ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ემზარ კახიძე თამარ შალიკაძე
რომაული აკულტურიზაციის ნიშნები აფსაროსის ციხის მიდამოებიდან

სამხრეთ-დასავლეთს, შეიძლება ითქვას, მთლიანად დასავ-ლეთი საქართველოს რომაული აკულტურიზაციის შესწავლი-სათვის გონიო-აფსაროსს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. საკუთრივ ციხესა და მის შემოგარენში რომაული კულტურის გავრცელების საკითხს უკვე რამდენიმე გამოკვლევა მიეძღვნა [იხ. 14; 18.272-278; 20.60-66; 46.89-93].

თუმცა, ბუნებრივია, თემის შესწავლა მხოლოდ ამ ვიწრო არეალით ვერ შემოიფარგლება და რომაული კულტურული რადიაციის ზონაში, მინიმუმ, ჭოროხის ქვემო წელი უნდა შევიყ-ვანოთ. სწორედ ამ მიზნით ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციამ 2010-2012 წლებში არქეოლოგიური სამუშაოები გა-ნახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში, ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე. აქ გამოვლინდა ახ.წ. III ს-ით დათარიღებული 10 სამარხი სხეულის ნაშთებით და მრავალ-ფეროვანი სამარხეული ინვენტარით: სამეთუნეო ნაწარმი, რო-მელშიც გვხდება როგორც იმპორტი, ისე ე.წ. რომანიზირებუ-ლი ფორმები და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი კერამიკა. იყო მინის ნაწარმი, სამკაულები, ვერცხლის მონეტები, რკი-ნის დანები, კაჟისა და ობსიდიანის ნუკლეუსები. საყურადღე-ბოა, რომ ექსპედიციამ სამაროვანთან ახლოს, აღმოსავლეთით, დათო შარაძის საკარმიდამო ნაკვეთზე თანადროულ ნამოსახ-ლარსაც მიაკვლია. ზედაპირულ მასალაში წამყვანია ბრტყელ-განივკვეთიანი, ყავისფერკეციანი ამფორის ყურები და ძირები, ქვევრის ფრაგმენტები, სალესი ქვა და მრავალრიცხოვანი უსა-ხური მასალა [11.104-116; 8.71-74; 36.35-48; 40.177-178].
აღსანიშნავია, რომ 1964 წ. ამავე სოფელში ჩაის პლანტა-ციებისათვის მიწის დამუშავების დროს შემთხვევით აღმოჩნდა ადგილობრივად დამზადებული ახ.წ. I-II სს ოქროს ნივთები [იხ. 17.10, ტაბ. 53-54; 11.104, ტაბ. 12; 12.90-93, კატ. 115-118]. უნდა ითქვას, რომ განძის აღმოჩენის ადგილიდან შორიახლოს 2010 წ. შეგროვდა რომაული ხანის ქვევრის პირისა და ტანის ფრაგ-მენტები.
ამ ეპოქის შემთხვევითი აღმოჩენებით ყურადღებას იქცევს მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროც. ერთ-ერთი მათგანია სოფ. კაპანდიბი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი). 2009 წელს შესწავ-ლილ იქნა ორი ორმოსამარხი. აქ მოპოვებული ინვენტარიდან აღსანიშნავია ადგილობრივი თიხის ქოთნები, დოქები, კოჭობე-ბი, ჯამები. ისევე როგორც მახოში, აქაც ერთადერთი იმპორტუ-ლი წითელლაქიანი ჯამია წარმოდგენილი. შემოტანილი საქონ-ლიდან აღსანიშნავია ვერცხლის სამაჯური, ბეჭედი, მძივები, მონეტა და ა.შ. სამარხები ახ.წ. II-III საუკუნეებითაა დათარიღე-ბული [45.56-66]. ამავე პერიოდით თარიღდება აქვე აღმოჩენი-ლი ოქროსა და ვერცხლის ნივთებისაგან შედგენილი განძიც [12.53–62, კატ. 69-83; 40.177-179].
აღსანიშნავია, რომ ამავე სოფელში ბათუმის არქეოლოგი-ის ექსპედიციამ მიაკვლია კარიერს. ამირან კახიძის დაკვირვე-ბით, აქ ჩამოთლილი კვადრები რომაელებს აფსაროსის ციხის მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ. გამორიცხული არაა კა-რიერები სხვა ადგილებშიც ყოფილიყო, მაგალითად, ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სიმონეთსა და ჭარნალის მურ-ვანეთში. საქართველო-პოლონეთის გონიო-აფსაროსის ერთობ-ლივი ექსპედიციის თანახელმძღვანელის, რადოსლავ კარასიე-ვიჩ-შჩიპიორსკის დაკვირვებით, მსგავსი კარიერი გონიოს მიდა-მოებშიცაა. ეს ორი ჰიპოთეზა ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ გვეჩვენება. შესაძლებელია, რომაელებმა, გონიოში კარიერის მიგნებამდე, სწორედ კაპანდიბიდან და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა პუნქტებიდან გადმოზიდეს სამშენებლო კვადრების ნაწი-ლი, სავარაუდოდ, მდ. ჭოროხის გამოყენებით. ის, რომ რომაე-ლები აქ ციხის კედლებს რამდენიმე ქრონოლოგიური პერიო-დის განმავლობაში აგებდნენ, ბოლოდროინდელმა კვლევებმა ნათლად დაადასტურა [41.53-63; 43.63-76].
მდინარე ჭოროხის ქვემო დინების სხვა მონაპოვრებიდან აღსანიშნავია ადრიანეს (ახ.წ. 117-138 წწ.) სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა სოფელ მახვილაურიდან, რომელიც განსვე-ნებულმა ნუმიზმატმა ირაკლი იაშვილმა შეისწავლა [იხ. 6.341].
კიდევ ერთი შემთხვევითი აღმოჩენა მომდინარეობს ხელ-ვაჩაურის სოფ. ზანაქიძეებიდან. მიკროუბან გორგოშაძეების გო-რაზე 1998 წელს, საცალფეხო გზის გაფართოებისას, გამოჩ-ნდა შემდეგი ნივთები: ოქროს დიადემა, ადგილობრივი თიხის ქოთანი, იმპორტული კანთაროსისებრი ფიალა და მინისაგან დამზდებული სანელსაცხებლე ჭურჭელი, ორი ცალი მინისებუ-რი პასტის მძივი (9). ოქროს დიადემა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული იმდროინდელ სამყაროში, დამზადებულია თხელი ფირფიტებისაგან. მასზე გადმოცემულია სამყაროს სამი დიდი განზომილების – ცის, დედამიწისა და ქვესკნელის სიმბო-ლური გამოსახულებანი [იხ. 12.94, კატ. 119; 40.177-178]. გამჭვირ-ვალე ცისფერი მინისაგან დამზადებული სანელსაცხებლე თით-ქმის მთლიანადაა დაცული; თარიღდება ახ.წ. I-II სს; დამზადე-ბულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის საწარმოო ცენ-ტრში [31.52-54; 10.68, სურ. 13].
ჩვენი ყურადღება მიიქცია გასული საუკუნის 80-იან წლებში მომხდარმა შემთხვევითმა აღმოჩენამაც, რომელიც ასევე ზანა-ქიძეებში, ზემოთ ხსენებულ მიკროუბან სატეხიაში მოხდა. ზებურ ცეცხლაძის საკარმიდამო ნაკვეთში რომაული ეპოქის დარღვე-ული სამარხი რამდენიმე ნივთით, ხოლო ილო ქაღბადაძის სა-კარმიდამო ნაკვეთში მარნის კონტურები დადასტურდა. სავარა-უდოდ, სწორედ სამარხეული ინვენტარიდანაა დევიდ ბრაუნ-დთან ნახსენები მონოგრამიანი ამეთვისტოს და კრევეტისგამო-სახულებიანი სარდიონის ბეჭდი, რომლებიც ახ.წ. I საუკუნის ბოლოთი თარიღდება [2.267]. 2022 წელს ჩვენ განვაახლეთ იქ არქეოლოგიური სამუშაოები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ უფრო ადრეულ მასალას მივაკვლიეთ, რაზეც სხვაგან გვექნება საუბარი.
მოკლედ, რეგიონში რომაული კულტურის მთავარი ცენ-ტრის – აფსაროსის მრავალწლიანმა კვლევამ დაგვანახა, რომ პარალელურად აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის, რომელმაც მანამდე შეითვისა სპარსული და ბერძნული ნოვა-ციები, დამოკიდებულების შესწავლა რომაელი სამხედროები-სადმი. მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვრცელდებოდა თუ არა რომაელთა პოლიტიკური ძალაუფლება ციხის გარეთ და ახ-დენდა თუ არა უცხოური ელემენტის არსებობა რეგიონის კულტურულ „ანექსიას“. ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია აღმოსავლური თუ ანტიკური კულტების, აგრეთვე ქრისტიანო-ბის გავრცელების მასშტაბის განსაზღვრა ამ მიკრორეგიონში. ამ საკითხს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა [იხ. 23.7-63; 24.43-49; 25.188-196; 26.62-73; 19.131-146; 22.156-175; 21.138-142; 30.123-151; 5.177-180; 13.105-113; 37.50-51; 47.454-464; 49.177-188], თუმცა თემის სიღრმისეული შესწავლა მომავალი შტუდიების საქმეა.
ლიტერატურა – REFERENSES

1. აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე გ., მცხეთა: არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, I, თბილისი, 1955.
2. ბრაუნდი დ., საქართველო ანტიკურ ხანაში, ბათუმი, 2014.
3. დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკუ-რი ურთიერთობანი ბიჭვინთის ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით ძვ.წ. II – ახ.წ. IV საუკუნეებში, დიდი პიტიუნტი, I, თბილისი, 1975.
4. გძელიშვილი ი., ხახუტაიშვილი დ., რკინის წარმოების უძ-ველესი კერა ჭოროხის ქვემო დინებაში და არქეოლოგი-ური დაზვერვები გონიო-აფსაროსში. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, I, თბილისი, 1964.
5. თოდუა თ., სერაპისის ქანდაკება გონიო-აფსაროსიდან. ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 15-16, თბილისი, 2005.
6. ინაიშვილი ნ., აჭარა ახ.წ. I-IV საუკუნეებში: სამეურნეო ყოფა და საგარეო კავშირები, სამხრეთ-დასავლეთ სა-ქართველოს ისტორიის ნარკვევები (აჭარა), ტ. I, ბათუმი, 2007.
7. კახიძე ა., მამულაძე შ., სამხრეთ კარიბჭისა და აბანო-თუბნის ტერიტორიაზე 1995-1999 წლებში წარმოებული კვლევა-ძიების უმთავრესი შედეგები, გონიო-აფსაროსი, IV, ბათუმი, 2004.
8. კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლე-ბი, თბილისი, 2016.
9. კახიძე ა., მამულაძე შ., ფარტენაძე მ., ახალი არქეოლო-გიური მონაპოვრები სოფელ ზანაქიძეებიდან. გაზეთი „კახაბერი“, №11, 1999.
10. კახიძე ა., შალიკაძე თ., მინის ნაწარმი სამხრეთ-დასავ-ლეთ საქართველოს ზღვისპირეთიდან, ბათუმი/ოქსფორ-დი, 2009.
11. კახიძე ა., შალიკაძე თ., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. მახოს 2013 წლის არქეოლოგიური გათხრების ანგა-რიში, აჭარა: წარსული და თანამედროვეობა 2, ბათუმი, 2015.
12. კახიძე ა., შალიკაძე თ., ფარტენაძე თ., ბათუმის არქეო-ლოგიური მუზეუმის საგანძური (კატალოგი), ბათუმი, 2015.
13. კახიძე ე., გონიო-აფსაროსი მითოლოგიური, ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ბათუმის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები II, ბათუმი, 2000.
14. კახიძე ე., ხალვაში მ., აფსაროსის და მისი შემოგარენის რომაული აკულტურიზაციის შესწავლის საკითხისათვის (იბეჭდება).
15. ლორთქიფანიძე გ., ბიჭვინთის ნაქალაქარი, თბილისი, 1991.
16. ლორთქიფანიძე მ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები III, თბილისი, 1961.
17. ლორთქიფანიძე ოთ., მიქელაძე თ., ხახუტაიშვილი დ., გონიოს განძი, თბილისი, 1980.
18. მამულაძე ს., ქამადაძე კ., რომაული სამყარო და აკულ-ტურიზაციის პროცესები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვის-პირეთში გონიო-აფსაროსის მაგალითზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ბათუმი - წარსული და თანა-მედროვეობა“ VII, მასალები, ბათუმი, 2016.
19. მამულაძე შ., სერაპისის ქანდაკება გონიო-აფსაროსიდან. გონიო-აფსაროსი VIII, ბათუმი, 2009.
20. მამულაძე შ., კახიძე ე., რომაული სამყარო და აკულტუ-რიზაციის პრობლემები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვის-პირეთში. საქართველო და მსოფლიო, ბათუმი, 2009.
21. მამულაძე შ., კახიძე, ე., მამულაძე ს., გონიო-აფსაროსში აღმოჩენილი რომაული კულტები. გონიო-აფსაროსი XI, ბათუმი, 2021.
22. მამულაძე შ., ქამადაძე კ., ყიფიანი გ., ავგიის ნაეკლესია-რი. გონიო-აფსაროსი XI, ბათუმი, 2021.
23. მშვილდაძე მ., ზოგიერთი საკითხი სერაპისის კულტის გავრცელების შესახებ რომის იმპერიაში. კავკასიის მაცნე 5, თბილისი, 2002.
24. მშვილდაძე მ., რომი და აღმოსავლური რელიგიები ახ.წ. I-III სს, თბილისი, 2005.
25. მშვილდაძე მ., გონიო-აფსაროსის გლიპტიკური ძეგლები, გონიო-აფსაროსი VIII, თბილისი, 2009.
26. მშვილდაძე მ., მამულაძე შ., სერაპისი აღმოსავლეთ შა-ვიზღვისპირეთში (გვიანანტიკური ხანა). რ. მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული „ის-ტორიანი“ (რედ. ბ. კუდავა, ბ. კუპატაძე, გ. საითიძე, ჯ. სამუშია), თბილისი, 2009.
27. პლონტკე-ლუნინგი ა., ფელმუთი ნ., გაიერი ა., გონიო-აფსაროსის გერმანულ-ქართული ერთობლივი არქეო-ლოგიური ექსპედიცია, გონიო-აფსაროსი II, თბილისი, 2002.
28. რამიშვილი ქ., სასანური გემები საქართველოში, თბილი-სი, 1979.
29. უგრელიძე ნ., ადრეული შუასაუკუნეების მინის წარმოების ისტორიისთვის, თბილისი, 1967.
30. ყიფიანი გ., მამულაძე შ., ქამადაძე კ., ავგიის ნაეკლესია-რი, კადმოსი - ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი 10, თბილისი, 2018.
31. შალიკაძე თ., გვიანანტიკური და ადრეშუასაუკუნეების მი-ნის ნაწარმი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შავიზღ-ვისპირეთიდან, ბათუმი, 2004.
32. ჯავახიშვილი ქ., ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები, თბილისი, 1972.
33. Henkel F., Die Römischen Fingerringe der Rheinlande und der benachbarten Gebiete. Berlin, 1913.
34. Isings C., Roman glass from dated finds. Groningen/Djakarta, 1957.
35. Jaworski P., Karasiewicz-Szczypiorski R., Mamuladze S., The rise and fall of the Roman fort in Apsaros: recent numismatic evidence. Polish Archaeology in the Mediterranean 30. Warsaw, 2021.
36. Kakhidze A., Shalikadze T., New archaeological reveals in village Makho. Caucasus Journal of Social Scienses, 3/1. Tbilisi, 2010.
37. Kakhidze, E., The Christianization of Georgia. Abstracts of the reports of the conference: The Black Sea Region: Past, Present and Future. Istanbul, 2004.
38. Kakhidze, E., Apsarus. Eirene XLIII. Prague, 2007.
39. Kakhidze E., Apsaros: A Roman fort in southwestern Georgia, Meetings of Cultures in the Black Sea Region: Between Conflict and Coexistence. Aarhus, 2008.
40. Kakhidze E., Mamuladze S., „Pontus Limes“: the Caucasian Frontier. Roman art and civilization – a common language in Antiquity. Catalogue of the itinerant exhibition. M. Iacob (ed.). Tulcea, 2014.
41. Karasiewicz-Szczypiorski R., Apsaros – early headquarters building (Principia). New localization. Pro Georgia 26: Journal of Kartvelological Studies. Warsaw, 2016.
42. Karasiewicz-Szczypiorski R., Kakhidze E., Gonio (Apsarus) in Adjara – Excavations of Roman fort. First Polish-Georgian archae-ological mission. Pro Georgia: Journal of Kartvelological Studies 25. Warsaw, 2015.
43. Karasiewicz-Szczypiorski R., Mamuladze S., Early fortifications at the Apsaros fort (Gonio, Georgia). New discoveries. Pro Georgia 29: Journal of Kartvelological Studies. Warsaw, 2019.
44. Karasiewicz-Szczypiorski R., Mamuladze S., Jaworski P., Wagner M., Gonio (Apsaros) in Adjara: excavation of the Roman fort interim report on the first season of the Polish-Georgian archa-eological expedition. Polish Archaeology in the Mediterranean 25. Warsaw, 2016.
45. Mamuladze S., Ebralidze T., Turmanidze M., Graves dated back to Roman Age along lower stream of river of Chorokhi (Kapandibi). Caucasus Journal of Social Scienses, 3/1. Tbilisi, 2010.
46. Mamuladze S., Kakhidze E., Apsarus: The Roman acculturation center in the eastern Black Sea area. 1st International Symposium of Georgian Culture: Georgian art in the context of European and Asian cultures. Tbilisi, 2009.
47. Mamuladze S., Kakhidze E., Specimens related to cult from the fort of Apsarus. Ancient Sacral Monuments and the Black Sea (eds E.K. Petropoulos, A.A. Maslennikov). Thessaloniki, 2010.
48. Mamuladze S., Kakhidze E., Khalvashi M., Die Römer in Südwest-georgien. Georgica: Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens 24. Jena, 2001.
49. Mamuladze S., Kamadadze K., Kakhidze E., Avgia Church (Batumi, Georgia). Światowit. Annual of the Institute of Archaeology of the University of Warsaw 59, 2020.
50. Mamuladze S., Karasiewicz-Szczypiorski R., Shalikadze T., Surmanidze N., Kakhidze E. Interim report on Polish-Georgian excavation of a Roman fort in Gonio (Apsaros) in 2014. Polish Archaeology in the Mediterranean 25 Warsaw, 2016.
51. Morin-Jean (Jean Alexis Joseph Morin), La verrerie en Gaule sous L'Empire Romain. Nogent-le-Roi. 1977 (Réimpression de l’edition de Paris 1913).
52. Simenenko A., Marcenko I., Limberis N., Römische Importe in sarmatischen und maiotischen Gräbern. Archäologie in Eurasien 25. Mainz, 2008.
53. Есаян С., Калантарян А., Древний некрополь Ошкана. Вестник общественных наук АН Армянской ССР 12. Ереван, 1976.
54. Кунина Н.З., К вопросу о западном импорте стекла на Боспор. Труды Государственного Эрмитажа XXIV. Ленинград. 1984.
55. Хоштария Н.В., Археологические исследования Уреки. მსკა I, თბილისი, 1955.