესაც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში მის-თვის არაბუნებრივ ან უცხო გარემოში უხდება ცხოვრება და მაინც არ კარგავს ადამიანურ სახეს, ეს მის დიდ ღირ-სებებზე მეტყველებს.
• წარმატების მიღწევაზე უფრო მნიშვნელოვანი და საინტე-რესო, მიზნის მიღწევის პროცესია. ცხოვრება თავად პრო-ცესია. გამარჯვებით გამოწვეული სიხარული დროებითია და მოქმედების პროცესს ვერ დაჩრდილავს.
• მანიშნებელი იმისა, რაიმეს მიაღწიე თუ არა ცხოვრებაში: ზოგჯერ ქუჩაში გესალმებიან, შენ კი მათ არ იცნობ.
• დამარცხებისა და გლოვის ჟამს ზეიმი და ტაშ-ფანდური მკრეხელობაა, წაგებულ ომში დიდების ძიების მცდელობა კი – უზნეობა. იშვიათი მოვლენაა დამარცხებულთა ტრი-უმფი, თუმცა ყველაფერი ხდება, ისტორიაში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მოეპოვება.
• დღევანდელ მსოფლიოს მხოლოდ სილამაზე ვეღარ გადა-არჩენს, ამისთვის სიბრძნე და კეთილგონიერებაა საჭირო. მსოფლიოს მხოლოდ სულიერება თუ გადაარჩენს.
• მშვენიერი მხოლოდ ის არ არის, რაც შეიცანით. მრავალი სხვა, რაც არ შეიცანით, ისიც მშვენიერია.
• ადრე რაინდობა ასაზრდოებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ეროვნულ სიამაყეს, დღეს კი რაინდობა თეატრალური რეკვიზიტის ბუტაფორიასთან არის გაიგივებული.
• ახალგაზრდობას ეკუთვნის ხვალინდელი დღე. მას ეკუთ-ვნის კაცობრიობის წარსულის, აწმყოს და მომავლის კულ-ტურული მონაპოვარი, ხალხის სულიერი საუნჯე. ის ვალ-დებულია გაუფრთხილდეს და განავითაროს იგი.
• მუსიკა აზროვნების ემოციური გამოხატულებაა. ჩვენ მას ვგრძნობთ, მაგრამ ვერ ვეხებით. მუსიკის შესაძლებლობას საზღვრები არ გააჩნია, მისი ზემოქმედების ძალა ამოუწუ-რავია. მუსიკა განსაკუთრებელი ფენომენია. მისი სამყაროს გარეშე შეუძლებელია არსებობა, მუსიკა თვით ადამიანის სულსა და ცხოვრებაშია.
• ადამიანური ღირსება იყო, არის და რჩება კაცობრიობის სულიერი სიმდიდრის ერთადერთ წარმოჩენის წყაროდ.
• ადამიანის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი ერთი ნახ-ვით შეყვარებას უნდა ჰგავდეს – ერთხელ შეხვდი და უი-მისოდ აღარ შეგიძლია, სულ გიზიდავს და მის გარეშე ვერ ძლებ.
• ყველა დროის წლის საუკეთესო ზღაპარი, მთავრობის თორმეტთვიანი უდიდესი წარმატების და გრანდიოზული მიღწევების ზღაპარია, რომელსაც თავისი მსმენელი ჰყავს.
• სულიერების გარეშე აღზრდილი თაობისათვის სამშობლოს სიყვარული ზედაპირული ცნებაა.
• ზოგიერთი სასურველია საზოგადოებისთვისაც ისეთივე ავ-ტორიტეტული გახდეს, როგორიც საკუთარი ძაღლისთვის არის.
• ცხოვრებაში ადამიანს ისე არაფერი ეძლევა, ყველაფერს თავის ფასი აქვს. სიცოცხლე ვალია, რომელსაც თანდათან იხდი.
• ღირსებადაკარგულნი ღისეულებს ძირავენ და ანადგურე-ბენ, ფიქრობენ რომ ისინი შეძლებენ მათი ადგილის და-უფლებას.
• ადამიანი – ღმერთისა და ბუნების პირმშოა, მაგრამ ხში-რად ივიწყებს ერთსაც და მეორესაც.
• ისტორია სისხლითა და მახვილით იქმნება, იწერება კი მელნით, მყუდროდ მოკალათებულ თბილ სავარძელში.
• იმედი ციცინათელასავითაა, ბჟუტავს, ხან კი გაიელვებს.
• ხელოვნება და მეცნიერება არსებობისა და ბედნიერების უშრეტი წყაროა.
• საყვარელი ადამიანებისა და სამშობლოს გარეშე დიდხანს ვერ ცოცხლობენ.
• კულტურა – უდიდესი სიმდიდრეა, ის პოლიტიკაზე გაცი-ლებით უფრო დიდი და ბრძენია.
• ზოგჯერ ქალების გაგება უბრალოდ შეუძლებელია. ზოგი-ერთები ჯერ დედას აშინებენ, რომ, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მას სურს, პირველივე შემხვედრს ცო-ლად გაჰყვებიან, შემდეგ კი ქმარს აშინებენ, რომ დედას-თან დაბრუნდებიან.
• პოლიტიკური თამაშები იმ დონისა და შინაარსისაა, რა დონის პოლიტიკოსებიც მასში მონაწილეობენ.
• ჩვენი ცოდვებით ღმერთს ვცოდავთ, ღირსებებით კი ადა-მიანებს ვაღიზიანებთ.
• ტრადიციულად, ჯენტლმენი და ლედი წლების განმავლო-ბაში მკაცრ პირობებში მიზანმიმართულ აღზრდას იღებ-დნენ. დღეს მსგავსი რამ არც შინ და არც სასწავლებელში არ ხდება, თუმცა კი უკვირთ, სად დაიკარგნენ კარგად აღზრდილი ადამიანებიო.
• პოლიტიკა მოქმედი ძალების პირადი ინტერესების სფერო-ა, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების სახელით ნათლა-ვენ ხშირად.
• ქალები უფრო მიმზიდველად და დიდებულად გამოიყუ-რებიან, როდესაც მათ ღირსეული, შესაფერი მამაკაცი უმ-შვენებს გვერდს.
• ზოგიერთის აზრით, სამოთხეში მამაკაცები თურმე ქალე-ბის გარეშე ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, აბა ისე რაღა სა-მოთხე იქნებოდა!
• მხარდაჭერა ნიჭიერებს სჭირდებათ, უნიჭონი თვითონ იკ-ვლევენ გზას და თავს არავის აჩაგვრინებენ.
• პოლიტიკაში საბოლოოდ ის იცინის, ვისაც კარგი ყნოსვა აქვს, დროულად მოკურცხვლა ეხერხება და სწრაფად დარბის.
• მთელი ჩვენი ცხოვრება საკუთარი შინაგანი შესაძლებლო-ბების განხორციელების მცდელობაა.
• რაღაცის ფასად თითქმის ყველა იყიდება.
• წარმომავლობისა და მდგომარეობის მიუხედავად, ყველას თავის როლი აქვს ცხოვრების თეატრის ტრაგიკომედიაში: ზოგს ღირსეულის, ნაწილს მეძავის, უმრავლესობას კი ტა-კიმასხარისა.
• ისტორია დამარცხებულებზე გამარჯვებულების დაუსრუ-ლებელი ნუსხაა. ისტორია ძაფის გორგალივითაა – ხან წაღმა იხვევა, ხან უკუღმა.
• ზოგიერთები ძაღლური ლოგიკით მოქმედებენ: რასაც ვერ გამოხრავ, უნდა მიაფსა.
• როდესაც ხალხი ღირსეულად ცხოვრობს და სათანადოდ დაფასებულია, სახის გამომეტყველებასა და თვალებში თა-ვისებური შინაგანი სიამაყის გრძნობა უელვარებს.
• მეგობრულად ან ძმურად გაყოფას, განსაკუთრებით კი უფროსი ძმის პოზიციიდან – თანაბრად გაყოფა სჯობს.
• ყველაზე დიდ განსაცდელს, რასაც ქვა, რკინა და კლდე ვერ უძლებს, ხშირად ადამიანი იტანს და უძლებს.
• მუსიკა სამყაროს სიმღერაა, რომელიც ხმაშეწყობილია ყო-ველი ადამიანის ბუნებასთან. მუსიკა ადამიანის შინაგანი სამყაროსა და სულის ამეტყველებული ენაა.
• საყვარელ ადამიანებს უშურველად უნდა ვმუხტავდეთ სა-სიკეთო იმპულსებით: გემღერებოდეთ, ძვირფასებო!
• ლანძღვა და ჭორაობა ადამიანის პოზიციის სისუსტის მაჩ-ვენებელია და აზროვნების სიღატაკის დამადასტურებელი.
• მთელი ჩვენი ცხოვრება თეატრივითაა, სადაც ყველაფერს – ტრაგედიას, კომედიას, დრამას თუ ფარსს თავისი ადგი-ლი აქვს. თეატრი „მასოვკის“ გარეშე წარმოუდგენელია. ასეა ცხოვრებაშიც.
• დაღვინებული – ეს ის ასაკია, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილებით დატვირთული თავს ჯერ კიდევ ახალ-გაზრდად მიიჩნევ.
• როგორც კი ადამიანს სიყვარული ეწვევა, მის გონებაში ხანგრძლივი არდადეგები იწყება.
• ოცნება ისაა, რაც ჩვენ ლოგინში მწოლიარეს ფრენის საშუ-ალებას გვაძლევს ხოლმე.
• მამაკაცი ქალში თავის ოცნებას ხედავს, ქალი კი მისგან თავისი ოცნების განხორციელებას მოელის.
• პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება ომია, რომე-ლიც სხვისი შეკვეთილი პოლიტიკური სასაკლაოა და ისე-თი დასაწყისი და დასასრული აქვს, როგორიც წინასწარაა განსაზღვრული. ასეთ შეკვეთილ უბედურებას, როგორც წესი, უდანაშაულო ხალხი ეწირება. გამარჯვებულები და დამპყრობლები ყოველთვის თავის სასარგებლოდ ავლებენ საზღვრებს.
• ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური დია-ლოგი ყველასთან საჭიროა. აგრესიულობა და მუხლებზე ხოხვა უაზრობაა. გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს და მიუღწეველიც არაფერია, უბრალოდ, თავად არ უნდა შეხვიდე ჩიხში.
• ხელისუფლებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმისთვის, რომ ხალხმა თავისი მიწა-წყლის ფასი ისე შეიგ-რძნოს, როგორც სამშობლოსი.
• სისხლით და შუღლით ვერც წარსულს ჩამორეცხავ და ვერც მომავალს ააშენებ.
• ღმერთი სუყველას და ყველაფრის მფარველია. ამბობენ, რომ ღმერთს ღარიბები უფრო უყვარს, მაგრამ მათზე უკე-თესად რატომღაც მდიდრები ცხოვრობენ. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ, რაც არ უნდა დააშავოს, უფალი მას შე-უნდობს, – პატიება ეს მისი საყვარელი საქმიანობა არისო – იმედოვნებენ. ღმერთი მოწყალეა, მაგრამ დაუნდობელია მრისხანებისას, ამის მიზეზი კი ადამიანების ცოდვებია.
• ცხოვრებაში ყველა თავისი თამაშის წესით იმკვიდრებს თავს. არ უმართლებს მხოლოდ იმას, ვინც თამაშის წესებს იცავს.
• წაგებას ყველა თავისებურად გამოხატავს, ზოგჯერ, ვინც წასვლისას კარებს გაიჯახუნებს, ის ამით თავის დამარცხე-ბას აღიარებს.
• ადამიანებს ქვებს ყოველთვის ესროდნენ. ადრე თუ მხო-ლოდ ერთი და იმავე მხრიდან ხვდებოდათ თავში, ახლა ამ ბედნიერებას ყოველი მხრიდან განიცდიან.
• ზოგჯერ შემოქმედ ადამიანს თავისი ქვეყნის არანაირი ტი-ტული არ გააჩნია, წესიერად არც კი იცნობენ და, ამავე დროს, მსოფლიო დონის მოღვაწეა.
• სამსახურეობრივი რომანი ხშირად დაოჯახებულ ადამია-ნებს შორის წარმოიშობა და ზოგჯერ მას ოჯახი და სამსა-ხურიც ეწირება.
• ჭეშმარიტი მომღერალი ყველა დროის მომღერალია, ის თა-ვისი ხალხის სულის გამოძახილია, მისი სიმღერა ეპოქის ხმაა.
• შემოქმედ ადამიანებს ორმაგი ცხოვრება ახასიათებთ, ეს მათი ქვეცნობიერების ნაყოფია. აქაც ხარ და, ამავე დროს, იქაც, რეალურ და არარეალურ სამყაროში.
• იმედის ხმა ზოგჯერ შორიდან ყრუდ ისმის, მაგრამ მაინც ძალას გმატებს.
• შვილები სანამ პატარები არიან, ჯერ ძილს არ გაცლიან, რომ გაიზრდებიან კი – ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, შვილები უდიდესი ბედნიერებაა; კარგია, როცა მაძღარნი და შემოსილნი არიან, შორს იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
• არ არსებობს სხვა მორალი, გარდა ადამიანური მორალისა; როგორც არ არსებობს სხვა ცოდნა და სიბრძნე, გარდა ადამიანური ბედნიერებისაკენ მიმავალი გზისა.
• ადამიანის მრავალი თვისებებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და ადამიანური თვისება სირცხვილის გრძნობაა. გაწითლების უნარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური თვისებათაგანია. გაწითლებისა და სირცხვი-ლის სწავლა შეუძლებელია, ამ თვისებითა და გრძნობით უნდა დაიბადო. სირცხვილის გრძნობა ადამიანის უმაღლე-სი მსაჯულია.
• ხალხის სულიერების ტაძარი – მათი კულტურა და მშობ-ლიური დედაენაა.
• აუცილებელია ყველამ იცოდეს ვინ და რა არის ადამიანი, განსაკუთრებით კი – როგორი უნდა იყოს ის.
• ადამიანის სული და გონება ინტუიციის ფენომენალური თვისების მფლობელია. სწორედ ქვეცნობიერად წარმოიშო-ბა წინათგრძნობის ღვთაებრივი შეგრძნება, რომელიც უტყ-უარია და შინაგანად წინასწარ ამა თუ იმ გრძნობას ბა-დებს.
• ზოგიერთი ხელისუფლებაში იმისთვის მიისწრაფვის, რომ ის შეჭამოს, რაც მისმა წინამორბედმა ვერ მოასწრო.
• ზოგიერთების აზრით, სიყვარული, როგორც ლეკვები, ბრმა იბადება, ოღონდ ლეკვები თვალს დროულად ახე-ლენ, ზოგიერთისთვის კი სიყვარული აბსურდია. ეს დი-დებული გრძნობა ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ თუ ასეა, უნდა დავსძინოთ, რომ სიყვარული მშვენიერი აბსურ-დი ყოფილა.
• ემოციების გარეშე, – ნააზრევი და ქმნილება მშრალი, უღიმღამო პასკვილია, ხოლო ქმნილება გულისა და გონე-ბის ფანტაზიის გარეშე, – უინტერესო ნაცოდვილარია.
• ხალხის წიაღიდან გამოსული მშობლიური მთავრობა ძალ-ზედ იშვიათად ისევ იქ დაბრუნდეს, საიდანაც გამოვიდა.
• დროთა განმავლობაში ირგვლივ ყველაფერი გლობალიზა-ციას განიცდის, კარგავს საკუთარ სახეს და ინდივიდუა-ლობას. ყველაფერი რაღაც უაზრო საერთო მნიშვნელამდე მიექანება. გლობალიზაცია ყველა კულტურებს გამოწვევის წინაშე აყენებს, – ახალი გაერთიანებული მსოფლიოს საერ-თო დინებაში გაითქვიფოს თუ დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა შეინარჩუნოს.
• შეიძლება კარგად იცნობდე ცხოვრებას, მაგრამ არ იცნობ-დე ქალებს. მათ შეიძლება ზოგჯერ თავისი შეცდომები გაგიმხილონ, მაგრამ არასოდეს გაგიმხელენ საკუთარ სი-სუსტეებს. მამაკაცები, რომლებიც თვლიან, რომ კარგად იცნობენ ქალებს, იშვიათად რომ ოპტიმისტები იყვნენ.
• გაუთავებელი ომები ადამიანებს ველურებად აქცევს. რო-დესაც ადამიანი გამხეცდება, მას ვერცერთი მხეცი ვერ შე-ედრება.
• ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის სიყვარულისაც, მაგრამ ნაყიდი სიყვარული არასაიმედოა, ის კვლავ გაიყი-დება.
• აუნაზღაურებელი დანაკლისია, როდესაც მრავალი წლების მანძილზე სასიკეთოდ არაფერი იცვლება. გზას ჭეშმარიტე-ბისაკენ წყვდიადში ხელის ცეცებით ვერ გაიგნებ.
• ქვეყანაში, რომელიც პატარ-პატარა დიქტატორებითაა სავ-სე, კანონის უზენაესობა – ფარსია.
• დევნილობაში მყოფი ხალხისათვის არსად, არასოდეს არ არსებულა წალკოტი.
• ტვინის დამსახურებაა ჩვენ რომ ვაზროვნებთ, ვფიქრობთ, და ისიც, რომ გვგონია ვფიქრობთ.
• ადრე იდეოლოგია არსებობდა, როგორი იყო ის, ყველას-თვის ცნობილია. ახლაც არსებობს რაღაც, რომელიც ღაღა-დებს: როგორც შეძლებთ, ისე იცხოვრეთ...
• არაფერია იმაზე დიდი უბედურება, როგორც ძალაუფლე-ბა, ფული და არაკომპეტენტურობა.
• ჭკვიანმა ქალმა მამაკაცს შეიძლება ერთხელ ისე შეხედოს, რომ ის სამუდამოდ კაბაზე გამოიბას.
• ადამიანი, რომელიც ზედმეტად ჭკვიანი და ნიჭიერია, რიგ შემთხვევებში გარემოცვას უნდა უფრთხილდეს.
• შემოქმედი ადამიანის პიროვნება თვითმყოფადია, თვითგა-მოხატულება მრავალფეროვანი, ქმნილება კი ინდივიდუა-ლური. შემოქმედს შინ თუ გარეთ თავისი ახალი ქმნილე-ბა მოსვენებას არ აძლევს, გამუდმებით ერთმანეთში საუბ-რობენ. განცდები შემოქმედი ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია. ხშირად გესმის შინაგანად რაღაც ხმები, მუსიკა, რაც მოსვენებას არ გაძ-ლევს. უსმენ, ამუშავებ, უძებნი ფორმას, რიტმიკას, რომ ეს ყველაფერი გამომზეურდეს და აჟღერდეს.
• ყველაზე უბერებელი და მრავალწლოვანი მაცხოვრებელნი მტვერდადებული წიგნები არიან.
• ადამიანებმა ისე უნდა იჩხუბონ, რომ შერიგებისას ერთმა-ნეთის არ შერცხვეთ.
• ხალხთა შორის მეგობრობა მისასალმებელია, ოღონდ ზო-გადი ცნებაა; ადამიანებს შორის მეგობრობა კი – რეალუ-რი და ძალზედ მნიშვნელოვანი.
• გამარჯვებისთვის თავდადებით იბრძვიან, დაუნდობელი ბრძოლა კი გამარჯვების შემდეგ იწყება.
• ადამიანი, შესაბამისად, იმ მიზნების მიხედვით იზრდება, რა მიზნებიც ამოძრავებს მას და რისკენაც მიისწრაფვის. სურვილებში ადამიანის არსი ვლინდება. როდესაც სურვი-ლები ქრება, ადამიანიც კვდება. ადამიანების შეფასება სურვილების მიხედვითაცაა შესაძლებელი. მიზნის გარეშე მოქმედება ბურუსით მოსილი, ქაოსურია. ინტერესის გარე-შე მიზანი ბუნდოვანია. მოქმედებისა და მიზნის გარეშე კი სიცოცხლე კარგავს აზრს.
• მთავრობის საყვარელი საქმიანობა დაპირებებია. მოლო-დინში თაობები გაჭაღარავდნენ. ნებისმიერი მთავრობის ოცნებაა, ხალხმა საკუთარ თავს თვითონ მიხედოს, ადი-დოს ხელისუფლება, გადასახადები დროულად გადაიხა-დოს და საპენსიო ასაკამდე მარადიული ძილით დამსახუ-რებულად განისვენოს. ბოლო დროს პენსიონერების ხან-გრძლივი სიცოცხლე მშობლიური მთავრობისადმი თავისე-ბური შურისძიების ტოლფასია.
• თუ პოლიტიკური სცენარის კონტურები ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ აირეკლება, მისი გამომზეურება ნაადრევია.
• ყველაზე დიდი გამარჯვება, ომისა და სისხლის დაღვრის გარეშე მიღწეული გამარჯვებაა.
• გიყვარდეს ცოლი, ისევე როგორც საკუთარი თავი, ოღონდ უფრო მეტად ეცი პატივი, ვიდრე საკუთარ თავს.
• საყვარელ ადამიანთან ერთად ყველგან სამოთხეა.
• ანალიტიკურად მოაზროვნე პროგრესულმა ადამიანმა დროს უნდა გაუსწროს, ოღონდ ისე, რომ მომავლის პროგ-ნოზირება რეალობის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს.
• სათუთი გაფრთხილება სჭირდება იმ ადამიანთა სახე-ლებს, ვისზეც იდგა და დგას ქვეყნის კულტურა, იდგა და დგას ერის ღირსება.
• მთავრობა საკუთარ კეთილდღეობაზე უხმაუროდ ზრუ-ნავს, ხალხის კეთილდღეობაზე კი საქვეყნოდ საუბრობს.
• შემოქმედის სათქმელი მის გულში მღერის, მისი სული მუ-დამ ღიღინებს, ღელავს და იფერფლება.
• ხალხი აღიარებს მხოლოდ იმ სახელებს და საქმიანობას, რომლებიც ცნობილია. აღსანიშნავია, რომ არსებობს უამრა-ვი გაუხმაურებელი სახელები და მიღწევები, რომლებიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობია და არც არავინ თავს არ იკლავს მათი ღვაწლის გამომზეურებისთვის. ცხოვრება, მომავალი და პროგრესი, როგორც ყოველთვის, მოაზროვნე, მშრომელი და შემოქმედი ადამიანების ძალის-ხმევის შედეგია. ყოველი თაობის ვალია ღვაწლმოსილ ადამიანთა გაუხმაურებელი მიღწევების გამომზეურება.
• ნიჭიერება და წარმატება – ეს შენი კოლეგების წინაშე ერ-თადერთი მიუტევებელი ცოდვაა.
• ბედნიერებისათვის ისიც კმარა, რომ ყოველდღე ამოდის მზე, იბადებიან ბავშვები, ჟღერს მუსიკა...
• კაცობრიობის მთელი ისტორია – ეს მოქმედების და მი-ზანსწრაფვის ისტორიაა, თავისუფლებისაკენ სწრაფვის ის-ტორიაა.
• ცხოვრება – მოგზაურობაა. მამაკაცი – ცხოვრების მგზავ-რია, ქალი კი, ზოგიერთების აზრით, მისი ცხოვრების ბარგია. ნებისმიერისთვის, ვინც რა აზრისაც არ უნდა იყოს ქალზე, ერთი რამ ცხადია: ქალი ღვთაებრივი არსე-ბაა, რომლის გარეშე მამაკაცის არსებობა აზრს კარგავს.
• ნოვატორობა, ახალი აზროვნება ისტორიული განვითარე-ბის ბუნებრივი, ლოგიკური შედეგია. ეს არის სიახლე, შე-მოქმედებითი მოვლენა, რომელიც წარმოიშობა როგორც აუცილებლობა და არა როგორც შემთხვევითობა.
• იდეალი – ეს ისაა, რისკენაც ადამიანი მთელი სიცოცხლე მიისწრაფვის და იშვიათად თუ აღწევს.
• თუ ადამიანი ხელმოკლე ოჯახიდან არის, – მას არ გაუ-მართლა, ხოლო თუკი მისი სიმამრიც ღარიბი აღმოჩნდა, ზოგიერთების აზრით – ის უჭკუოც ყოფილა.
• როდესაც მწვერვალს მიაღწევ, ნუ შეჩერდები, განაგრძე აღ-მასვლა.
• გულუხვობა მხოლოდ ის არ არის, როდესაც ბევრს გასცემ; დიდი სიკეთეა, როცა დროულად თუნდაც მცირედს გას-ცემ.
• ენა ადამიანის აზრს ახმოვანებს, სახე კი მისი ბუნებისა და გულის ენაა.
• იჩქარე, სანამ გაქვს საშუალება, სანამ საკუთარ სიცოცხლეს შენ მართავ, სანამ არსებობ... ქმნა სიკეთისა და მშვენიერე-ბისა.
• იჩქარეთ აუჩქარებლად, იაზროვნეთ სხარტად, დაფიქრე-ბით, იმოქმედეთ გათვლით, წინააღმდეგობა გაუწიეთ მტკიცედ, დაუთმეთ შესაბამისად, რიგ შემთხვევებში კი გულუხვად. ყველაფერი აზრზეა დამოკიდებული. ადამია-ნის აზრი მის ძალ-ღონეზე უფრო ძლიერია. სიბრძნის ძა-ლა კი, ყველაფერთან ერთად, მოთმინებაში მჟღავნდება.
• ცივილიზაცია უმაღლესი რანგის კულტურული ერთიანო-ბაა.
• როდესაც ბრბო მრავალრიცხოვანია და დროთა განმავლო-ბაში უფრო იზრდება, გზარავს და უნებლიეთ გებადება აზრი: სადღა არიან ადამიანები?!
• აწმყოს და მომავლის ავკარგიანობა ბევრად არის დამოკი-დებული საზოგადოებაზე. ზოგჯერ საზოგადოება თავად იმყოფება სრულყოფილების მიღწევის მდგომარეობაში.
• ადამიანი უნდა ისწრაფოდეს ახალი ჰორიზონტების და მისთვის უცნობი სამყაროს აღმოსაჩენად და მასში საკუთა-რი თავის დამკვიდრებას.
• ცხოვრების შეცვლასთან ეთად დროის სტილისტიკა, ადა-მიანების გამომეტყველება და ჟესტიკულაციაც იცვლება.
• რწმენა, ცოდნა და ქველმოქმედება, სიყვარული და შემოქ-მედება, ეს ის საგანძურია, რაც კაცობრიობის მიერ საუკუ-ნეების მანძილზე იქმნებოდა. ის უდიდესი მონაპოვარია და მსოფლიო კულტურისა და სულიერების საძირკველია.
• საკუთარი ცხოვრების ისტორია ყველამ თვითონ უნდა შექმნას და დაწეროს.
• ცოლიანები უცოლო მეგობარს ცოლის შერთვას ურჩევენ, რადგან ზოგიერთები ვერ ეგუებიან, როდესაც ვინმე თავს ბედნიერად გრძნობს.
• სინდისი წრუწუნასავითაა, – ან თვლემს, ან გღრღნის...
• ცხოვრებაში შეუძლებელია ერთდროულად მხიარული, ფხიზელი და ჭკვიანი იყო... ეს ხომ ცხოვრებაა...
• როდესაც საყვარელ ქალთან ერთად სადმე მიემგზავრე-ბით, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ ამით, საერთო ჯამში, შეიძლება რამდენიმე ადამიანი დაზარალდეს: თქვენ და თქვენი მეგობარი ქალი, ასევე ის უცხო ქალბატონი, რო-მელსაც თქვენ დაუახლოვდებოდით, მაგრამ თანამგზავრის გამო ყურადღებას ვერ მიაქცევდით, და მამაკაცი, რომელ-საც თქვენი მეგობარი ქალი მოეწონებოდა და თქვენ გამო მას ვერ დაუახლოვდებოდა.
• მუსიკაში სულ შვიდი ნოტია, რომლებიც საოცრებას ქმნიან და ამ ღვთაების გარეშე სიცოცხლე წრმოუდგენელია.
• ბავშვობა – დროა, როდესაც ბევრ სისულელეს სჩადიხარ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს დრო არ ყოფნით.
• იქ, სადაც შენი ადგილი არ არის, თავს ისე გრძნობ, რო-გორც კარაქი წყალში.
• მთავრობამ უნდა უზრუნველყოს როგორც ხალხი, ასევე საკუთარი თავიც. მათი მოღვაწეობის პრინციპიც სავსებით ნათელია: საქვეყნო საქმის კეთება კარგია, საკუთარი ერთი ადგილი კი – უკეთესია.
• ამბოხებული მონა კანონმორჩილი ვერ გახდება და, საერ-თოდ, მონური ფსიქოლოგია დამღუპველია.
• ზარმაცებს სიკვდილი ლოგინში ეახლებათ ხოლმე, ცნობის-მოყვარეებს კი – ჭუჭრუტანაში ცქერისას.
• თუ ბერიკაცი თავის დაბადების დღეზე მირთმეული ტორტის ყველა სანთელს ერთი შებერვით ჩააქრობს, სიმ-ღერასა და ცეკვა-თამაშში ტოლს არავის დაუდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბინა მალე არ „განთავისუფლდება“, რადგან მას ჯერ კიდევ ცხოვრებით ტკბობა სწადია და ახლობ-ლებს დიდხანს მოუწევთ „მოცდა“.
• ადრინდელი დროიდან მოყოლებული, ხალხს ვირივით ამუშავებენ და ძროხასავით წველიან. ზოგჯერ კი ისეთი დრო დგება, როცა უმუშევრებსაც გვარიანად წველიან.
• ხელოვნება დიდი სამყაროა და ადამიანი ამ საყაროს დი-დი შემოქმედია.
• როდესაც მტრობის, შურის და გაუტანლობის ჭია უხსოვა-რი დროიდან ღრღნის ერის სულიერებას, ხშირ შემთხვევა-ში ერი უფრო კარგავს, ვიდრე პატრონობს თავის ღირსე-ულ პიროვნებებს და სულიერ მონაპოვარს. ერის თვისებე-ბი – როგორც უარყოფითი, ისე დადებითი, დროში არ იცვლება, მხოლოდ იხვეწება.
• ჭკვიანი და მიმზიდველი ქალი მრავალფეროვანია და უფ-რო დახვეწილად იმორჩილებს მამაკაცს.
• პოლიტიკა არის ხელოვნება, შეგეძლოს ხალხის ზრახვების მართვა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
• ჭკვიანები ფულს უჭკუოებს სცინცლავენ, მათ კი იმავეს ქა-ლები უშვრებიან.
• ზოგიერთის აზრით, მთავარია, იცოდე, სად რა დევს. მარ-თლაც, ბევრი მცოდნეა იმისა, თუ სად რა დევს, მაგრამ უფრო მეტი მცოდნეა იმისა, თუ ცუდად სად რა დევს.
• დამოუკიდებლობა კარგია, როდესაც ხალხი ასე თუ ისე უზრუნველყოფილია და თავისი ხელისუფლების იმედი აქვს. მშიერი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იმედ-გაცრუებას და ქაოსს ბადებს.
• ლამაზი ქალი ღვთაებაა, სიხარულს გმატებს. ლამაზი ქა-ლი მამაკაცის გულსა და თვალს ახარებს, შეუხედავი კი – ქალისას, თუმცა ამას არ იმჩნევენ.
• ძალზე საშიშია აზროვნების პრიმიტიულობა და ღირებუ-ლებათა გაუფასურების მანია, რომლის მასშტაბები არსე-ბულ ვითარებაში ყოველდღიურად იზრდება.
• შემოქმედი თავის ქმნილებაში დროს უნდა პასუხობდეს. თანამედროვე უნდა იყოს არა მხოლოდ იდეებით, შინაარ-სითა და თემებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, აზროვ-ნებით და შემოქმედების მთელი არსით.
• ცხოვრება საინტერესო და ცვალებადია. მხოლოდ ერთი რამ არის, რაც არ იცვლება, ღარიბებისა და მდიდრების თანაარსებობაა. ხალხი, როგორც წესი, ღირსეულ ადამიან-თა სათანადო დაფასებასა და თანადგომას ყოველთვის აგ-ვიანებს.
• ქალი ყოველთვის მიმზიდველი უნდა იყოს. მის ბუნებაში რაღაც მაგნიტის მსგავსი ფარულად უნდა გიზიდავდეს მუდამ. ქალის ძალა სილამაზესთან ერთად მის შინაგან სამყაროშია.
• შემოქმედი ადამიანის სულში ანგელოზები, დემონები და საოცრებები დაძრწიან და მოსვენებას არ აძლევენ მას. ისი-ნი სამყაროს და მოვლენებს უფრო მწვავედ აღიქვამენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ყველა ნიჭიერი ადამიანი თავის სათქმელს ამბობს, იმარჯვებს უფრო ნიჭიერი, მოგე-ბული კი რჩება ხალხი.
• ზოგიერთს ცოლიც ჰყავს და საყვარელიც, მაგრამ მაინც იმისი შურს, ვისაც არც ერთი ჰყავს, არც მეორე.
• სანამ ჭკვიანები დუმან, სულელები და ვიგინდარები მათ ადგილს იკავებენ ხოლმე.
• ყველასა და ყველაფრისგან თავისუფალი ის არის, ვინც არავის არაფერში აღარ სჭირდება.
• თვითდამკვიდრებაში ადამიანის ტრაგიზმი და სიდიადე იკვეთება.
• ადამიანების უმრავლესობის გამოცნობა რთულია. ისინი ხშირად მალავენ თავის რეალურ სახეს და მისწრაფებებს და ასევე ფარულად და მოულოდნელად ამჟღავნებენ მათ.
• პოლიტიკა – ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, რომელშიც „ბე-ლადის“ კომპლექსით შეპყრობილ ადამიანთა მასები ღებუ-ლობენ მონაწილეობას, და ამ ბრძოლის დროს ისინი თავის მისწრაფებებს და ამბიციებს იკმაყოფილებენ.
• ვისაც უნარი არ შესწევს შექმნას თავისი, ის ყოველთვის ცდილობს სხვას წაგლიჯოს.
• ქალების სისუსტე მამაკაცებია, სიხარული კი ბავშვები.
• თუ გინდა შენ მტერს აჯობო, ის შენ ერთგულებაში უნდა დაარწმუნო, და როდესაც დაგიჯერებს, აი მაშინ, მისი საქ-მე წასულია. ის უკვე შენს ხელშია. ჭკვიანმა კაცმა მტრის ხელითაც თავისი საქმე უნდა აკეთოს.
• მამაკაცების უმრავლესობა მუდამ ქალის ალერსის, სითბოს და კიდევ რაიმე სარგებლის და საკბილოს ძიებაშია.
• გარედან მართული ქვეყნის ბედი სავალალოა. ასეთ შემ-თხვევაში მოგებული ისაა, ვინც მუსიკის დამკვეთია.
• ზოგჯერ ყველაფერი თვალის ასახვევად იმიტომ იცვლება, რომ, რაც იყო, ისევ ისე დარჩეს. სიახლე მხოლოდ დაპი-რებებსა და მოწოდებებშია.
• თუ ქალი მამაკაცების ყურადღებას ვერ იპყრობს, ის მალე ბერდება.
• ჭეშმარიტი შემოქმედი და მეცნიერი ის პიროვნებაა, რომე-ლიც თავის დროის მთელ ეპოქას წარმოაჩენს.
• ხელოვნება და მისი განუმეორებელი სამყარო ღვთიური საჩუქარია. ღმერთმა და ბუნებამ ადამიანს უბოძა ერთი არაჩვეულებრივი თვისება – გამოგონილის, ღვთიური ნი-ჭით შექმნილის, როგორც რეალობის განცდის და აღქმის უნარი.
• ზოგიერთი პოლიტიკოსი და ხელისუფალი საკუთარი ხე-ლით ითხრის პოლიტიკურ სამარეს და საფლავის ქვასაც თვითონვე იდგამს. პოლიტიკოსების უმრავლესობისათვის სტაბილურობა და დიპლომატია კარგა ხანია სავიზიტო ბარათი აღარ არის.
• შურითა და ღვარძლით დღემდე ვინ რას მოსწევია?!
• მოხერხებული ადამიანი თავისი გონებამახვილობისა და ენაწყლიანობის მეშვეობით ისეთ რამეს შეაჩეჩებს და აც-დუნებს სხვას, რაც მას არ გააჩნია, სხვას კი სულ არ სჭირდება ის.
• ზოგიერთს ქალებისადმი რატომღაც უცნაური, მკვეთრად განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება გააჩნია. მათი აზრით, ქალების უმრავლესობა მეტწილად იმაზე ფიქ-რობს, რაც მათ გულსა და საწოლში ხდება. ქალის ჩაცმა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე გახდა. ჩაცმულ ქალს ბევრი მოთხოვნილება აქვს, გახდილს კი – მხოლოდ ერთი. ჩაც-მული ქალი არჩევანის წინაშე გაყენებს, გახდილი არჩევანს არ გიტოვებს. ჩაცმული ქალი ჭკუასთან ერთად ჯიბეებსაც გადმოგიტრიალებს, გახდილი კი მხოლოდ გრძნობებს. ჩაც-მული ქალი სხვებსაც ეკეკლუცება, გახდილი კი – მხო-ლოდ შენ. ის, ვინც ქალებს გადაჭარბებით აქებს ან ლან-ძღავს, მათ არც კარგად იცნობს და არც მათი ფასი იცის. მამაკაცების ფანტაზიას და ოცნებას საზღვრები არ გააჩნი-ა, ქალი კი, მამაკაცისაგან განსხვავებით, იმასაც ამჩნევს და ხედავს, რაც მისი ცხვირის წინ არ ხდება. ერთი რამ უდავოა: ქალების გარეშე ცხოვრება უაზრო და წარმოუდ-გენელია. პირველ რიგში ის დედა, საყვარელი ადამიანი და მეგობარია.
• ნიჭიერები თავის ეპოქას აშენებენ, უნიჭონი კი ნგრევით თავის ეპოქას ქმნიან.
• სპექტაკლის მოქმედება ისე უნდა ვითარდებოდეს და გა-ღელვებდეს, რომ შენ რეალობის შეგრძნება დაკარგო. ისე-თი სურვილი უნდა გაგიჩნდეს, რომ სცენაზე ახვიდე და სპექტაკლში მონაწილეობა მიიღო.
• ადამიანებს საერთო შეხედულებები, სიძულვილი და სურ-ვილები აერთიანებთ.
• ერის საბოლოო დამარცხება მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა სულიერებასა და რელიგიას გამოაცლი და ურწმუნო არსებად გადააქცევ. ერი მაშინ დაიწყებს აღორძინებას, როდესაც მისი ხალხი ურთიერთგაუტანლობის, შურისა და ქიშპობის სამარცხვინო სენს დაამარცხებს. დიდი ეპოქე-ბი დიდი რწმენით და სულიერების სიმტკიცით იქმნება. ერს რწმენა, კულტურა, გონიერება და ერთსულოვნება გა-დაარჩენს.
• ფული შეიძლება ძალიან გიყვარდეს, მაგრამ რასაც ფუ-ლით ვერ იყიდი, შეიძლება ის უფრო საყვარელი იყოს.
• ბოროტება ისე ხმაურობს და ბობოქრობს, თითქოს ქვეყ-ნად მარტო ის იყოს და სიკეთე არ არსებობდეს.
• ქალი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საკუთარ ანარეკ-ლსაც კი ეპრანჭება ხოლმე.
• კლასიკური მუსიკა აყვანილი უნდა იყოს ადამიანების აზ-როვნების უმაღლეს საფეხურზე. მუსიკა, როგორც თანმდე-ვი და აუცილებელი სულიერი საკვები, შესისხლხორცებუ-ლი უნდა იყოს მათ ყოფაში.
• სანამ ადამიანების მართვა ისევ ადამიანების ხელშია, თვი-სობრივად არაფერი შეიცვლება. რაც ადრე ხდებოდა და ახლა ხდება, მომავალშიც იგივე მოხდება.
• წარსული აწმყოში წარმოჩნდება და მომავლისაკენ მიილ-ტვის. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ლოგიკურად და კანონზომიერად ვითარდება. ჩვენ გვეკუთვნის წარსული, აწმყო და მომავალი კი თავად უნდა შევქმნათ.
• თუ ქალი დუმს, ესე იგი, რაღაცის თქმა სურს და შესაფე-რის დროს ელოდება. ქალს ყოველთვის ყურადღებით უნ-და მოუსმინო, განსაკუთრებით კი როცა ის დუმს. ქალე-ბის გაგება იოლი არ არის, მაგრამ მათთვის ბრძოლა ღირს, რადგან მამაკაცი ქალის გარეშე იგივეა, რაც ძაღლი პატრონის გარეშე.
• არასოდეს მჭერმეტყველებენ ისე, არასოდეს ტყუიან იმ-დენს, არასოდეს არიან ისეთი ხელგაშლილები და გულშე-მატკივარნი, როგორც არჩევნების წინ!
• ზოგი მთელი სიცოცხლე საკუთარი შანსის მოლოდინშია, ზოგიერთი კი ამ მოლოდინში სხვის შანსსაც არ უშვებს ხელიდან.
• რა ბედი ელის ხელოვნებას მომავალში? ალბათ ისეთივე, როგორიც ცხოვრებას და სიცოცხლეს, რადგან ხელოვნება თავად ცხოვრება და სიცოცხლეა.
• ბავშვებისა და მოხუცთა სიდუხჭირე, მათი გულსატკენი დაუცველობა, ქვეყნის ტრაგედიაა.
• სიმართლე ყოველთვის საშიშროებას შეიცავს, რადგან ტყუ-ილზე ძალიან ბევრი რამ არის აგებული... სამართლიანობა უმწიკვლო და ძლიერი უნდა იყოს, ხოლო ძალა – ადამია-ნური და სამართლიანი.
• საკუთარი ხალხისთვის სამი თითის კომბინაციის ჩვენება პოლიტიკოსების უმრავლესობისათვის ერთ-ერთი დამახასი-ათებელი თვისებაა. ხალხი კი პოლიტიკოსების დასაყრდე-ნია, რომლის უმრავლესობას იმის წარმოდგენაც კი არ გა-აჩნია, თუ რამდენი მართებს ხალხის.
• თუ ცოლი ქმარს ყურადღებით უსმენს, ესე იგი ქმარი სი-დედრის სახლში დაბრუნებაზე თანახმაა. ქალი დიდებუ-ლია, როცა კარგ გუნებაზეა, თუმცა გაკაპასებულიც კარ-გია და მდუმარეც. ქალი მამაკაცთან შედარებით უფრო სუსტი, მიუსაფარი არსებაა, რომელსაც გაბრაზებისას შეიძ-ლება ვერც კი გადაურჩეთ. ზოგჯერ ასეც ხდება, ქმარი ოჯახის ხელმწიფეა, სანამ ცოლს სძინავს. ქალები იმისთვის არსებობენ, რომ მამაკაცებს მუდმივად სიხარული და პრობლემები არ მოაკლონ. არის ქალი – არის უამრავი პრობლემა... არ არის ქალი – არის ერთად-ერთი პრობლე-მა: ქალის გარეშე სიცოცხლე უბრალოდ წარმოუდგენელია.
• ბავშვი უპირველესად დედას შეიგრძნობს და შეიყვარებს. ასევე ბუნებრივად დედის ღიღინით და ალერსით შეიგ-რძნობს და შეიყვარებს სამშობლოს, რომელსაც პირველად საკუთარი ეზო-კარიდან და სარკმლიდან აღიქვამს. სამშობ-ლო დედისგან და ბავშვობიდან იწყება.
• გზა უდიდესი შემოქმედებისაკენ ეროვნულობით მიიღწევა და დროთა განმავლობაში ზეეროვნულ ზოგადსაკაცობრიო ძლევამოსილ შემოქმედებათ გადაიქცევა.
• პოლიტიკურ სცენაზე გამუდმებით მარადმწვანე პოლიტი-კოსების, ერთი და იმავე სახეებისა და პერსონაჟების ხილ-ვა მოსაბეზრებელია. ისიც მოსაბეზრებელია, როცა ახალი პოლიტიკოსები ისევ ძველი სცენარით თამაშობენ. პოლი-ტიკა დიდი მეცნიერებაა, რომლის დაუფლება მრავალ-მხრივი ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მიიღ-წევა. რა დონის პოლიტიკოსებიცაა, პოლიტიკაც იმ დონი-საა. ქვეყანა ძლიერი და წარმატებული რომ იყოს, ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ხელეწიფება.
• მამაკაცები აზროვნებენ, ფიქრობენ, ქალები ამ მხრივ უფ-რო ორიგინალურები არიან, ხშირად თავიანთ ჩანაფიქრს მამაკაცების მეშვეობით ახორციელებენ.
• თუ დედამიწაზე სადმე სამოთხე არსებობს, ეს შენი სამ-შობლო, შენი სახლი და საყვარელი ადამიანებია.
• ხანგრძლივი შემოქმედებითი პროცესის შემდეგ დაღლილი, ძალაგამოცლილი ხარ, ემოცია და ფანტაზია თითქოს სულს ღაფავს, მაგარამ ეს გრძნობა თუ სევდა წამიერია. ახალ იდეასთან, მუზასთან ერთად შენს დაცარიელებულ არსებაში შემოიჭრება ახალი აზრი, თემა, მუსიკა... შემოიჭ-რება მღელვარება, სიხარული, აღმაფრენა, მოლოდინი. იმუხტები უშრეტი ენერგიით, ძლევამოსილებით. აი, რა არის ბედნიერება. დიახ, ეს დიდებული შეგრძნებაა.
• გულუბრყვილო ადამიანების ბედი სავალალოა, ისინი, რო-გორც ცხვრები, ხშირად თხების მაგივრად აგებენ პასუხს.
• გარშემო ალბათ სამოთხის ბაღი და საოცარი სიწყნარე იქ-ნებოდა, რომ ხალხს ესაუბრა მხოლოდ იმაზე, რაც იცის და ეკეთებინა მხოლოდ ის, რაც ხელეწიფება.
• კულტურა ერის არსებობის წინამძღვარია, მისი წარსული, აწმყო და მომავალია.
• ძალიან ადვილია და სასიამოვნო ცხოვრება, თუ იცი ვის-თვის და რისთვის ცოცხლობ.
• მეცნიერი და შემოქმედი რომ იყო, ნიჭსა და ცოდნასთან ერთად, დაჯილდოებული უნდა იყო ძიების დაუოკებელი ჟინითა და აზროვნების მოუსვენრობით, რათა წინსწრაფვა, მოუსვენარი აზრები და ძიების წადილი ქმნიან დიდ პი-როვნებებსა და ქმნილებებს.
• ცხოვრება ცრემლნარევი ბედნიერება და სიხარულია...
• შემოქმედი პოეტური სულის მეოცნებე ადამიანია.
• მსოფლიო შეიცვალა, ადამიანებს შორის ახალი ურთიერ-თობები ყალიბდება და სხვაობები იშლება. სამყარო იქით მიექანება, რომ ყველა ერთნაირი იყოს და ამ პროცესს თი-თო-ოროლა თუ ეწინააღმდეგება.
• ძალადობას ბავშვები თავიდანვე განიცდიან. ცუდ მოსწავ-ლეებს მასწავლებლებისა და მშობლების რისხვა ატყდებათ თავს, კარგს და წარჩინებულს კი თანაკლასელებისა ხოლ-მე.
• ჭკვიანი კაცი საკუთარ თავზე არც კარგს იტყვის და არც ცუდს, რადგან იცის, რომ პირველ შემთხვევაში არ დაუ-ჯერებენ, მეორე შემთხვევაში კი დასცინებენ.
• ნიჭიერ და გენიოს ადამიანებზე ნადირობა ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც აქტუალური იქნება. სალიერის სინდრომი ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.
• შემოქმედმა თავისი შემოქმედებით რომ გაიბრწყინოს, ის გამორჩეული უნდა იყოს არა მხოლოდ ღვთისაგან ბოძე-ბული ნიჭიერებით, არამედ სულიერი სიფაქიზითაც, დახ-ვეწილობით, შემოქმედებითი მემკვიდრეობის ღრმა ცოდ-ნით, მაღალი კულტურითა და ფართო ინტელექტუალური პოტენციალით. დიდი შრომისუნარიანობითა და პროფესი-ული აღჭურვილობით. შემოქმედი ერთნაირად უნდა ფლობდეს სიღრმეებისა და სიმსუბუქის შეგრძნებას, თემი-სა და ხასიათის ფილიგრანულობას, ადამიანის სულის მე-ლოდიურობას, დროის შეგრძნებას...
• კლინიკური სიკვდილის შემდეგ გადარჩენილი ადამიანის ნაამბობს ჰალუცინაციას მიაწერენ ხშირ შემთხვევაში. მაგ-რამ, რა შეიძლება დაიმახსოვროს ადამიანმა ტვინით, რო-მელიც კლინიკური სიკვდილის დროს არ მუშაობს? ასეთ შემთხვევაში ჰალუცინაციები არ შეინიშნება. მათ აღსაქმე-ლად საჭიროა ტვინის მუშაობა. სული მარადიულია და, სავარაუდოდ, არ არის დამოკიდებული ტვინის მდგომარე-ობაზე. ის სხეულის გარსით შეზღუდული არ არის. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ლოგიკური მსჯელობა და სხვადასხვა სამეცნიერო მოსაზრება.
• ყოველი ახალშობილი წმინდანია. თუ გსურთ იხილოთ წმინდანის სახე, ნუ დაიღლებით ამაო ძებნით, უბრალოდ შეხედეთ ბავშვებს. მათ სუყველა და მთელი სამყარო უყ-ვართ.
• ქმნილება ხან ისე, ხან ასე იბადება. კალამი თავისთავად ამღერდება ხოლმე, როცა ჰანგი ან აზრი ვეღარ ითმენს. როდესაც სამკალი უამრავია – მომკელზეა საქმე.
• ჩვილ ბავშვს თავის საქციელზე პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ, მას უნდა აჭამო, დააძინო, მოეფერო და ჩას-ვრილი საცვლები გამოუცვალო, მისი ჭირვეულობა უნდა აიტანო. მაგრამ, რა ეშველება ისეთ მთავრობას, რომელიც ჩასვრილია, გამუდმებით ჭამა-სმას და მოფერებას ითხოვს, პასუხისმგებლობას კი გაურბის. ადამიანების უმრავლესობა დიდსულოვანია, მართალია მშობლიურ მთავრობას ხში-რად აკრიტიკებს, მაგრამ მაინც ვერ ელევა, უერთმანეთოდ ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია.
• ცხოვრება – სიცოცხლე და სიკვდილია. ყოველი დღე ახა-ლი სიცოცხლეა.
• ცხოვრების არცერთი დროის იდეალიზება არ ღირს. ადა-მიანის ბედი ყოველთვის ბეწვზე ჰკიდია, მაგრამ სიცოცხ-ლე ყოველთვის საამურია.
• არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ადამიანების კეთილდღეობა და მომავალი სადღაც, უიმე-დოდ და უმოქმედოდ რაღაცაზე ან ერთ ადგილზე კიდია. ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უმოქმედოდ ბევრი რამე კიდია, დრო კი არ ითმენს, რამეს რომ ეწიო, არსად არაფერი უმოქმედოდ არ უნდა ეკიდოს, ყველაფერი უნდა მუშაობ-დეს და თავის ფუნქციას ასრულებდეს.
• უნიჭობა საშიში და რიგ შემთხვევაში დამანგრეველიცაა, მაგრამ მასზე უფრო საშიში ზოგჯერ ახირებული ადამია-ნის ნიჭიერებაა.
• არიან ისეთი ქალები, რომელთა მოძებნა ძალზე ძნელია, დაკარგვა კი ადვილი.
• გარემომცველი სამყარო უდიდეს გავლენას ახდენს პიროვ-ნების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ სამყაროსა და პიროვნების ურთიერთობაში მთავარი მაინც ადამიანია, სწორედ მას-ზეა დამოკიდებული მომავლის ავბედითობა.
• ცხოვრება უსასრულოა. სანამ ქვეყნად ქალი და მამაკაცი იარსებებს, ის მარადიულია.
• ადამიანების უმრავლესობისათვის უფრო ადვილია წავი-დეს, ვიდრე დარჩეს და რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს.
• სულიერება, მისი მიგნება და განვითარება, რომელზეც ადამიანები ხშირად საუბრობენ, სხვა არაფერია, თუ არა მისი გამოვლინება. იგი არსად გამქრალა, სულიერება აქ არის, ჩვენშია, მისკენ სავალი გზა ადამიანის გულში იწყე-ბა.
• რაც უფრო დაბალია ინტელექტი და კულტურა, მით უფ-რო მეტი ხმაური და ბაქიბუქია.
• ცხოვრება არც წარმოდგენაა, არც დრამა და არც კომედია, ის ძიების უსასრულო შარაგზაა, რომელშიც ზოგს უმარ-თლებს და ზოგს არა.
• დრო შეიცვალა, ინტელექტის და ღირსების ადგილი ფულ-მა ჩაანაცვლა. გმირებად და ელიტებად იმათ მიიჩნევენ, ვისაც ბევრი ფული აქვს.
• ბევრი განმარტება შეიძლება მოიძებნოს, თუ რა არის აბ-სურდი. ერთ-ერთი კი ალბათ ის რეალობაა, რომელშიც ადამიანების უბრავლესობა თითქოს ცხოვრობს, სინამდვი-ლეში კი უბრალოდ არსებობენ.
• თეატრის კულისების მიღმა ფარული საინტერესო სამყარო-ა. რაც იქ ხდება, თავისებური თეატრია, გარედან ცოტა ჩანს, ბევრი კი გასაიდუმლოებულია.
• ინტელიგენციის როლი, რომელმაც უნდა განავითაროს ერის სულიერი პოტენციალი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ისტორიული პროცესების მშენებლობაში, სამწუხაროდ, ზოგჯერ დაკნინებულია და მის ნაცვლად ამ საპატიო მისიას დროებით აღზევებულნი ასრულებენ. შე-დეგი კი მათი კომპეტენციის ადეკვატურია.
• მშობლიური დედაენა – ბედნიერების ენაა.
• ბალაგანი თავისებურად საინტერესოა, მასში კომიზმი და ლირიზმი ჰარმონიულად არის შერწყმული. ის, რაც ზომი-ერების შეგრძნებას სცილდება, როცა საზღვრები დარღვეუ-ლია და ფანტაზიის სიგიჟეს ბოლო არ უჩანს, ადამიანებში ცნობისმოყვარეობას და ინტერესს უფრო აღძრავს.
• გამუდმებით იმას ურტყამენ თავში, ვინც ამის საშუალებას თავად იძლევა.
• მშობლიური მთავრობა დღენიადაგ ხალხის კეთილდღეო-ბაზე ფიქრობს, მათთან ერთად იძინებს და იღვიძებს; მარ-თალია ხალხთან ერთად არ ვახშმობს, მაგრამ, სამაგიე-როდ, მისი ყველა ნაბიჯი იცის და მაჯისცემასაც კი გრძნობს. ხალხი მაინც უკმაყოფილოა, ვახშამიც კი მშობ-ლიურ მთავრობასთან ერთად სურს.
• რამდენიც არ უნდა მოჰყვე საკუთარ თავზე, ზურგსუკან მაინც უფრო საინტერესოდ მოჰყვებიან.
• წესიერი ადამიანის გამოცნობა იმის მიხედვითაც შეიძლე-ბა, თუ ზოგჯერ შემთხვევით ან შეცდომით როგორ მოუ-ხერხებლად და მორიდებით ჩაიდენს რაიმე უმნიშვნელო უმსგავსობას, რის გამოც შემდეგ თავს უხერხულად გრძნობს და ნანობს.
• მამაკაცი თითქმის ყოველთვის აღწევს ქალისაგან ის მიი-ღოს, რისი მიღებაც, არცთუ იშვიათად, მამაკაცისგან თა-ვად ქალს სურს.
• მშობლიურ ადგილზე ყოველთვის იმედის ჩრდილი ილან-დება...
• ომი – ნგრევა და სიკვდილია. არ არსებობს სამართლიანი ომი, თუნდაც სამართლიანობისთვის წამოწყებული. ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასადაც კი არ ღირს არანაირი ომი.
• ღირებულებების გადაფასება ყველა დროში ხდება, თუმცა მარადიული ფასეულობებიც არსებობს, რომელთა დავიწყე-ბა წარსულისა და ისტორიის გადაშლის ტოლფასია.
• შემოქმედი ზოგჯერ საუკუნით ადრე წერს იმაზე, რაც დღეს ხდება, უბრალოდ, დროშია სხვაობა... ტკივილი და სათქმელი კი იგივეა.
• დრო მიდის, დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება. ადრე ყვარყვარეს და მისნაირებს დასცინოდნენ. ახლა ყვარყვარე და მისნაირები იმათ დასცინიან, ვინც ადრე მათ დასცინო-და. ყვარყვარე უკვდავია.
• როდესაც მტრულად განწყობილ ქვეყნებს შორის საფრენი ამინდის დრო დადგება, ყოველგვარი აფრენისა და გაფრე-ნის გარეშე, დროული და გონივრული მოქმედებაა საჭი-რო.
• ტალანტი დაავადებასავითაა, მოსვენებას არ გაძლევს და ყოველთვის რაღაცას გკარნახობს.
• ერთი კაცის თოკზე ჩამოკიდებული მარიონეტების მართუ-ლი ქვეყანა აბსურდის თეატრს წააგავს.
• როდესაც ქალი ცხოვრებაში შვილებთან ერთად მარტო დარჩება, მასზე ძლიერი არავინ არის.
• იქ, სადაც ღორები დაძრწიან და ასპარეზზე ვირები და-ჯირითობენ, ბედაურებს არა ესაქმებათ რა.
• დროებით აღზევებულ ფუჭ დიდებას, დროთა განმავლო-ბაში სანაგვეზე მიმოფანტავს ქარი.
• ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირების, დაუსრულე-ბელი ომებისა და ურთიერთგანადგურების მაცქერალი მა-იმუნები გაოცებულები შესცქერიან ერთმანეთს და მორი-დებით ფუსფუსებენ: ნუთუ ზოგიერთი ჩვენგანი კვლავინ-დებურად გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ესენი ჩვენ-გან წარმოიშვნენ?
• ძლიერია ის ერი, რომლის თითოეული წევრი ერთი ორგა-ნიზმის ნაწილად გრძნობს თავს. როდესაც სტკივათ, ამას ყველა ერთად გრძნობს.
• როგორც ბევრს ჰგონია, პოლიტიკას და დიპლომატიას პო-ლიტპროსტიტუციასთან არაფერი აქვს საერთო. პოლიტიკა და დიპლომატია დიდი მეცნიერებაა, ამავე დროს, დიდი ხელოვნებაც. იყო წარმატებული პოლიტიკასა და დიპლო-მატიაში, რჩეულთა ხვედრია. პოლიტიკა და დიპლომატია სიკეთესა და მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს. მეგობრობა საუკეთესო პოლიტიკა და დიპლომატიაა.
• ცეკვა სხეულისა და სულის ნარნარი და მუსიკაა.
• ლაქია, ნაძირალა და ტაკიმასხარა დიდ ადამიანად და გმირად არასოდეს არავის არ აღიარებს.
• სამყარო განვითარებადი და ცვალებადია, ცვალებადობა კი, უწინარესად, პროგრესს გულისხმობს. ადამიანური გრძნობები კი მარადიულია. ადამიანი დღესაც ისევე მწვა-ვედ განიცდის ერთგულებას და ღალატს, სიყვარულსა და სიძულვილს, როგორც მრავალი საუკუნის წინათ განიცდი-და.
• საოცნებო რთული რომ არ იყოს, სანუკვარიც არ იქნებო-და.
• ადრე თუ გვიან ყველა წარმოდგენა და თამაში მთავრდე-ბა, ტაკიმასხარები კი, როგორც ყოველთვის, კვლავინდებუ-რად რჩებიან.
• დიდი ადამიანების უმრავლესობა, რომელიც თავის დროს წინ უსწრებს, როგორც წესი, ყოველთვის უმცირესობაშია და გულგრილობისა და გაუგებრობის გარემოცვაში უხდე-ბა ყოფნა.
• როგორ გაიზრდება მოზარდი, თუ მასწავლებელი მისთვის ავტორიტეტი აღარ არის, მშობლებს კი მათი აღზრდის-თვის დრო აღარ რჩებათ? სკოლამ უნდა განსაზღვროს სა-ზოგადოების განვითარების ტაქტიკა და სტრატეგია. გან-საკუთრებით ახლანდელ დროში, გლობალიზაციის პერი-ოდში, როდესაც ღირებულებების გაუფასურება ხდება. გა-ნათლების სისტემამ, როგორც სულიერი წარმოების მძლავ-რმა სფერომ, სათანადო განათლებასთან ერთად, უნდა აღუზარდოს ქვეყანას მოაზროვნე და ზნეობრივი თაობა.
• ადამიანების უმრავლესობა თავისი ბედნიერების და სხვა-თა უბედურების მჭედელია. კაცობრიობის ხსნა კი ადამია-ნის სიყვარულსა და მშვიდობისაკენ მისწრაფებაშია. თი-თოეული ჩვენგანი პასუხს ვაგებთ ადამიანის სიცოცხლი-სათვის დედამიწაზე.
• დედამიწას პირველ საოცრებად მამაკაცი მოევლინა, მეო-რედ კი – ქალი. ნამდვილი საოცრება კი უკანასკნელის მოვლინების შემდეგ დაიწყო.
• დიდ შემოქმედ და სწავლულ ადამიანებზე მათი განვლი-ლი ცხოვრების, შემოქმედებითი და მეცნიერული მიღწევე-ბის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვალნათლივ მოჩანს, რომ მათი უმრავლესობა სრულებითაც არ ტკბებოდა ბედ-ნიერებით, პირიქით, მწვავედ შეიგრძნობდნენ და განიც-დიდნენ ცხოვრების დრამატიზმს. ბედნიერებას ისინი, რო-გორც ყველა შემოქმედი და სწავლული ადამიანი, შემოქმე-დებით წვაში და მუხლჩაუხრელ შრომაში განიცდიდნენ. გენიოსებისა და არაორდინალური ადამიანების უმრავლე-სობა დიდხანს არ ცოცხლობს, იშვიათად თუ განიცდიან ცხოვრებისეული ბედნიერებით ტკბობას, მაგრამ ისინი მი-ზანმიმართული და ნათელი ცხოვრებით გამოირჩევიან.
• ადამიანს აწმყოს შეგრძნება, წარსულის განცდა და მომავ-ლის იმედი უნდა ასულდგმულებდეს.
• ჩემი დიდებული დედ-მამა – რიმა და რეუბენი, მე და ჩემს არაჩვეულებრივ უფროს ძმებს – ბორისს და ბადრის გვმოძღვრავდნენ: სიკეთით გევლოთ შვილებო! ახლა, რო-დესაც ისინი და არც ჩემი ანგელოზი იაკო აღარ მყავს, მეც ადრე ჩემს თქმულს ხშირად ვიმეორებ: სანამ ხედავ, გესმის და გრძნობ, სიცოცხლე საამურია. სანამ არსებობ და ხელგეწიფება, იჩქარე ქმნა სიკეთისა და მშვენიერებისა. ქვეყნიერებას, მშვენიერებასთან ერთად, სიკეთე და კეთილ-გონიერება გადაარჩენს.
• ცხოვრება ჭადრაკის დაფასავითაა. შენზეა დამოკიდებუ-ლი, რა სვლას გააკეთებ.
• არასოდეს მოაშოროთ თვალი საყვარელ ადამიანებს. ისინი თქვენთვის ცოცხლობენ და ლოცულობენ, ისინი თქვენით ხარობენ!