ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
იზოლდა ბელთაძე ∘
თამარ ხინიკაძე-გვარამია ∘
საქართველოს ცივილიზაციური არჩევანიჩვენ მიზნად დავისახეთ, გვეჩვენებინა საქართველოს ცი-ვილიზაციური არჩევანი, რომელიც მთლიანადაა ორიენტირე-ბული ევროპულ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ განვითარე-ბაზე. ქართველი ხალხის სწრაფვამ ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჩვენი წარსულის ახლებურად გააზრება, ჩვენი ტრადიციული ორი-ენტაციის ძირითადი მიზეზების ახსნა, იმის გარკვევა, თუ რა აერთიანებს საქართველოს ევროპასთან და როგორ აისახება ევროპული იდეები ქართველი ხალხის აზროვნებასა და ქვეყ-ნის შემდგომ განვითარებაზე.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითა-რება და ინსტიტუციური დემოკრატიის მაღალ სტანდარტებ-თან დაახლოება, ქვეყანაში ინვესტიციების და თანამედროვე ინოვაციების მოზიდვის ხელშეწყობა.
საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბე-ბისათვის საჭიროა გონივრულად შევიმეცნოთ არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე-ები, აღმოვაჩინოთ კონსენსუსი მომავლის ახალი პრიორიტეტე-ბის განსაზღვრაში და გავბედოთ ხმამაღლა განვაცხადოთ: საქართველო არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკურად საინტერე-სო ტერიტორია, სამხედრო ბაზების განლაგებისათვის ხელ-საყრელი ადგილი [1.53].
საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობდან გა-მომდინარე, ოდითგანვე იყო დიდი იმპერიების სამიზნე. კავ-კასიაში მდებარე საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავ-შირებელი რგოლია, გზაჯვარედინია, საიდანაც იკვეთება ჩრდილოეთ-სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის პოლი-ტიკური თუ კულტურული არეალები, რაც, თავის მხრივ, კი-დევ უფრო მეტად ზრდის ამ რეგიონის მნიშვნელობას მსოფ-ლიო პოლიტიკური პროცესებისადმი [2. 58].
ევროპა არის ის ბუნებრივი გარემო, რომელსაც საქართვე-ლო მოწყვეტილი იყო საუკუნეების მანძილზე და რომელშიც ქართულმა სახელმწიფომ უნდა განაგრძოს თავისი განვითა-რება. ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პროცესი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად, მის ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისათვის [3.29].
საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღეებიდან მტკიცედ აიღო განვითარების დასავლური კურ-სი. საგარეო პოლიტიკის ეს არჩევანი ქვეყნისთვის ახალი და მოულოდნელი არ ყოფილა. თუ საქართველოს ძველ და ახალ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ცხადი გახდება, რომ საქარ-თველოსათვის დასავლური ფასეულობები და დასავლეთის ცივილიზაციებთან დაახლოების მცდელობა ყოველთვის ორ-განული იყო. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება საქართველოს მომავა-ლი განვითარების ძირითადი მიზნებია [5.21].
საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. 1992 წელს დაიდო პირვე-ლი ოფიციალური შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გა-ფორმდა და არეგულირებს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. 1999 წელს დაიდო „პარტნიორობისა და თა-ნამშრომლობის შესახებ შეთანხმება“. 2006 წელს საქართველოს მიერ მიღებულ იქნა „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ სა-მოქმედო გეგმა, 2008 წელს გაფორმდა კომუნიკე „აღმოსავ-ლეთ პარტნიორობის“ შესახებ, ხოლო 2009 წელს ხელი მოეწე-რა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით მოხდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარი ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება, რომელმაც ჩაანაცვლა „პარტნიო-რობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.
პატარა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, მათ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებს რეგიონული გან-ზომილება აქვთ.
2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება მნიშ-ვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის ევროკავშირში ინტეგ-რაციისკენ მიმავალ გზაზე. შეთანხმება ძირითადად ქვეყნის მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, იგი უზრუნველყოფს დე-მოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ასოცირების შესახებ შეთანხმება შლის სრულიად ახალ თვალსაწიერს ევროკავშირისა და საქართვე-ლოს ურთიერთობაში. ეს თავისთავად არ არის პროცესის დასასრული, პირიქით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტა-პის დასაწყისი. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომე-ლიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭ-რო სივრცის შესახებ შეთანხმებას, საქართველომ მნიშვნელო-ვანი ნაბიჯი გადადგა და ამით ქვეყნის ევროინტეგრაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, შიდა პოლი-ტიკის პრიორიტეტად აქცია. რეფორმები ითვალისწინებს ევ-როკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და თანმიმდვრულ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ქვეყნის ევროპეიზაციის პრო-ცესს შუქცევადს ხდის. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევა-ნია და საქართველო მზად არის დააჩქაროს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმე-ბი.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შე-თანხმების ხელმოწერის წყალობით საქართველო-ევროკავში-რის ურთიერთობები სრულიად ახალ ფაზაში გადავიდა და საქართველოს პროდასავლური განვითარების ახალი ლეგიტი-მური საფუძვლები შეიქმნა. ეს შეთანხმება მომავალი რამდე-ნიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს განსაზღვრავს [4.10].
ასოცირების შეთანხმების განხორციელება საქართველოს სრულ მოდერნიზებას გამოიწვევს, რასაც თავისი დადებითი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში რეალი-ზება ხელს შეუწყობს მიმზიდველი სამართლებრივი და ეკო-ნომიკური გარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში, გაიზრდება მი-სი, როგორც საერთაშორისო პარტნიორის სანდოობა საერთა-შორისო დონეზე. ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმე-დების შემდეგ ქართველ მწარმოებლებს და ექსპორტიორებს ექნებათ თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება საქართველოს ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მო-ზიდვისათვის, რაც, თავის მხრივ, საგრძნობლად დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექ-მნას და კეთილდღეობის საერთო დონის ამაღლებას. საქარ-თველოში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, კერძოდ: განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო კანონ-მდებლობის ლიბერალიზაცია და მოდერნიზება, გაუმჯობეს-და ინფრასტრუქტურა, უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდა ენერგეტიკული რესურსების მიწოდება და მათი წარ-მოება. მნიშვნელოვანი მოდერნიზება განხორციელდა ფინანსუ-რი მომსახურების სფეროში. ცვლილებები განხორციელდა გა-რემოს დაცვის პოლიტიკაში, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დიალოგის და სხვა სფეროებში.
ამრიგად, საქართველოსათვის დასავლური ფასეულობები და დასავლეთის ცივილიზაციებთან დაახლოების მცდელობა ყოველთვის ორგანული იყო. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება საქარ-თველოს მომავალი განვითარების ძირითადი მიზნებია. და-სავლური ორიენტაცია და ევროატლანტიკურ სტრუქტურებ-თან ინტეგრაცია არის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მი-მართულება და ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურ-სი გულისხმობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაცი-ისკენ მიმავალ გზაზე. შეთანხმება ძირითადად ქვეყნის მო-დერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, იგი უზრუნველყოფს დემოკ-რატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ლიტერატურა – REFERENSES
1. გოგოლაშვილი კ., საქართველო და ევროინტეგრაცია – პრობლემები და პერსპექტივები, თბილისი, 2004.
2. კაპანაძე ს., ჭყოიძე ვ., ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა, თბილისი, 2006.
3. მანველიძე ი., ევროკავშირი – გლობალური საერთაშორი-სო ფაქტორი, თბილისი, 2011.
4. რადვანი ჟ., ბერუჩაშვილი ნ., კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი, თბილისი, 2011.
5. შველიძე დ., საქართველოს დასავლური ორიენტაცია, წარ-სულის ეპიზოდები, თბილისი, 2012.
6. http://www.economy.ge/uploads/files/sagareo_vachroba/trade_turnover_2020.pdf
7. http://www.economy.ge/uploads/publications/economy_7906818060f93fb215ef09.01499270.pdf