ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
ლალი გულედანი ∘
ქართველ ებრაელთა მიერ დანახული ქუთაისი
მოგეხსენებათ, ებრაელები საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობენ. საისტორიო ტრადიციის მიხედვით, სა-ქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში, ებრაელები პირვე-ლად ძვ.წ. VIII საუკუნის დასასრულს მოვიდნენ, თუმცა უფრო მოგვიანებით, სხვადასხვა ნაკადით შემოსული თუ შიდა მიგრა-ციით გადაადგილებული ებრაელობა საქართველოს ყველა კუთხეს მოეფინა. დასავლეთ საქართველოში მათი სულიერი და კულტურული ცენტრი გახლდათ ქუთაისი.
ქუთაისი და მისი მიდამოები ადამიანთა საზოგადოების უძ-ველეს საცხოვრისს წარმოადგენდა, თუმცა აია-კოლხეთის დე-დაქალაქად იგი [კჳტაიისი, კოტაისი, კუტაია, კჳტაჲა] პირველად ელინისტური ხანის ბერძნულ თხზულებებში იხსენიება. არგო-ნავტიკაში ქუთაისი წარმოდგენილია კოლხეთის ძლიერი სამე-ფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს (და ზოგჯერ სატახტო) ქალა-ქად [16. 168] და ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით იგი, რო-გორც ქალაქი, ძვ.წ. VI საუკუნიდან უნდა არსებობდეს [20. 37]. ანტიკურ სამყაროსთან კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურ-თიერთობის განსაკუთრებული აყვავება ელინისტურ ეპოქაში შეინიშნება და აღინიშნება მანამდე არნახული აღმავლობით. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ ქუთაისის მონაწილეო-ბას კოლხეთის ელინისტურ სამყაროსთან საქონელგაცვლის პროცესში... ელინისტურ ხანაში ქუთაისის მიმართულებით გზას იკვლევს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის დიდი სა-ვაჭრო-სახელოსნო ცენტრების იმპორტი...[12. 4; 8-9]. ცნობილია, რომ მოგვიანებით, VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, აფ-ხაზთა მთავარმა ლეონ II დასავლეთ საქართველო გააერთია-ნა ერთ სამეფოდ და სამეფო ტახტი ანაკოფიიდან ქუთაისში გადაიტანა [19. 251]. 978 წელს ბაგრატ III-მ საქართველოს სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი აღიარა. სწორედ X-XI საუკუნის მიჯნაზე აიგო ბაგრატის ტაძარი, რომელიც ხუროთ-მოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლად ითვლება [23]. ქუთაი-სის ისტორიაში გამორჩეულია დავით აღმაშენებლის ხანა. მისი მოღვაწეობის პერიოდში დაარსდა გელათის სამონასტრო კომ-პლექსი, რომელიც აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს უდიდეს კულტურულ ცენტრად იქცა [19. 329-331]. მიუხედავად იმისა, რომ დავით მეფემ პირველობა ქალაქ თბილისს მიანიჭა და ქუთაისი აღარ იყო საქართველოს დედაქალაქი, იგი საუკუ-ნეების მანძილზე მეორე სატახტო ქალაქად ითვლებოდა და ხშირად, ძნელბედობის ჟამს, ქართველ მეფეთა თავშესაფარს წარმოადგენდა. შემდგომ პერიოდში საქართველოში მძიმე პო-ლიტიკური ვითარების, გაუთავებელი შიდა თუ გარეშე მტრების შემოსევების გამო, ქუთაისის განვითარებისა და ქალაქად ჩამო-ყალიბების პროცესი შენელდა. მხოლოდ მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა სტაბილური სამეფო ცხოვრება და პარალე-ლურად გამოცოცხლდა ეკონომიკური, სავაჭრო-სახელოსნო ურთიერთობებიც.
იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთე-ბის შემდეგ ქუთაისი ახლადშექმნილი იმერეთის ოლქის სამ-ხედრო-ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, შემდგომ კი დასავლეთ საქართველოს ცენტრი გახდა [21. 44-50; 58].
კვლევის მიმდინარეობისას ბუნებრივად იბადება კითხვა: რა წვლილი შეიტანა საქართველოს ებრაელობამ ქუთაისის განვითარების ზემოაღწერილ ისტორიულ პროცესში?
ნათელია, რომ სტრატეგიულმა მდებარეობამ და, შესაბამი-სად, სავაჭრო პროცესებში აქტიურმა ჩართულობამ ხელი შე-უწყო და დააჩქარა ქუთაისის ურბანიზაციის პროცესი და საბო-ლოოდ ჩამოაყალიბა აქ ქართული ებრაული თემი. ურბანიზა-ციის პროცესისთვის ხელისშემწყობი პირობების გათვალისწინე-ბით (ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტო-რები), ქუთაისის ებრაელობა ქალაქის განვითარებაში აქტიუ-რად იყო ჩართული, თუმცა ისტორიულ წყაროებში ადრეულ პერიოდში მათ შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არის შემორჩენილი და ამიტომ ებრაელობის ჩართულობა წინა პე-რიოდის სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში უცნობია. უნდა აღი-ნიშნოს, რომ არა მხოლოდ ებრაელების, არამედ, ზოგადად, განსაკუთრებით კი საქართველოს დასავლეთის ქალაქების შე-სახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი. ივ. ჯავახიშვილი გვამცნობს: „იმერეთის სამეფოც ამ მხრივ მეტად დაქვეითებუ-ლი ყოფილა, იმერეთის თვით სატახტო ქალაქი ქუთაისიც კი იმოდენად პატარა იყო, რომ ჟან შარდენის სიტყვით იქ მხო-ლოდ 200 კომლი მცხოვრები ითვლებოდა. ისე, რომ დიდსა და მჭიდროდ დასახლებულს სოფელს უფრო მიაგავდა, ვიდრე დედაქალაქსა და სავაჭრო ცენტრს“ [29. 35]. ფრანგი კომერ-სანტი ჟან შარდენი ქუთაისში იმყოფებოდა 1672-73 წლებში [15. 46].
პირველ ცნობებს ქუთაისელი ებრაელების შესახებ გვაწ-ვდის მე-17 საუკუნის ისტორიული წყაროები. კერძოდ, ქუთაისის მოსახლეობაში ებრაელებზე პირველად მიუთითებს ვახუშტი ბაგრატიონი: „...არიან მოსახლენი ვაჭარნი სომეხნი და ურიანი და ვაჭრობენ“ [6. 756].
ასევე, მე-17 საუკუნის 40-იანი წლების გელათელი მიტრო-პოლიტი ზაქარია ქვარიანი შეწირულობის წიგნში ჩამოთვლის მწვანე ყვავილას ტერიტორიაზე მის მიერ დასაქმებულ პირებს და მათ შორის მოიხსენიებს ვინმე ურია დანიელა ფიჩხაძის კომლს. 1650 წელს შედგენილ საკათალიკოზო გლეხების სია-შიც ვხვდებით ვინმე მოძღვარსა ურიასა[28. 166]. 1776 წლის სი-გელით ირკვევა, რომ, გელათის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ხდებოდა ხოლმე ებრაელთა ოჯახების ყმებად შეწირვა ან მიყიდვა მონასტრისთვის, რათა ებრაელებს სავაჭროდ მეტი ასპარეზი ჰქონოდათ. 1782 წელს დედოფალი გულქანი შეწირუ-ლობის წიგნში მოიხსენიებს ურია კაკიას და მიუთითებს ქირაზე, რომელიც მისთვის უნდა გადაეხადათ. თითოეული ყმა ებრა-ელ პატრონს უხდიდა 8 მანეთს. 1787 წელს გელათის საეკლე-სიო მიწებზე დაუსახლებიათ ონელი იოსებაშვილების რამდენი-მე ოჯახი. 1796 წელს კი იმერეთის დედოფალი მარიამი ქუთა-ისში აბრუნებს და ეკლესიას სწირავს ქალაქიდან გაქცეულ მარდახა ბინიაშვილის ოჯახს. 1802 წელს გელათის მიტროპო-ლიტი ექვთიმე სამოსახლოს უფართოებს საეკლესიო ებრაელ ყმებს. 1803 წელს იმერეთის დედოფალი მარიამი მოწამეთას ეკლესიას სწირავს შამოელაშვილებს. ამ პერიოდისთვის მას 33 კომლი ებრაელი ყმა ჰყოლია. გოგნის უდაბნოს მონასტერს 1809 წელს ქუთაისში ვაჭარ ებრაელთა 2 კომლი ჰყოლია და ა.შ. [27. 22-23]. დროთა განმავლობაში თანდათან მომრავლდა ებრაელების შესახებ ამ ტიპის დოკუმენტები.
წყაროებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქუთაისში ამ პერიოდისთვის ებრაელები ჯერ კიდევ არ იყვნენ მრავალრიცხ-ოვნად წარმოდგენილნი, მაგრამ მათი რაოდენობა თანდათა-ნობით მატულობდა სხვა რეგიონებიდან გადმოსული ებრაელე-ბით. XVIII საუკუნიდან უკვე მრავლად ჩამოსახლებულან ახალციხელი, ონელი, ლაილაშელი, ქართლელი და სხვა კუთხის ებრაელები.
მე-17 საუკუნიდან ებრაელების ქუთაისში დასახლების შესა-ხებ მოსაზრებას განამტკიცებს შვეიცარიელი მოგზაურისა და მეცნიერ მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ინფორმაცია, რომელმაც 1831-34 წლებში იმოგზაურა კავკასიაში. იგი წერს: „ებრაელები ას წელზე მეტია, რაც მოვიდნენ ქუთაისში. ისინი აფხაზეთიდან მოიყვანეს მეფეებმა, რომლებიც მათ მფარვე-ლობდნენ. ქუთაისის ეკლესიამ დაუთმო მათ მიწის ფართობი გუბერნიის მმართველის სახლის მახლობლად და ყოველწლი-ურად ეკზარხოსს იჯარას უხდიან. აქვთ ღარიბი სინაგოგა, სა-დაც მხოლოდ სკამებია ტრიბუნის ირგვლივ. შიგნით სიბნელეა, შელესილი არ არის... ქუთაისის ბაზრის დიდი ნაწილი ებრაე-ლებს უჭირავთ, რომლებიც მხოლოდ თავიანთი გარეგნობით არიან ებრაელები. ატარებენ ქართულ ან სომხურ კოსტიუმს, ახურავთ შავი კრაველის სპარსული ქუდი; მხოლოდ გრძელ წვერს იზრდიან და საფეთქლის ორივე მხარეზე გრძელი კუ-ლული აქვთ. ისინი მეტწილად ვაჭრობენ ძველმანებით, ცვლი-ან მათ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე“. ამ ამონარიდის მიხედვით, ებრაელები ქუთაისში მე-17 საუკუნის შემდეგ დასახ-ლდნენ, თუმცა სტატიის ავტორი ა.ნიკოლეიშვილი იქვე კომენ-ტარს ურთავს ამ ციტატას და აღნიშნავს, რომ დიუბუა დე მონ-პერე ცდება. ებრაელები იმერეთსა და ქუთაისში გაცილებით ადრე, საქართველოში მათი ჩამოსახლებიდან მალევე დამ-კვიდრდნენ, თუმცა ამ დასკვნისთვის იგი მხოლოდ და მხო-ლოდ სხვა მოგზაურთა მოსაზრებებს ეყრდნობა, რაც მიგვაჩნი-ა, რომ არ არის მაინცდამაინც სარწმუნო მტკიცებულება [13. 187].
წინამდებარე სტატიაში შეძლებისდაგვარად წარმოდგენი-ლია ყველა იმ მოგზაურის მოსაზრება, რომელიც რაიმე თვალსაზრისით მოიხსენიებს ქუთაისის ებრაელობას:
საფრანგეთის მეფის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა ქუთაისში იმყოფებოდა 1822 წელს. იგი ქუთაისს მიიჩნევს ამიერკავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად და ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში ამ ქალაქში, რომელსაც ევროპასა და აზიას შორის საქონლის ტრანზიტისათვის ესოდენ კარგი მდებარეობა აქვს, მოსახლეობა ორჯერ მეტად გაიზრდე-ბა და ცხოვრების პირობებიც სათანადოდ გაუმჯობესდება...თუმ-ცა მოსახლეობა ჯერ კიდევ ცოტაა – დასძენს იგი. დაახლოე-ბით რვაასი ებრაელი აქაური მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. ისინი განკერძოებულ უბანში ცხოვრობენ...ებრაელები ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობენ [18. 133-134].
შვეიცარიელი ფრანგი, გეოლოგი, ნატურალისტი და არქე-ოლოგი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, კავკასიაში მე-19 საუ-კუნის 30-იან წლებში მოგზაურობის შემდეგ წერს „...ქუთაისის მოსახლეობა აღემატება 2000 კაცს, თუ მხედველობაში არ მივი-ღებთ სამხედრო ნაწილებს. მოსახლეობა ჭრელია: არიან ქარ-თველები, სომხები, ებრაელები, რუსები, აგრეთვე – რამდენიმე თურქი და ბერძენი“ [2. 384-432]. იგი ჩამოთვლის ამ ხალხის სხვადასხვაგვარ საქმიანობას, თუმცა ებრაელები კონკრეტულად რითი იყვნენ დაკავებულნი, არ არის აღწერილი.
ცნობილმა გერმანელმა მწერალმა და მეცნიერმა ფრიდ-რიხ ბოდენშტედტმა რამდენიმე წელი დაჰყო აღმოსავლეთში. დაწერა წიგნი საქართველოზე, სადაც შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის: „ქუთაისი, რიონის ორსავე მხარეს გაშლილი ქალა-ქია, ჩინებული ჰავით, კარგი წყლითა და მოხდენილი მდება-რეობით გამოირჩევა. მოსახლეობა უგარნიზონოდ ორ-სამ ათას კაცს არ აღემატება. უმრავლესობა – იმერლები, სომხები, ებ-რაელები და რუსებია. ქალაქის მთავარი საქმიანობა ვაჭრობა-ა...“ [1. 157-161].
მე-19 საუკუნის 50-იან წლებში ქუთაისის ვიცეგუბერნატორი პეტრე ედმუნდის ძე გნილოსაროვი ქუთაისის საკმაოდ დეტა-ლური აღწერისა და დახასიათების შემდეგ ჩამოთვლის ამ ქა-ლაქის მოსახლეობას (სულ 3500-მდე მცხოვრები) სარწმუნოების მიხედვით და მიუთითებს ებრაელების რაოდენობას – 1103 სუ-ლი და აღნიშნავს, რომ მათ ქალაქის ყველაზე განსაკუთრებუ-ლი და ლამაზი მონაკვეთი ეკავათ, მაგრამ ცხოვრობდნენ ბინ-ძურად [30.333]. იგი ქუთაისს სავაჭრო ქალაქად მიიჩნევს, თუმ-ცა კონკრეტულად არ აღნიშნავს რითი იყვნენ ებრაელები ჩარ-თული ქუთაისში გაჩაღებულ აღებ-მიცემობის საქმიანობაში. მხოლოდ ერთგან მიუთითებს იმაზე, რომ ებრაელები ვაჭრობ-დნენ აბრეშუმით და დიდი რაოდენობით აბრეშუმს ყიდულობ-დნენ სოფლებში, განსაკუთრებით კი სოფელ ხონში. ასევე, ებ-რაელებს ახსენებს 1842 წლის წყალდიდობის კონტექსტში და აღნიშნავს: „წყალმა, რომლის დონემ, როგორც ამბობენ, 17 ფუნტით მოიმატა, დაფარა ებრაელთა უბანი...“ [24. 247-252].
1890 წელს კავკასიაში იმყოფებოდა იტალიელ მეცნიერთა ექსპედიცია, რომლის ერთ-ერთი წევრი, ბოტანიკოსი ემილ ლევიე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქუთაისში მცხოვრებთა რიცხვი 13-14-ათასია [4. 14-16]. იმავე პერიოდის ინგლისელი მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ჩანაწერებში კი ვკითხუ-ლობთ: „ამბობენ, რომ ქალაქი ადრე 100 000 მცხოვრებს ით-ვლიდა, ახლა კი 20 000 ძლივს არის“ [5. 41-44].
საქართველოს ძველი ქალაქების შესახებ ერთ-ერთ გამო-ცემაში ვკითხულობთ: „ქუთაისი დიდი არ იყო, მისი მცხოვრებ-თა რიცხვი 1869-იან წლებშიც კი 6000 არ აღემატებოდა...“ [17. 51].
„რიონის მარცხენა ნაპირის გასწვრივ გაშლილი ახალი ქუ-თაისი „ვაჭართა ქალაქი“ იყო. მოსახლეობის ძირითად ნა-წილს აქ ქართველი კათოლიკენი, სომხები და ებრაელები შე-ადგენდნენ, რომელთა კარ-მიდამო ძირითადად იმ უბნებს მოი-ცავდა, დღემდე რომ შემოინახა ქალაქმა... ქართველ და სომეხ დიდვაჭრებს უცხოური – ევროპული, ოსმალური, სპარსული, ინდური, ავღანური და რუსული საქონელი ჩამოჰქონდათ. ებ-რაელები ძირითადად წვრილმანებით ვაჭრობდნენ და კიბულას ცივ წყალს დაატარებდნენ თულუხჩებით გასაყიდად“. როგორც პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე აღნიშ-ნავს: „მათგან [მოსახლეობისგან] არავის, სამღვდელოების გარ-და, ქართულის მეტი სხვა ენა აღარ სცოდნია. ყველას ჩვენებუ-რი ტანისამოსი ეცვა, კაცსაც და ქალსაც. ებრაელს კიდევ გა-არჩევდა ადამიანი იმერლისაგან, მოუპარსავ წვერითა და კავე-ბით, სხვებს კი ადგილობრივ ხალხისგან გარჩევა აღარ ჰქონ-დათ“ [17. 56].
უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი მოგზაურები და მკვლევრები ძირითადად მე-19 საუკუნის ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს აღწერენ. ზოგიერთი მათგანი ქუთაისის ბუნებით არის მოხიბლული, ზოგი უბრალოდ მიუთითებს, რომ აქ იმერ-ლები, სომხები და ებრაელები ცხოვრობენ და მოსახლეობის რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათ მიერ მო-სახლეობის აღმნიშვნელი ციფრები ერთმანეთისგან განსხვავებუ-ლია. მართალია, ყველა ისინი ერთხმად აღიარებენ, რომ მო-სახლეობა ძირითადად ვაჭრობით არის დაკავებული და რომ ქუთაისი „ვაჭრობის ქალაქია“, მაგრამ ებრაელების საქმიანობის მიმართ რაიმე კონკრეტულ მონაცემებს ადგილი არ აქვს, მხო-ლოდ ერთგან არის გაკვრით აღნიშნული, რომ ისინი ძირითა-დად წვრილმანებით ვაჭრობდნენ.
რეალობა კი ასეთია: მე-18 საუკუნის II ნახევარში საქარ-თველოში იკვეთება ფეოდალური ურთიერთობის რღვევის ნიშ-ნები, ყალიბდება ფულად-სასაქონლო, საბაზრო კონტაქტები, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა, რადგან გვიანფეოდალური ხანის და-სავლეთ საქართველოში მცხოვრები ებრაელი და სომეხი მო-სახლეობა ძირითადად ვაჭრობა-ხელოსნობით იყვნენ დაკავებუ-ლი...[7. 142]. მოგზაურების აღწერილობებიდანაც იკვეთება, რომ ებრაელები აქტიურად იყვნენ ჩართულები სავაჭრო პროცესებ-ში, რაც იმის დასტურია, რომ ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვი-თარებაში ებრაელებს დიდი როლი მიუძღვით. კერძოდ, 1866 წელს საზღვარგარეთ სავაჭროდ წასვლის ნებართვა აუღია სა-ქართველოში მცხოვრებ 62 ებრაელს, 1867 წელს კი – 44-ს. შე-მორჩენილი დოკუმენტების მიხედვით, ამ სიებში ყველაზე მრა-ვალრიცხოვანი ქუთაისელი ებრაელები ყოფილან. პირველი და მეორე გილდიის ვაჭრებს შორის გამოირჩეოდნენ: იაყობიშ-ვილები, ელიგულაშვილები, ენუქაშვილები, თავდიდიშვილები, ხანანაშვილები, რომელთაც მრავალგზის ჰქონიათ მოვლილი: სტამბოლი, ტრაპიზონი, მოსკოვი, ნიჟნი ნოვგოროდი, ოდესა, ხარკოვი, როსტოვი, ვარშავა და სხვა დიდი ქალაქები. საზღ-ვარგარეთიდან შემოტანილ საქონელს მათგან ნაღდი ანგარი-შით ან კრედიტით ყიდულობდნენ ადგილობრივი და საშუალო ვაჭრები. ებრაელებს საექსპორტოდ დასავლეთ საქართველო-დან დიდ პარტიობით გაჰქონდათ: დაუმუშავებელი აბრეშუმი, ღორის ჯაგარი, ქალის თმა, ბეწვეული; ყოველწლიურად აგ-ზავნიდნენ დაახლოებით 5-6 ვაგონ კვერცხს (ვაგონში თავსდე-ბოდა 14 400 კვერცხი), 15-20 ვაგონ ბუმბულს, 3-4 ვაგონ ძველ კალოშს, 2-3 ათას ცალამდე ძველ ხალიჩას, დიდი რაოდენო-ბით ხილს და ჩირს.
საქართველოს ებრაელთა აღებ-მიცემობის ისტორიას ეხება მკვლევარი ი.პაპისმედოვი. იგი განსაკუთრებით დეტალურად განიხილავს 1800-1864 წლების სავაჭრო მონაცემებს და სტატია-ში წარმოადგენს ასევე ქუთაისის სავაჭრო ურთიერთობებსა და ეკონომიკურ მდგომარეობასაც; ახასიათებს ქუთაისის ბაზარსა და იქ პარასკევობის ბაზრობას. მკვლევარი აღნიშნავს, რომ 1850-იან წლებისათვის ქუთაისში უკვე არსებობდნენ საკმაო კა-პიტალის მქონე ებრაელი ვაჭრები, რომელნიც კატეგორიებად იყოფოდა. მისი აზრით, ცოტა მოგვიანებით ამ ქალაქს საქარ-თველოს სავაჭრო ურთიერთობაში წამყვანი როლი და განსა-კუთრებული ადგილი ეკავა [14. I- 33-48].
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქუთაისის ებრაული მოსახლე-ობა უკვე XX საუკუნის მეორე ნახევარში სოციალურად მკვეთ-რად დიფერენცირებული იყო, თავად ვაჭრებიც კი. ამ პერიოდ-ში რამდენიმე ებრაელმა ვაჭარმა უდიდესი კაპიტალი დააგრო-ვა და თითქმის მთელი შინაური ვაჭრობა ხელში ჩაიგდო. ამათგან ზოგიერთი დიდ სამრეწველო წამოწყებაში და საბანკო საქმეებშიც ჩაება. ზოგი მათგანი ბანკების ხმოსნად ითვლებო-და, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში მსხვილი ბანკების დაარ-სებაშიც მონაწილეობდა. გამდიდრებული ვაჭრები გამორჩეული საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობდნენ და ფუფუ-ნებაში ცხოვრობდნენ ძვირფასი ავეჯით მოწყობილ თეთრი ქვის სახლებში. მათგან განსხვავებით, მძიმე სოციალურ პირო-ბებში თავს ირჩენდნენ მეწვრილმანე ებრაელი ვაჭრები და მა-თი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები... [22. 57].
ქუთაისის ვაჭრობის განვითარების საკითხის გან-ხილვისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი: მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს აღებ-მიცემობისა და სავაჭრო ურთიერთობის განვითა-რების პირობებში მოვაჭრეების ურთიერთობამ ერთ ძა-ლიან საინტერესო და უნიკალურ ლინგვისტურ თავისე-ბურებას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც თავდაპირვე-ლად ქუთაისის ებრაელობის მეტყველებაში გვხვდება, ხოლო მალევე მთელი საქართველოს ებრაელთა, მათ შორის სურამის, კულაშის და სხვათა სავაჭრო ურთი-ერთობაში დამკვიდრდა. იმის გამო, რომ სავაჭრო პრო-ცესი გასაიდუმლოებურ ხასიათს ატარებდა, მათ ერთმანეთს შორის შეიმუშავეს საიდუმლო საკომუნიკაციო ენა, რომელსაც არგოტული მნიშვნელობა ჰქონდა. ანუ, შეიქმნა ებრაელთა „საიდუმლო-სავაჭრო ენა“, რაც არ იყო გასაგები არაებრა-ელთათვის. ამ თავისებური, პირობითი ენის დანიშნულებას, უმ-თავრესად, კლიენტებისაგან ვაჭრობის საიდუმლოს დაცვა წარ-მოადგენდა. ეს იყო ებრაული სიტყვების ძირებზე ქართული პრეფიქს-სუფიქსების დართვით მიღებული ლექსიკური ერთეუ-ლები. მკვლევარ ილია პაპისიმედოვს მაგალითად მოჰყავს სიტყვა „ვისოხარე“, რაც ქართულად ნიშნავს: „ვივაჭრე“. მკვლევრის თქმით, ის წარმოებული უნდა იყოს ძველი ებრაუ-ლი სიტყვისაგან „სოხერ“ – ვაჭარი. ამ შემთხვევაში, პაპისიმე-დოვის აზრით, სიტყვის ძველებრაულ ძირს დაერთვის „ვი“ და „ე“ ქართული აფიქსები. იგი განიხილავს 107 ასეთ სიტყ-ვას და დართული აქვს მათი ქართული შესატყვისები [14. III- 69].
საინტერესო ცნობებს ქუთაისელ ებრაელებზე გვაწვდის ზ. ჭიჭინაძე, რომელიც შედარებით ვრცლად აღწერს მათ და აღ-ნიშნავს, რომ ქუთაისელი ებრაელების ცხოვრება დიდად არ განსხვავდება სხვა ებრაელების ყოფისგან. მათ ქართველების-გან ბევრი ტანჯვა და დევნა განიცადეს სისხლის ხმარებაზე ცი-ლისწამების გამო, თუმცა გამართლდნენ და წუხს იმის გამო, რომ ისედაც დაჩაგრულ ხალხს ქართველებმა დამატებით არ-გუნეს უბედურება, თუმცა ისინი საცხოვრებელი პირობებით, „შენობითა და შინაგან მოწყობილობით გვარიანათ არიან“. მა-თი ნაწილი იმერეთის მეფის ყმა იყო, ნაწილი კი ქართველი თავადიშვილებისა. ქალაქ ქუთაისის ებრაელთა სასულიერო პი-რი, მთავარი რაბინი, მთელი ქუთაისის გუბერნიის მთავარ რა-ბინად ითვლება. მათ შორის იგი გამოჰყოფს და დადებითად ახასიათებს რაბი არონ რიჟინაშვილს, რომელმაც ებრაელი ბავშვებისთვის ქართულ-ებრაული სახელმძღვანელო შეადგინა და იერუსალიმში გამოსცა 1898 წელს. ზ. ჭიჭინაძე ყურადღებას ებრაელების ქუთაისში დასახლებაზეც ამახვილებს და წერს: „ქუთაისის ებრაელთა თავი მოიკრიბეს მესხეთიდან და ქარ-თლიდგან. ეს რომ ასეა, ამტკიცებს ის გარემოებაც, რომ ქუთა-ისის ებრაელნი, როგორც კაცნი, ისე ქალნი ქართულ ტანსაც-მლის ტარებას მისდევდნენ. ქალები იხურავდნენ ლეჩაქს და... კაცები ატარებდნენ ქართულ კაბას, ქოშებს... ქუთაისის ებრა-ელთა დედა ენა ქართულია, ყოვლის მხრივ ქართველობის ნაწილს წარმოადგენენ. ცხოვრება მათი ვაჭრულია, ე.ი. აღებ-მიცემობას მისდევენ, მეურნეობასაც. განათლებულ კაცთა რიცხ-ვი მათთან ერთობ მცირეა... აქვსთ თორა[იგულისხმება სინაგო-გა], კარგი თლილის ქვის, აღშენებული XIX საუკუნის ნახევ-რამდე. ლოცვა ებრაულს ენაზედ აქვსთ, ქადაგება კი საყო-ველთაოდ ქართულად. თორასა, ოჯახში და კარში სახმარე-ბელ დედა ენას ქართული შეადგენს...“ [26. 64].
ქუთაისის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით მნიშ-ვნელოვანია მე-19 საუკუნე, როცა თურქებისგან უკვე გათავი-სუფლებული, მაგრამ 1818 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმები-თა და სხვა უბედურებებით (შავი ჭირი, მოუსავლიანობა, მოსახ-ლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ა.შ.) შეჭირვებუ-ლი ქალაქი გამოცოცხლებას იწყებს, რამაც 30-იანი წლებიდან გეგმაზომიერი ხასიათი მიიღო. ეს 1833 წლის დიბუა დე მონპე-რესეულ გეგმაშიც ნათლად იკვეთება. დაიწყო რიონის მარცხე-ნა სანაპიროს განაშენიანება და მოსახლეობის ქალაქის ვაკეზე „ჩამოსვლა“. ყალიბდება დღეს ქალაქის ისტორიულ ნაწილად წოდებული ცენტრი, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან უბნად სა-ხელდება ე.წ. „ებრაელთა დასახლება – უბანი მწვანე ყვავილა-ში, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ქუთაისის გარეუბ-ნად ითვლებოდა [8.148].
ქუთაისის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი პირობაა სამოქალაქო მოსახლეობის ხვედრითი წონის ზრდა, რასაც თა-ვისებურად ებრაელების გამრავლებამაც შეუწყო ხელი, რომ-ლებიც ტრადიციებისა და რელიგიური ვალდებულებების დაც-ვით არ განსხვავდებიან სხვა რეგიონის ქართველი ებრაელე-ბისგან. ქუთაისში, ისე როგორც სხვა ქალაქებში, ებრაელები ერთად სახლდებოდნენ, რაც უმთავრესად მოიცავდა შაუმიანის, აზერბაიჯანის, რიჟინაშვილის ქუჩებსა და მაიაკოვსკის ქუჩის ნა-წილს. ებრაელთა უბნის ერთ-ერთი ძირითადი ქუჩა „ებრაელ-თა ქუჩა“ იყო. უბანი ერმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებუ-ლი, სახლი სახლზე იყო მიდგმული. უბანსა და მის ქუჩებს აღ-წერს და განსაკუთრებულ სიბინძურეზე და ტალახზე ამახვი-ლებს ყურადღებას ზ. ერისთავი. მას მიაჩნია, რომ ებრაელთა უბანს „უჭირავს უკეთესი ნაწილი ქალაქისა“. იგი ახასიათებს აქ მცხოვრებ ურიებს და მათ შორის გამოარჩევს მსუქან და თეთ-რწვერა მოხუცებს, რომლებიც თავისი შთამბეჭდავი გარეგნო-ბით პატივისცემას იმსახურებენ. ზ. ერისთავი წერს: „ურიანი არიან კაცნი გულწრფელნი, კეთილის გულისა, შრომის მოყვა-რენი, კაცნი მოუდრეკელნი სარწმუნოებაზედ და მტკიცენი თა-ვის დოღმატებზე; მაგრამ იმათში უფრო ეს არის საქები, რომ ერთად იყოფენ ერთმანეთში როგორათაც ბედნიერებას, ეგ-რეთვე უბედურებას. საკუთარი საქმე კაცებისა არის ვაჭრობა... დედაკაცნი ქსოვენ, ართამენ, ყურს უგდებენ სახლ-კარს და შვილებს...“ [3.115-116]. ებრაელთა კომპაქტური დასახლებით გა-მორჩეული იყო გელათის ქუჩა (ამჟამად გაპონოვის), რომე-ლიც მწვანე ყვავილასკენ მიემართება. დასახლებები ძირითა-დად დიდი, მრავალრიცხოვანი ოჯახური ჯგუფებისგან შედგებო-და, რომლებიც სამ-ოთხ თაობას აერთიანებდა. ეს უბანი ქალა-ქის კოლორიტს წარმოადგენდა ებრაული ეროვნული თავისე-ბურებებით.
XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო ებრაელების „ალია“ და ქუთაისიც ნელ-ნელა დაცარიელდა ებრაელებისგან...
ამრიგად, ინფორმაცია ქუთაისელი ებრაელების შესახებ სა-ისტორიო წყაროებში ძუნწად არის წარმოდგენილი, რის გამოც მოგზაურთა აღწერილობები და შენიშვნები მეტად ფასეული ხდება ამ საკითხის გასააზრებლად, თუმცა დამოწმებული მასა-ლის მიმოხილვის მიხედვით ინფორმაცია მოგზაურებთანაც მწი-რია. ასევე, მათთან ერთი და იმავე პერიოდის დემოგრაფიუ-ლი მონაცემები ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ ციფრებზე მიუთითებს, რაც ნაკლებად სარწმუნოს ხდის ამ წყაროებსაც. ამ ფონზე უდიდეს დატვირთვას იძენს ისრაელში გამოცემული პროდუქცია (სამეცნიერო კვლევები, მხატვრული ნაწარმოებები, პერიოდიკა და სხვა), რაც ზემოთ აღნიშნული სამეცნიერო პროექტის საკვლევ მასალას წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით ფასდაუდებელია ისტორიკოს დანიელ ხანანაშვილის ღვაწლი, რომელიც ხანგრძლივად და ნაყოფიე-რად მუშაობდა ებრაელების საქართველოში დასახლების, ცხოვრების, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების თემატიკაზე... მეცნიერის ცხოვრების მიზანი იყო მისი საყვარელი ქალაქის – ქუთაისისა და საქართველოს ებრაელობის ისტორიის შესწავ-ლა, საქართველოს ებრაელთა შესახებ არსებული მასალების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის შექმნა. დანიელ ხანანაშვილი სტუდენტობიდან იწყებს ამ საკითხების კვლევას. მან დიდი შრომის, მონდომების შედეგად შექმნა მასალათა ფასდაუდებე-ლი ფონდი საქართველოს ებრაელთა და ქუთაისის ისტორიის შესახებ. იგი ჭეშმარიტად საქართველოს ებრაელთა მემატიანეა. მართალია, ანალიტიკური ბიბლიოთეკის შექმნა მას არ დას-ცალდა (გარდაიცვალა 2005წ.)[25. 328], მაგრამ დატოვა უნიკა-ლური მასალა წიგნისთვის „ლოცვის კარები – ქუთაისის ებრა-ელობა“, რომელიც 2009 წელს გამოიცა თელ-ავივში [27].
ამ წიგნში ყველა ის საკითხი, რომელიც უკვე განხილულია წინამდებარე სტატიაში, მაგრამ ბევრ კითხვის ნიშანს განაპირო-ბებს, ძალიან ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის ახსნი-ლი მკვლევრის მიერ. გაცემულია პასუხი კითხვაზე: რატომ არ ჩანდნენ ებრაელები ქუთაისში მე-18 საუკუნემდე? დანიელ ხანა-ნაშვილს მიაჩნია და მიუთითებს სარწმუნო მტკიცებულებებზე, რომ მწვანე ყვავილა XVII საუკუნის 30-იან წლებში ჯერ კიდევ დაუსახლებელი ყოფილა. XVIII საუკუნის 70-იან წლებისთვის მწვანე ყვავილა და ქალაქი ქუთაისი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული ლოკაციაა. ამ ფაქტის გათვალისწინებით აქ მცხოვ-რები ებრაელობა ქუთაისს არ მიეწერებოდა და შესაძლებელია ამავე მიზეზით ისინი მოხსენიებულები არ არიან XVII საუკუნის მოგზაურთა აღწერილობებში. იგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ამ პერიოდში პოლიტიკური არეულობის, ომიანობის გა-მო, ებრაელობა გაეცალა საცხოვრებელ ადგილს და მხო-ლოდ XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო დაბრუნება. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა ქუთაისის მოსახლეობა XIX საუკუნის 60-იან წლებიდან, რასაც ხელი შეუწყო 1864 წელს საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამ. 1885 წლის ქუ-თაისის ერთდღიანი აღწერის თანახმად, ქალაქში 23644 მოსახ-ლიდან 2488 ებრაელი იყო. 1897 წელს კი – 3464. XIX საუკუ-ნის მეორე ნახევარში თანდათან დასახლდა ქუთაისის ის ნაწი-ლი, რომელიც ებრაელთა უბნის სახელით არის ცნობილი... 1862-1864 წლებში ქუთაისში 1290 (სულ 4624) ებრაელი ცხოვ-რობდა... მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში საგრძნობ-ლად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი და, შესაბამისად, ებრაე-ლების რიცხვის ზრდა ისეთი ტემპით მიმდინარეობდა, რომ აუ-ცილებელი გახდა მესამე სალოცავის გახსნა (1887წ.). იგი „დი-დი ლოცვის“ სახელითაა ცნობილი [27.27].
აქვე შევნიშნავ, რომ მოხსენების წინა ნაწილში დამოწმებუ-ლი სხვადასხვა ავტორის წყაროების უმეტესობა, დემოგრაფიუ-ლი აღწერის ციფრებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დამოწმებისას (როგორიცაა: ქუთაისში ებრაელების დასახლება, ვაჭრობის თემა, ებრაელობა პოლიტიკაში, ქუთაისის სინაგოგე-ბი, რელიგია და სხვა მრავალი), პირველწყაროდ სწორედ და-ნიელ ხახანაშვილის ამ წიგნში მოცემულ ინფორმაციას იყენებს.
დანიელ ხანანაშვილის წიგნი რამდენიმე ნაწილისგან შედ-გება. ერთ-ერთში იგი ჩამოთვლის ჯამაათის (ანუ ხალხის, საკ-რებულოს) მსახურ თალმიდ-ხახმებს (ანუ რაბინებს), გვიამბობს ქუთაისის სინაგოგებზე... უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელი ებ-რაელები ძირითადად გაუნათლებელ თემს წარმოადგენდნენ, ბევრმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, ამიტომ განათლების სა-კითხზე პოლემიკა დროთა განმავლობაში სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედიოდა და თემი ორ ბანაკად გაიყო. პირველნი, რომლებიც თვლიდნენ საერო განათლების აუცილებლობას რელიგიური სკოლის ფარგლებში და მეორენი, რომლებიც კა-ტეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ ინიციატივას. დაპირის-პირება მეორეთა სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა თაობათა ბრძოლა ძველსა და ახალ რაბინებს შორის კარგა ხანს გრძელდებოდა.
ავტორი განიხილავს პოლიტიკურ თემებსაც, მსჯელობს სი-ონისტური მოძრაობის ქუთაისურ ჯგუფზე, რომელსაც დაუპი-რისპირდა რელიგიურ-ორთოდოქსული მიმდინარეობა და შე-საძლოა ასეთი დაპირისპირების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელი სიონისტები საკმაოდ აქტიურობდნენ, მათი გავლე-ნა ქუთაისელ ებრაელებზე სუსტი იყო. სუსტი იყო ასევე ებრაე-ლების მონაწილეობა რევოლუციურ მოძრაობაში. ისინი ცდი-ლობდნენ რაც შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ. დანიელ ხანანაშვილი თანმიმდევრულად მიჰყვება ისტორიულ მოვლენებში ქუთაისელი ებრაელობის ჩართულობას. ჯერ აღ-წერს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მათ ყო-ფას, საუბრობს ებრაელ მხედართა კავშირის შექმნაზე (1917წ.), გაზეთ „ხმა ებრაელისას“ გამოცემაზე (1918წ.), შემდეგ კი მოგ-ვითხრობს გასაბჭოების შედეგებზე, როცა თავდაპირველად ებ-რაელები იეშივისა და ებრაული სკოლების დახურვით და სხვა რეპრესიებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ვითარება დროებით გაუმჯობესდა და ებრაელ-თა ეკონომიკურმა და კულტურულმა დონემ იმატა, გამოიკვეთა მათი სწრაფვა განათლებისკენ. მე-19 საუკუნის 40-60-იან წლებში კი კვლავ აღინიშნება ებრაელთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლების წინააღმდეგ გამოსვლები, რომელიც განსაკუთრე-ბით რელიგიისა და კულტურის მსახურთა საზიანოდ იყო მი-მართული. ავტორი განსაკუთრებულ სიამაყეს გამოხატავს 70-ი-ანი წლების ებრაელთა ეროვნული გამოღვიძების შესახებ თხრობისას, როცა 1871 წლის მარტში 18 ებრაულმა ოჯახმა, რომელთა შორის 13 ქუთაისელი ოჯახი იყო, ხელისუფლებას მოსთხოვა ნებართვა ისრაელში წასვლაზე და დიდი მონდომე-ბის შედეგად მიიღო კიდეც, რაც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართველ ებრაელთა ისტორიაში... [27. 55-70].
დანიელ ხანანაშვილთან ცალკე განხილვის თემაა ქართვე-ლებისა და ქუთაისელი ებრაელების ურთიერთობა. იგი აღნიშ-ნავს, რომ ქუთაისის ებრაელობა, პრინციპში, კარგ ურთიერთო-ბაში იყო ქართველებთან, თუმცა არა ყოველთვის და ეხება იმ ანტიებრაულ გამოვლინებებს, რასაც ქუთაისში ჰქონდა ადგი-ლი. კერძოდ, სარა მოდებაძის საქმეს (1878წ.), რომელმაც, მარ-თალია, ბრალდებული ებრაელების გამართლებით დაგვირ-გვინდა, მაგრამ დიდი განცდები გამოიწვია საქართველოს ყვე-ლა ებრაელში უსამართლო ცილისმწამებლური ბრალდებების გამო. ასევე, ავტორი იხსენებს ლუკა კოსტავას დაღუპვის ისტო-რიას, რომელიც მის ებრაელებთან კამათს მოჰყვა, რამაც ქარ-თველების დიდი აღშფოთება და ებრაელების წინააღმდეგ გა-მოსვლები და მათი დევნა გამოიწვია (1895წ.). იმავე წელს გა-მოსვლებს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სათათბიროს შავრაზ-მელი დეპუტატების ინიციატივით, რომლებიც ანტისემიტური სუ-ლისკვეთებით გამოირჩეოდნენ და სხვა [27. 50].
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი და, შესაბამისად, ებრაელებიც მომრავლდნენ. თუ 1909 წელს 4364 კაცი (სულ 40271) ფიქსირ-დებოდა, 1912-ში მათი რიცხვი უკვე 9559-მდე გაიზარდა (სულ 56453) [27. 29]. 1972 წლიდან კი დაიწყო ქუთაისელი ებრაელე-ბის მასიური ალია (რეპატრიაცია) ისრაელისკენ. 1970 წელს ქუ-თაისში ცხოვრობდა 8941 ებრაელი, 1979 წელს – 4024. 9 წლის განმავლობაში ებრაული მოსახლეობა შემცირდა 55%-ით. 1989 წელს ქუთაისში ცხოვრობდა 2400 ებრაელი, ხოლო 2000 წლი-სათვის მხოლოდ 600 [27.69].
წიგნში ასევე წარმოდგენილია ქუთაისელი ებრაელების ფოტოგალერეა მათი სახელების უკვდავსაყოფად.
მეორე ქუთაისელი ავტორი, რომლის შემოქმედებასაც სტა-ტიაში შევეხებით, მწერალი ირაკლი კოკუაშვილია, რომელიც ისრაელში აქვეყნებს რამდენიმე წიგნს: მისი პირველი ორი კრებული – „ებრაელი ვარ, ქართულ ძუძუთი გამოკვებილი“ და „ის, რაც გულს უნდა ეთქვა“ რჩეული ლექსებისგან შედგე-ბა, რომელიც რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებსა და სიტუა-ციებზეა აგებული და გამოხატავს მის ფიქრებსა და შეხედულე-ბებს. 2010 წელს გამოცემული წიგნი ავტობიოგრაფიული ხასია-თისაა [9], სადაც ავტორი იხსენებს ბავშვობას, ახალგაზრდობას, მშობლებს, ოჯახის წევრებს და მშობლიურ ქუთაისს. წიგნში ჩართულია მიძღვნები პოეტური და პროზაული სახით ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ. ლექსები ეძღვნება აგრეთვე ქუთაისს და გამოხატულია დიდი სიყვარული ამ ქალაქის მი-მართ. პოეტი მსჯელობს რა ორი სამშობლოს შესახებ, წერს:
„ისრაელიც და საქართველოც ერთად დააბიჯებს ჩემს სულში. საქართველო გამზრდელია, რომლის წიაღშიც აღვი-ზარდე და დავფრთიანდი, შევიცან ეს ცხოვრება თავისი ბრწყინვალებითა და არარაობითაც, აქ ვისწავლე სიყვარული და მეგობრის გატანა, აქ ვიგემე სათნოებაცა და სისასტიკეც, ჭირიცა და ლხინიც, მაგრამ მშობელი დედა მაინც დედაა, მას თავისი განუმეორებელი სითბო და ღიმილი ახლავს თურმე და ეს კარგად შევიგრძნე აღთქმულ მიწაზე, მამა-პაპათა სამშობ-ლო ისრაელში ამოსვლის შემდეგ“ [9.242 ].
მწერლის მომდევნო წიგნები „მადლი თქვენს გამჩენს“ და „ებრაელები ქუთაისში“ 2013 წელს გამოიცა. პირველი [10], რო-გორც ავტორი იტყვის, მისი „...სულის ღაღადისია. იგი ეძღვნე-ბა თემის სულიერ მოძღვრებს, ისტორიულ და თანამედროვე გმირთა წარმომადგენლებს, ხელოვნებისა და კულტურის მოღ-ვაწეებს, მწერლებსა და პოეტებს, ახლო ნათესავ-მეგობრებს, საქართველოს ღირსეულ შვილებს“. აქაც ნაფიქრალს, ნახულ-სა და განცდილს ხშირად ლექსით გამოთქვამს.
ქუთაისის თემის ღირსეულ შვილებში, გამორჩეულ მოძღ-ვართა შორის, რომლებიც მეოცე საუკუნეში საქართველოს ებ-რაელობას წაუძღვნენ წინ, პირველ რიგში ასახელებს რაბი ის-რაელ ბაბალიკაშვილს; ვრცლად წარმოადგენს მის ცხოვრებას და დეტალურად გვიამბობს მისი ოჯახის წევრების შესახებ. ავ-ტორი თხრობისას ამონარიდებს ურთავს რაბის პირადი წერი-ლებიდან, რათა უფრო თვალსაჩინო გახადოს მისი სულიერი სიწმინდე და დამოკიდებულება ებრაელობის, ტრადიციებისა და ზოგადსაკაცობრიო საკითხების მიმართ. აი, რას ამბობს რაბი ისრაელი ებრაელ ერზე: „ებრაელი – ის ერთადერთი ერია, რომელიც იძულებულია საუკუნეების განმავლობაში უცხო ქვე-ყანაში იცხოვროს, მაგრამ ის ერია, რომელმაც შეძლო შეენარ-ჩუნებინა თავი, როგორც ერს... ებრაელები მხოლოდ მტერზე გამარჯვებას არასოდეს ზეიმობენ, ისინი ზეიმობენ მხოლოდ თორისათვის ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას“ [10.11]. იმავე რუბრიკაში „შეგვინარჩუნეს ადათ-წესები“ ავტორი საუბრობს სუ-ლით ძლიერ და რწმენით მსახურ ქუთაისელ თალმიდ ხახმებ-ზე. მის მეხსიერებას ქუთაისში მოღვაწე რაბინებიდან ბევრი შე-მორჩა, ესენია: ხახამ ხაიმი, ხახამ იაკობი, მოშე აკატანი, ხახამ მორდეხი და სხვანი, რომელთა ხსოვნას ავტორმა მიუძღვნა მრავალი ლექსი.
რუბრიკაში „შარავანდედი მოსავს მათ სახელს“, თემის ღირსეულ შვილებს შორის, ირაკლი კოკუაშვილი ცალკე და დეტალურად წარმოადგენს დიდი საზოგადო მოღვაწე ისრაელ ბაბალიკაშვილის უმცროს ვაჟ ნისანს, რომელიც ცნობილი ებ-რაისტი იყო და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა თბილისის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებაში. წიგნის ამ ნაწილში საუბარია ნისან ბაბალიკაშვილის სამეცნიერო ინტერესებზე და მოხმობი-ლია მასზე ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნეების მო-საზრებანი.
ამავე რუბრიკით გრძელდება გარდაცვლილი სახელოვანი ქართველი ებრაელების გახსენება. მათ ღვაწლზე ხაზგასმით და ბიოგრაფიულ მონაცემებზე ხშირად ლექსების დართვით ავ-ტორი ცდილობს ღირსეული ქართველი ებრაელების სახელე-ბის უკვდავყოფას. მათ შორის არიან: ბორის გაპონოვი, რო-მელმაც ივრითზე თარგმნა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსა-ნი“, დიდი პოეტი და მთარგმნელი ჯემალ აჯიაშვილი; პოეტები: იაკობ ჩიკვაშვილი, აბული საპირი, ეფრემ ჩიკვაშვილი, დოდო ხუხაშვილი, მერი ელიშაკოვი და სხვანი... მომდევნო რუბრიკებ-ში გრძელდება ინფორმაციის მოწოდება თემის იმ ღირსეული შვილების შესახებ, რომლებიც დღესაც აგრძელებენ სხვადასხვა სფეროში წარმატებულ საქმიანობას და დიდი როლს თამაშო-ბენ ისრაელის განვითარების საქმეში.
2013 წელს გამოცემულ მეორე წიგნში „ებრაელები ქუთაის-ში“ [11] გადმოცემულია ქუთაისელი ებრაელების ქუთაისში და-სახლების ისტორია და დემოგრაფიული ცნობები, მათი ყოფა--ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.
დაბოლოს, ზემოთ განხილული ავტორები საინტერესონი არიან არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დღემ-დე შენარჩუნებულია ქართულის, როგორც მშობლიური ენის განცდა, არამედ იმითაც, რომ ზოგიერთი სამეცნიერო თუ მხატ-ვრული ნაწარმოები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ებრა-ელების ქუთაისში ცხოვრებისა და საქმიანობის სწორი გააზრე-ბის თვალსაზრისით და, ქუთაისელი ებრაელების შესახებ საის-ტორიო წყაროებში მწირი ინფორმაციის პირობებში, იძენს ქა-ლაქის განვითარების პროცესში ებრაელების როლის დასადგე-ნად მტკიცებულების სტატუსს.
ლიტერატურა – REFERENSES
1. ბოდენშტედტი ფრ., ათას ერთი დღე აღმოსავლეთში, შე-მოკლებული თარგმანი გერმანულიდან აკ. გელოვანისა, თბილისი, 1965.
2. დიბუა დე მონპერე. მოგზაურობა კავკასიაში, ტ.1, ფრან-გულიდან თარგმნა ფ. გოკიელმა, პარიზი, 1839.
3. ერისთავი ზ., ქუთაისის გარემოების აღწერა, „ცისკარი“, Ν6, 1960.
4. ემილ ლევიეს მოგზაურობა კავკასიაში, მოამბე, ივლისი, Ν7, გან.2, გვ.14-16, 1894.
5. თაქთაქიშვილ-ურუშაძე ლ., „მარჯორი უორდროპი“, „ლი-ტერატურა და ხელოვნება“, თბილისი, 1965.
6. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველო-სი, ქართლის ცხოვრება, ტ.IV (ტექსტი გამოსცა ს. ყაუხ-ჩიშვილმა), თბილისი, 1973.
7. კაშია რ., ქართველ ებრაელთა წვლილი XVIII საუკუნის დასავლეთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ ცხოვრე-ბაში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული, VI, ქუთაისი, 2014.
8. კეზევაძე მ., ქუთაისში ებრაელთა დასახლების მთავარი ქუჩები მე-19 საუკუნეში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახე-ლობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული, VI, ქუ-თაისი, 2014.
9. კოკუაშვილი ირ., ჩემი ცხოვრების გზა, რაც გამახსენდა (მოკლე ბი-ოგრაფიული ნარკვევი), ისრაელი, თელ ავივი, 2010.
10. კოკუაშვილი ირ., მადლი თქვენს გამჩენს...(თალმიდხახ-მებს, საზოგადო მოღვაწეებსა და პიროვნებებს), ისრაე-ლი, აშდოდი, 2013.
11. კოკუაშვილი ირ., ებრაელები ქუთაისში, ისრაელი, აშდო-დი, 2013.
12. ლანჩავა ო., ქუთაისის ძველი ისტორიისათვის, „მეცნიერე-ბა“, თბილისი, 1975.
13. ნიკოლეიშვილი ა., ნიკოლეიშვილი ო., ევროპელი ავტო-რები ქუთაისის შესახებ, განთიადი, 1-2, 2022.
14. პაპისმედოვი ი., საქართველოს ებრაელთა აღებ-მიცემო-ბის ისტორიიდან, საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფი-ული სახელმწიფო მუზეუმის შრომები, ტ.1, ტ.3, თბილისი, 1940, 1945.
15. ჟან შარდენი, მოგზაურობა საქართველოში, თარგმნილი ფრანგულიდან ვასილ ბარნოვის მიერ, თბილისი, 1975.
16. როდოსელი ა., არგონავტიკა, აკ.ურუშაძის რედაქციით, თბილისი, 1948.
17. საქართველოს ძველი ქალაქები: ქუთაისი, თბილისი, 2006.
18. ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ტ.1, „გა-ნათლება“, თბილისი, 1987.
19. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითა-დი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I, სა-ხელგამი, თბილისი, 1955.
20. ჩაკვეტაძე ვლ., ქუთაისის ისტორიიდან, მეცნიერებათა აკა-დემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960.
21. ჩხეტია შ., რუსული მმართველობის სისტემა საქართვე-ლოში (1801-1840 წწ.), ენიმკის „მოამბე“, XVIII, 1940.
22. ცხვედიანი ნ., შალომ, ჩემო ქუთაისო, კულტურა პლუს, 1(3), 2016.
23. ცინცაძე ვ., ბაგრატის ტაძარი, თბილისი, 1964.
24. ძველი და ახალი ქუთაისი, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973.
25. წიწუაშვილი შ., დანიელ-ხახანაშვილი – საქართველოს ებრაელთა მემატიანე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახე-ლობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული, VI, ქუ-თაისი, 2014.
26. ჭიჭინაძე ზ., ქართველი ებრაელები საქართველოში, თფილისი, 1904.
27. ხანანაშვილი დ., ლოცვის კარები, ქუთაისის ებრაელობა, კრებული, თელ-ავივი, 2009.
28. ჯავახაძე ზ., ქუთაისო, ჩემო დედავ, ქუთაისი, 2012.
29. ჯავახიშვილი ივ., ქალაქები, საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს., ჟურნალი „პრომეთე“, №1, 1918.
30. Рассказы о Кутаиси, Календарь Кавказа, Типография Кан-целярии Наместника Кавказа, Тифлис, 1853.