ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
მანანა რუსიეშვილი-კარტლეჯი ∘
ბრიტანეთი ბრექსიტის შემდეგტერმინი „ბრექსიტი“ (Brexit) გამოიყენება ბრიტანეთის მი-ერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილების აღსანიშნად. 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამ გადაწყ-ვეტილებას მხარი მოსახლეობის 52 %-მა დაუჭირა და ამით საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ხანგრძლივი და მჭიდრო კავშირი.
თავდაპირველი გეგმით, ბრიტანეთს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. ამისთვის მხარეები მო-ლაპარაკებებს ორი წლით ადრე შეუდგნენ. ტერეზა მეიმ, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს შორის არსებული ხელშეკრულე-ბის 50-ე პუნქტის შესახებ მოლაპარაკება სწორედ ამ დროს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ტერეზა მეის საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა, ბრიტანეთი ბრექსიტამდე ბორის ჯონსონმა მიიყვანა. საბოლოოდ, ეს აქტი 2021 წლის 1 იანვარს გაფორმდა.
რა შეცვალა ბრექსიტმა გაერთიანებულ სამეფოში?
უპირველეს ყოვლისა, შეიზღუდა ევროპის ქვეყნებში ბრი-ტანელების ცხოვრების ხანგრძლივობა და შეიცვალა მათი სტატუსი. კერძოდ, 2021 წლიდან ბრიტანეთის მოქალაქეებს, სპეციალური ნებართვის გარეშე, ევროპის კავშირის ქვეყნებში მხოლოდ 90 დღის მანძილზე შეუძლიათ დარჩნენ.
გარდა ამისა, რთული აღმოჩნდა ბრიტანეთის საკანონ-მდებლო ბაზის მოდიფიკაცია და ევროკავშირის კანონებისგან მისი სწრაფი და ეფექტური გამიჯვნა. გეგმა, რომლის მიხედ-ვითაც ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ კანონებს ადვილად „ამოშლიდნენ“ ბრიტანული კანონმდებ-ლობიდან, მალევე დაივიწყეს. ამჟამად ცხადია, რომ ევროკავ-შირის წევრობის დროს მიღებული კანონები და შეთანხმებები (მაგალითად, შეთანხმებები ვაჭრობისა და კოოპერაციის, ბირ-თვული უსაფრთხოების შესახებ, ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ და სხვა) კვლავ ძალაშია ბრექსიტის ამოქმე-დების შემდეგაც. მეორე მხრივ, ნელი ტემპით მიმდინარეობს ევროპის კავშირთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოდი-ფიკაცია და გამოქვეყნება.
ბრექსიტის შემდგომმა პერიოდმა საკმაოდ დიდი დაღი დაასვა ბრიტანეთის ეკონომიკასაც და საფრთხის ქვეშ დააყე-ნა ქვეყნის ტრადიციულად მდგრადი ეკონომიკური და პო-ლიტიკური სტაბილურობა. მოვლენების ამგვარი განვითარება მკვეთრად განსხვავდება იმ წარმატებული მოლოდინისაგან, რომელიც ბრექსიტის მომხრეებს ჰქონდათ. მაგალითად, ბრექ-სიტის გულშემატკივარი ნ. ფარაჟი სწორედ ევროპის კავში-რისთვის დამახასიათებელ ბიუროკრატიას აბრალებდა ბრი-ტანული ბიზნესისთვის კარგად ცნობილ, ქანცისგამწყვეტ რე-გულაციებს. იგი დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირისგან თავის დაღწევა ბრიტანულ ბიზნესს შვებას მისცემდა. ჯონსო-ნიც იმავე აზრზე იდგა და ვარაუდობდა, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანულ ბიზნესს გაცილებით უფრო მეტი შესაძ-ლებლობა ექნებოდა ევროპის კავშირის ქვეყნებთან კიდევ უფ-რო ფართო ურთიერთობის დასამყარებლად.
სინამდვილეში, საქმე ოპტიმისტური გეგმის მიხედვით არ განვითარდა. ბრექსიტმა კიდევ უფრო ბიუროკრატიული გა-ხადა ბიზნესის მართვა და გააუარესა ეკონომიკური მდგომა-რეობა ქვეყანაში. 2021 წლის ბოლოსთვის ბრიტანეთში აღი-ნიშნა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 5%-ით კლება. ქვეყ-ნის ბიზნესსტრუქტურებში ინვესტირების მაჩვენებელი 13.7%-ით დაეცა, ხოლო ბრიტანეთის ევროპასთან ვაჭრობის მაჩვე-ნებლის ვარდნამ კი 15% შეადგინა. ევროპული რეფორმების ცენტრი მიიჩნევს, რომ 2022 წლის ივნისის მონაცემებით, ბრი-ტანეთის ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან 7% დაბალია, ვიდრე, სა-ვარაუდოდ, იქნებოდა ბრიტანეთის ევროპის კავშირში დარჩე-ნის შემთხვევაში. ლონდონის ეკონომიკის სკოლის მიერ ჩატა-რებული კვლევის თანახმად, ბრიტანული პროდუქციის ექ-სპორტი ევროპის კავშირის ქვეყნებში 30% შემცირდა ბრექსი-ტის პირველ წელსვე, როდესაც მცირე მასშტაბის ექსპორტიო-რები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ევროპული ბა-ზარი. ამის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით £40 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ზარალს იღებს ყოველწლიუ-რად.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბრიტანეთის კომერციული პალატის ცნობის მიხედვით, ბიზნესის წარმომადგენელთა 77% თვლის, რომ ბრექსიტმა ვერ უზრუნველყო მათი ბიზნე-სის განვითარება და, უფრო მეტიც, მათ კიდევ უფრო გაურ-თულა ბრექსიტის წესებთან და რეგულაციებთან შეგუება.
ყველაფერმა ამან კი ინფლაციის მაჩვენებელზე იმოქმედა. დღეს ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანაა G7 ქვეყნებიდან, რომ-ლის ეკონომიკაც, პანდემიის წინა პერიოდთან შედარებით, შემცირდა. გამართლდა მაიკლ გოუვის სიტყვები, რომ ბრიტა-ნული ბიზნესი მზად უნდა ყოფილიყო არასტაბილურობი-სათვის.
ეკონომიკურმა არასტაბილურობამ მოიტანა სხვადასხვა სექტორში დასაქმებული მუშაკების გაფიცვები, რომლებიც მოითხოვენ ხელფასის მომატებას და აპროტესტებენ ფასების მატებას. სოციალური კვლევების შედეგების მიხედვით, ბრი-ტანელების 57% მიიჩნევს, რომ ბრექსიტმა უფრო მეტი პრობ-ლემა შექმნა, ვიდრე გადაჭრა. მართალია, ბრექსიტი მოსახლე-ობის ნახევარზე მეტის არჩევანი იყო. მის მისაღწევად, რო-გორც მიიჩნევენ, „ხელისუფლებამ რთული გზით იარა“, რა-მაც ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. უფრო მე-ტიც, მაიკლ სონდერსი, Oxford Ecnonomics-ის უფროსი მრჩევე-ლი თვლის, რომ ბრიტანეთის უახლოეს მომავალში ბრიტანე-თის სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის პერსპექტივა დიდ ეჭვს ბადებს. ფასები იზრდება, ბიზნესი კვლავ პრობლემები-თაა მოცული, თითქმის ყველა სექტორს აკლია მუშახელი, რაც, ბრექსიტამდე, დიდწილად ევროპის კავშირის მოქალაქეე-ბით ივსებოდა.
პრობლემად მიიჩნევა, ასევე, ბრიტანეთში შემავალი ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის სა-კითხიც. მართალია, „[სუნაკი და ფონ დერ ლაიენი] შეთან-ხმდნენ, რომ გააგრძელონ მუშაობა ირლანდიის რესპუბლიკა-სა და ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გარშემო არსე-ბული რთული გამოწვევების საერთო, პრაქტიკული გადაწყ-ვეტისთვის [1], მაგრამ ბრიტანეთს არც ამ საკითხში მიუღწე-ვია დამაჯერებელი გამარჯვებისათვის“.
ამ ფონზე ის მცირე სარგებელი, რაც ბრიტანეთს ერგო ბრექსიტის საპირწონედ (მაგალითად, ის, რომ მას შეუძლია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ავსტრალიასთან თუ ახალ ზელან-დიასთან), ბევრს არაფერს ცვლის და არც ქვეყნის მძლავრ ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს. კერძოდ, ავსტრალია-სა და ახალ ზელანდიასთან ეკონომიკური კავშირი მხოლოდ მცირედით (0.1%) თუ გაზრდის ეკონომიკის მოცულობას.
ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმი თავიდან რომ ჩატარდეს, შედეგები მკვეთრად განსხვავებული იქნება.
შესაბამისად, აღარ არის გასაკვირი, რომ, მიუხედავად ბრექსიტამდე რამდენიმე ევროპული ქვეყნის თამამი განაცხა-დისა, რომ გეგმავდნენ ევროპის კავშირის დატოვებას, ბრიტა-ნეთი კვლავ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ოფიციალურად გამოეყო ევროპის კავშირს. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, რომლე-ბიც ფიქრობდნენ კავშირის დატოვებაზე, უახლესი კვლევების მიხედვით, ყველა მათგანმა მკვეთრად შეიცვალა აზრი და აღარ გეგმავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. მაგალითად, საუბარი შეწყდა ფრექსიტზე და იტალექსიტზე (ფრიდლენდი, 2022). სამაგიეროდ, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ევროპის კავ-შირის სტრუქტურულ რეფორმირებაზე. ბრიტანეთის მაგა-ლითმა ნათელი გახადა, რომ ევროპის კავშირი ნამდვილად სიცოცხლისუნარიანი და გრძელვადიანია.
ლიტერატურა – REFERENSES
1. სუნაკი: ყველაფერს ვაკეთებ ევროკავშირთან შეთანხმე-ბის მისაღწევად
https://tabula.ge/ge/news/697809-sunaki-qvelapers-vaketeb-evrokavshirtan
2. Brexit: What you need to know about the UK leaving the EU
https://www.bbc.com/news/uk-politics-32810887
3. Freedland J., Our European neighbours now look at post-Brexit Britain and say simply: nein, danke. 2022.
https://www.theguardian.com/commentisfree/2023/jan/13/european-brexit-britain-european-eu
4. Ziady H., Brexit has cracked Britain’s economic foundations, 2022.
https://edition.cnn.com/2022/12/24/economy/brexit-uk-economy/index.html4.
5. EU legislation and UK law
https://www.legislation.gov.uk/eu-legislation-and-uk-law