ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
მარიკა მშვილდაძე ∘
ღვთაება ნემესისის კულტი გვიანანტიკური პერიოდის ქართლშიღვთაება ნემესისის (ძვ. ბერძნ. Νέμεσις) წარმოშობის შესა-ხებ ანტიკურ წყაროებში სხვადასხვა ვერსია არსებობს. ჰესიო-დეს მიხედვით, იგი ნიქსისა (ან ნიქტი) (ძვ. ბერძნ. Νύξ, Νυκτός, ლათ. nox) და ერებოსის (ძვ. ბერძნ. Ἔρεβος, ლათ. Erebus) შვილია (Ἡσίοδος, Θεογονία, 233). პავსიანუსი ღვთაებას ოკეანის (ძვ. ბერძნ. Ὠκεανός) ასულად მოიხსენიებს Παυσανίας, Περιήγησις τῆς Ἑλλάδος, I,33,3; VII,5,3). სხვა ვერსიის მიხედვით, თემიდასა (ძვ. ბერძნ. Θέμις, Θέμιδος; ლათ. Themis) და ზევსის (Ζεύς) შვილია. ნემესისი ერთ-ერთი უძველესი და პატივდებული – ბედის გან-მასახიერებელი ღვთაება იყო ძველ საბერძნეთში (სურ. 1). იგი სამართლიანი შურისძიების, მორალის ქალღმერთად გვევლი-ნება. ღვთაების სახელი მომდინარეობს ბერძნული Νέμεσις ნემესი-დან („განაწილება სამართლიანობის მიხედვით“). მის მოვალეობას დანაშაულისთვის დასჯა (სიკვდილი) და მოკვდავ-თა შორის სიკეთის თანაბრად გადანაწილება წარმოადგენდა. ნემესისის სახით ღმერთები რისხვას უგზავნიდნენ განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანებს თემიდას, ღვთაებრივი სამარ-თლიანობისა და მორალის ღვთაების უგულებელყოფის გამო. ძველ ბერძნულ ტრაგედიებშიც ნემესისი სწორედ დანაშაულის-თვის შურისმაძიებლად გვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ნემესისი ტიხეს საწინააღმდეგო ღვთა-ებაა. მისი სახე მსგავსია ღმერთების დიდი დედა კიბელას, რე-ას, დემეტრას, არტემიდას სახისა. სმირნაში (Σμύρνη) არსებობ-და ორმაგი ღვთაება ნემესისი (სურ. 2), რომელიც უფრო ახ-ლოს დგას აფროდიტესთან, ვიდრე არტემიდესთან. ზოგადად, ღვთაების ორი ბუნების გამოვლინებას მიმზიდველობის და შეუ-რიგებლობის შერწყმას მიაწერენ. მისი სახე აღადგენინა ალექ-სანდრე დიდმა.
ძველ რომში ნემესისს უპირატესად ლეგიონერები სცემდნენ თაყვანს და ითვლებოდა გლადიატორების დამცველად. რომში ღვთაება წარმოადგენდა ერთგვარ „იმპერიის ფორტუნას“, რო-მელიც, ერთი მხრივ, იმპერიის შურისძიებას, ხოლო, მეორე მხრივ, იმპერიის მიერ სუბსიდირებულ საჩუქრებს არიგებდა. ქალღმერთი გამოსახულია კლავდიუსის (Tiberius Claudius Drusus, 41-54 წწ.) (სურ. 3), ადრიანეს (Publius Aelius Traianus Hadrianus, 117-138 წწ.) (სურ. 4), ფილიპე არაბის (Marcus Iulius Philippus, 244-248 წწ.) საიმპერატორო მონეტების რევერსზე (სურ. 5), რო-გორც Nemesis-Pax (ნემესისი-მშვიდობა) [ნემესისზე, მის მიმდევ-რებზე და რომის ცხოვრებაში ღვთაების ადგილზე იხ.: 6]. მას თაყვანს სცემდნენ ადრიანეს (117-138 წწ.) გააზატებული მონები. ძვ.წ. III საუკუნიდან ფიქსირდება ყოვლისშემძლე ნემესისი--ფორტუნას კულტი. ღვთაება გამოისახებოდა ტანმაღალ ქა-ლად, ისეთი ატრიბუტებით, რომლებიც მეთვალყურეობაზე, სას-ჯელზე და მიანიშნებდა (სასწორი, აღვირი, მახვილი, ფრთები, ეტლი...).
გვიანანტიკური ხანის პერიოდში ნემესისის კულტი ქარ-თლის (იბერია) სამეფოში – მცხეთის, ურბნისის და ჟინვალის ტერიტორიაზე ფიქსირდება. კერძოდ, აქ აღმოჩენილ გემა-ინტა-ლიოებზე: 1. ბრინჯაოს ბეჭდის ცისფერი მინის ინტალიოზე, მცხეთა, სამთავროს სამაროვანი, სამარხი №182, ახ.წ. II საუკუნე [1. 19-20, ტაბ. II, 14]; 2. ვერცხლის ბეჭდის სარდიონის ინტალი-ოზე, მცხეთა, სამთავროს სამაროვანი, სამარხი №290, ახ.წ. III საუკუნე [1. 27-28, ტაბ. II, 23]; 3. ოვალური ფორმის სარდიონის ინტალიოზე რკინის ბეჭდის ფრაგმენტში (ინვ.№01/35-16382). ინ-ტალიოს სიგრძე – 23 მმ, სიგანე – 18 მმ. ახ.წ. III საუკუნე (სურ. 6), მცხეთის საქალაქო სამაროვანი (ბაიათხევი), №33 კრა-მიტსამარხი, ახ.წ. III საუკუნე (2. 461); 4. ოვალური ფორმის სარდიონის ინტალიოზე რკინის ბეჭდის ფრაგმენტში (ინვ.№01/5-6733). ინტალიოს სიგრძე – 9 მმ, სიგანე – 7 მმ. ახ.წ. II საუკუ-ნე (სურ. 7). კარსნისხევის მეთუნე ხელოსანთა უბანი, №27 კრა-მიტსამარხი, ახ.წ. II-III საუკუნეები (2. 461); 5. რკინის ბეჭდის ოვალური ფორმის სარდერის ინტალიოზე, ურბნისი, XXV უბა-ნი, კულტურული ფენა, ახ.წ. III საუკუნე. შესაძლოა ინტალიო რამდენადმე უფრო ადრეული იყოს [4. 55, ტაბ. V,75.]; 6. ვერ-ცხლის ბეჭდის ოვალური ფორმის სარდიონის ინტალიოზე, ურბნისის სამაროვანი, სამარხი №167, ახ.წ. III საუკუნე [4.70, ტაბ. VI,105.]; 7. ოქროს ბეჭდის ოვალური ფორმის სარდიონის ინტალიოზე, ურბნისის სამაროვანი, სამარხი №11, ახ.წ. III-IV სა-უკუნეები [4.79, ტაბ. VII,126]; 8. რკინის ბეჭდის ფრაგმენტში სარდიონის ინტალიო, ჟინვალის სამაროვნის №341 ინვენტარია-ნი სამარხი, ახ.წ. II საუკუნე. მარცხენა ხელის ფალანგაზე [3.28]; 9. რკინის ბეჭდის სარდიონის ინტალიოზე, ჟინვალის სამაროვ-ნის №262 ინვენტარიანი სამარხი, ახ. წ. III საუკუნე. მარცხენა ხელის ფალანგაზე [3. 48].
დიდი მცხეთის ტერიტორიაზე ორ ინტალიოზე (№№3,4) ქალღმერთი ნემესისი წარმოდგენილია პროფილში მარცხნივ, გრძელი პეპლოსით შემოსილი. ღვთაებას თვალები ახვეული აქვს. იდაყვში მოხრილი და ზემოთ აწეული მარცხენა ხელით პეპლოსის ზედა ნაწილი უჭირავს, დაბლა დაშვებული მარჯვე-ნათი კი – სასწორი. ქართლის დედაქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნემესისის გამოსახულებიანი გემები ახ.წ. II-III საუ-კუნეებით თარიღდება [2.461].
ურბნისის ინტალიოზე (№5, 6) გრძელი ქიტონით შემოსილ ღვთაებას მარცხენა ხელში სამოსი უჭირავს, მარჯვენაში კი – ქიტონის ბოლო (ანაბეჭდზე). ურბნისის ტერიტორიაზე გვხვდება, აგრეთვე, ფრთოსანი ნემესისის გამოსახულება, რომელიც გრძელი უსახელო ქიტონითაა შემოსილი. ღვთაებას მარცხენა ხელში ქიტონის ბოლო უჭირავს, მარჯვენათი კი – ტოტი (ანა-ბეჭდზე). ურბნისის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნემესისის გამოსახულებიანი ინტალიოები ახ.წ. II-IV საუკუნის დასაწყისით თარიღდება [4. 55,70,79]. რაც შეეხება ჟინვალის სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნემესისის გამოსახულებიან ინტალი-ოებს, ერთი ახ.წ. II საუკუნით, ხოლო მეორე ახ.წ. III საუკუნით თარიღდება [3.28,48].
კვლევის შედეგად დგინდება, რომ აღმოსავლეთ საქარ-თველოს – ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნე-მესისის გამოსახულებიანი საბეჭდავი ბეჭდები ქვეყნის მნიშვნე-ლოვან ქალაქებში ფიქსირდება. კერძოდ, ქართლის დედაქა-ლაქ მცხეთაში, იბერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკო-ნომიკურ ცენტრში – ურბნისში, ჟინვალში – ქალაქი, რომელიც რომის მიერ ქართლის „მეგობარ“ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, ქართლის მიერ კავკასიონზე გარდამავალი გზების ერ-თგვარ ჭიშკარს წარმოადგენდა. ყველა ჩვენ მიერ აღნიშნული ქალაქი: მცხეთა, ურბნისი, ჟინვალი სავაჭრო გზაჯვარედინებზე მდებარეობდა. ქალაქებში დაწინაურებული იყო ვაჭრობა, ხე-ლოსნობა...
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ღვთაება ნემე-სისის გამოსახულებიანი ბეჭდები ძირითადად საშუალო ფენის მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. ზემოთ მოყვანილი 9 ინ-ტალიოდან ხუთი რკინის, ერთი ბრინჯაოს, ორი ვერცხლის და ერთიც ოქროს ბეჭედშია ჩასმული. ინტალიოები მასობრივი პროდუქციის ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც არ განსხვავ-დება გვიანანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი ასევე მა-სობრივი პროდუქციის ნიმუშებისაგან. ბეჭდები და ინტალიოები ახ.წ. I-III საუკუნეებით თარიღდება. მხოლოდ №7 ოქროს ბეჭე-დი ურბნისის სამაროვნიდან, რომელშიც ოვალური ფორმის სარდიონის ინტალიოა ჩასმული, ლ. ჭილაშვილის აზრით, თა-რიღდება ახ.წ. IV საუკუნით. ინტალიო კი უფრო ადრინდელი პერიოდისა უნდა იყოსო, აღნიშნავდა მკვლევარი [5. 68-69]. ქ. ჯავახიშვილი ინტალიოს ახ.წ. III-IV საუკუნეებით ათარიღებს [4.79, ტაბ. VII, 126].
ნემესისის გამოსახულებიანი ინტალიოების კვლევის შედე-გად დგინდება, რომ ქართლის (იბერია) სამეფოში გავრცელე-ბულია ანტიკური წარმართული პანთეონი, რაც პოლიტიკური ორიენტაციის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. აშკარაა, რომ ქართლი ანტიკური ოიკუმენის ნაწილია, რაც ასახულია კიდეც ჭრილა ქვებზე. ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული ანტიკური ღვთაებების გამოსახულებებიანი საბეჭდავები. ქარ-თლში ღვთაება ნემესისის გამოსახულებიანი ბეჭდები შემოდის სწორედ იმ დროს, რა დროსაც რომის იმპერიაშია პოპულარუ-ლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ღვთაება ერთგვარ „იმპე-რიის ფორტუნას“ წარმოადგენდა, რომელიც, ერთი მხრივ, იმ-პერიის შურისძიებას, ხოლო, მეორე მხრივ, იმპერიის მიერ სუბ-სიდირებულ საჩუქრებს არიგებდა. პოპულარული იყო რო-გორც ელიტარულ, ისე საშუალო და დაბალ ფენებში. თაყვანს სცემდნენ გააზატებული მონები.... ჩვენ მიერ შესწავლილი ინტა-ლიოები სწორედ ახ.წ. I-III საუკუნეებს განეკუთვნება.
ლიტერატურა – REFERENSES
1. ლორთქიფანიძე მ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, I, თბილისი, 1954.
2. მშვილდაძე მ., დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკ-რძალში დაცული გვიან ანტიკური ხანის გლიპტიკური ძეგლები, მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა, VI-VII, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაც-ვის ეროვნული სააგენტო“. თბილისი, 2021, გვ.452-469.
3. ჩიხლაძე ვ., ჟინვალის ნაქალაქარი, თბილისი, 2015.
4. ჯავახიშვილი ქ., ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები, თბილისი, 1972.
5. ჭილაშვილი ლ., ნაქალაქარი ურბნისი, თბილისი, 1964.
6. Michael B. Hornum, Nemesis, the Roman state and the games, Brill, 1993.
სურ.1
ეგვიპტეში აღმოჩენილი ღვთაება ნემესისის მარმარილოს ქანდაკება,
ახ.წ. II ს. პარიზი, ლუვრის მუზეუმი
სურ.2
ორმაგი ნემესისი ეფესოდან
სურ.3
კლავდიუსის (41-54 წწ.)
ვერცხლის მონეტა (დინარი)
რევერსზე ნემესისის გამოსახულებით
სურ.4
ადრიანეს (117-138 წწ.) 136 წელს
მოჭრილი ვერცხლის მონეტა (სესტერცი) რევერსზე ნემესისის გამოსახულებით
სურ.5
ფილიპე არაბის (244-248 წწ.)
ვერცხლის მონეტის რევერსი ნემესისის გამოსახულებით
სურ. 6
მცხეთის საქალაქო სამაროვანი (ბაიათხევი),
№33 კრამიტსამარხი, ახ.წ. III საუკუნე
სურ. 7
კარსნისხევის მეთუნე-ხელოსანთა
უბნის №27 კრამიტსამარხი. ახ.წ. II-III სს.