ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
სოფიო გუგუნავა ∘
პოლიტიკური და კულტურული ცვლილებები იაპონიაში XX საუკუნის მიწურულს1945 წელს მეორე მსოფლიო ომში მარცხის შემდეგ, იაპო-ნელი ხალხი ელოდა ცვლილებებს საზოგადოების დემოკრატი-ული კუთხით გარდასაქმნელად. გარდაქმნები იაპონიაში აშშ-ის მეშვეობით განხორციელდა, კერძოდ, ცვლილებებს სათავეში გენერალი მაკარტური ჩაუდგა. იგი იყო იაპონიაში აშშ-ის საო-კუპაციო ჯარების ხელმძღვანელი. ცვლილებები შეეხო რო-გორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ და კულტურულ სფერო-ებსაც. მაკარტურის მიერ გატარებული რეფორმებისა და 50-იან წლებში აშშ-სთან გაფორმებული რიგი ხელშეკრულებების მეშ-ვეობით იაპონიამ შეძლო ფეხზე წამოდგომა და მოწინავე ად-გილის დაკავება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის.
ცნობილია, რომ თითქმის 30 წლის მანძილზე იაპონიას პროფკავშირების გენერალური საბჭო მართავდა. ის მოითხოვ-და საცხოვრებელი პირობებისა და შრომის პირობების გაუმჯო-ბესებას, რის გამოც იაპონური მონოპოლიები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და ყოველწლიურად გაე-ზარდათ ხელფასები, რამაც იაპონია შესამჩნევად მიუახლოვა ევროპულ და ამერიკულ დონეს. 1990-იან წლებში იაპონიის ეკონომიკაში შეიმჩნეოდა სტაგნაცია. წარმოება 1990-94 წლებში შემცირდა, მან 5%-დან 1%-მდე დაიწია. 1990 წელს ტოკიოს ბირჟაზე დაიწყო აქციების ვარდნა, რამაც გამოიწვია დასაქმე-ბული პერსონალის სამსახურებიდან დათხოვნა ან მათი გაშვე-ბა გრძელვადიან შვებულებებში [1.67]. იაპონიაში სტაბილურო-ბას ძირითადად ინარჩუნებდნენ იმპორტის შემცირებით და ექ-სპორტის გაზრდით. 1980 წლამდე იყო პასიური ბალანსი, გაჰ-ქონდათ ბევრად ნაკლები და მხოლოდ 1981 წელს მიაღწია მან აქტიურ ბალანსს. 1985 წელს აქტიური ბალანსი ელვისებუ-რად იზრდება და, ამასთან ერთად, იაპონური მონოპოლიებიც მდიდრდებიან [1.72].
1983-94 წლებში თავი იჩინა ეკონომიკურმა კრიზისის ნიშ-ნებმა, გაკოტრდა 100 000-ზე მეტი ფირმა. ეკონომიკურმა კრი-ზისმა გამოიწვია პოლიტიკური კრიზისიც. როგორც ცნობილია, 1955 წლიდან იაპონურ პოლიტიკურ ასპარეზზე იაპონიის ლიბე-რალ-დემოკრატიული პარტია დომინირებდა. 1993-97 წწ-ში აღ-ნიშნული პარტიის წევრები კოალიციური მმართველობის წევ-რები იყვნენ. ბუნებრივია, რომ ასეთი აბსოლუტური ძალაუფ-ლება გამოიწვევდა პარტიის დაშლას; იზრდებოდა კორუფცია, მექრთამეობა და ა.შ. [1.86].
2000 წლის 25 ივლისს ქვეყანაში ჩატარდა ახალი არჩევნე-ბი. ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ დაკარგა უმრავლე-ბოსა, მაგრამ მოახერხა ხელისუფლების ფორმირება კოალიცი-ური მთავრობისა. პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავა პარტიის ლიდერმა მორიმ. მისმა მმართველობამ ამ პოსტზე დიდხანს არ გასტანა. 2001 წელს მორი დაადანაშაულეს ფინანსურ სკან-დალში და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობდა, ხოლო 2004 წლის 26 აპრილს რიგგარეშე არ-ჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ლდპ-ის თავმჯდომარე ჯუინიჩი-რო კოიძუმიმ და დაიკავა იაპონიის პრემიერმინისტრის პოსტი. კოიძუმი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მას „ლომგულსაც“ კი უწოდებდნენ. პარლამენტში 121 ადგილი-დან მისმა კოალიციამ 78 ხმა მოიპოვა ზედა პალატაში. კოიძუ-მიმ პოსტის დაკავების შემდეგ წამოაყენა რეფორმების გატარე-ბის გეგმა:
1. ეკონომიკისა და ფინანსების გაჯანსაღება;
2. საფოსტო სისტემის პრივატიზაცია;
3. ლდპ-ის შიდაპოლიტიკური სისტემის რეორგანიზაცია.
ის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ქვეყნის ნათელი მო-მავლისთვის საჭირო იყო ერთგვარი „შოკური თერაპიის“ ატა-ნა.
საბანკო სისტემის რეფორმა ჩააბარა ეკონომიკის მინისტრ ტაკენაკას. ხელისუფლებამ შეძლო და მოახერხა საბანკო ვა-ლების შემცირება, მიაღწია ეკონომიკის წინსვლას და აქციების კურსის ზრდას. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით გაიზარ-და იაპონიის არმია – თავდაცვის ძალები, ხოლო 2001 წლის ოქტომბრიდან ნება დართო მათი გამოყენებისა იაპონიის ფარ-გლებს გარეთ. 2004 წლის იანვარში იაპონიამ დაარღვია კონ-სტიტუცია და ერაყში კოალიციური ძალების დასახმარებლად თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნა. 2006 წლის 23 სექ-ტემბერს კოიძუმიმ აღარ წამოაყენა თავისი კანდიდატურა პრე-მიერმინისტრის პოსტზე და ახალ პრემიერად აირჩიეს 53 წლის შინძო აბე. იგი წარმოადგენდა ლდპ-ს.
13 წლის მანძილზე მთავრობის ცვალებადობამ იაპონიაში გამოიწვია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური არასტაბი-ლურობა. ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც კოიძუმი ჰპირდებოდა, ვერ შესრულდა და ჩაიშალა. ამ პერიოდში დაი-ძაბა ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობებიც. 2003 წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გართულების მიზეზი გახდა დავა კუნ-ძულ სენკაკუს გამო, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობს.
რადიკალური ცვლილებები შეეხო ასევე იაპონიის კულტუ-რულ ცხოვრებას. კერძოდ, ახალი კულტურული ცოდნით გამ-დიდრებული იაპონიის კინემატოგრაფია მომდევნო საფეხურზე გადავიდა. თავდაპირველად იაპონელები იღებდნენ ისეთ ფილმებს, რომლებიც რაღაცით თეატრალურ დადგმებს მოგვა-გონებდა, მაგრამ გარკვეული დროის მერე ეს ჟანრი შეიცვალა და უფრო რეალური ყოფის, კულტურის და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ჟანრში გადაიზარდა [2.103]. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში XX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში არ-სებობდა ექვსი კინოთეატრი. სწორედ ამ პერიოდში იწყება გე-ნიალური რეჟისორის, აკირა კუროსავას ფილმების გამოჩე-ნაც. მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ანიმე ჟანრი სწორედ ამ პერიოდში იხვეწება და განვითარების ახალ დონეს აღწევს. თავდაპირველად იაპონელი ანიმატორები ცდი-ლობდნენ მიებაძათ დასავლელი კოლეგებისთვის (მაგ., უოლტ დისნეი) და მათი მსგავსი ნამუშევრები შეექმნათ, მაგრამ იაპო-ნელებმა გადაწყვიტეს მიმართულების შეცვლა და პერსონაჟე-ბის იერსახეში რადიკალური ცვლილებები შეიტანეს (დიდი თვალები, ფერადი თმები, ჩაცმულობის სტილი და სხვა).
XX საუკუნის მეორე ნახევარში იაპონურმა ლიტერატურამ რადიკალური ცვლილებები განიცადა. მან შეძლო და ძირეუ-ლი გარდაქმნა მოახდინა მკითხველთა ცნობიერებაში, მოხიბ-ლა ისინი დრამატულობით, რეალობით და გულწრფელობით; ასევე მოახდინა რეალობისა და მითების გაერთიანება. ამ ახა-ლი მიმართულების ფუძემდებლებს შორის განსაკუთრებულად გამოარჩევენ ისეთ მწერლებს, როგორებიც არიან: იუკიო მიში-მა და კენძაბურო ოე [4. 62].
როდესაც ვსაუბრობთ კულტურულ ცვლილებებზე, შეუძლე-ბელია არ ვახსენოთ ცნობილი იაპონური ჩაცმულობის სტილი, ე.წ. „ქუჩის მოდა“. ისეთი ჟანრის პოპულარობამ, როგორიც ანიმეა, დიდი გავლენა იქონია მოსახლეობის არა მარტო ცხოვრების, არამედ ჩაცმულობის სტილზეც. ეს გავლენა განსა-კუთრებით ახალგაზრდა თაობას შეეხო. მათ დაიწყეს ანიმეს მთავარი პერსონაჟების მიბაძვა და მათი ჩაცმულობის ყოველ-დღიურ ცხოვრებაში გადმოტანა. იაპონიის ზოგიერთ რაიონში შეხვდებით ახალგაზრდათა ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს კონკრეტული სუბკულტურის ნაწილად აღიქვამს, მაგ: გოთიკუ-რი მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც შავებში გამოწყობი-ლი კოსტიუმებით, ტყავის ხელთათმანებით და მრავლობითი პირსინგებით გვხვდებიან. ასევე არის ე.წ „ხილის“ სტილის მიმ-დევართა ჯგუფი, რომელიც თავის ჩაცმულობაში განსაკუთრე-ბულ ყურადღებას ფერადზე ამახვილებს; იღებავენ თმას სხვა-დასხვა ფერად და მრავალფეროვან აქსესუარებს ატარებენ [ 3.98].
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევა-რი იაპონიისათვის ცვლილებების პერიოდი იყო. განვითარდა ისეთი სფერო, როგორიც არის ეკონომიკა; ცვლილებები განი-ცადა პოლიტიკურმა სექტორმა, ასევე რადიკალური გარდაქ-მნები მოხდა კულტურული და სოციალური კუთხით. დაიხვეწა და განვითარდა იაპონური კინემატოგრაფია, ლიტერატურა, მხატვრობა; შეიცვალა ცხოვრების სტილი; ეკრანებზე გამოჩნდა ანიმე ფილმები, რამაც უზარმაზარი პოპულარობა პოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველივე ზემოთქმულით ჩანს, რომ იაპონია გახადა ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომლის ისტორი-ით და კულტურით მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია.
ლიტერატურა – REFERENSES
1. Frances McCall Rosenbluth , Michael F., Thies - Japan Transformed: Political Change and Economic Restructuring. Princeton, 2008.
2. Yoshio Sugimoto, Japanese Culture: An overview , Cambridge 2010
3. Yoshio Yasumaru, HE TWENTIETH CENTURY JAPANESE EXPERIENCE, Japan, 2001.
4. Садокова А. Р., Корнеева И. В., КУЛЬТУРА ЯПОНИИ , Южно-Сахалинск, 2019.