ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
ხატია ცეცხლაძე ∘
ეთნოლოგიური კვლევა, ქორწინების ინსტიტუტი და მისი ძირითადი ელემენტები ძველ თბილისშიძველ თბილისურ ყოფიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქორწინების ინსტიტუტს. ეს არის საკითხი, რომელიც საინტერესო თავისებურებებითა და, ამავდროულად, მასზე არსებული ძალიან მწირი ეთნოგრაფიული მასალის არსებობი-თაა გამორჩეული.
თბილისურ ქორწინებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკა-ვა მის წინა პირობებს, სხვადასხვა ადათსა და წესს. ქორწინე-ბამდე წყვილთა ოჯახების ორივე მხარე იკვლევდა გენეტი-კურ საკითხებს, შთამომავლობას, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გვარის წარსულსა და აწმყოს... აღნიშნული პირობებიდან გამომდინარე, ქალაქი გამორჩეული იყო თავისი მიდგომებით, რეგიონებისგან განსხვავებით, და ამიტომ ის ქა-ლაქური ქორწინების თავისებურებების სახით შენარჩუნდა.
XlX ს-ის დასაწყისში, თბილისში ქალაქური ქორწინების აუცილებელ წინაპირობად რჩება მაჭანკლობის ინსტიტუტი. ლიტერატურაში დაცული მასალების მიხედვით, დასაქორწი-ნებელი ქალისა თუ მამაკაცის შემთხვევაში საქმის მოგვარება, ანუ წყვილის შეკვრა, აუცილებლად უფროსის კომპეტენცია იყო. ამ შემთხვევაში შუამავლები ერთვებოდნენ და იწყებ-დნენ მოქმედებას მხოლოდ მაშინ, როდესაც დასაქორწინებე-ლი ასაკის გახდებოდა ქალი თუ ვაჟი.
როდესაც ვაჟი მიაღწევდა საქორწინო ასაკს, მშობლები იწყებდნენ შესაფერისი ქალის ძებნას. ამ შემთხვევაში, თუ ვინმე გახდებოდა მათი რჩეული, მყისიერად იწყებდნენ მასზე ინფორმაციის შეგროვებას, ხოლო, თუ მათთვის სრულად და-მაკმაყოფილებელი იქნებოდა ქალის მდგომარეობა, მაშინვე აგზავნიდნენ შუამავალს ქალის ოჯახში და ატყობინებდნენ განზრახვას. ქალის ოჯახისთვის თუ ვაჟიც სასურველი აღ-მოჩნდებოდა, მაშინ უკვე ისინი მიდიოდნენ სასიძოს „სახლის გასასინჯად“. რა თქმა უნდა, ქალის ოჯახის სურვილიც ვა-ჟის ოჯახის იდენტური იყო, რადგან უნდოდათ მათ შვილს შეძლებულ, გამართულ და ნორმალური შთამომავლობის მქო-ნე ოჯახში ეცხოვრა.
სულხან-საბას მიხედვით, „მაჭანკალი აღნიშნავს სიძის შუამავალს, მეტყვს“ [1.61]. თანამედროვე ყოფაში შეცდომით იხმარება ერთი და იგივე მნიშვნელობით მაჭანკალი და შუა-კაცი, რაც უდავოდ შეცდომაა. შუაკაცი ეს იყო დამზავებე-ლი, მომწესრიგებელი სხვადასხვა სადავო საკითხისა; ავტორი-ტეტული პიროვნება, რომელიც ცნობილი იყო პატიოსნებით და არავითარ შემთხვევაში არ იღებდა ფულს, რასაც ვერ ვიტყვით მაჭანკალზე. ის სრულად არ სარგებლობდა ავტო-რიტეტით და შუაკაცის ანტიპოდს წარმოადგენდა.
მაჭანკლებისა და შუამავლების მეშვეობით შესაქმნელ ოჯახებში წყვილი სრულად პასიურ მდგომარეობაში იდგა. ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივად, მათ ბედს, ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად, უცხო ადამიანი წყვეტდა, რაც ხშირად ხდებოდა იმდროინდელ რეალობაში, რადგან მხოლოდ გასამ-რჯელოთი დაინტერესებული პირები არ ითვალისწინებდნენ არანაირ მონაცემსა და ხელისშემშლელ ფაქტორებს ქალისა და მამაკაცის მიდგომებსა თუ გრძნობებში.
თბილისში სხვადასხვა ფენის თუ წრის ხალხი სხვადას-ხვა კუთხით უდგებოდა ქალის არჩევას.
დაბალი სოციალური ფენის ვაჟის ოჯახს მეტად აინტე-რესებდა ფიზიკური სიმძიმის ამტანი, მშრომელი და მეოჯახე ქალი, ხოლო არისტოკრატების ინტერესი სოციალაურ თანას-წორობაში გამოიხატებოდა, ანუ მათ, ერთი მხრივ, უნდო-დათ: განსწავლული, მომხიბვლელი, შეძლებული, ხელსაქმის მცოდნე და ტრადიციული ოჯახებიდან რძლები, მეორე მხრივ კი ზნეობრივად კარგი თვისებებით, ქცევითა და მი-მოხვრით გამორჩეულები.
ამ რეალობაშივე გამართლებული იყო სიყვარულით ქორ-წინებაც. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევბი, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და სრულფასოვნებას სძენდა ქართუ-ლი ეკლესია.
არისტოკრატულ ოჯახში ქალი განსწავლული უნდა ყო-ფილიყო. „ქალთა განსწავლას თბილისის არისტოკრატულ ოჯახში რომ უფრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე ვაჟებისას (ისინი სპორტულ-სამხედრო წვრთნას გადი-ოდნენ), ჩანს XIX საუკნის რუსეთის ელჩ იაზკოვის ცნობიდა-ნაც, რომ ყველა ქალი წარჩინებულ ოჯახში წერა-კითხვის მცდონენი არიან“. აქედან გამომდინარე, ეს გარემოება მეტყვე-ლებდა იმაზე, რომ ასეთი ქალი შვილებსაც ამავე ტრადიცი-ითვე აღზრდიდა. ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხი იმდროინ-დელ ქართულ მოცემულობაში, რადგან ქართველ ქალს დი-დი დამსახურება აქვს წერა-კითხვის შენარჩუნებასა და გავ-რცელებაში.
კიდევ არსებობდა ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ქა-ლის შემოწმებისა, „გასინჯვისა“. ქალი მიჰყავდათ აბანოში და იქ ამოწმებდნენ მის აღნაგობას, ფიზიკურ მხარეებს. თუ ამ მხრივ ნაკლოვანება გამოვლინდებოდა, არსებობდა ალბათობა უარის თქმისა ვაჟის მხრიდან. ქალის შემოწმების ეს წეს-ჩვეუ-ლება საქართველოს არცერთ კუთხეს ახასიათებდა, ეს იყო მხოლოდ თბილისისთვის დამახასიათებელი. იოსებ გრიშაშვი-ლის მოსაზრება ამ წესზე კი ასეთია: „აბანოში საპატარძლოს გასინჯვა წესად იყო დადგენილი... ქალს ჯირკვლებს უსინ-ჯავდნენ, ხშირად ქალს განზრახ გააცინებდნენ კბილების მოყვანილობა რომ დაენახათ, ტუჩის ნაპობებსაც კი უზომავ-დნენ... პატარა და ტანმორჩილი ქალი არ ითვლებოდა პირ-ველ ხარისხოვან პატარძლად“. ამრიგად, „მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას. ბევრი ლამა-ზი ქალის ბედი გადაწყვეტილა აბანოში, ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოჩენია ქალს“ [2.59].
აღსანიშნავია დავით ბაქრაძის მოსაზრებაც: „აბანოში მი-მავალი ქალი კაცის თვალს არ უნდა დაენახა, ამიტომ ისინი სისხამ დილით მიდიოდნენ და საღამოთი ბრუნდებოდნენ უკან, ხშირად ღამესაც ატარებდნენ იქ“ [2. 61]. აბანო სხვა-დასხვა ფუნქციასაც ასრულებდა, კოსმეტიკა-მოწესრიგების დატვირთვაც ჰქონდა. ქალები ასევე აფიშირებდნენ ჩადრის ქვეშ დამალულ სამკაულს. აღსანიშნავია, რომ ჩადრიც ძველ თბილისურ ელემენტს წარმოადგენს.
თბილისში, გარდა სიონის აბანოსი, არსებობდა ციხის აბანოც, რომელიც უწესრიგობითა და სივიწროვით გამოირჩე-ოდა. მას მეორენაირად აღა-მაჰმად ხანის აბანოს უწოდებ-დნენ.
ქართულ ყოფიერებასა და თბილისურ ქორწინებაში ყვე-ლა ეპოქას თავისი ცვლილებები მოჰქონდა, რასაც მოსახლეო-ბის ჩვეულებები, სულიერი მოთხოვნილებები და ეკონომიკუ-რი დონე განსაზღვრავდა.
ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეთნოგ-რაფიული მასალების საფუძველზე კვლევა-ძიება ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ორიგინალური წეს-ჩვეულებების შესწავლა მჭიდროდაა დაკავ-შირებული აბანოსთან. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ XIX ს-ის თბილისურ ყოფას ეტყობოდა ევროპული კვალი. დაზუს-ტებით რომ ვთქვათ, ფეხს იკიდებდა ევროპული წეს-ჩვეულე-ბები, რაც ნათლად აისახა თბილისური ქორწინების გარკვე-ულ რიტუალებზე.
ლიტერატურა – REFERENSES
1. სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი, 1928.
2. გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბილისი, 1927.
3. ითონიშვილი ე., ქორწინების ზოგიერთი წეს-ჩვეულება ძველ თბილისში, თბილისი, 1959.