ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
ინგა ზაბახიძე ∘
არაბული ქვეყნები ისრაელის ახლადშექმნილი სახელმწიფოს წინააღმდეგმე-20 საუკუნის ყველაზე სასტიკ მოვლენას – მეორე მსოფ-ლიო ომს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა, რომელმაც ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მსოფლიო ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ისრაე-ლის სახელმწიფოს შექმნა 1948 წლის 14 მაისს. ამ ომის ყვე-ლაზე საშინელი მოვლენა იყო ჰოლოკოსტი – გერმანული ნა-ციზმის გაზის კამერებში დაფერფლილი 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე. ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელების წინაშე მსოფლო დანაშაულს და მორალურ ვალდებულებას გრძნობ-და, რამაც განაპირობა ებრაელი ხალხის მიმართ უპრეცედენ-ტო მხარდაჭერა და მათ გადასარჩენად პალესტინის ტერიტო-რიაზე ახალი, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. ამ უდიდეს ის-ტორიულ მოვლენას ასევე უდიდესი პროტესტი მოჰყვა არაბუ-ლი ქვეყნების მხრიდან, რადგანაც პალესტინას თავიანთ ტერი-ტორიად თვლიდნენ და ყველა მათგანი აცხადებდა პრეტენზი-ას პალესტინაზე. არაბული ქვეყნებისთვის მიუღებელი იყო არა-ბულ მიწაზე ებრაული სახელმწიფოს შექმნა. ამიტომაც 1948 წლის 14 მაისის ღამით, ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადები-დან რამდენიმე საათში, არაბული ქვეყნების არმიები თავს და-ესხა რამდენიმე საათის შექმნილ ებრაულ სახელმწიფოს [9.32]. არაბების დასახმარებლად მაშინვე გამოვიდა არაბულ სახელ-მწიფოთა ლიგა, რომელმაც პალესტინაში გასაგზავნად მოხა-ლისეთა მობილიზაცია გამოაცხადა [17.81]. არაბულ სახელმწი-ფოთა ლიგამ გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდებით წინ აღ-დგომოდა პალესტინის ორად გაყოფას. არაბებმა პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღეს ომის დაწყებაზე. იორდანიის მეფე აბ-დალაჰ I-მა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „ჩვენი მცდე-ლობა, პალესტინის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარე-ბის შესახებ მარცხით დამთავრდა, ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ომის გზა“ [17.82]. კაიროს ალ-აზჰარის სასულიერო უნივერსი-ტეტიდან კი მთელი მსოფლიოს მუსლიმებისადმი გაისმა მოწო-დებები „საღვთო ომის“ (ჯიჰადის) დაწყებაზე ებრაელთა წინა-აღმდეგ [10.15].
1947 წლის ოქტომბერში „მუსლიმმა ძმებმა“ გაეროს გენე-რალურ მდივანსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელ-მწიფო მდივანს წერილი გაუგზავნეს: [17.101] „სიონისტური მის-წრაფებების დაკმაყოფილება და პალესტინაში ებრაული სა-ხელმწიფოს შექმნა – მთელ აღმოსავლეთს საომარ კერად აქ-ცევს“ და პასუხისმგებლობა მათ დააკისრეს, ვინც არაბების წი-ნააღმდეგ სიონისტების უსამართლობას უჭერს მხარს. ასევე ირ-წმუნებოდნენ, რომ ყველა რესურსით გაუწევდნენ წინააღმდე-გობას. არაბთა ლიგამ არაბულ ქვეყნებში მოხალისეების მობი-ლიზაცია დაიწყო. ომისათვის მზადყოფნა გამოთქვეს: ლიბანის „ახალგაზრდა მუსლიმთა კავშირმა“, ცნობილი აბდ ალ-კადი-რის შვილიშვილის, მუჰამად საიდ ალჯაზაირის მიერ ალჟირში შექმნილმა „აფრიკელი მუჯაჰედების ფრონტმა“ და ეგვიპტის სუფიურმა ძმობამ „სიმართლის მიმდევრები“ [18.58]. გაერთიანე-ბული ერების ორგანიზაციის 181 (II) რეზოლუციის თანახმად, პალესტინისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მაშინვე შევიდნენ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის წევრი ქვეყნების: იორდანიის, ერაყის, ეგვიპტის, სირიისა და ლიბანის არმიები. ლიგამ გაე-როს გენერალურ ასამბლეაში ტელეგრამა გაგზავნა პალესტი-ნაში არმიების შეყვანასთან დაკავშირებით [17.81]. პალესტინაში შესული არაბული ძალების მთავარსარდლად მეფე აბდალაჰი გამოცხადდა. ებრაელებს ყველაზე მეტად იორდანიის ეშინო-დათ, რადგანაც იორდანიის სამეფოს სათანადოდ კარგად გაწ-ვრთნილი და აღჭურვილი პროფესიული არმია – ე. წ. „არაბუ-ლი ლეგიონი“ ჰყავდა. არაბულ ლეგიონს ინგლისელი ჯონ ბლაგოტ გლაბი მეთაურობდა [16.72]. გენერალი გლაბი (გლაბ-ფაშა) იორდანელებისათვის კარგათ ნაცნობი სახე იყო [16.35]. ისრაელის არმიას და ბენ-გურიონს ყველაზე მეტად ამ არმიის ეშინოდათ, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ის იყო ინგლისელების მიერ პროფესიულ დონეზე გაწვრთნილი ერთადერთი არაბუ-ლი არმია [4.34].
საომარი მოქმედებები ფართო მასშტაბით გაგრძელდა ის-რაელის მთელი საზღვრის გასწვრივ: ეგვიპტე-სუდანის სამხედ-რო კონტინგენტი სამხრეთით უტევდა, ჩრდილოეთით – ლიბა-ნისა და სირიის არმიები, აღმოსავლეთით – ერაყისა და იორ-დანიის სამხედრო ძალები; პალესტინელები და მოხალისეები სხვადასხვა არაბული სახელმწიფოდან ქვეყნის სიღრმეში იბ-რძოდნენ [10.15]. საომარი მოქმედებების დასაწყისი არაბული არმიების სასარგებლოდ წარიმართა. მაისის ბოლოსა და ივნი-სის დასაწყისში, იორდანიის არაბულმა ლეგიონმა და ერაყის არმიამ აღმოსავლეთ იორდანიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაი-კავეს, იერუსალიმის არაბული სექტორის ჩათვლით. ეგვიპტის საექსპედიციო კორპუსის ერთი რაზმი თელავივიდან 30 კმ-ით დაშორებულ ქ. აშდოდისაკენ დაიძრა, მეორე რაზმი კი ბერშე-ვის გავლით იერუსალიმის მისადგომებს მიუახლოვდა [19.9]. არაბული სახელმწიფოების ლიდერები შიშობდნენ, რომ საომა-რი მოქმედებების დაწყების შემდეგ ინგლისი უარს იტყოდა არაბული ლეგიონებისათვის სუბსიდიების გადახდაზე. ინგლისი იორდანიას ომის დროს წელიწადში 2 მლნ ფუნტი სტერლინ-გის გადახდას შეჰპირდა (ზოგი მონაცემებით ეს თანხა 3 მილი-ონი იყო). პრაქტიკულად კი ინგლისმა 250 ათასი ფუნტი სტერ-ლინგი გადაიხადა. თვით არაბულ სახელმწიფოებს შორის ურ-თიერთობები ომის დასაწყისშივე გამწვავდა. ძირითადი უთან-ხმოება იორდანიასა და სხვა არაბულ ქვეყნებს შორის წარმო-იშვა, რადგანაც იორდანია პალესტინის ტერიტორიაზე აცხადებ-და პრეტენზიას. „ამ ომში ორივე მხრიდან 86. 500 კაცი მონაწი-ლეობდა. ისრაელის 65.000-იანი არმიის წინააღმდეგ არა-ბულმა ქვეყნებმა მხოლოდ 21.500 კაცის გამოყვანა შეძლეს, აქედან ეგვიპტემ – 10.000, იორდანიამ – 4.500, სირიამ – 3.000, ერაყმა – 3.000, ლიბანმა – 1.000 [2.225]. ებრაული წყაროების მიხედვით ისრაელის საზღვართან თავმოყრილი ძალა ასე გა-მოიყურებოდა: ეგვიპტე – 10.000, იორდანია (არაბული ლეგიო-ნი) – 6.500, სირია – 3.000, ერაყი – 4.500, ლიბანი – 3.000. (ცხრილი 1-2. История еврейского национальная движения. 1914-1949. Иерусалим, 1993. გვ. 231-232) [79.231-232]. თუმცა უნდა აღ-ვნიშნოთ, რომ წყაროში მოყვანილი მონაცემები არაზუსტია [15. 231]. ამ ომთან დაკავშირებით ისრაელის მომავალი პრემიერმი-ნისტრი გოლდა მეირი წერდა: „ჩვენ სრულებით არ ვიყავით ომისათვის მზად. სასწრაფოდ გვჭირდებოდა იარაღი, თუკი სადმე შევძლებდით მის შეძენას. მაგრამ, პირველ ყოვლისა, საჭირო იყო ფულის შოვნა, და არც ისე ცოტა რაოდენობით. გვჭირდებოდა მილიონობით დოლარი და ასეთი თანხის გაღე-ბა მხოლოდ ამერიკელ ებრაელებს შეეძლოთ“. გოლდა მეირი ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური მისიით გაემგზავ-რა. ჩიკაგოში, ებრაელთა ფედერაციის და საქველმოქმედო ფონდის საერთო კრების წინაშე, გოლდა მეირი ამაღელვებე-ლი სიტყვით გამოვიდა: „ებრაული მოსახლეობა პალესტინაში იბრძოლებს ბოლომდე. თუ ჩვენ არ გვექნება იარაღი, ვიბრძო-ლებთ ქვებით“. გოლდა პალესტინაში 5 მილიონი დოლარით დაბრუნდა, რომლითაც ჰაგანისათვის შეიძინეს იარაღი. ამ ფაქ-ტის შესახებ ბენ-გურიონმა თქვა: „როცა ისტორია დაიწერება, იქ ჩაიწერება ამბავი ებრაელი ქალისა, რომელმაც სახელმწი-ფოს შესაქმნელად ფული იშოვა“. ისრაელის არმიის შემადგენ-ლობაში იყვნენ კარგათ გაწვრთნილი და თანამედროვე იარა-ღით, არტილერიით, ტანკებით და თვითმფრინავებით აღჭურვი-ლი კადრები. არაბული არმია კი ძალზე ჩამორჩებოდა ისრაე-ლის არმიას შეიარაღებით და მხოლოდ მსუბუქი იარაღით იყო აღჭურვილი. მათ არ ჰყავდათ გამოცდილი კადრები და, საერ-თოდ, მზად არ იყვნენ ომისათვის. ისრაელის არმია მაშინვე ჩაება ომში. ომისათვის სათანადოდ აღჭურვილი ისრაელის არ-მია მუდმივად ივსებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან სამხედრო ემიგრანტებით, რომლებიც გამოცდილი სპეციალისტები იყვნენ, აგრეთვე, უახლესი იარაღითა და მთელი მსოფლიო ებრაული თემის ფინანსური დახმარებით. ყველაზე მთავარი კი იყო ის, რომ ისრაელი სარგებლობდა აგრეთვე მსოფლიო საზოგადო-ების მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერით. ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ისრაელის გამარჯვება [21. 32]. ჯერ კი-დევ ომამდე (1948 წლის აპრილში), საბჭოთა კავშირის სატე-ლიტ ჩეხოსლოვაკიაში შეძენილი „მესერშმიტის“ ტიპის თვით-მფრინავებით, ისრაელმა, იმავე წლის მაისის ბოლოს, ეგვიპტის არმიის საჰაერო უპირატესობას ხაზი გადაუსვა. უნდა ითქვას, რომ სტალინის ნებართვით, ჩეხოსლოვაკიამ საკმაოდ ბევრი და კარგი ხარისხის საჭურველი მიჰყიდა ისრაელს, რამაც სა-ბოლოოდ მოაგებინა ომი [3.331]. მოსკოვი ყველაფერს აკეთებ-და მიზნის მისაღწევად, რადგანაც ახლო აღმოსავლეთში მოს-კოვი ვაშინგტონს უპირისპირდებოდა. მას აღმოსავლეთ ბლო-კის საიდუმლო სამსახურის იარაღით მომარაგების და ახლო აღმოსავლეთელი მეომრების გაწვრთნის დიდი გამოცდილება ჰქონდა. სტალინმა არა მარტო იარაღით მოამარაგა ებრაული არმია, არამედ ისრაელის არმიის ოფიცრებიც გაწვრთნა [20.15].
ისრაელის არმიის წარმატების მთავარი ფაქტორი აგრეთვე იყო ის სამხედრო ნაწილები, თავდადებით რომ იბრძოდნენ არაბების წინააღმდეგ ომში. მათ ძლიერი მოტივაცია ჰქონდათ: წყდებოდა ებრაული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. არაბული ქვეყნების არმიების საბრძოლო მოქმედება კი ერ-თმანეთთან ცუდად კოორდინირებული და ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მებრძოლი მხარეე-ბის სამხედრო ძალები რაოდენობით დიდად არ განსხვავდე-ბოდნენ. 1949 წლის შეთანხმებით ისრაელმა სწორი პოლიტიკა აირჩია და უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყანაში საკუთა-რი ინდუსტრიის განვითარებას და დიდ წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით [21. 332].
პალესტინის ფრონტზე კი მდგომარეობა იცვლებოდა. 9-18 ივლისის ომის პერიოდი „ომის ათი დღის“ სახელით გახდა ცნობილი. მან ისრაელის თავდაცვის არმიას მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა [9.34]. სწორედ მან განაპირობა ის, რომ არაბები სასწრაფოდ დასთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რო-მელიც 17 ივლისს იერუსალიმში, 18 ივლისს კი მთელ ქვეყანა-ში უნდა დაწყებულიყო [21. 2]. ათდღიანი ომის დროს ისრაე-ლის არმიამ ქვეყნის შიგნით ჩაატარა ოპერაცია „დანი“, რომ-ლის შემდეგაც მის ხელში გადავიდა ლიდი, რამლა და მიმდე-ბარე სოფლები. თელ-ავივს დაპყრობის საფრთხე აღარ ემუქ-რებოდა... ჩრდილოეთის ფრონტზე კი 16 ივლისს ებრაელებმა აიღეს ნაზარეთი და გაწმინდეს მთელი გალილეა... ლიდისა და რამლას შეშინებულმა არაბმა მოსახლეობამ გაქცევა და-იწყო [15.24]. ფიზიკური მოსპობის საშიშროების გამო, ბევრი პა-ლესტინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ად-გილები და ხსნა მეზობელ არაბულ ქვეყნებში, უმთავრესად კი იორდანიაში ეძება [7. 22]. ასე დაიწყო „პალესტინელი ლტოლ-ვილების“ პრობლემა. ამ მოვლენებმა დააჩქარეს ცეცხლის მე-ორედ შეწყვეტა. 1948 წლის 18 ივლისს ძალაში შევიდა დავიდ ბენ-გურიონის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ისრაელმა ეს დრო კვლავ მობილიზაციისა და მატერიალური რესურსების შესავსებად გამოიყენა... არმიაში მობილიზებულ იქნა 100.000 კაცი. იარაღი საზღვარგარეთიდან შემოვიდა [15. 245]. საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა 1948 წლის ოქტომბერში. 14 ოქტომბერს ისრაელმა შეიარაღებუ-ლი თავდასხმა განახორციელა ქალაქ ბერშებაზე, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე მდებარეობდა და „მომავალი“ არა-ბული ქვეყნის ტერიტორია უნდა ყოფილიყო. ამასთან დაკავში-რებით, უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომლის მოთხოვნითაც „მხარეებს ის პოზიციები უნდა შეენარჩუნებინათ, რომელიც ომის დასაწყისში დაიკავეს“ [13.77]. საომარ ვითარე-ბაში მომხდარმა ცვლილებებმა სერიოზული გავლენა იქონიეს შემდგომ მოვლენებზე. არაბულმა ლეგიონმა დახმარება არ გა-უწია ნეგევში განლაგებულ ეგვიპტის ნაწილებს. იორდანიის მთავრობამ ლეგიონის დასუსტებისა და საბრძოლო მასალების უკმარისობის საბაბით უარი თქვა ამ ფრონტზე თავისი არმიის გადასროლაზე. იორდანიის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ინგლისმა, ფაქტობრივად, უარი თქვა მის რეალურ მხარ-დაჭერაზე. თუმცა მანამდე ინგლისის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ისრაელის არმიის თავდას-ხმისაგან იორდანიის ტერიტორიის დაცვას [23.11]. 1949 წლის 7 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაჟინებული მოთხოვნით, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები შეწყდა [5.478]. ეს ომი ისრაელის გასანადგურებ-ლად დაიწყო და ისრაელის გამარჯვებით დამთავრდა. ისრა-ელმა შეძლო არა მარტო პალესტინისათვის გამოყოფილი ტე-რიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ სერიოზული საფრთხე შე-უქმნა მეზობელ არაბულ ქვეყნებსაც. მამაცურად მებრძოლი არაბების საომარი მარცხი მიზნის ერთიანობის არქონამ და ის-ტორიულმა ვითარებამ განაპირობა. იორდანიის მეფე აბდალა-ჰი ისრაელთან ომის დაწყების ერთ-ერთი მოთავე იყო, თუმცა, როგორც კი მისმა არმიამ პალესტინის ნაწილი დაიკავა, ის კუ-ლისებს მიღმა ისრაელთან გარიგებაზე წავიდა და მალე ომი-დანაც გავიდა. როგორც გაირკვა, ისრაელსა და აბდალაჰს შორის გარიგებები პალესტინის გაყოფის შესახებ ომის დაწყე-ბამდეც მიმდინარეობდა.
[14.478]. ცნობილია, ჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე, მისი შეხვედრები გოლდა მეირთან, რამაც განაპი-რობა მისი „შემაკავებელი“ პოლიტიკა ისრაელის სახელმწი-ფოსთან მიმართებაში და საბოლოოდ არაბი ფანატიკოსის მი-ერ მისი მკვლელობა.
არაბების სამხედრო მარცხში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ეგვიპტის სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე ფარუკი, რომელიც, ფაქტობრივად, არც ისწრაფოდა პალესტინის სა-ხელმწიფოს შექმნისაკენ. მეფე ფარუკი ეგვიპტელი ხალხის მი-მართ თავის სიძულვილს არ მალავდა და მიაჩნდა, რომ მისი ტახტის ყველაზე მყარი ზურგი იყო ეგვიპტის ტერიტორიაზე ინ-გლისის არმიის ყოფნა. მესამე არაბულ ქვეყანაში, სირიაში კი დემოკრატიული და პატრიოტული ძალები არ იყო იმდენად ძლიერი, რომ საერთო მდგომარეობაზე გავლენა მოეხდინათ. არაბულ ბლოკში მძაფრმა დაპირისპირებებმა მოქმედების ერ-თიანი კოორდინაციისა და ეფექტური ხელმძღვანელობის შე-საძლებლობა არ შექმნა. ამას დაემატა არაბული ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენილობაც. ისრაელი ვერც იოცნებებდა, რომ არაბული ქვეყნები დიდი ხნის მანძილზე დარჩებოდნენ ამ მდგომარეობაში [14.23]. ომში ისრაელმა 4.000 სამხედრო მოსამ-სახურე და 2 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა (მთელი მოსახლეობის 1%). საომარი მოქმედებები ქვეყანას 500 მილიო-ნი დოლარი დაუჯდა, მაგრამ ისრაელის სახელმწიფო შრომით, გმირობითა და ხალხის თავგანწირვით შეიქმნა. ებრაელ ხალხს ისრაელის სახელმწიფო „ვერცხლის სინით“ არ მიუღია. ისრაე-ლი აშკარად აღიარებდა, რომ არა მარტო „არ დაუშვებს პა-ლესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას, არამედ უარს არ იტყვის იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში შესვლა-ზე“ [22.4].
დიდ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური გარიგება შედ-გა და 1949 წლის 29 იანვარს ინგლისის მთავრობამ ცნო ისრა-ელის სახელმწიფო, ორი დღის შემდეგ კი ამერიკის მთავრო-ბამ თავის მხრივ იორდანია ცნო. არაბეთ-ისრაელის პირველი ომი, რომელმაც პალესტინის ომის სახელწოდება მიიღო, 1949 წლის 23 მარტამდე გაგრძელდა. არაბებს შორის სხვებზე მეტი წარმატებით იორდანიის ნაწილებმა იბრძოლეს, რადგანაც მათ ყველაზე მეტი პრეტენზია ჰქონდათ პალესტინაზე და დაიკავეს აღმოსავლეთ იერუსალიმი (ძველი ქალაქითურთ), ისტორიული სამარია და „დასავლეთი ნაპირი“. ამ ომის შედეგად ისრაელ-მა 6,7 ათასი კვ. კმ-ით გაიფართოვა თავისი „სასიცოცხლო არეალი“. აქედან 350 ათასი ჰექტარი უხვმოსავლიანი (ნაყოფი-ერი) მიწები იყო. მაშინდელი მონაცემებით, პალესტინელმა არაბებმა 2,5 მილიარდი დოლარი იზარალეს. პალესტინის ის ნაწილი, რომელიც ისრაელმა ვერ დაიპყრო, არაბულ სახელ-მწიფოთა კონტროლს დაექვემდებარა. მდინარე იორდანეს და-სავლეთ სანაპირო იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილით – 6 ათასი კმ2-ით იორდანიის მფლობელობაში, ხოლო ღაზას სექ-ტორი ეგვიპტის მფლობელობაში გადავიდა [12.100]. ისრაელმა დაიკავა არაბული სახელმწიფოსათვის გათვალისწინებული ტე-რიტორიის თითქმის ნახევარი (სამხრეთი სანაპირო ზოლი თითქმის ღაზამდე, ჩრდილოეთით – ლიბანის საზღვრებამდე, აგრეთვე ზემო გალილეა). 1948-49 წლების შედეგად ისრაელის საზღვრები საგრძნობლად გაიზარდა. ქ. იერუსალიმის დასავ-ლეთი ნაწილი ისრაელის ხელში გადავიდა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს იყო გაყოფილი ქალაქი ეკლიანი მავ-თულხლართებით ქუჩებსა და პარკებში. ამრიგად, 1948-49 წლე-ბის ომის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფოს, ფაქტობრივად, „პა-ლესტინის სამანდატო“ ტერიტორიის 78 პროცენტი დარჩა [15.249]. ამგვარად, პალესტინის არაბული სახელმწიფო კი 1948-49 წლების არაბებისა და ისრაელის პირველ ომს ემსხვერპლა. არაბული სახელმწიფო არ შექმნილა. გაერო, რომელმაც არა-ვითარი მექანიზმი არ აამოქმედა პალესტინის გაყოფის შესახებ საკუთარი რეზოლუციის შესასრულებლად, რამდენიმე ფორმა-ლური დადგენილებით დაკმაყოფილდა [11.264]. ეს ომი ისევე, როგორც შემდგომი ომები, ისრაელის გასანადგურებლად და-იწყო და არაბთა არმიების დამარცხებით დამთავრდა, თუმცა საბოლოო გამარჯვებას ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია [22. 69]. როგორც ცნობილია, დამოუკიდებელი ისრაელის შექმნა საბჭოთა კავშირმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო. როდესაც 1948 წლის პოლიტბიუროს სხდომაზე ერთხმად მოიწონეს ებრაული სახელმწიფოს შექმნა, ი. სტალინი დიდხანს ბოლთას სცემდა კაბინეტში და ჩუმად იყო, შემდეგ კი ცნობილი და წინასწარ-მეტყველური ფრაზა თქვა: „მშვიდობა იქ არასოდეს აღარ იქ-ნებაო“ [5. 497]. მართლაც, ისრაელი ომის ქარცეცხლში დაიბა-და და დღემდე საომარ მდგომარეობაშია თავის ზოგიერთ მე-ზობელთან. არაბული ქვეყნებით გარშემორტყმული ისრაელი იძულებულია თავისი სამხედრო ძლიერებით მუდამ მზად იყოს. [6; 20] თუმცა მსოფლიოში მიმდინარე ისტორიული კატაკლიზ-მები გვიჩვენებს, რომ მშვიდობას არა მარტო ახლო აღმოსავ-ლეთში, არამედ მსოფლიოში ალტერნატივა არა აქვს და ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში.
ლიტერატურა – REFERENSES
1. ალექსიძე ლ., თანამედროვე საერთაშორისო სამართა-ლი, თბილისი, 1984.
2. კომახიძე ნ., კოლონიალიზმის აღსასრული აღმოსავლეთ-ში, თბილისი, 1963.
3. მენთეშაშვილი ალ., ქრისტიანობა და ისლამი – აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის საკითხები, თბილისი, 1993.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ბიულეტენი, №2, „35“ თბილისი, 2001.
5. ტყაბლაძე ზ., ეგვიპტის როლი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში, პერსპექტივა XXI-V, თბილისი, 2003.
6. შვანგირაძე ზ., ზომიერება სასურველი მომავლის მოლო-დინში, The Georgian Times, თბილისი, 5 მარტი, 1994.
7. ჯაფარიძე თ., მაჰმუდ აბასი და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ახალი პერსპექტივები, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 12, თბილისი, 2005.
8. В.Gohn J., England and Palestine. Berlin, 1931.
9. Encyclopedia America. v. 20. New York, 1945.
10. Виноградов В., Британский лев на Босфоре. Москва, 1991.
11. Внешняя политика Советского Союза за 1947 год. часть вто-рая. Москва, 1952.
12. Демченко П., Там. за рекой Палестина. Москва, 1989.
13. Драчинский Н. Н., Королевство на вулкане. Москва, 1958.
14. История еврейского национальная движения. 1914-1949. Jerusalem, 1993.
15. История дипломатии. Т . З. Москва, 1956.
16. Ключников Ю., Сабанин А. Международная политика новей-шего времени в договорах. нотах идекларациях. ч. 11. Мос-ква, 1926.
17. Коллинз Л., Лапьер Д., О, Иерусалим! Israel, 1979.
18. Краткий политический словарь. Москва, 1988.
19. Лебедев Е. А., Демографические проблемы Иордании. Наука. Москва, 1972.
20. Мир на рубеже XIX веков. тенденции развития. противоречия. революции. Москва, 1991.
21. Млечин Л., Ученики стреляют учитей №19. 1992. Нов. время.
22. Никитина Г., Государство Израиль. Москва, 1968.
23. Новейшая история арабских стран. Москва, 1998.