ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
მერაბ კალანდაძე ∘
დიმიტრი უზნაძე „ხუთ კარგ იმპერატორზე“მერაბ კალანდაძე
დიმიტრი უზნაძის წვლილი ისტორიულ მეცნიერებაში, დი-დი ხნის განმავლობაში, ტოტალიტარულ-ბოლშევიკური რეჟი-მის ძალისხმევით, ჩრდილში რჩებოდა, თითქოს გადაფარა მისმა ტრიუმფალურმა წარმატებებმა მეორე, სულ სხვა დარგში, ფსიქოლოგიის სფეროში და ფართო საზოგადოებისთვის შედა-რებით ნაკლებად იყო ცნობილი. იკვეთება საინტერესო პრობ-ლემა – დიმიტირ უზნაძე და ისტორიული მეცნიერება. ამიტომ მას პირობით უცნობი დიმიტრი უზნაძე შეიძლება ვუწოდოთ. ამგვარი ინდიფერენტული დამოკიდებულება, ცხადია, შემთხვე-ვითი არ იყო, ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა, აშკარად სცილდება წმინდა აკადემიურ ჩარჩოებს და მკვეთრად გამოკ-ვეთილი პოლიტიკური სარჩული უძევს საფუძვლად. აქ აისახა სავსებით რეალური ვითარება. ის 1918-1921 წლებში საქართვე-ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატებებისადმი, საბჭო-თა პერიოდში არსებული, ნეგატიური დამოკიდებულების გამო-ძახილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამით უნ-და იყოს გამოწვეული, რომ ისტორიკოსები ამ თემაზე ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და დუმილით უვლიდნენ მას გვერდს. საბჭოთა პერიოდში ეს ტაბუდადებული თემა იყო და მასზე საუბარი პოლიტიკური სიბეცის ტოლფასი გახლდათ. ასე-თი იყო პოლიტიკური ნება. ამგვარი მიდგომა ძალზე იდეო-ლოგიზებული და პოლიტიზებული იყო [12; 5.247-267; 9.161-171].
* * *
წინამდებარე ნაშრომი, როგორც სათაურიდანაც კარგად ჩანს, ისტორიოგრაფიულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს გამოარკვიოს, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო დიმიტრი უზნაძის დამოკიდებულება „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმარ-თველობისადმი. ესენია: ნერვა (96-98), ტრაიანუსი (98-117), ად-რიანუსი (117-138), ანტონინუს პიუსი (138-161) და მარკუს ავრე-ლიუსი (161-180). ფაქტობრივად, საქმე ეხება ანტონიუსების დი-ნასტიის მმართველობას. ამ კუთხით საკითხის განხილვა საინ-ტერესოა და აქტუალურად მიგვაჩნია. ის საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ ისტორიულ მეცნიერებაში დიმიტრი უზნაძის მიერ შეტანილი წვლილის გაცნობიერების საქმეში. შევავსებთ ამ სფეროში ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ კიდევ ერთ სუფთა ფურცელს და თეთრი ლაქები კიდევ უფრო ნაკლები დარჩება. აქვე დავძენთ, რომ ეს სა-კითხი საგანგებო კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა.
ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში მსოფლიოს ისტორიის, მათ შორის, ცხადია, ძველი მსოფლიოს ისტორიის, შესწავლის სრულიად განსხვავებული მიდგომა, რომელიც საბჭოთა წარ-მოდგენის საპირწონედ მოიაზრება. საბჭოთა თვალსაზრისი იყო უაღრესად ცალმხრივი და ტენდენციური. არავითარი მეცნიერუ-ლი საფუძველი არ გააჩნია. ძალზე ხისტად მიგვაჩნია, ძირშივე მცდარია და, რაც ყველაზე მთავარია, ანტიეროვნული და არა-პატრიოტულია. ჩვენ ვცადეთ გაგვესწორებინა ეს შეუსაბამობა და აღნიშნული საკითხის განხილვა პოლიტიკური განსჯის სფე-როდან აკადემიური მსჯელობის საგნად გვექცია. ეს უკვე სულ სხვა მიდგომა იყო. სულ სხვა აქცენტები დავსვით, სულ სხვა ღირებულებები დავსახეთ უფრო პრიორიტეტულად. განსხვავე-ბული მიდგომის მთავარი კვინტესენცია, დედააზრი, იმაში უნდა მდგომარეობდეს, რომ სიმძიმის ცენტრი საბჭოთა რეალობი-დან, ამ დარგში 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიუ-ლი რესპუბლიკის წვლილზე გადავიტანეთ, რომელიც საბჭოთა წლებში სრულიად უმართებულად იქნა მივიწყებული. ფაქტობ-რივად, ელიმინირებული, ამოღებულ იქნა ამ დარგის წარსუ-ლიდან. გაქრა, გაუჩინარდა, თითქოსდა არც კი არსებობდა. მივიწყების სქელ ნისლში გაეხვია. ჩვენმა მსჯელობამ აშკარად გამოკვეთილი პოლემისტური მუხტი შესძინა და მიზნად ისახავს მეცნიერულად, არგუმენტირებულად გააბათილოს მთელი რიგი საბჭოთა სტერეოტიპები და შტამპები, რომელმაც მყარად მოი-კიდა ფეხი ქართული საზოგადოების ცნობიერებაში. მითებს რეალობა ამსხვრევს. ფიგურალური გამოთქმა, რომ გამოვიყე-ნოთ ყველა სიკეთე, საბჭოთა სინამდვილესთან როდი ასოცირ-დება. (4) წინამორბედების წვლილის დაკნინების ხარჯზე ხდე-ბოდა საბჭოთა რეალობის განდიდება. ამჯერად ვცადეთ ეს განსხვავებული მიდგომა გაგვევრცელებინა საქართველოში „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის გაშუქებაზე. ეს ამ დიდი პრობლემის – ძველი მსოფლიო ისტორიის შესწავლა საქართველოში – ერთ-ერთი საინტერესო შემადგენელი კომ-პონენტია.
არსებობს იმისი დიდი ალბათობა, რომ, თუ არა პოლიტი-კური კატაკლიზმები, ეს გზა გაგრძელდებოდა და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვა-რი აღმოჩნდა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ქართული ისტორიოგრაფია იძულებული გახდა არჩეული გზი-დან გადაეხვია და მისი განვითარება სულ სხვა მიმართულე-ბით წარიმართა, რომელიც თავდაპირველი გზის გაგრძელე-ბად, წინგადადგმულ ნაბიჯად, ძნელია მივიჩნიოთ.
აღნიშნული საკითხით დაინტერესების დაწყება 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებით დაგვიანებულად მიგვაჩნია, გარ-კვეული კორექტივების შეტანას მოითხოვს და დაზუსტებას საჭი-როებს. საქართველოში ძველი მსოფლიო ისტორიის შესწავ-ლის საქმეში საეტაპო მოვლენად 1918 წლის 8 თებერვალს, დიდი ივანე ჯავახიშვილის მიერ, თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტის გახსნა და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს და-მოუკიდებლობის გამოცხადება გვევლინება. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს იმ ხანებში განხორციელებული პირველი ღონისძიებები. დაიწყო მუშაობა ძველი მსოფლიო ისტორიის პირველ ეროვნულ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. რა თქმა უნდა, ეს არ იყო პატარა საქმე. იმჟამინდელი ქართული რეა-ლობის ფონზე ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამაზე თვალის დახუჭვა, როგორც ეს ხდებოდა საბჭოთა წლებ-ში, მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბ-ლიკამ თავისი წვლილი შეიტანა და შეეცადა შეძლებისდაგვა-რად წაეწია წინ ძველი მსოფლიო ისტორიის სწავლება, შესწავ-ლა, პოპულარიზაცია. ეს ფაქტია და მას სხვადასხვა ინტერპრე-ტაცია შეიძლება მიეცეს, მაგრამ ამას ვერავინ უარყოფს. ეს, ჩვენი აზრით, სწორი არ იქნება. აღნიშნული პერიოდის და ამ სახელმძღვანელოების მნიშვნელობა, ვფიქრობთ, სწორედ ამაში უნდა მდგომარეობდეს. ასეთი იყო რეალობა, რომელიც საბ-ჭოთა ხელისუფლებას ეკალივით ესობოდა თვალში, გულს უკ-ლავდა და ყოველნაირად ცდილობდა როგორმე ამოეშალა ქართული საზოგადოების ცნობიერებიდან, მაგრამ ამაოდ დაშ-ვრნენ, სრული ფიასკო განიცადეს. საბჭოთა წარმოდგენა გა-კოტრებულია, ჩამოიშალა.
როგორც ირკვევა, ამ საკითხში თავისი საქმიანობა საბჭო-თა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიას ნულიდან, ცარიელი ნიადაგიდან კი არ დაუწყია, როგორც ამას დიდი ხნის განმავ-ლობაში გვიმტკიცებდნენ, არამედ გარკვეული ტრადიცია არსე-ბობდა, რომლის მიჩქმალვას, მიჩუმათებას სულ ტყუილად ცდილობდნენ.
დაბოლოს შევეხებით კიდევ ერთ საინტერესო და აქტუა-ლურ თემას. საქართველოში აღნიშნული საკითხის გაშუქების საერთო სურათი და პერიოდიზაცია, უმთავრესად, ტოტალიტა-რულ-ბოლშევიკური რეჟიმის ძალისხმევით, გამრუდებულ იქნა და ამ საკითხის ადეკვატურ სურათს ვერ გვიხატავს. ჩვენ ვცა-დეთ გაგვესწორებინა ეს შეუსაბამობა და დავაზუსტეთ ეს სა-კითხი. სულ სხვა აქცენტები დავსვით. საქართველოში აღნიშნუ-ლი საკითხით დაინტერესება პირობით სამ პერიოდად შეიძლე-ბა დაიყოს, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, აშკარად სცილ-დება წმინდა აკადემიურ ჩარჩოებს და მკვეთრად გამოკვეთი-ლი პოლიტიკური სარჩული გააჩნია. ეს კარგი ცხოვრებით არ ყოფილა განპირობებული და მასში, პირველ ყოვლისა, XX საუკუნის საქართველოს ძნელბედობის ანარეკლი მოჩანს. ჩვენ ვცადეთ აღნიშნული საკითხის გაშუქება აკადემიურ ჩარჩოებში დაგვებრუნებინა. ეს გახლავთ საკითხისადმი მეცნიერული მიდ-გომის რეანიმაციის მცდელობა. განსხვავებული მიდგომის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს.
1. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობით დაინტერე-სება 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
2. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის პოპულარი-ზაცია საბჭოთა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში (1921-1991).
3. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის გაშუქება პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში. ის იწყება 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და დღესაც გრძელდება [3. 48-49; 4].
საქართველოში „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველო-ბით დაინტერესება, ვფიქრობთ, სულაც არ ატარებდა ისეთ ერ-თგვაროვან, სწორხაზოვან ხასიათს, როგორც ეს საბჭოთა პე-რიოდში ესახებოდათ. მან საინტერესო მეტამორფოზი განიცა-და, რომელიც უფრო ზიგზაგისებურად, სპირალისებურად წარ-მოგვიდგენია.
ვფიქრობთ, არსებობს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ თავ-დაპირველად „ხუთი კარგი იმპერატორის“ მოღვაწეობის გაშუ-ქების დროს ქართული ისტორიოგრაფია სწორი, მეცნიერული გზით მიდიოდა და „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველო-ბას დადებითად ეკიდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იმაში უნ-და მდგომარეობდეს, რომ მათ კარგად ჰქონდათ გათავისებუ-ლი ისტორიაში პიროვნების როლის მნიშვნელობა. არსებითად შეიცვალა ვითარება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. პრიო-რიტეტული ხდება ამ თემის გაშუქება ვიწროდოგმატურად გაგე-ბული მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის პოზიციებიდან. მნიშვნელოვანწილად ამით იყო განპირობებული, რომ თავდა-პირველი დადებითი დამოკიდებულება ჩაანაცვლა შედარებით უფრო ხისტმა მიდგომამ, რაც ისტორიაში პიროვნების როლი-სადმი ინდიფერენტული დამოკიდებულების გამოძახილი იყო. მეფეების მოღვაწეობას საბჭოთა ისტორიოგრაფია უყურებდა, როგორც კლასობრივი მტრის საქმიანობას. პოსტსაბჭოთა პერი-ოდის ქართული ისტორიოგრაფია ცდილობს დაძლიოს ძალით თავსმოხვეული, ვიწროდოგმატურად გაგებული მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის გავლენა და დაუბრუნდეს და განავი-თაროს თავდაპირველი ღირებულებები.
„ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობით დაინტერესე-ბა შეუქცევად ხასიათს იძენს არა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც ამას დიდი ხნის განმავლობაში გვიმტკიცებ-დნენ, არამედ გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იპყრობს იმ წლებში განხორ-ციელებული პირველი ღონისძიებები. დაიწყო მუშაობა ძველი მსოფლიო ისტორიის პირველ ეროვნულ სასკოლო სახელ-მძღვანელოებზე. ამ საკითხში სერიოზულ თვისებრივ, ხარის-ხობრივ ცვლილებებს ადგილი აქვს არა საბჭოთა პერიოდის ქართულ რეალობაში, როგორც ამას გვიმტკიცებდნენ საბჭოთა ხანაში, არამედ გაცილებით უფრო ადრე. 1918-1921 წლებში სა-ქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოსული ძველი მსოფლიო ისტორიის პირველი ეროვნული სასკოლო სახელ-მძღვანელოები, ვფიქრობთ, ამის ნათელი ილუსტრაცია უნდა იყოს [4. 5].
* * *
ანტონინების დინასტიის მმართველობის ხანა რომის იმპე-რიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. თანა-მედროვენი მას „ოქროს საუკუნეს“ უწოდებდნენ. ამიტომ, ალ-ბათ, ინტერესს მოკლებული არ იქნება ვცადოთ გამოვარკვი-ოთ, თუ როგორ არის გაშუქებული დიმიტრი უზნაძის სასკო-ლო სახელმძღვანელოში ანტონინების დინასტიის, კონკრეტუ-ლად კი „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობა. მას ქარ-თული კონტექსტი გააჩნია. ეს სიახლეა და როგორც უკვე ით-ქვა, ამ საკითხის გაშუქების პირველ მცდელობად გვევლინება.
განსაკუთრებით მტკივნეულად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ ჩვენი წყაროთმცოდნეობითი ბაზა მეტად მოკრძალებუ-ლად გამოიყურება და საკმაოდ მწირია. ეს გახლავთ დიმიტრი უზნაძის სკოლის სახელმძღვანელო ძველი რომის ისტორიაზე. თავის სახელმძღვანელოში დიმიტრი უზნაძე, ბუნებრივია, ეხება ანტონინების დინასტიის, კერძოდ კი „ხუთი კარგი იმპერატო-რის“ მმართველობას. ეს, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ საკ-მაოდ ცოტაა და საკმარისი არ უნდა იყოს. სასურველი იქნებო-და ამ საკითხზე გაცილებით უფრო ვრცელი ინფორმაცია გვქონდეს, ვიდრე ერთი სკოლის სახელმძღვანელოა [6. 90-95]. მაგრამ სხვა გამოსავალი არაა, იმ მასალას უნდა დავჯერდეთ, რაც გაგვაჩნია, მისდამი სკეპტიკური დამოკიდებულება უადგი-ლოა. ეს ხელს შეუწყობს საბჭოთა მიდგომის რეანიმაციას. ეს კი მიუღებლად მიგვაჩნია.
დიმიტრი უზნაძის დამოკიდებულება „ხუთი კარგი იმპერა-ტორისადმი“, ვფიქრობთ, საკმაოდ გამჭვირვალე უნდა იყოს. ის იზიარებდა სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ მო-საზრებას და „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობას და-დებითად აღიქვამს.
უწინარესად, სასურველი იქნება შევიმუშაოთ სწორი კრიტე-რიუმი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და დაგვეხმარება აღნიშ-ნულ საკითხზე ადეკვატური წარმოდგენის შექმნაში. აქ, რა თქმა უნდა, მკაცრი მეცნიერული კრიტერიუმი საზომად არ გა-მოდგება. ამჯერად, ასეთ მაღალ მიზნებს არც არავინ ისახავ-და. საქმე შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოს დაწერას. მის წინაშე გაცილებით უფრო მოკრძალებული ამოცანა იდგა. მან მოკლედ, ლაკონიურად უნდა გააცნოს მოსწავლეებს „ხუთი კარგი იმპერატორის“ საქმიანობა. ის, უწინარესად, აღნიშნული საკითხის პოპულარიზაციას ითვალისწინებდა და მკვეთრად გა-მოკვეთილი შემეცნებითი დატვირთვა გააჩნდა. ამ კულტურტრე-გერულ მისიას, შეიძლება ითქვას, მან ურიგოდ როდი გაართვა თავი. მთავარი სწორედ ეს იყო. ამ თემაზე მისი მსჯელობის მნიშვნელობა, ვფიქრობთ, სწორედ ამაში უნდა მდგომარეობ-დეს.
ამ მარტივი, გულუბრყვილო მსჯელობის განსჯა დღევანდე-ლი გადასახედიდან მიზანშეწონილი არ უნდა იყოს, ადვილი გზით სიარული იქნებოდა და ჰიპერკრიტიკულად მიგვაჩნია. მას წმინდა შემეცნებითი დატვირთვა გააჩნია და ქართულ სა-ზოგადოებას, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, მოსწავლე ახალგაზრდობას, კარგად დააკვალიანებდა და „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობაზე ზოგადი წარმოდგენის ჩამოყა-ლიბებაში დაეხმარებოდა. ეს, ცხადია, ძალიან კარგია და იმჟა-მინდელი ქართული რეალობის ფონზე წინგადადგმული ნაბიჯი იყო. საქმე გვაქვს საქართველოში „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის გაშუქების პირველ თუ არა, ერთ-ერთ პირველ მცდელობასთან. ეს დიმიტრი უზნაძის წარმატება იყო და ამის წაყრუება, გვერდის ავლა, მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
ჩვენს მიზანს შეადგენს გამოარკვიოს, თუ როგორ არის ეს საკითხი გაშუქებული სასკოლო სახელმძღვანელოში. ჩვენ ვცდილობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანელოს ამ მონაკვეთის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვარკვიოთ და შეძლებისდაგვარად შევეცადოთ ავხსნათ მისი გამომწვევი მიზე-ზები.
აქვე უნდა შევეხოთ ერთ, ჩვენი აზრით, საინტერესო ნიუ-ანსს, რომელიც აღნიშნულ საკითხზე კიდევ უფრო სრულყოფი-ლი, ამომწურავი წარმოდგენის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. როგორც ჩვენ გვგონია, დიმიტრი უზნაძე „ხუთი კარგი იმპერა-ტორის მმართველობაზე“ იმაზე გაცილებით უფრო უკეთესად იქნებოდა ინფორმირებული, ვიდრე ეს სასკოლო სახელმძღვა-ნელოს ამ მონაკვეთიდან შეიძლება ჩანდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს ამ თემაზე მისი ცოდნის ფრაგმენ-ტებთან, რისი შეტანაც სახელმძღვანელოში მიზანშეწონილად ცნო.
უწინარესად, სასურველი იქნებოდა გამოვარკვიოთ ორი პრინციპული საკითხი. ამას აქვს მნიშვნელობა და დაგვეხმარე-ბა კარგად გავერკვეთ ამ საკითხზე დიმიტრი უზნაძის სახელ-მძღვანელოს ამ მონაკვეთის ავკარგიანობაში: 1. როგორი იყო დიმიტრი უზნაძის დამოკიდებულება „ხუთი კარგი იმპერატო-რის“ მმართველობისადმი; 2. რამდენად ინფორმირებული იყო დიმიტრი უზნაძე ამ საკითხზე.
დავიწყოთ პირველით. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმარ-თველობისადმი დიმიტრი უზნაძის დადებითი დამოკიდებულება ყოველგვარ ეჭვს გარეშე უნდა იყოს, პირდაპირ ზედაპირზე ძევს და, ვფიქრობთ, საკმაოდ გამჭვირვალეა. აქ აისახა სავსე-ბით რეალური ვითარება. ამ შემთხვევაში ის იზიარებდა სამეც-ნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ მოსაზრებას და „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობას დადებითად აღიქვამს. ამგვარი მიდგომა ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. ცხა-დია, შემთხვევითი არ ყოფილა და სავსებით შეესატყვისებოდა XX საუკუნის დასაწყისის ისტორიოგრაფიის მკაცრ მოთხოვნებს და ევროპულ, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, რუსული ის-ტორიოგრაფიის ექოდ გაისმა. ის ორი მიზეზით შეიძლება ყო-ფილიყო განპირობებული.
ა. როგორც ჩანს, დიმიტრი უზნაძეს მოსწონდა მათი მის-წრაფება მშვიდობის და წესრიგის დამყარებისაკენ – „სტაბილი-ზატორი იმპერატორები“. ეტყობა, „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობა ახლოს იყო მის პოლიტიკურ იდეალთან. „ხუთი კარგი იმპერატორის მმართველობისადმი დიმიტრი უზნაძის სიმპათიის გასაღები სწორედ აქ უნდა ვეძიოთ;
ბ. მეორე მიზეზი თეორიული ხასიათის უნდა ყოფილიყო. დიმიტრი უზნაძეს კარგად აქვს გაცნობიერებული ისტორიაში პიროვნების როლი. „ხუთი კარგი იმპერატორის“ საქმიანობი-სადმი დიმიტრი უზნაძის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ამის გამოძახილი უნდა ყოფილიყო.
არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ დიმიტრი უზნაძე კარგად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული და საკმაო ჩახედულებას ამჟღავნებდა „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის ძი-რითად პერიპეტიებში. ამაში გასაკვირი არც არაფერია. აქ აი-სახა სავსებით რეალური ვითარება. ეს ემპირიული, ფაქტობრი-ვი მასალის ცოდნის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენს. ეს ამ თემაზე მისი მსჯელობის კიდევ ერთი პლუსია.
ამრიგად, „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობისადმი სწორი მეცნიერული მიდგომა და ემპირიული, ფაქტობრივი მა-სალის ცოდნა, ამ თემაზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობის მთა-ვარ ღირსებად მიგვაჩნია.
* * *
ახლა მოდით კონკრეტულად განვიხილოთ დიმიტრი უზნა-ძის დამოკიდებულება ანტონინების დინასტიისადმი, კერძოდ კი „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობისადმი. უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ იულიუს კლავდიუსების დინასტიის მმარ-თველობისადმი დიმიტრი უზნაძის მკვეთრად გამოკვეთილი ნე-გატიური მიდგომა ჩაანაცვლა ანტონინების დინასტიის, სახელ-დობრ კი, „ხუთი კარგი იმპერატორის“ მოღვაწეობისადმი კე-თილგანწყობილმა დამოკიდებულებამ. ეს ადვილი გასაგებია. დიმიტრი უზნაძეს კარგად უნდა ჰქონოდა გათავისებული, რომ იულიუს კლავდიუსების დინასტიისათვის დამახასიათებელი ძა-ლაუფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც თავის პიკს, მწვერვალს აღწევს კალიგულას და ნერონის ზეობის ხანაში, ანტონინების დინასტიისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა გამოირჩეოდა ზომიერე-ბით და სავსებით შეესატყვისებოდა ქვეყნის ინტერესებს. ანტო-ნინების დისანტიის და, კერძოდ, „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობით გამოწვეული დიმიტრი უზნაძის სიმპათიის გა-საღები სწორედ აქ ძევს. როგორც უკვე ითქვა, დიმიტრი უზნა-ძე სავსებით იზიარებდა სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცე-ლებულ მოსაზრებას და „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართვე-ლობაზე დადებითი აზრის იყო. ის კარგად პასუხობდა მის პო-ლიტიკურ იდეალს. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველო-ბის შეფასების დროს ის პროგრესულ-ლიბერალურ პოზიციებზე იდგა. დიმიტრი უზნაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამას ის, ბევრი ევროპელი ისტორიკოსისაგან განსხვავებით, ანტონი-ნების დინასტიის განდიდებამდე არ მიჰყვას. მათი მოღვაწეობის დადებითად შეფასება სწორედ უნდა გავიგოთ. ეს არ ნიშნავს ანტონინების დინასტიის პანეგერიკს.
96 წელს იმპერატორ დომიციანეს (81-96) გარდაცვალების შემდეგ, რომის იმპერატორი შეიქნა ნერვა. მისი ზეობის ხანაა 96-98 წლები, თუმცა თარიღი მითითებული არაა. ნერვას მმარ-თველობისადმი დიმიტრი უზნაძის დადებითი დამოკიდებულება სავსებით მართლზომიერი უნდა იყოს და ამ თემაზე მისი მსჯე-ლობის პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს. ის ხაზს უსვამს, რომ ნერვამ 97 წელს იშვილა მარკუს უილპიუს ტრაიანუსი, რომე-ლიც 98 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, შეიქნა იმპერატო-რი. მისი ზეობის ხანა იყო 98-117 წლები. სასურველი იქნებოდა ძალიან მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვა თქმულიყო ნერვას რეფორმებზე [6. 91-92]. ეს, ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა [7. 78. 11. 152-155].
იმპერატორ ტრაიანუსის (98-117) და ადრიანუსის (117-138) მმართველობისადმი მიძღვნილი მონაკვეთი სახელმძღვანელო-ში ერთ-ერთ საინტერესოდ მიგვაჩნია. დავიწყოთ ტრაიანუსით, რომლის მმართველობა პირველი იყო.
სახელმძღვანელოში საუბარია სამ საკითხზე: ტრაიანუსის დახასიათება, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ფაქტობ-რივად, ეს გახლავთ გეგმა, რომელიც სავსებით მისაღები უნდა ჩანდეს. სახელმძღვანელოში მასალა კომპაქტურადაა დალაგე-ბული. მოსწავლეებს უადვილებს მისი მოღვაწეობის აღქმას, რაც, ცხადია, ძალიან კარგია და ამ თემაზე მისი მსჯელობის პლუსია.
დავიწყოთ ტრაიანუსის მმართველობის დახასიათებით, რო-მელსაც შეფასებითი მუხტი გააჩნია და ისტორიოგრაფიულ დატვირთვას იძენს. ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ დიმიტრი უზნაძე ტრაიანუსის მმართველობაზე საკმაოდ მაღალი აზრისაა. ვფიქრობთ, ეს შემთხვევითი არ იყო და, უწინარესად, ორ გარემოებასთან შეიძლება ასოცირ-დებოდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს გახლდათ მისი წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მის მმართვე-ლობასთანაა დაკავშირებული სახელმწიფოს შინაგანი განმტკი-ცება და მივიწყებული აქტიური საგარეო პოლიტიკის რეანიმა-ცია [7. 84-92; 11. 155-160]. მეორე მიზეზი თეორიული ხასიათისა უნდა იყოს და ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერებას უკავშირდება.
აი, რას ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელ-მძღვანელოში. „იგი შთამომავლობით ისპანელი პროვინციელი იყო როდესაც ნერვა გარდაიცვალა, რეინის ლეგიონების სარ-დლად ირიცხებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ რომის იმპერატორად პროვინციელი აირჩიეს, მაგრამ რომს არ წაუგი-ა. იგი არა მარტო პირველხარისხოვანი მხედართმთავარი იყო, არამედ შესანიშნავი ადმინისტრატორი და მიუდგომელი მოსა-მართლე აღმოჩნდა. მისი სახით რომს ხელახლა დიდი იმპე-რატორი მოევლინა“ [11. 92]. აქ, ვფიქრობთ, ყოველგვარი კო-მენტარი ზედმეტია. მას ტრაიანუსი იმ ეპოქის ერთ-ერთ გამორ-ჩეულ პოლიტიკოსად ესახებოდა და მის მოღვაწეობას დადე-ბით კონტექსტსში განიხილავდა. როგორც ხედავთ, ის ტრაია-ნუსს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და მის მიმართ კომ-პლიმენტებს არ იშურებდა, მაგრამ მისი მოღვაწეობის დადები-თი შეფასება სავსებით მართლზომიერი უნდა იყოს, უეჭველად შეიცავს ჭეშმარიტების რაციონალურ მარცვალს და მასში მიუ-ღებელს ვერაფერს ვხედავთ. ეს ამ თემაზე მისი მსჯელობის კიდევ ერთი პლუსია. ჩვენი აზრით, „ხუთი კარგი იმპერატორი-დან“, დიმიტრი უზნაძე, შესაძლოა, ყველაზე უფრო მაღლა სწორედ ტრაიანუსს აყენებდა.
მეორე საკითხი, რომელზეც დიმიტრი უზნაძე მოკლედ ჩერდება თავის სახელმძღვანელოში, რა თქმა უნდა, ეს გახ-ლავთ ტრაიანუსის საშინაო პოლიტიკა. მას ორი მხარე გააჩნი-ა. ერთია როგორ აფასებდა დიმიტრი უზნაძე ტრაიანუსის საში-ნაო პოლიტიკას და მეორეა რამდენად ინფორმირებული იყო ის ამ საკითხში. ორივე ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვ-ნად დადებითია. ეს, ცხადია, ძალიან კარგია და ამ თემაზე მი-სი მსჯელობის კიდევ ერთ დადებით მომენტს წარმოადგენს.
აი, რა წერია დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანე-ლოში: „ტრაიანუსის მთელი გულისყური წვრილ მესაკუთრეთა და ღარიბ-ღატაკთა კეთილდღეობის შექმნისკენ უნდა მიმართუ-ლიყო. წვრილ მესაკუთრეებს ის სახელმწიფო სესხს აძლევდა, ხოლო ამ სესხის პროცენტებს ის ღარიბ-ღატაკთა საკეთილ-დღეოდ იყენებდა. მსესხებელს პროცენტები თემისთვის უნდა ეძლიათ, რომელსაც ამ ფულით ღარიბ-ღატაკთა შვილების მოვლა და პატრონობა ევალებოდათ“ [10.92]. ტრაიანუსის „პა-ტერნალიზმზე“, მამობრივ მზრუნველობაზე საუბარი, ალბათ, მაინც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და გადაჭარბებული შეიძ-ლება იყოს, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მისი საშინაო პოლიტი-კის დადებითი შეფასება სავსებით მისაღები ჩანს.
„ტრაიანუსი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა რომში მიუდ-გომელი სამართალი დაემკვიდრებინა. უმჯობესია ასი დამნაშა-ვე სასჯელს გადაურჩეს, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოსო – ამბობდა იმპერატორი და სასამართლო საქმეს ამ სიტყვების-და მიხედვით აწარმოებდა“ [6.92]. როგორც ჩანს, ტრაიანეს დროს სიტყვა და საქმე ერთი იყო.
მაშ ასე, ტრაიანუსის საშინაო პოლიტიკის დადებითი შეფა-სება სავსებით კანონზომიერი უნდა იყოს, უეჭველად შეიცავს ჭეშმარიტების რაციონალურ მარცვალს და ამ თემაზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობის კიდევ ერთ პლუსად გვევლინება.
მესამე საკითხი, რომელზეც დიმიტრი უზნაძე თავის სახელ-მძღვანელოში ჩერდება, ბუნებრივია, გახლავთ ტრაიანუსის სა-გარეო პოლიტიკა. საკითხი არის საინტერესო, ყოველთვის იპყ-რობდა ისტორიკოსების ყურადღებას და ტრაიანუსის განდიდე-ბის ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი იყო.
ტრაიანუსის საგარეო პოლიტიკის დადებითი შეფასება და ემპირიული, ფაქტობრივი მასალის ცოდნა ამ თემაზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობის კიდევ ერთი პლუსია. დიმიტრი უზნაძე იზი-არებდა სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ მოსაზრე-ბას, რომ რომის საგარეო პოლიტიკის გააქტიურება სწორედ ტრაიანუსის სახელთანაა დაკავშირებული. მოვიყვანთ ვრცელ ამონარიდს დიმიტრი უზნაძის სკოლის სახელმძღვანელოდან: „საგარეო პოლიტიკაში ტრაიანუსის მოღვაწეობა კიდევ უფრო ბრწყინვალედ მიმდინარეობდა. ახლანდელი უნგრეთის ნაწილი, ტრანსილვანია, რუმინიაც მაშინ თრაკიის მკვიდრთა მონათესავე ხალხს, დაკიელებს ეკავათ, რომელნიც უკანასკნელ ხანებში რომაელთა დუნაის საზღვრებს მოსვენებას არ აძლევდნენ. სა-ჭირო იყო ამ საშიში მტრის ალაგმვა, მაგრამ ამისათვის თვით დაკიელების მიწა-წყალზე შეჭრა იყო აუცილებელი. ტრაიანუსმა ორჯერ გაილაშქრა მათ წინააღმდეგ. გადალახა დუნაი და მთელი დაკია დაიმორჩილა. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში რომაელთა ახალშენები მოაწყო. გზები გაიყვანა და იქაური მადნეულობის დამუშავება დაიწყო. ყველა ამ ღო-ნისძიებათა გამო რომის კულტურამ იქ იმდენად ფართოდ და ღრმად გაიდგა ფესვები, რომ ამ ქვეყნის დღევანდელნი მკვიდ-რნი, რუმინელები თავისი ენით და სახელწოდებით რომის ძლიერი გავლენის ცოცხალ მოწმედ უნდა ჩაითვალოს. ეს მოხდა 106 წელს. ამავე წელს იმპერატორმა ახალი პროვინცია არაბეთი შემოიერთა.
მეორე დიდი ომი ტრაიანუსს აღმოსავლეთის უძლიერეს მტერთან, პართიასთან ჰქონდა, რომელთაც მაშინ სომხეთი ეჭირათ. ტრაიანუსმა არა მარტო სომხეთის დაბრუნება დაისახა მიზნად, არამედ პართიის ძლიერების სრული დამხობაც. ომი დიდი წარმატებით მიმდინარეობდა. სულ მოკლე ხნის განმავ-ლობაში რომის ჯარებმა სპარსეთის ყურეს მიაღწია. იმპერატო-რი ამ ომის დროს გარდაიცვალა“ [10. 92-93]. ხომ არ აჭარბებ-და ის ტრაიანუსის საგარეო პოლიტიკურ წარმატებებს, რაც მი-სადმი დიმიტრი უზნაძის სიმპათიის გამოძახილი შეიძლება ყო-ფილიყო? ვფიქრობთ, მრავლისმეტყველი უნდა იყოს, რომ ის ტრაიანუსის საგარეო პოლიტიკის სუსტ მხარეებზე ხმას არ იღებს.
თარიღებისადმი თავისებური მიდგომის ფონზე, ერთგვარ ბედნიერ გამონაკლისად გვევლინება ტრაიანუსის ზეობის თა-რიღის მითითება. აგრეთვე დაკიის და არაბეთის დაპყრობის თარიღები. ეს, ცხადია, ძალიან კარგია. სასურველი იქნებოდა მითითებული ყოფილიყო პართიასთან ომის თარიღი. ეს მოხ-და 115-117 წლებში [7. 79-84; 11. 157-159].
სასურველი იქნებოდა ძალიან მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვით, სახელმძღვანელოში თქმულიყო ტრაიანუსის აღმოსავ-ლეთ პოლიტიკაში იბერიის სამეფოს როლზე. ეს, ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა. მას წმინდა შემეცნებითი დატვირთვა გა-აჩნდა და მოწაფეებს ამის განხილვა, არსებობს დიდი ალბა-თობა, გულგრილს არ დატოვებდა, ინტერესს აღუძრავდა. შე-საძლოა, ეს იმითაც ყოფილიყო განპირობებული, რომ ეს თემა იმ პერიოდის ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ სათანა-დოდ არ იყო გაშუქებული და ამიტომ მან თავი შეიკავა ამაზე საუბრისგან. კატეგორიულად არაფერს ვამტკიცებთ. ეს მხო-ლოდ ჩვენი ფრთხილი ვარაუდია [6. 45-63; 15. 359-364; 2. 315-316]. დიმიტრი უზნაძეს ტრაიანუსის საგარეო პოლიტიკა მისი წარმატებების კულმინაციად ესახებოდა, რამაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი სიმპათიები ტრაიანუსის როგორც მმართველის, პოლიტიკოსის მიმართ.
დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანელოში ტრაიანუ-სის მმართველობის დასკვნით აკორდად გვევლინება მის აღ-მშენებლობით საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება. ეს, ცხა-დია, ძალიან კარგია და სახელმძღვანელოში ტრაიანუსის მმართველობის გაშუქების კიდევ ერთ პლუსად გვევლინება. აი, რას ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანე-ლოში: „ტრაიანუსის მოღვაწეობის ერთ-ერთ მხარეს მის მიერ რომის გამშვენიერება და სასარგებლო შენობათა აგებისათვის ზრუნვა შეადგენს. რომის უმშვენიერესი უბანი (კაპიტოლიუმსა და კვირინალს შუა) სწორედ მის დროს აივსო ხუროთმოძღ-ვრების წარმტაცი ძეგლებით, რომელთა შორისაც ერთმა, ე.წ. „ტრაიანუსის სვეტმა“ ჩვენამდე მოაღწია (ტრაიანუსმა ეს დაკიის დაპყრობის სახსოვრად ააგო). იგი თეთრი მარმარილოსგან არის ნაკეთი და სიმაღლით 12 საჟენამდეა. მისი ბარელიეფე-ბი, რომელიც დაკიელთა ომის სცენებს ასახავს, ამ ხალხის ყო-ფა-ცხოვრების შესასწავლად ძვირფას მასალას წარმოადგენს“ [10. 93].
ტრაიანუსის მმართველობის ამ საკითხით გასრულება ცო-ტათი უცნაურად გვეჩვენება. საქმე ის გახლავთ, რომ ის უფრო მეტად ასოცირდება ტრაიანუსის საშინაო პოლიტიკასთან, ვიდ-რე საგარეოსთან. ალბათ, გაცილებით უფრო უპრიანი იქნებო-და საკითხის კომპაქტურად დალაგება და მისი მიბმა არა სა-გარეო, არამედ საშინაო პოლიტიკასთან. ვფიქრობთ, ასე უფ-რო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ დიმიტრი უზნაძემ სხვაგვა-რად გადაწყვიტა. ასეთი იყო მისი არჩევანი.
ამგვარად, დიმიტრი უზნაძის მიერ რომის იმპერატორ ტრა-იანუსისადმი (98-117) დადებითი დამოკიდებულება, ცხადია, შემ-თხვევითი არ ყოფილა და მისი მიზეზები, პირველ ყოვლისა, დიმიტრი უზნაძის მსოფლმხედველობაში ძევს. „ხუთი კარგი იმ-პერატორის“, მათ შორის ტრაიანუსის მოღვაწეობის შეფასები-სას ის პროგრესულ-ლიბერალურ პოზიციებზე იდგა. ტრაიანუ-სის მმართველობა სავსებით შეესატყვისებოდა მის პოლიტიკურ იდეალს.
* * *
შემდგომი იმპერატორი, რომლის მმართველობის მიმართ დიმიტრი უზნაძე ასევე გარკვეულ სიმპათიას იჩენს, არის ადრი-ანუსი (117-138). კონკრეტულად თარიღი მითითებული არ გახ-ლავთ, მაგრამ ამაზე მინიშნება, ვფიქრობთ, საკმაოდ გამჭვირ-ვალე უნდა იყოს, რაც სკოლის სახელმძღვანელოებისათვის სავსებით საკმარისია. ნუ ვიქნებით ძალიან მკაცრები.
დიმიტრი უზნაძე, ბუნებრივია, შეეხება ადრიანუსის საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ადრიანუსის მმართველობის დადები-თი შეფასება, ვფიქრობთ, შემთხვევითი არ ყოფილა და ორი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული. დიმიტრი უზნაძეს მოსწონდა ადრიანუსის მისწრაფება, მშვიდობის დამყარება და წესრიგი, ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ორგანიზება. მეორე მიზეზი უფრო თეორიული ხასიათის უნდა იყოს და ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერებასთანაა დაკავშირებული. ამა-ვე დროს, დიმიტრი უზნაძე კარგად უნდა იყოს ინფორმირებუ-ლი და ადრიანუსის მმართველობაში საკმაო ჩახედულებას ამ-ჟღავნებს, რაც ემპირული, ფაქტობრივი მასალის ცოდნის ლო-გიკური შედეგია.
აი, რას ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელ-მძღვანელოში: „ჰადრიანუსი შთამომავლობით ისპანელი იყო. უშვილო ტრაიანუსმა იგი თავის მემკვიდრედ აირჩია. ჰადრია-ნუსი ნიჭიერი ადმინისტრატორი აღმოჩნდა და მთელი თავისი მოღვაწეობა იმპერიაში მშვიდობის დამყარებასა და განათლე-ბის გავრცელების საქმეს მოანდომა. თვითონ ჰადრიანუსი ძლი-ერ განათლებული კაცი იყო და, ცოდნის გაღრმავებით დაინ-ტერესებული, მისი მიზნის განსახორციელებლად წესიერების და მშვიდობის დამყარება იყო აუცილებელი. ამიტომ მან ტრაიანუ-სის მიერ დაპყრობილ ადგილებზე, გარდა არაბეთისა, ყველა-ზე უარი განაცხადა, რათა ამ სახით შემცირებული იმპერიის საზღვრები უკეთ გაემაგრებინათ. მას საჭიროდ აღარ მიაჩნდა ისედაც უზარმაზარი სახელმწიფოს საზღვრების გაფართოვება და მშვიდობის დასამყარებლად აუცილებლად თვლიდა იმპე-რიის საზღვრები ისე გაემაგრებინა, რომ რომისთვის ომის გა-მოცხადება ვერც ერთ მეზობელს ვერ გაებედა. ამ მიზნით მან თითქმის ყველა საზღვარზე მიუვალი სიმაგრე ააგო. იგი უზარ-მაზარ კედელს წარმოადგენდა, რომელსაც 300 კოშკი ჰქონდა. წინ ფართო და მაღალი თხრილი იყო გაყვანილი (სიღრმით ოთხი და სიგანით ხუთ საჟენზე მეტი) და უკან ჩვიდმეტი გამაგ-რებული ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. იგინი მშვენიერი სამხედ-რო გზებით იყვნენ ერთმანეთთნ შეკავშირებულნი. ასეთივე სან-გრები ააგებინა ჰადრიანუსმა მდინარე რეინზე და დუნაიზე“ [10. 93-94].
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი უზნაძე საუბრობს იმ პრინციპულ განსხვავებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტრაიანუსის და ადრიანუსის საგარეო პოლიტიკას შო-რის და დასძენს, რომ ტრაიანუსის აქტიური საგარეო პოლიტი-კა ადრიანუსის დროს ჩაანაცვლა მშვიდობისმოყვარე კურსმა. თუ ტრაიანუსის დროს მთავარი იყო საგარეო პოლიტიკა, ახ-ლა, ადრიანუსის ხანაში პრიორიტეტული ხდება საშინაო პო-ლიტიკა.
თავის სასკოლო სახელმძღვანელოში დიმიტრი უზნაძე, ბუ-ნებრივია, ყურადღებას მიაპყრობს იმპერატორ ადრიანუსის სა-შინაო პოლიტიკას და ხაზს უსვამს მის მიერ განხორციელებუ-ლი რეფორმების ისტორიულად პროგრესულ მნიშვნელობას. ადრიანუსის საშინაო პოლიტიკისადმი დიმიტრი უზნაძის კე-თილგანწყობილი დამოკიდებულება ამის ლოგიკური შედეგია. ეს ამ თემაზე მისი მსჯელობის კიდევ ერთი პლუსია [7.84-92. 8. 160-167].
აი, რას ვკითხულობთ მის სასკოლო სახელმძღვანელოში: „ამ იმპერატორის საშინაო პოლიტიკა ყველაფერში კაცთმოყვა-რეობის დაღს ატარებს. მან საგრძნობლად გააუმჯობესა მონე-ბის და დედაკაცების უფლებრივი მდგომარეობა, აკრძალა ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება ყველგან, სადაც იგი ჯერ კიდევ არ იყო მოსპობილი.
იმპერატორის კანცელარია, როგორც ვიცით, სასახლეში იყო მოთავსებული და იქ ლიბერტინები მსახურობდნენ. ჰადრი-ანუსმა იგი სახელმწიფო დაწესებულებად გახადა და მოხელეე-ბად ლიბერტინების მაგივრად, მხედრები დანიშნა. შეიცვალა „იმპერატორის საბჭოს“ შემადგენლობაც. ცნობილ სამართალ-მცოდნეთ და სენატორებს აქ მაღალი თანამდებობები მიეცათ. ამის გარდა, 131 წელს ჰადრიანუსმა რომის კანონების პირვე-ლი კოდიფიკაცია გამოაქვეყნა“ [10. 94].
ის საუბრობს იმპერატორ ადრიანუსის აღმშენებლობით საქმიანობაზე. „ცოდნის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ამ სიმაგრეების აგების თვალყურის სადევნებად ჰადრიანუსი იმპე-რიის ყველა კუთხეში მოგზაურობდა. თავისი 21-წლიანი მეფო-ბის დროს 14 წელი მან ასეთ მოგზაურობას მოანდომა. სადაც კი მივიდოდა ეს საკვირველი იმპერატორი, თავის კვალს ყველგან ტოვებდა, რადგან თან მრავალი ხუროთმოძღვარი და ხელოსანი მუშა ჰყავდა, რომლებიც ყველგან სხვადასხვა შენობებს აგებდნენ: გალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთში, აფრიკა-ში, ისპანიაში, მცირე აზიაში, საბერძნეთში, სირიასა და მესოპო-ტამიაში. ყველგან შეხვდებით ჰადრიანუსის ძეგლთა ნანგრე-ვებს.
რასაკვირველია, ამ მხრივ არც რომი შეადგენდა გამონაკ-ლისს. ჰადრიანუსის აქაურ შენობათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უზარმაზარი მავზელეუმი, რომელიც დღეს სიმაგ-რედ არის გადაკეთებული. თუ რაიმე საყურადღებო ძეგლს შეხვდებოდა მოგზაურობის დროს, ჰადრიანუსი ყველას ამზადე-ბინებდა და ყველაფერ ამას თავის ახლადაგებულ ვრცელ სა-სახლეში ინახავდა“ [10. 94]. შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალ-საზრისით ის თავისი დიდი წინამორბედის, ტრაიანუსის საქმია-ნობის გამგრძელებლად მოგვევლინა.
ახლა, მოდით, მოკლედ შევჩერდეთ ადრიანუსის საგარეო პოლიტიკის გაშუქებაზე. ეს საინტერესო საკითხია. ჩვენი აზრით, დიმიტრი უზნაძის სახელმძღვანელოში ადრიანუსის საგარეო პოლიტიკა გაშუქებულია გაცილებით უფრო სუსტად, მკრთა-ლად. ამ ფონზე ერთგვარ ბედნიერ გამონაკლისად გვევლინე-ბა აჯანყება იუდაში. მითითებულია თარიღი 135 წელი [10. 435-491]. ეს, ცხადია, ძალიან კარგია და ამ თემაზე დიმიტრი უზნა-ძის მსჯელობის დადებით მხარედ მიგვაჩნია. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. საკმარისი არ უნდა იყოს და იმპერატორ ადრიანუსის საგარეო პოლიტიკაზე სრულყოფილ, ამომწურავ წარმოდგენას როდი გვიყალიბებს. აი, რა წერია დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანელოში: „ამ კაცთმოყვარე იმპერატორს სიმკაცრეც ეხერხებოდა, როდესაც ეს საჭიროდ მიაჩნდა, როდესაც იერუ-სალიმში, სამხედრო ახალშენის მოწყობის გამო, რომის წინა-აღმდეგ მთელი იუდეა აჯანყდა. ჰადრიანუსმა აქ ლეგიონები გააგზავნა და სამი წლის განწირული ბრძოლის შემდეგ ისეთ საშინელი შურისძიებით გაანადგურა ეს ქვეყანა, რომ ის მცირე ნაწილი ებრაელობისა, რომელიც სიკვდილს ან მონობას გადა-ურჩა, საბოლოოდ აქეთ-იქით მიმოიფანტა. 135წ. ქრისტე შობის შემდეგ“ [10. 94-95].
რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა სახელმძღვანელოში ძალიან მოკლედ, სულ ორიოდე სიტყვით თქმულიყო ადრია-ნუსის პოლიტიკაზე ამიერკავკასიაში და ქართლის სამეფოს პო-ზიციაზე. ამ კუთხით საკითხის გაშუქება მოსწავლეებისათვის, ვფიქრობთ, ინტერესს მოკლებული არ უნდა ყოფილიყო, წმინ-და შემეცნებითი დატვირთვა გააჩნდა და მოსწავლეებს ისტო-რიისადმი ინტერესს გაუღვივებდა. ამ თემის გაშუქება სახელ-მძღვანელოს ამ მონაკვეთს შინაარსობრივად კიდევ უფრო გა-ამდიდრებდა, მხოლოდ მომგებიან ქულებს შესძენდა. რატომ შეიკავა თავი დიმიტრი უზნაძემ ამის გაკეთებისგან ძნელი სათ-ქმელია. კატეგორიულად არაფერს არ ვამტკიცებთ. მხოლოდ ჩვენს ფრთხილ ვარაუდს გამოვთქვამთ. შესაძლოა, ეს იმით ყოფილიყო განპირობებული, რომ ეს თემა XX საუკუნის და-საწყისის ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ არ იყო სა-თანადოდ გაშუქებული. ამგვარი მიდგომა ისტორიოგრაფიაში არსებული რეალური ვითარების გამოძახილი იყო.
როგორც ცნობილია, ამ პერიოდში რომსა და იბერიის სა-მეფოს შორის, რომის იმპერატორ ადრიანუსსა და იბერიის მე-ფე ფარსმან მეორეს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ამ კუთხით საკითხის გაშუქება მოწაფეებისთვის, ალბათ, ინტერესს მოკლებული არ უნდა ყოფილიყო [6. 55; 15. 360; 2. 314; 1. 139; 13. 132-134; 14. 125-127; 18. 329-330]. ამ თემაზე ის რატომღაც კრინტს არ ძრავს.
ამრიგად, როგორც ჩანს, დიმიტრი უზნაძე იზიარებდა სა-მეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ თვალსაზრისს და იმპერატორ ადრიანუსის (117-138) მმართველობას დადებითად აღიქვამს. ამგვარი მიდგომა უეჭველად შეიცავს ჭეშმარიტების რაციონალურ მარცვალს და ამ თემაზე მისი მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიგვაჩნია. ზოგიერთი საკითხის გაშუქე-ბამ გარკვეული უკმარობის გრძნობა დაგვიტოვა და შესიტყვე-ბის სურვილი გაგვიჩინა. პირველ ყოვლისა, ასეთად ადრიანუ-სის საგარეო პოლიტიკის გაშუქება მიგვაჩნია.
* * *
დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანელოში „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის გაშუქების დასკვნით აკორდად გვევლინება შემდგომი იმპერატორების – ანტონინუს პიუსის (138-161) და მარკუს ავრელიუსის (161-180) მმართველო-ბაზე საუბარი. ჩვენი აზრით, დიმიტრი უზნაძის სასკოლო სა-ხელმძღვანელოში მათი მმართველობა გაშუქებულია შედარე-ბით უფრო მკრთალად, სუსტად. თავად განსაჯეთ, ამ ორი იმ-პერატორის მმართველობას სახელმძღვანელოში დათმობილი აქვს სულ ერთი გვერდი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, საკმარისი არ უნდა იყოს და მათ მმართველობაზე სრულყო-ფილ, ამომწურავ წარმოდგენას როდი გვიყალიბებს. ფაქტობ-რივად, საქმე გვაქვს ფაქტის კონსტატაციასთან. ამგვარი მიდ-გომა, შესაძლოა, შემთხვევითი არ იყო და იმით შეიძლება ყო-ფილიყო განპირობებული, რომ დიმიტრი უზნაძე მათ წინამორ-ბედ იმპერატორებზე – ტრაიანუსსა და ადრიანუსზე გაცილებით უფრო მაღალი აზრის იყო. ამ მოსაზრებას გააჩნია არსებობის უფლება და უეჭველად შეიცავს ჭეშმარიტების რაციონალურ მარცვალს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოსდა ის მომდევნო ორ იმპერატორზე – ანტონინუს პიუსზე და მარკუს ავრელიუსზე დაბალი აზრის უნდა ჩანდეს. სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ამიტომ ასეთი ნაბიჯი, ჩვენი აზრით, საკამათო შე-იძლება იყოს.
როგორც ჩანს, დიმიტრი უზნაძე სავსებით იზიარებდა ის-ტორიულ სამეცნიერო ლიტერატურაში გავრცელებულ შეხედუ-ლებას და ორივე იმპერატორზე, ანტონინუს პიუსზე და მარკუს ავრელიუსზე დადებითი აზრის იყო. დიმიტრი უზნაძის პოზიტიუ-რი განწყობილება სავსებით მისაღები უნდა ჩანდეს და ამ თე-მაზე მისი მსჯელობის პლუსია. ის ხაზს უსვამს ანტონინუს პიუ-სის პოლიტიკის მშვიდობიან ხასიათს.
აი, რას ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელ-მძღვანელოში: „ადრიანუსის შემდეგ იმპერატორი, თანახმად ჰადრიანუსის სურვილისა, ავრელიუსი ანუ ანტონინუს პიუსი გახდა. მისი 23 წლის იმპერატორობის განმავლობაში იმპერიის მშიდობიანობა არც არასოდეს დარღვეულა. იგი მუდამ კარგ განწყობილობაში იყო და თავისი კაცთმოყვარეობით ყველგან სახელი გაითქვა“ [10.95]. ანტონინუს პიუსისადმი დიმიტრი უზნა-ძის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მოტივები, ვფიქ-რობთ, საკმაოდ გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს ამ თემაზე მისი მსჯელობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა.
ანტონინუს პიუსის მმართველობას დიმიტრი უზნაძე თავის სასკოლო სახელმძღვანელოში სულ ერთ აბზაცს, ექვს სტრი-ქონს, უთმობს. ეს, ცხადია, ძალიან ცოტაა. ანტონინუს პიუსის საშინაო და საგარეო პოლიტიკა კადრში ვერ ხვდება და დი-მიტრი უზნაძე მხოლოდ ანტონინუს პიუსის პიროვნების დახასი-ათებით შემოიფარგლება, რაც, ჩვენი აზრით, არ შეიძლება მი-ვიჩნიოთ მისი მოღვაწეობის გაშუქების მცდელობად.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმპერატორ ანტონინუს პიუ-სის მმართველობის პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ურთიერ-თობა რომსა და იბერიის სამეფოს შორის. ადგილი აქვს ამ ურთიერთობის დათბობას [11. 57-69; 2. 321-327] ქართული კონ-ტექსტის ჩართვა სასურველი იქნებოდა და მოსწავლეებს დაა-ინტერესებდა, მაგრამ დიმიტრი უზნაძე სულ სხვაგვარად იქცე-ვა. ვფიქრობთ, ეს შემთხვევითი არ იყო და, ჩვენი აზრით, ორი გარემოებით აიხსნებოდა. დავიწყოთ იმით, რომ იმ პერიოდში ეს საკითხი ამ კუთხით ქართულ ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ შესწავლილი და მეორეც ერთი, საქმე ის გახლავთ, რომ ინფორმაცია ფარსმან II-ის და მისი მემკვიდრე-ების საგარეო პოლიტიკაზე წყაროებში შემონახული არაა. ამი-ტომ დიმიტრი უზნაძის მკაცრად განსჯა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
ფაქტობრივად, მარკუს ავრელიუსის (161-180) ზეობის ხანით სრულდება რომის იმპერიის ერთი საინტერესო მონაკვეთი. „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობა [96-180].
იმპერატორ მარკუს ავრელიუსისადმი დიმიტრი უზნაძის დადებითი დამოკიდებულება, ცხადია, შემთხვევითი არ ყოფი-ლა და ვფიქრობთ, სავსებით შეესატყვისებოდა იმ პერიოდის ისტორიული მეცნიერების მკაცრ მოთხოვნებს და ევროპული, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, რუსული ისტორიოგრაფიის ექოდ გაისმა.
ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერა-ტორის ტახტი დაიკავა მარკუს ავრელიუსმა (161-180), თუმცა თარიღი აქ მითითებული არაა. სკოლის სახელმძღანელოში ამის გაკეთება სასურველი იქნებოდა, როდესაც საქმე ეხება ისეთ დიდ მოღვაწეს, როგორიც ბრძანდებოდა მარკუს ავრე-ლიუსი. ამის გაკეთება, ჩვენი აზრით, აუცილებელი იყო.
აი, რას ვკითხულობთ დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელ-მძღვანელოში: „მის (ე.ი. ანტონინუს პიუსის – მ.კ.) შემდეგ მისმა სიძემ და ნაშვილებმა ფილოსოფოსმა მარკუს ავრელიუსმა მიი-ღო, რომელიც თავის ფილოსოფიურ ნაწერებში სტოიციზმის გავლენას აღიარებდა. მას ორი მთავარი დევიზი ჰქონდა. ერ-თი იყო უარყოფა ყოველგვარი სიამოვნებისა, გარდა იმისა, რომელსაც ადამიანს მოვალეობის სინდისიერი შესრულება ანი-ჭებს, ხოლო მეორე, სრული მშვიდობის დაცვა, მაგრამ მარკუს ავრელიუსის ცხოვრება ისე მოეწყო, რომ მან ამ დევიზის საწი-ნააღმდეგო მიმართულება მიიღო. მარკუს ავრელიუსს თანამ-მართველად ლუციუს ვერონი ჰყავდა აყვანილი, რომელიც უსაზღვრო სიამოვნებას ეძლეოდა, მართავდა დიდ ქეიფებს და დიდ ფულს ხარჯავდა. მეორე მხრივ, მიუხედავად იმპერატო-რის მშვიდობიანობის სურვილისა, სწორედ მისი იმპერატორო-ბის დროს რომს მრავალი ომის წარმოება მოუხდა. ისპანიაში, გალიასა და ბრიტანიაში აჯანყება დაიწყო. აღმოსავლეთით კი პართიის მეფე ამოძრავდა. მან დაამარცხა რომაელთა ლეგიო-ნები და მცირე აზიას დაუწყო მუქარა. მარკუს ავრელიუსი იძუ-ლებული შეიქნა მის წინააღმდეგ ჯარები გაეგზავნა და მცირე ხნის განმავლობაში იგი სასტიკად დაამარცხა. სომხეთი ისევ რომს დაუბრუნა.
იმპერატორს უკვე მშვიდობის დამყარების იმედი გაეღვიძა, რომ უეცრად რომის საზღვრებს გერმანელი ტომები (კვადები და მარკომანები) დაესხნენ თავს. იმპერატორი მათ წინააღმდეგ თვითონ გაემგზავრა, მაგრამ ომის დასრულებას ვერ მოესწრო, რადგან ვინდობონაში (ვენაში) ავად გახდა და გარდაიცვალა“ [10. 95].
როგორც ხედავთ, მარკუს ავრელიუსის სახელი დიმიტრი უზნაძის სახელმძღვანელოში მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიება. ეს, ცხადია, ძალიან კარგია. ის ჩახედულებას ამ-ჟღავნებს მარკუს ავრელიუსის საქმიანობაში. მარკუს ავრელიუ-სის მმართველობისადმი დადებითი დამოკიდებულება და ფაქ-ტობრივი, ემპირიული, მასალის ცოდნა ამ თემაზე დიმიტრი უზ-ნაძის მსჯელობის დამახასიათებელ თვისებად გვევლინება.
მარკუს ავრელიუსის საშინაო პოლიტიკა შეიძლება გვეჩვე-ნება, მაგრამ გვგონია, რომ გაშუქებულია შედარებით უფრო სუსტად, მკრთალად.
ანტონინების დინასტიაზე საუბარი მიზანშეწონილი იქნებო-და გავასრულოთ იმპერატორ კომოდუსის (180-192) მმართვე-ლობით, რომელიც ანტონინების დინასტიის ფონზე ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს, რომელსაც მკვეთრად გამოკვეთი-ლი უარყოფითი კონტექსტი გააჩნია. იმპერატორ კომოდუსი-სადმი დიმიტრი უზნაძის უარყოფითი დამოკიდებულება არავი-თარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. აი, რა წერია დიმიტრი უზნაძის სასკოლო სახელმძღვანელოში იმპერატორ კომუდუსზე: „მარ-კუს ავრელიუსის შვილმა მამის სიკვდილის შემდეგ რომში კვლავ ნერონის ბატონობის დროის უსაშინლესი მდგომარეობა განაახლა. 12 წლის განმავლობაში მთელი სახელმწიფო იტან-ჯებოდა ამ თვითნება დესპოტის ბატონობის ქვეშ. ბოლოს, რო-გორც იქნა, შეთქმულების წყალობით, იგი თავიდან მოიშორეს“ [10. 95]. ეს მოკლე, ლაკონიური დახასიათება მრავლისმეტყვე-ლი და, ვფიქრობთ, მეტად გამჭვირვალეა. ამ მოსაზრებას მა-შინაც ბევრი იზიარებდა და შემდგომაც [7. 101-104. 11. 174-176].
კომოდუსი ანტონინების დინასტიის, განსაკუთრებით კი „ხუ-თი კარგი იმპერატორის“ მმართველობის ფონზე, სრულიად საპირისპირო პიროვნება იყო. მისი წინამორბედებისაგან გან-სხვავებით, მეტად უარყოფითი აღმოჩნდა.
დასასრულ უნდა შევეხოთ ერთ აქტუალურ საკითხს, რო-მელსაც თავისი მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს. საქმე ეხება მარად უკვდავ თემას, გვარსახელების მართლწერას. დი-მიტრი უზნაძე ამ სახელებს წერს ლათინური ტრადიციის მი-ხედვით – ტრაიანუსი, ჰადრიანუსი. შემდგომი პერიოდის ქარ-თულ ისტორიოგრაფიაში ამ მართლწერამ ფეხი ვერ მოიკიდა და რუსულის გავლენით დამკვიდრდა – ტრაიანე, ადრიანე. პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ისტორიოგრაფია ცდი-ლობს დაუბრუნდეს ძველ ტრადიციას და აღადგინოს ლათინუ-რი მართლწერა (1), თუმცა ბოლომდე თანამიმდევრობას ვერ იჩენს და ძველ ტრადიციასაც ძალაში ტოვებს [11. 9]. მხოლოდ ერთი შეკითხვა გვიჩნდება: როგორ ჯობია, ჰადრიანუსი, რო-გორც ამას დიმიტრი უზნაძე აკეთებს თუ ადრიანუსი? ალბათ, მაინც ეს უკანასკნელი.
დიმიტრი უზნაძეს რომ მისცემოდა საშუალება და გაეგრძე-ლებინა მუშაობა სასკოლო სახელმძღვანელოების დახვეწაზე, სრულყოფაზე, ცხადია, ძალიან კარგი იქნებოდა და ის უეჭვე-ლად შეიტანდა მასში გარკვეულ კორექტივებს. აქ გამოთქმუ-ლი მოსაზრებები შეიძლება აღვიქვათ, როგორც ჩვენი ფრთხი-ლი ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რა კორექტივები შეიძლებოდა შეეტანა მას სახელმძღვანელოში, ამის გაკეთების საშუალება რომ მისცემოდა. სამწუხაროდ, პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, ეს ასე არ მოხდა.
დაბოლოს უნდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიის სწავლების მეთოდიკას-თან. სახელმძღვანელოს არ გააჩნია მეთოდური აპარატი. სა-სურველი იქნებოდა სახელმძღვანელოს ამ მონაკვეთს დართუ-ლი ჰქონოდა შეკითხვები. ეს საშუალებას მისცემდა მასწავლებ-ლებს გაერკვიათ, თუ როგორ დაისწავლეს მოწაფეებმა გაკვე-თილი და აითვისეს ახალი მასალა, მაგრამ ამის მსგავსი არა-ფერი ხდება. აქ აისახა სავსებით რეალური ვითარება და მას-ში, უწინარესად, საქართველოში ისტორიის სწავლების მეთოდი-კის გარიჟრაჟზე შექმნილი ვითარების გამოძახილი უნდა დავი-ნახოთ.
მაშ ასე, დიმიტრი უზნაძე შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ისტო-რიკოსების რიგებს, რომლებიც დადებითად ეკიდებოდნენ ან-ტონინუს პიუსის და მარკუს ავრელიუსის მმართველობას, რაც ამ თემაზე მისი მსჯელობის პლუსია. თუმცა სახელმძღვანელო-ში ამ საკითხის გაშუქებამ მაინც დაგვიტოვა გარკვეული უკმა-რობის გრძნობა და შესიტყვების სურვილი გაგვიჩინა, რაც იმით გამოიხატება, რომ სახელმძღვანელოში მათზე მაინც ცო-ტაა ნათქვამი. სასურველი იყო უფრო მეტი ინფორმაცია. ამი-ტომ ამ საკითხის გაშლა, განვრცობა გამორიცხულად არ მიგ-ვაჩნია. საჭიროა მეტი კონკრეტიკა. ეს შინაარსობრივად კიდევ უფრო გაამდიდრებდა ამ მსჯელობას.
* * *
მაშ ასე. ის გარემოება, რომ ამ მონაკვეთმა მხოლოდ სას-კოლო სახელმძღვანელოებში მოასწრო ასახვა, ვფიქრობთ, არანაირ ჩრდილს არ აყენებს მის მნიშვნელობას და ამ სა-ხელმძღვანელოსადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, სრულიად უადგილო იქნებოდა, მას მეცნიერული დატ-ვირთვა გააჩნია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თემაზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობა, ვფიქრობთ, სავსებით შეესატყვისებოდა XX საუკუ-ნის დასაწყისის ისტორიული მეცნიერების საერთო დონეს და ევროპული, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, რუსული ისტო-რიოგრაფიის გამოძახილია. ის ცდილობს არ ჩამორჩეს, ფეხი აუწყოს იმ სიახლეებს და ნოვაციებს, რომელიც ხდებოდა XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ მეცნიერებაში. სწორედ ამ კრიტერიუმით უნდა მიუდგეთ ამ საკითხზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობის მნიშვნელობას და არა დღევანდელი გადასახედი-დან შევეცადოთ მისი შეფასება. ეს სწორი არ იქნება.
დიმიტრი უზნაძე სავსებით იზიარებდა ისტორიულ-სამეცნიე-რო ლიტერატურაში გავრცელებულ მოსაზრებას „ხუთი კარგი იმპერატორის“ მმართველობის დადებითი შეფასების შესახებ. ემპირიული, ფაქტობრივი მასალის ცოდნა და „ხუთი კარგი იმ-პერატორის“ მმართველობის სწორი შეფასების შერწყმის, შეხა-მების მცდელობა, ამ თემაზე დიმიტრი უზნაძის მსჯელობის ერ-თ-ერთ მთავარ ღირსებად მიგვაჩნია. ამგვარი დამოკიდებულე-ბა, ცხადია, შემთხვევითი არ იყო და ორი გარემოებით შეიძ-ლება ყოფილიყო განპირობებული. როგორც ჩანს, „ხუთი კარ-გი იმპერატორის“ მმართველობა სავსებით შეესატყვისებოდა მის პოლიტიკურ იდეალს და ისტორიაში პიროვნების როლის გაცნობიერების გამოძახილია.
როგორც პირველი მცდელობა, ეს მონაკვეთი, ბუნებრივია, უნაკლო ვერ იქნებოდა. მისი შემდგომი სრულყოფა, დახვეწა, ჩვენი აზრით, გამორიცხული არ უნდა იყოს. როგორც აღვნიშ-ნეთ, ზოგიერთი საკითხის გაშუქებამ გარკვეული უკმარისობის გრძნობა დაგვიტოვა და შესიტყვების სურვილი გაგვიჩინა. ერთ-ერთი მათგანია თარიღების მითითებისადმი თავისებური დამო-კიდებულება. ამგვარი მიდგომა საკამათოდ მიგვაჩნია. რა კრი-ტერიუმი განსაზღვრავს მის გადაწყვეტილებას, კარგად არ ჩანს, გამჭვირვალობა აკლია. სასურველი იქნებოდა ცოტა მეტი თქმულიყო ანტონინუს პიუსის და მარკუს ავრელიუსის მმარ-თველობაზე.
ლიტერატურა – REFERENSES
1. თვალიაშვილი ქ., ჩიკვაიძე ც., ძველი მსოფლიო ისტო-რია. მეექვსე კლასის სახელმძღვანელო, მეორე გამოცე-მა, თბილისი, 2005.
2. ინაძე მ., იბერიის და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ხანებში, ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. 1. თბილისი, 1955.
3. კალანდაძე მ., ყველა სიკეთე საბჭოთა რეალობასთან როდი ასოცირდება, თბილისი, 2021.
4. კალანდაძე მ., საქართველოში ძველი მსოფლიო ისტო-რიის შესწავლის ძირითადი ეტაპები, ქართული დიპლო-მატია, წელიწდეული 19, თბილისი, 2021.
5. კიღურაძე გ., ახალი ისტორია, ნაწილი პირველი, თბი-ლისი, 1970.
6. ლომოური ნ., იბერია და კოლხეთი, ახ. წ. I-II საუკუნეე-ბის საერთაშორისო ურთიერთობები, ქართული დიპლო-მატია, ნაწილი პირველი, თბილისი, 1998.
7. სანიკიძე ლ., რომის იმპერია, თბილისი, 1984.
8. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბილისი, 1970.
9. ტაბაღუა ი., ჩოჩია ვ., მსოფლიო ისტორიის შესწავლა და კვლევა საქართველოში, ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, ნაწილი მესამე, თბილისი, 1983.
10. უზნაძე დ., მსოფლიო ისტორია, ნაწილი მესამე, რომი-ქუ-თაისი, 1919.
11. ქავთარია გ., რომის ისტორია, ნაწილი მეორე, თბილისი, 2021.
12. წერეთელი ქ., სასკოლო ისტორიული განათლება საქარ-თველოში 1804-1917 წლებში, თბილისი, 1978.
13. Ломоури Н., Иберия и Рим. Вопросы истории, №1. 1973.
14. Ломоури Н., Грузино-римские взаимоотношения, т. 1. Поли-тическии взаимоотношения, Тбилиси, 1981.
15. Момзен Т., История Рима, Т. 5. Москва, 1949.