ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ელენე გეგეშიძე
განათლება საქართველოს ებრაულ დიასპორაში

 

საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრო-ბენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირველად ძვ.წ. VIII საუ-კუნის დასასრულს მოვიდნენ. ებრაელთა მეორე ნაკადი მოვი-და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეას გა-ნადგურების შემდეგ. მნიშვნელოვანი ნაკადი უნდა მოსულიყო იუდეური ომის (66-73) შემდეგ. ებრაელები საქართველოში მო-დიოდნენ მეზობელ ქვეყნებში (ბიზანტია, სომხეთი, ხაზარეთი, თურქეთი, რუსეთი) ანტისემიტიზმის გაძლიერების პერიოდში [11]. ამგვარად, ებრაელები უხსოვარი დროიდან მოვიდნენ სა-ქართველოში და გაიზიარეს ქართველი ხალხის ისტორიული ბედი. ისინი მცხეთიდან თანდათანობით გადასახლდნენ ჯერ სა-ქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო შემდეგ გავრცელ-დნენ დანარჩენ კავკასიაში. მოხდა მათი ასიმილაცია კავკასიის აბორიგენებთან. ცხადია, რომ დიასპორის ებრაელებმა თით-ქმის ყველგან შეინარჩუნეს თავიანთი რასობრივ-ანთროპოლო-გიური მაჩვენებლები, მაშინ, როცა კავკასიაში საერთო ებრაუ-ლი მაჩვენებლებიდან გადახრას ვხედავთ. ამიტომ აქვთ ფიზი-კური ნიშნების ერთობა კავკასიის ებრაელებს. საინტერესოა სა-ზიარო გვარები, რომლებიც ქართველებსაც აქვთ და ებრაე-ლებსაც, რაც მრავალი საუკუნის მანძილზე თანაცხოვრებით უნ-და იყოს განპირობებული. ათასწლეულების მანძილზე ერთაშო-რის ურთიერთობებში ეთნიკური ერთობები, ცხადია, ახდენდნენ თავიანთი ინტერესების რეალიზებას. ნაციონალურ ინტერესებს კი ორგვარი ბუნება აქვთ: ერთი მხრივ, არსებობს, აუცილებ-ლობა თვითმყოფადობის, უნიკალური კულტურის შენარჩუნები-სა, რაც შეძლეს ქართველმა ებრაელებმა, ხოლო, მეორე მხრივ – საკუთარი კულტურის განვითარება კულტურათაშორის პროცესებში, სხვა კულტურათა მიღწევებით ურთიერთგამდიდ-რება და ერთიანი საკაცობრიო ფასეულობებით ცხოვრება, რაც ასევე მანიფესტირდება ქართველ ებრაელთა და ქართველთა კულტურული მეხსიერების კვლევისას, რაც ხდება განათლების მიღების ხარჯზე.
საქართველოს სამეცნიერო სკოლები მრავალ დარგში მსოფლიოში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ. უმაღლეს სასწავლებელთა კურსდამთავრებულნი წარმატებით მოღვაწეო-ბენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო 2005 წელს შეუერთდა ბოლონიის პროცესს – ევროპის ქვეყნების განათ-ლების სისტემის ჰარმონიზაციის ფაქტორს, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი გა-ნათლებისათვის.
ებრაელი ერი ცნობილია, როგორც წიგნიერი ხალხი. მათი მშობლიური ენა, ბიბლიის ენა – ივრითია. ღირსშესანიშნავი ფაქტია, რომ თავდაპირველად ამ ენაზე დაიწერა კაცობრიო-ბის უპირველესი წიგნი „ბიბლია“. ქართველი ებრაელობა საუ-კუნეთა განმავლობაში ქართველებთან ერთად ქმნიდა ქარ-თულ კულტურას. ქართველმა ებრაელებმა ბევრი უნიკალური ძეგლი შემოინახეს. უპირველესად უნდა დავასახელოთ ლაი-ლაშური ბიბლია. პერგამენტზე დაწერილი ეს უმნიშვნელოვანე-სი ძეგლი გამოირჩევა ლამაზი ორნამენტით, მაღალმხატვრუ-ლად შესრულებული თავასოებით.
მე-19 საუკუნემდე მეცნიერება აღწერით ხასიათს ატარებდა და, მით უმეტეს, ებრაელი თემის ისტორია ყამირს წარმოად-გენდა. 1933 წელს თბილისში დაარსდა საქართველოს ებრა-ელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (რომელსაც რაბინ დავით ბააზოვის სახელი მიანიჭეს) და შესაძლებელი გახდა წარსულის შესწავლის სფეროში არსებულ ხარვეზთა გამოსწო-რება. საქართველოს ებრაელთა თემში მრავალი მეცნიერი აღიზარდა სათანადო პირობებში.
XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან ებრაელმა და ქართველ-მა ინტელიგენციამ, ესმოდათ რა ბავშვებისათვის განათლების მიღების მნიშვნელობა, თხოვნები გაგზავნეს გუბერნიის ხელ-მძღვანელობასთან ებრაული სკოლების გახსნაზე, სადაც ძირი-თად საგნებთან ერთად სურდათ ესწავლებინათ თალმუდ თო-რაც. მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპისა და, თუნდაც, რუსეთის ებრაელი მოსახლეობისაგან განსხვავე-ბით, საქართველოს ებრაელი მოსახლეობა ჯერ კიდევ შუა სა-უკუნეების რუტინისა და საშინელი ჩამორჩენილობის ტყვეობაში იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს საქართველოში გამომავა-ლი გაზეთი „დროება“ გამოდიოდა ებრაელთა ქომაგისა და დამცველის როლში. „დროება“ თავის ფურცლებზე მიმართავ-და რა საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, რომ მათ ალ-ღო აეღოთ მომავლისათვის, შეეგნოთ, რომ მხოლოდ „ჩითით და ნემსით ვაჭრობით“ ისინი შორს ვერ წავიდოდნენ, მოუწო-დებდა, რომ მომავალი თაობისათვის შესაფერისი სწავლა-გა-ნათლება მიეცათ. 1883 წლის 21 სექტემბრის ნომერში გრ. უმწი-ფარიძე წერდა: „ჩვენებური ებრაელები კი გაქვავებულან მამა--პაპურ ყოფა-ცხოვრების კალაპოტში და აქამდის ვერ შეუგნიათ ახალი მეცნიერებისა და სწავლა-განათლების საჭიროება. მათ ეშინიათ განათლებისა და არ აძლევენ თავიანთ შვილებს სკო-ლაში, თუნდ შეძლებაც აძლევდეს ამის ნებას. ასე რომ განათ-ლება, – მეტადრე გიმნაზია და უნივერსიტეტი, – გარყვნის მათ შვილებს, წაართმევს სარწმუნოებას და შეაძულებს ებრაელისსა. ის როდი იციან რომ პირიქით, რაც მეტი განათლებული ებრა-ელი იქნება, მით უფრო მალე შეიცვლება მათი დაჩაგრული ბედი და უფრო მეტი გონების ძალით შეიარაღებული მოსარ-ჩელე ეყოლებათ... დროა, დიდი ხანია. დროა, რომ ჩვენებური ქართველი ებრაელებიც დაუკვირდნენ თავიანთ მდგომარეობას, შეიგნონ სწავლა-განათლების საჭიროება, იცოდნენ ახალი დრო და მიანებონ თავი თავის კარ-ჩაკეტილობას“ [1].
წიგნში „ქართველთ ებრაელნი“, ზ. ჭიჭინაძე 1904 წელს წერდა: „საზოგადოთ ქართველი მწერლობა ყოველთვის ფა-რად და ხმლათა მდგომელთა შესახებ.... ამის მხრით ქართუ-ლი მწერლობა ებრაელთა მიმართ ვალმოხდილია და ამაგდა-რი“. „დროების“ დემოკრატიული იდეები, მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მერმისისათვის, მისი გა-ბედული გამოსვლები ხალხთა შორის ძმობისა და ერთობისათ-ვის, მეფის მთავრობისა და მისი ბიუროკრატიული აპარატის აღშფოთებას იწვევდა. ცენზურის განუწყვეტელი დევნისა და კონტროლის პირობებში მოქცეული გაზეთი, ბოლოს, 1885 წ. დახურეს კიდეც. გაზეთის დახურვა ქართველი ხალხის საერ-თო-სახალხო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ გლოვას ქარ-თველ ხალხთან ერთად გულწრფელად იზიარებდა საქართვე-ლოს ებრაელი მოსახლეობაც. მათ დროების სახით დაკარგეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარი, მათი ჭირისა და ლხინის ერთგული გუშაგი [12].
როგორც წერილობითი წყაროებით დასტურდება, XIX საუ-კუნის (და მანამდელი ხანისაც) საქართველოში ებრაელობა სოციალურად და ინტელექტუალურადაც მეტად უმნიშვნელო როლს ასრულებდა. გარე სამყაროსგან ფაქტობრივად თვითი-ზოლაციაში მყოფი და განკერძოებულ თემებად მცხოვრები ებ-რაელების უმთავრესი მიზანი საარსებო სახსრის მოპოვება იყო. ამ გარემოებამ არსებითად განსაზღვრა ის ფაქტი, რომ XX სა-უკუნის დასაწყისამდე ქართველ ებრაელებს მათი რეალური პოტენციური ინტელექტუალური შესაძლებლობები თითქმის სა-ერთოდ არ გამოუვლენიათ. XX საუკუნე კი ახალი ძვრებით შემოვიდა და მრავალი სიახლე შემოიტანა. ქართველი ებრაე-ლობა საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობდა და მონაწილე-ობდა ქვეყნის მიმდინარე გარდაქმნებში.
1902 წელს თბილისში ქართველ ებრაელთა შვილებისთვის დაარსდა რელიგიური სკოლა. 1912 წლისთვის ამ სასწავლე-ბელში მოსწავლეთა რიცხვი 390-ს აღწევდა.
1916 წელს ივანე გომართელმა გაზეთში „თეატრი და ცხოვრება“ გამოაქვეყნა სტატია „ქართველი ისრაელები“, სა-დაც იგი იზიარებდა იოსებ და მიხაკო ხახანაშვილების კონცეფ-ციას ქართველ ებრაელთა იდენტობის შესახებ. ავტორის აზ-რით, ქართველი ებრაელი შერეული წარმოშობისაა: „ერის წარმოშობაში ჩამომავლობას არა აქვს იმდენი ძალა და მნიშ-ვნელობა, რამდენიც ისტორიას. ...ქართველებთან საერთო ის-ტორიულმა ცხოვრებამ ქართველი ისრაელები ნელ-ნელა გა-ქართველა და დღეს ისინი ქართველები არიან. მართლაც, ქართველი ერის ისტორია ამავე დროს არის ისტორია ქარ-თველი ებრაელისა“ [2.4,5].
ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები: ილია ჭავ-ჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი უდიდესი თანაგ-რძნობით ეკიდებოდნენ ქართველ ებრაელობას. 1912 წელს აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. მან მგზნებარედ მიმართა ონელ ებრაელებს: „დადგება დრო, ერთა ჩაგვრა მოისპობა და თქვენც თავისუფლად ამოისუნთქავთო“. ქართვე-ლი ებრაელებიც უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყ-რობოდნენ დიდ პოეტს. ეს ნათლად გამოსჭვივის ონელი ებ-რაელების მიმართვიდან აკაკი წერეთლისადმი: „დიდებულო მგოსანო, მე ვარ ქართველი ებრაელი, თქვენის ნაწარმოებე-ბით გაზრდილი და თქვენი ჩანგის ჟღერით დამტკბარი; ამას-თანავე უნდა გაუწყოთ, რომ დღეს ჩვენ ქართველი ებრაელები დიდის აღტაცებით და გამოუთქმელი სიხარულით მივეგებებით ერთად ჩვენ ქართველ ძმებთან და მეზობლებთან თქვენს ჩვენ-ში მობრძანებას და ბედნიერ დღეობას. დიდებულო მგოსანო, ჩვენ ებრაელების და ქართველების ცხოვრებაში ისეთი შეთვი-სება გვაქვს ერთმანეთს შორის, რომ არ განვიყოფებით ერთმა-ნეთისაგან, როგორც ერთი სისხლი და ხორცი, ამიტომ ვალ-დებულად ვთვლით ჩვენს თავს, რომ ერთად ქართველ ძმებ-თან, ჩვენ მეზობლებთან, მონაწილეობა მიგვეღო ამ თქვენს ბედნიერ დღეობაში და ზეიმში...მუდამ სახეში იქონიეთ, რომ ჩვენ, ებრაელებსა და ქართველებს შორის არ ყოფილა გან-სხვავება, არ არის და არც იქნება გარდა სარწმუნოებისა“ [10].
1918 წელს ებრაული თემის ლიდერის, დავით ბააზოვის ინიციატივით ქუთაისში გამოსვლა დაიწყო ქართულენოვანმა გაზეთმა „ხმა ებრაელისა“, რომელიც ხელს უწყობდა ებრაელ-თა იდენტობის განვითარებას. 1924 წ. თბილისში გამოდიოდა ასევე ქართულენოვანი ებრაული გაზეთი „მაკაველი“, რომელ-თა მიზანიც იყო გამოეფხიზლებინათ ქართველ ებრაელთა მა-სები, შეეტანათ მათში განათლების მიღების აუცილებლობის შეგნება და ხელი შეეწყოთ მათი კულტურული დონის ამაღ-ლებისათვის. სამწუხაროდ, აღნიშნულ გაზეთებს დიდი დღე არ ეწერათ. „ხმა ებრაელისა“ გამოვიდა 15 ნომერი, ხოლო „მაკა-ველი“ – 3 ნომერი.
მეცნიერ-მკვლევართა დღემდე ჩატარებული კვლევების ფონზე დადგინდა, რომ ქართველ ებრაელთა კულტურული წინსვლა სწორედ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო: შეიქმნა ბიბლიოთეკები, სკოლები ქართველ ებრაელ-თა ბავშვებისათვის. თბილისის 102-ე შრომითი სკოლის მოსწავ-ლეთა ბაზაზე ჩამოყალობდა დრამატული დასი „კადიმა“. ამ კულტურული პროგრესის ხელმძღვანელები იყვნენ: ნათან ელიაშვილი, გერცელ ბააზოვი და სხვ. ყინული დაიძრა და ამ მოზღვავებას ვერცერთი ძალა ვერ შეაჩერებდა. ქართველი ებ-რაელობა განათლების მიღების ფონზე უდავოდ პროგრესის გზას დაადგა.
ქართველი ებრაელების ისტორიით არაერთი მკვლევარი დაინ-ტერესებულა და გარკვეული მოვლენები საინტერესოდ გაუშუ-ქებია. განათლების საკითხთა კვლევაში საინტერესია ჩვენ მიერ მოპოვებული 1917 წლის 17 თებერვალს შედგენილი საარქივო დოკუმენტი, რომლის მიხედვით, თბილისის ებრაული საზოგა-დოება სთხოვს მეფისნაცვალს, რომ ორ ღარიბ ებრაელს მიე-ცეს თბილისში ცხოვრებისა და ებრაულ სკოლა ხედერში მუშა-ობის დაწყების უფლება. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეს სასწავლებელი ოფიციალურად გახსნილა 1914 წლის პირველი ივლისის დადგენილების საფუძველზე და, სხვა სპე-ციალური სკოლების მსგავსად, მიზნად ისახავდა რელიგიური განათლების მიცემას [5]. შემდეგი, 1917 წლის 18 ივლისის დო-კუმენტიდან ირკვევა, რომ ქალბატონ შუსტერის თხოვნა, ქალაქ თბილისში ებრაული გიმნაზიის გახსნის შესახებ, დაკმაყოფილ-და. ამას ადასტურებს 1917 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებუ-ლი მოსაწვევი ბარათი, რომელიც ამ მოვლენას ეხება. ღონის-ძიება ჩატარდება 1917 წლის 29 ოქტომბერს გიმნაზიის შენობა-ში, მცირე ვანქის ქუჩაზე №12-ში [6]. თანდართული დოკუმენტი: მომდევნო წელს, 1918 წლის 1 აგვისტოს, შუსტერმა კვლავ მი-მართა კავკასიის სასწავლო სამმართველოს თხოვნით, რათა მის მიერ დაფუძნებული გიმნაზია გადაკეთებულიყო შერეული სახის გიმნაზიად, სადაც გოგონები და ვაჟები ერთად ისწავ-ლიდნენ. მას მიეცა სკოლის გადაკეთებისა და ასევე, სამთავ-რობო სკოლებისათვის არსებული უფლებებით სარგებლობის ნებართვა, მხოლოდ ერთი პირობით: ყველა ხარჯი გაწეული იქნებოდა თავად ქალბატონ შუსტერის მიერ. ასე დაიწყო ფუნ-ქციონირება რვაკლასიანმა გიმნაზიამ სახელწოდებით: ტბილი-სის პირველი შერეული სახის ებრაული გიმნაზია [7].


1920 წლის 20 მარტის დოკუმენტის მიხედვით, რაჭის მაზ-რაში ეროვნული უმცირესობებისათვის არსებობს რაჭაში ონის ებრაელთა ეროვნული სკოლა. საბუთს თან ერთვის მასწავ-ლებლების სია ცენზის აღნიშვნით, სადაც პედაგოგებს უწერიათ: „შინაური რელიგიოზური განათლება“ [8].

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაითვალისწინა ებრაელთა თხოვნები და მოამზადა კანონპრო-ექტი, სადაც წერია: „1. ქართველ ებრაელთა (სეფერადიმი) უფლება ეძლევათ თავისუფალ დამოუკიდებელ თვითმართვე-ლობისა სარწმუნოების სფეროში და სრული თავისუფლება კულტურულ-განმანათლებელ მოქმედებაში, თორასა (სინაგო-გა), სამლოცველო სახლებისა, სამეცნიერო, სამოსწავლო და საქველმოქმედო დაწესებულებათა დაარსების უფლებით. 2. ყოველ ქალაქში ან სოფელში, სადაც ცხოვრობს ებრაელთა არა ნაკლებ ოცდაათი კომლისა, უფლება აქვთ დააარსონ თე-მები, რომლის მიზანია თავის წევრთა სარწმუნოებრივ და კულტურულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფი-ლება“ [9]. აღნიშნული საარქივო დოკუმენტაცია მოწმობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის იმპერიისა და დემოკ-რატიული რესპუბლიკის პერიოდში, ცდილობდა ეთნიკურ უმცი-რესობებს შეენარჩუნებინათ თავიანთი ენობრივი, რელიგიური და კულტურული იდენტობა. ამის დასტურია ისიც, რომ საქარ-თველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის დამუშავებაში, სხვა უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეო-ბას იღებდნენ ქართველი ებრაელებიც.

ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების, მათი ისტორიისა და განათლების საკითხების შესწავლას ამაგი დასდეს ნისან ბა-ბალიკაშვილმა, კონსტანტინე ლერნერმა, ელდარ მამისთვა-ლაშვილმა, გურამ ბათიაშვილმა, ნათან ბააზოვმა, იცხაკ და-ვიდმა და სხვებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია: 1940 წელს გამოცემული ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძის წიგნი ,,ქართველი ებრაელნი საქართველო-ში“; 1940-45 წწ. „საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგ-რაფიული მუზეუმის შრომების“ რამდენიმე ტომი; 1940 წელს აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა „ენიმკის მოამბეში“ გამოაქ-ვეყნა სტატია „მცხეთის ახლად აღმოჩენილი ებრაული წარწე-რა“; 2002 წ. გამოიცა როინ მეტრეველის „ებრაელები საქარ-თველოში“; 1995 წ. – ელდარ მამისთვალაშვილის „ქართველ ებრაელთა ისტორია“, 1998 წ. გამოიცა „საქართველოში ებრა-ელთა დამკვიდრების 26 საუკუნე“, 2009 წ. – დავით გოლანის „ლოცვის კარები“; 2011 წელს – დანიელ ხანანაშვილის „ქუთა-ისის ებრაელობა“; ასევე დაიბჭდა არაერთი ავტორის სტატია და ნარკვევი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ეპოქას, სწორედ ასეთი იყო ჯემალ აჯიაშვილი. მისი ცხოვრება და შემოქმედება სამაგალითოა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტუ-რის განვითარებისა და ქართულ-ებრაული კულტურული ურ-თიერთობების განმტკიცების საქმეში. განუზომელია მისი დამსა-ხურება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ესთეტიკური აზროვნების განვითარებაში. მისი მთარგმნელობითი და პოეტუ-რი მოღვაწეობა ქართული კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აქვე საგანგებოდ უნ-და აღინიშნოს, რომ 1975 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონი-რებს ისრაელის საგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრი, სა-დაც მეცნიერ-მკვლევრები დღემდე აწარმოებენ სამეცნიერო კვლევებს ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობის სა-კითხებზე და ყოველწლიურად გამოიცემა სამეცნიერო კრებუ-ლი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ (დღემდე გამოცემულია XXXVI ტომი). ამასთანავე, უნივერსიტეტში 1944 წლიდან ისწავლება ივრითული ენა. ივრითი ასევე ისწავლება ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია ებრაულ უნივერსიტეტში, ებრაულ კულტურულ-საგანმანათლებ-ლო ფონდში, საშუალო და საკვირაო სკოლებში.
1987 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა საქართველოს ებრა-ელთა კულტურის ცენტრი, რომელმაც, დღიდან დაარსებისა, დიდი წვლილი შეიტანა ებრაული კულტურული გარემოს შექ-მნის, განვითარებისა და აღორძინების საქმეში. საგანმანათლებ-ლო ცენტრში („თიფერეთ ცვი“) კარგა ხანია მოქმედებს: ებრა-ული სკოლა, საბავშვო ბაღი, რელიგიური აკადემია „იეშივა“, კლუბი „მიშფახა“, პროგრამები „მეხინა“, „STARS“ (ახალგაზ-რდებისათვის) და სხვ., რომელთანაც აქტიურად თანამშრომ-ლობდნენ საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
საქართველოს თანამედროვე ებრაული თემის არსებობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ებრაული სააგენტო ისრაელისათვის „სოხნუთი“, რომელიც გაიხსნა 1989 წ. ბოლო დროს „სოხნუთის“ მხარდაჭერით მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის უნივერსიტეტებსა და სკოლებში სასწავ-ლებლად წარგზავნილი ახალგაზრდების რაოდენობა. სააგენ-ტოს ეგიდით მუშაობს „ულფანები“ (ებრაული ენის შემსწავლე-ლი კურსები). 1993 წლიდან ფუნქციონირებს ებრაული კულტუ-რულ-საგანმანათლებლო ფონდი, რომლის მხარდაჭერით გა-მოიცემა ჟურნალი „ნაბიჯი თორისაკენ“; მოქმედებს საბავშვო ჯგუფი „შალომ სეზამი“, ებრაული კულტურის სახალხო უნი-ვერსიტეტი; ხორციელდება პროგრამა „ჰათიკვა“, მიმდინარეობს ებრაული და ინგლისური ენების შესწავლა, მუშაობს პოეზიის მოყვარულთა წრე და სხვ. ფონდთან ფუნქციონირებს პროგრა-მა აფხაზეთიდან დევნილთათვის. 1997 წლიდან ყოველწლიუ-რად ფონდი ატარებს ებრაული წიგნის ფესტივალს საქართვე-ლოში.
1990 წელს საქართველოში გაიხსნა „ებრაული სააგენტო ისრაელისათვის“, რომელიც დღემდე წარმატებულად აგრძე-ლებს მონაწილეობას ებრაული სახელმწიფოს მშენებლობაში და ასევე ეწევა უნიკალური ფენომენის – ქართველი და ებრა-ელი ხალხის 26-საუკუნოვანი ძმური თანაცხოვრების პროპაგან-დას. 1998 წლის სექტემბერში საქართველოში უპრეცედენტო იუ-ბილე გაიმართა, უნიკალური თავისი შინაარსითა და მნიშვნე-ლობით – თანაცხოვრებას ზეიმობდა ორი სხვადასხვა აღმსა-რებლობის ერი. მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა, რომელშიც ებ-რაული დიასპორაა, ვერ მოიწონებს თავს იმით, რომ საზეი-მოდ აღენიშნოს ამ ქვეყანაში ებრაელთა შემოსვლისა და და-სახლების თარიღი [3.77,89].
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვ-ნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ქარ-თულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არა-მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. ეს სიყვარული ყოველ-თვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტუ-რულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე. თუნდაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მაგა-ლითი რად ღირს, ან ის, რომ ალიის ორგანიზატორის ნიჭიე-რი ფინანსისტის და კარგი ადამიანის, ქუთაისელი ებრაელის, შაბთაი ელიაშვილის სახელს ატარებს იერუსალიმის ერთ-ერთი მოედანი. ქუთათურმა ინტელიგენციამ კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ძეგლი დაუდგა მის უსაყვარლეს ფოტოგრაფს ილო ხახიაშვილს.
XX საუკუნის ბოლოდან დღემდე საქართველოში არსე-ბობს ებრაელ ქალთა რამდენიმე აქტიურად მოქმედი ორგანი-ზაცია: საქართველოს ებრაელ ქალთა ასოციაცია „მირიამი“; ებრაელ ქალთა ფონდი; საერთაშორისო ფონდი „ლეა“. 1999 წელს დაარსდა მორწმუნე ქალების მსოფლიო ქალთა ორგა-ნიზაცია „ემუნა“ (რწმენა). 1993 წლიდან დღემდე გამოიცემა ქართულენოვანი ებრაული გაზეთი „მენორა“.
XX საუკუნის საქართველოში მცხოვრებ ებრაულ თემს დიდ თანადგომას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები. გან-საკუთრებით უნდა აღინიშნოს ამერიკის ებრაელთა გაერთიანე-ბული გამავრცელებელი კომიტეტი „ჯოინთი“ (დაარსდა 1914 წ.), რომელიც 1992 წლიდან თბილისში საქველმოქმედო, სოცი-ალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და თემის აღმშენებ-ლობის პროგრამებს ახორციელებს. „ჯოინთის“ საქველმოქმე-დო ცენტრები („ხესედები“) მოქმედებს: თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და ონში. კომიტეტის ეგიდით ფუნ-ქციონირებს: ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, საბავშვო ბაღი, ქართულ-ებრაული ცეკვის თეატრი „იონათ ჰაშალომი“, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჰილელი-თბილისი“, ვოკალურ-მუსიკალური ჯგუფები, სხვადასხვა კლუბი; ეწყობა საზაფხული ბანაკები. „ჯოინთი“ აქტიურადაა ჩართული საგამომცემლო საქ-მიანობაში – გამოდის ჟურნალ-გაზეთები, სამეცნიერო ნაშრომე-ბი.
საქართველოს არაერთ კუთხეში შეიძლება ებრაული კულ-ტურის ინდივიდუალური მახასიათებლების გამოკვლევა, თუმცა, ებრაელების გამორჩეულად დიდი კონცენტრაციის გამო, და-სავლეთ საქართველოს ერთი პატარა ადგილი, სოფელი კუ-ლაში მაინც განსაკუთრებულ სამეცნიერო ყურადღებას იმსახუ-რებს. ისტორიულ წყაროებში კულაში პირველად XVI საუკუნე-ში ფიქსირდება. დაბა კულაში იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში არსებულ ებრაულ დასახლებათა შორის ერ-თადერთია, სადაც XX საუკუნის 90-იან წლებამდე მოსახლეო-ბის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი ებრაელი იყო.
კულაშელი ექიმი ძმების, მიხელაშვილების სახლში 2005 წლიდან მოქმედებს „კულაშის ქართველთა და ქართველ ებ-რაელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი“. უფროს ძმას, ამირან მიხე-ლაშვილს, საკუთარი სახლი მუზეუმად უქცევია, რომელიც კუ-ლაშის ახლანდელ ცენტრში მდებარეობს. მუზეუმის კოლექცია საკმაოდ მწირია და უმეტესად ფოტომასალისგან შედგება. აქვე რამდენიმე საინტერესო ნივთსაც შეხვდები – შვიდტოტა მენო-რა, თორას ძველი გამოცემები (მათ შორის, ვენაში 1871 წელს გამოცემული თორას ეგზემპლარი). მუზეუმის ყოველი ნივთი სწორედ ასე, ნაწილ-ნაწილ შეუგროვებიათ ახლა უკვე ისრაელ-ში მცხოვრები კულაშელი ებრაელების ინიციატივით. აქვე ინა-ხება ინფორმაცია კულაშის რაბინებსა და ექიმებზე, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებდნენ კულაშის ებრაული თემის ცხოვრებაში. თანამედროვე მეცნიერ-მკვლევართა დიდი ყუ-რადღება მიმართულია ქართველ ებრაელთა განათლების სა-კითხისადმი. მუზეუმში შენახულ თორას ერთ-ერთ ეგზემპლარ-ზე ქართული მინაწერიც არის:



„ეს თორა ღირს აბაზი,
პატრონი ყამს ლამაზი,
დამწერელი ბედნიერი,
წამკითხველი მეცნიერი.“

 

ზოგიერთს, სავარაუდოდ, ებრაული დამწერლობის არ-ცოდნის გამო, ქართული ანბანით მიუწერია წიგნებზე ებრაული რელიგიური ტექსტებიდან ამონარიდი, ზოგსაც, თავისუფალ ფურცელზე, იმ დღეს შესასრულებელი საქმეები აქვს ჩამოწე-რილი, რაც ნათლად ადასტურებს, რომ თორა კულაშელი ებ-რაელების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ყოფილა. თორას ზომები და ინდივიდუალურად გაფორმებული გარეკანი კი იმას მოწმობს, რომ ოჯახის ყველა წევრს საკუთარი თორა ჰქონია, რომელსაც დღის განმავლობაში ხშირად ფურცლავ-დნენ. განათლების კერას წარმოადგენდა კულაშის უძველესი ხის სინაგოგა (XVIII ს.). რამდენიმე წლის წინ მისი რესტავრა-ციაც მოხერხდა. დღეს მისი მომაჯადოებელი ორნამენტებისა და მოხატულობის ნახვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეუძ-ლია. მის გვერდით შენარჩუნებულია ხის დიდი სინაგოგაც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ – პატარა სი-ნაგოგა ებრაელ მორწმუნეებს ვეღარ იტევდა და იმიტომ. ახა-ლი სინაგოგას გვერდით დგას 1911 წელს აშენებული შენობა, რომლის დღეს უკვე არარსებულ მეორე სართულზე იეშივა (ებრაელთა რელიგიური სკოლა) ყოფილა განთავსებული. აქ ახალგაზრდა კაცები გამოცდილი რაბინების დახმარებით თო-რას, თალმუდს და სხვა ებრაულ რელიგიურ ტექსტებს უღ-რმავდებოდნენ – თორას კანონებს ეუფლებოდნენ და სეფერ-თორის კითხვაში ოსტატდებოდნენ. იეშივაში ასევე ებრაულ ენა-საც სწავლობდნენ. განათლების კერას წარმოადგენდნენ ასევე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და ონში მოქმედი სინა-გოგები.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების და-საწყისში, ქართველმა ებრაელებმა კულაში ერთდროულად და-ტოვეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ კულაშელი ებრა-ელები იყვნენ პიონერები იმ დიდი მიგრაციის ტალღის, რამაც 90-იან წლებში მთელი საქართველოს ებრაელთა თემი მოიცვა. ამჟამად კულაშში არცერთი ებრაული ოჯახი არ ცხოვრობს. მათი ძველი საცხოვრებლები ან მიტოვებულია, ან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსახლებულ ქართველებს აქვთ დაკავებული და ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია სოფელ კულაშის ,,ქარ-თველთა და ქართველ ებრაელთა მუზეუმის“ არსებობა, რაც ხელს უწყობს მეცნიერებს კულტურათა შორის პროცესების, გა-ნათლების, რელიგიის და კულტურული მეხსიერების კვლევი-სას.
როგორც ცნობილია, ებრაელთა დიდმა ნაწილმა საქარ-თველო დატოვა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ქართველი ებრაელების უმრავლესობა ისრაელშია და მათი ისრაელის სხვა ებრაელ მოსახლეობასთან ინტეგრაციის და ასიმილაციის პროცესი თანდათან ჩქარდება. მაგრამ, საბედ-ნიეროდ, ქართველი ებრაელები პერიოდულად სტუმრობენ სა-ქართველოს და თაობიდან თაობას გადასცემენ საქართველოს სიყვარულს. მათი ძალისხმევით გრძელდება ქართული ენისა და ქართული ტრადიციების მომავალი თაობისათვის გადაცემა.


ლიტერატურა – REFERENSES

1. გაზეთი „დროება“, 1883, № 181.
2. გომართელი ი., ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, ქარ-თველი ისრაელები, №39, 1916.
3. დავარაშვილი ზ., ცაგარეიშვილი თ., „ეთნოსები საქარ-თველოში“, 2009.
4. ჟურნალი „ივერია“, ჭავჭავაძე ი., 1881 წ.
5. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონ., 422, საბ., 5496, ფურც. 16.
6. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონ., 2080, საბ., 220, ფურც. 15.
7. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონ., 1935, საბ., 241, ფურც. 1-2.
8. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონ., 1935, საქმე 934, ფურ. 34, 35, 36.
9. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონ.,1935, საქმე 508, ფურც. 1-4.
10. „სახალხო გაზეთი“, 1912, 8 სექტემბერი.
11. ჭავჭავაძე ი., „ებრაელთა საკითხზე“, თბილისი, 1886.
12. ჭიჭინაძე ზ., „ქართველი ებრაელნი“, თბილისი, 1904.