ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
თინა აბულაშვილი ∘
აკად. ბორის კუფტინის დაბადებიდან 130 წლისთავის გამო 130 წელი შესრულდა XX საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩი-ნო მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვი-ლი წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის – ბორის ალექ-სის ძე კუფტინის დაბადებიდან. ბორის კუფტინის სამეცნიერო ინტერესებში ჩართული იყო არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ანთროპოლოგიის სფეროები [4.167]. მისი ცხოვრება და მეცნიე-რული მოღვაწეობა ორ პერიოდად შეიძლება დაიყოს – რუ-სეთში ცხოვრების პერიოდი, როდესაც მისი კვლევის მიზანს ეთნოლოგია წარმოადგენდა და საქართველოში, სადაც არქე-ოლოგია გახდა მისი მეცნიერული ინტერესის მთავარი საგანი.
რუსეთში მოღვაწეობისას ბორის კუფტინი მნიშვნელოვანწი-ლად საბჭოთა კავშირის ხალხების ეთნოგრაფიას იკვლევდა. მისი პირველი საკანდიდატო ნაშრომი ეძღვნებოდა არალ-ირ-ტიშის წყალგამყოფის ფლორას [11], ხოლო მეორე, ჯუნგარიის ალატაუს მორფოლოგიასა და ოროგრაფიას. ბორის კუფტინის, როგორც ეთნოგრაფის, ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრუ-ლეს დ. ანუჩინმა და ვ. ბოგდანოვმა. ამ უკანასკნელთან ბორის კუფტინი გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე თანამ-შრომლობდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი მეცნიერუ-ლი პუბლიკაციები ეთნოგრაფიაში. მისი კვლევების გეოგრაფია მნიშვნელოვნად დიდი იყო: იკვლევდა რუსეთის ევროპულ ნა-წილს, ციმბირს, შორეულ აღმოსავლეთს, კავკასიას. ეთნოგრა-ფიაში სამეცნიერო შრომების ერთობლივი ციკლისათვის და-ჯილდოებული იყო გეოგრაფთა საკავშირო საზოგადოების ოქ-როს მედლით. იმ პერიოდში მეცნიერები კვლევებისათვის სხვა-დასხვა მეთოდს ირჩევდნენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი იყო „კულტურულ-ისტორიული მეთოდი“, რომელიც დასავლეთევ-როპული დიფუზიონისტური სკოლების ზეგავლენის შედეგად წარმოიშვა, თუმცა ის თავისუფალი იყო დიფუზიონიზმის უკი-დურესობებისაგან. ეს მეთოდი ეწინააღმდეგებოდა „ევოლუცი-ურ მეთოდს“, რომელიც აბსტრაქტულ „ზოგადსაკაცობრიო ყო-ფას“ ემყარებოდა. ბორის კუფტინის შრომებში ძირითადად „კულტურულ-ისტორიული მეთოდი“ ისახებოდა, რის გამოც იმ დიდი ქარტეხილების წლებში, სხვა იდეოლოგიური პლურა-ლიზმის მიმდევრების მსგავსად, ბორის კუფტინიც ბურჟუაზიუ-ლი მეცნიერების წარმომადგენლად გამოაცხადეს. მას ჯერ მეც-ნიერული მოღვაწეობა აეკრძალა, ხოლო 1930 წელს კონ-ტრრევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს და სამი წლით გაასახლეს ქ. ვოლოგდაში. ამ უძნელეს წლებში მეცნიერს არ შეუწყვეტია სამეცნიერო მუშაო-ბა. 1933 წელს გადასახლებიდან დაბრუნდა ყველა უფლების აღდგენით, მაგრამ მან საბოლოოდ უარი განაცხადა ეთნოგრა-ფიულ სამუშაოებში მონაწილეობაზე. პროფ. გიორგი ნიორაძის დახმარებით იგი თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფი-ლებაში. ამ დროიდან მის ცხოვრებასა და საქმიანობაში ახალი პერიოდი იწყება და ის მთლიანად საქართველოს არქეოლო-გიის კვლევისადმია მიძღვნილი. თბილისში ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეო-ლოგიურ ფონდებში დაცული, ყოფილი კავკასიის მუზეუმის უმ-დიდრესი მასალის სისტემატიზაციის და მოწესრიგების საქმეში; დაათარიღა არქეოლოგიური კოლექციები. ამ დიდი მუშაობის შედეგად, 1934 წელს პროფესორების – ბორის კუფტინის და გიორგი ნიორაძის ხელმძღვანელობით მოეწყო არქეოლოგიუ-რი გამოფენა „წინაკლასობრივი საზოგადოება კავკასიაში არქე-ოლოგიური განყოფილების მასალების მიხედვით“ [1.8]. ამ გა-მოფენამ დიდი ბიძგი მისცა არქეოლოგიური კვლევის განვითა-რებას საქართველოში. აქედან მოყოლებული, ბორის კუფტინმა არაერთი არქეოლოგიური ძეგლი გათხარა და შეისწავლა. 1934-1935 წლებში მონაწილეობდა ი. მეშჩანინოვის ხელმძღვანე-ლობით მოწყობილ აფხაზეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, სადაც იკვლევდა ბრინჯაოს ხანის ძეგლებს, კერძოდ, დოლმე-ნებს. 1936 წელს, „ენიმკის“ დავალებით, სამტრედიის რაიონის სოფ. დაბლაგომში იკვლევდა ადრეელინისტური ხანის ქვევ-რსამარხებს და ნაციხვარის სამოსახლო ბორცვს [3.76]. აქ გა-მოვლენილ კერამიკას იგი ადგილობრივად მიიჩნევდა და ფიქ-რობდა, რომ ქვედა ჰორიზონტის ეს კერამიკა თავისი ფესვე-ბით ენეოლითში აღწევდა და გენეტიკურად ენათესავებოდა წალკის ციკლოპური ნამოსახლარის ქვედა ფენის კერამიკას [10.136]. აღმოჩენილი მასალის საფუძველზე მან შეძლო კოლ-ხეთის იმ შესაბამისი ფენების დათარიღება, რომლებიც მსგავს კერამიკის ფრაგმენტებს შეიცავდა. 1937 წელს მან გააგრძელა აფხაზეთში, კერძოდ, სოფ. ეშერაში (ადგილი „კიურ-დერე“) და სოფ. აზანთაში დოლმენების შესწავლა და ისინი ძვ.წ. III ათას-წ-ის და ძვ.წ. II ათასწ-ის მიჯნით დაათარიღა.
ბორის კუფტინმა შეისწავლა სოფელ ანაკლიაში მდებარე დიხა-გუძუბას საცხოვრებელი ბორცვის არქეოლოგიური მასა-ლა, რის შედეგადაც ოთხი კულტურული ფენა გამოყო [10.152, 242, 248,250, 253]. გამოავლინა მანამდე უცნობი ადრეული კულტურული ფენების არსებობა, რომლებიც წინ უსწრებდნენ გვიანბრინჯაოს ხანას. სამოსახლო ბორცვების შესწავლის შედე-გად ცხადი გახდა, რომ კოლხეთის დაბლობი ძველთაგანვე მჭიდროდ დასახლებული და ძლიერ განვითარებული კულტუ-რული ადგილი იყო, სადაც ქართველი ტომების ადრეული სა-მეურნეო-ეკონომიკური და ეთნოკულტურული ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. ბორის კუფტინის მიერ განსაკუთრე-ბული კულტურული კომპლექსების გამოვლენის შედეგად დად-გინდა, რომ ძვ.წ. II ათასწ-ის I ნახევარში, წინა აზიისაგან და-მოუკიდებლად, დასავლეთ საქართველოს და, საერთოდ, და-სავლეთ კავკასიის ტერიტორიაზე არსებობდა თვითმყოფადი კულტურა [8.306]. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შე-დეგები ბორის კუფტინმა გამოაქვეყნა ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“.
1936 წელს ბორის კუფტინი სათავეში ჩაუდგა არქეოლოგი-ურ გათხრებს თრიალეთში. გათხრები მიმდინარეობდა წალკის ზეგანზე. ამ გათხრების შედეგებმა მთლიანად შეცვალა კავკასი-ასა და საქართველოში მეტალურგიული წარმოების შესახებ წარმოდგენები. მანამდე დომინირებდა აზრი, რომ აქ ლითონის წარმოება მზა სახით ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე, რკინის გამოჩენასთან ერთად, უეცრად შემოვიდა [7.3]. მრავალი არქე-ოლოგიური ძეგლის შესწავლის შედეგად ბორის კუფტინმა აქ დაადასტურა ადრე- და შუაბრინჯაოს ხანის თვითმყოფადი, ად-გილობრივი კულტურის არსებობა. გამოყო ბრინჯაოს კულტუ-რის განვითარების საფეხურები, ენეოლითიდან მოყოლებული, რკინის ხანამდე; აღმოაჩინა მანამადე სრულიად უცნობი „მტკვარ-არაქსის“ და „თრიალეთის“ კულტურები; პირველად შექმნა საფუძვლიანი პერიოდიზაცია და ქრონოლოგია, ახლე-ბურად გააშუქა კავკასიის უძველესი ისტორია. თრიალეთის არ-ქეოლოგიურმა შესწავლამ შორეულ წარსულში გადაიტანა სა-ქართველოს და, მთლიანად, კავკასიის ისტორიის ფესვები. თა-ვისი მეცნიერული შეხედულებები ბორის კუფტინმა შეაჯამა მო-ნოგრაფიაში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“. ამ ნაშ-რომს 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. არქეოლოგიუ-რი აღმოჩენების და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არ-სებული არქეოლოგიური კოლექციების ანალიზის საფუძველზე ბორის კუფტინმა აჩვენა სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი სა-მიწათმოქმედო კულტურის ხანგრძლივი (ძვ.წ. III ათასწ-დან დაწყებული) განვითარება, სადაც ლითონის დამუშავებას მნიშ-ვნელოვანი ადგილი ეკავა. 1944 წელს ბორის კუფტინი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენ-ტად. იმავე წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1946 წელს არ-ჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, დაჯილდოვდა საპატიო პრემიით, საპატიო სიგელით და მედლით.
1945 წელს ბორის კუფტინმა სამარშრუტო არქეოლოგიური ექსპედიცია ჩაატარა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და იმერეთში, 1947 წელს კი განაახლა თრიალეთში შეწყვეტილი სამუშაოები.
1952 წელს პროფ. მ. მასონის მიწვევით ბორის კუფტინი გაემგზავრა თურქმენეთში და მონაწილეობა მიიღო სამხრეთ თურქმენეთის კომპლექსურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რო-მელიც ენეოლითურ და ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, ე.წ. „ანაუს კულტურას“ სწავლობდა. ეს საკითხი საკვანძო იყო თურქმენეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიული პროცესე-ბის გასაშუქებლად და სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა მოა-ხერხა ბორის კუფტინმა. მან აქ მხოლოდ სამი წელი იმუშავა, მაგრამ ამ მოკლე დროში 20-ზე მეტი ამ ტიპის საცხოვრებელი ბორცვი გამოიკვლია. შეაგროვა ანთროპომორფული და მოხა-ტული კერამიკის მდიდარი კოლექციები [4.166-168; 6.91-92]. ჩა-ტარებული კვლევების საფუძველზე მან შეიმუშავა ამ ძეგლების პერიოდიზაცია. 1953 წელს მოსკოვში გამართულ საბჭოთა კავ-შირის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის მეცნიერების განყო-ფილების სესიაზე, ბორის კუფტინმა გააკეთა საანგარიშო მოხ-სენება თურქმენეთში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. აქვე ექსპონირებული იყო მის მიერ შეგროვებული არქეოლოგიური კოლექციები [6].
1953 წელს ბორის კუფტინი სამუშაოდ ისევ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაბრუნდა. შენობაში შესვლისთანავე მას აღტაცებით წამოუძახია „დღეიდან მე ისევ თქვენი თანამშრომე-ლი ვარო“.
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა და არქეოლოგიური ფონ-დების კოლექციების ანალიზმა ბორის კუფტინს საშუალება მის-ცა ეჩვენებინა სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი სამიწათმოქ-მედო კულტურის ხანგრძლივი განვითარება, სადაც ლითონის დამუშავებას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. უამრავი შედარები-თი მასალის ანალიზისა და პარალელების მოზიდვის საფუძ-ველზე, მან საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე კულტუ-რული რეგიონი გამოყო და გააკეთა შემაჯამებელი დასკვნა, რომ ადრებრინჯაოს ხანაში, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, მრავალი კულტურული დინებები გადიოდა და მჭიდრო კავში-რი არსებობდა უძველეს მესოპოტამიის ცენტრებთან [8.300]. მან მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში წარმოქმნილ კულტურას, გავრცელების არეალის საფუძველზე, „მტკვარ-არაქსის“ კულ-ტურა უწოდა. მტკვარ-არაქსის მატარებელი ტომები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი კავკასიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, სამხრეთით. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კავკასიის უძველეს ისტორიაში. ბორის კუფტინს მიაჩნდა, რომ სწორედ ამ კულტურაში აღწევდა მის მიერვე აღმოჩენილი თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის, ადგილობრივი კულტურის ფესვები და რომ ქართველი ერის სამშობლო, იმავე დროს, მისი კულტურის უძველეს სამშობლოდ უნდა ჩაითვალოს და ქართველი ხალხის უძველესი ისტორიის საწყისები ადგილობ-რივადაა საძებარი [9.1-2]. ეს დასკვნა სერიოზულ დარტყმას აყენებდა მანამდე გაბატონებულ შეხედულებებს ქართველური ტომების მიგრაციის შესახებ წინა აზიიდან, კაბადოკიიდან და კილიკიიდან.
თავისი კვლევებით ბორის კუფტინმა შექმნა ახალი ეტაპი ქართული არქეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. მან კარდინალურად შეცვალა ამიერკავკასიის უძველესი ისტორია და კავკასიას განსაზღვრული როლი მიაკუთვნა აღმოსავლე-თის უძველეს კულტურათა სისტემაში. დაადგინა მტკვარ- არაქსის და თრიალეთის კულტურის გენეტიკური კავშირი, გან-საზღვრა აფხაზეთის დოლმენების ასაკი და კოლხეთის დაბ-ლობზე სამოსახლო ბორცვების ქრონოლოგიური თანმიმდევ-რობა. მის მიერ შემუშავებულმა ქრონოლოგიურმა სქემამ შემ-დგომ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს და მთელი ამიერკავკასიის ბრინჯაოს ხანის შესწავლის საქმეში და დღემდე არსებითი ცვლილება არ განუცდია. ბორის კუფტინის მიერ მო-პოვებული მასალების საფუძველზე, ს. ჯანაშიას სახ. საქართვე-ლოს სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა ფონდი, რომელსაც „თრიალეთის ფონდი“ ეწოდა. იგი იყო ღრმად ერუდირებული მეცნიერი. მის ნაშრომებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელო-ბა და აქტუალობა. ო. ჯაფარიძე წერდა: „მის მიერ თავიდანვე სწორად იყო დანახული კულტურულ-ისტორიული განვითარე-ბის სურათი. მან გააკეთა საფუძვლიანი დასკვნა, რომ ქართვე-ლი ხალხის ისტორიის უძველესი ფესვები უნდა ვეძებოთ ად-რეულ წარსულში, ბრინჯაოს ხანის კულტურაში. შემდგომმა კვლევებმა და დიდძალმა ფაქტობრივმა მასალამ უფრო მე-ტად დააზუსტა და დაამტკიცა მისი მოსაზრებები“. სამწუხაროდ, ბორის კუფტინს ვერ დასცალდა განეხორციელებინა ის გეგმე-ბი, რომელიც სამომავლოდ ჰქონდა წარმოდგენილი. მისი სი-ცოცხლე ტრაგიკულმა შემთხვევამ შეიწირა.
ლიტერატურა – REFERENSES
1. აბულაშვილი თ., ბორის კუფტინი და საქართველოს არ-ქეოლოგია, თბილისი, 2009.
2. ჭილაშვილი ლ., საუკუნენახევრის გადასახედიდან, სსმმ, №44, თბილისი, 2002, გვ. 29-70.
3. ჯაფარიძე ო., ბრინჯაოსა და რკინის ხანის არქეოლოგიუ-რი ძეგლები, საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, თბილი-სი, 1959, გვ. 68-107.
4. Дебец Г., Памяти Б.А. Куфтина, СЭ №1, Москва, 1954, с. 166-168.
5. Джапаридзе О., К 100 летию со дня рождения акад. Б.А. Куфтина, РА №3, Москва, 1993, с.246-249.
6. Массон М., Куфтин Б.А. (1892-1953) Некролог, ИАН Турк. ССР, №1, 1954, с. 91-92
7. Куфтин Б., Археологические раскопки в Триалети, Опыт периодизации памятников, Т. 1. Тбилиси, 1941.
8. Куфтин Б., К вопросу о древнейших корнях Грузинской куль-туры на Кавказе по данным археологии, ВГМГ, XII-В, Тбилиси, 1944, с.291-435.
9. Куфтин Б., Материалы к археологии Колхиды, т. I, Тбилиси, 1949.
10. Куфтин Б., Материалы к археологии Колхиды, т. II, Тбилиси, 1950.
11. Куфтин Б., Автобиография (დაცულია საქართველოს ეროვ-ნულ მუზეუმში, აკად. ბორის კუფტინის ფონდში).
შემოკლებათა განმარტება
ენიმკი - ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე
ИАН - Известия Акад. Наук
РА - Россиская Археология
СЭ - Советская Археология
1. ბორის კუფტინი
2. ბორის კუფტინი დაზვერვებზე
3. ბორის კუფტინი და მისი მეუღლე ვალენტინა სტეშენკო
4. ბორის კუფტინის მიერ თრიალეთში, ძვ.წ. II ათასწ-ის შუა ხანების ყორღანებში აღმოჩენილი ნივთები:
1. წითლად მოხატული ჭურჭელი;
2-3. ოქროსმძივებიანი და აქატის-გულსაკიდიანი ყელსაბამი და ოქროს თასი;
4. ვერცხლის თასი;
5. ვერცხლის სარწყული
5. ბორის კუფტინის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩა-ტარებული არქეოლოგიური სამუშაოების რუკა.