ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ნინო ოთხვანი
რელიგიის ნიშნები პრეისტორიული საზოგადოების სახელობო საქმიანობაში

 

ტრადიციულ საზოგადოებაში ნედლეულის ამოღების შემ-დგომი მოგების, რიტუალური და სოციალური ყოფის განსაზღ-ვრა ბევრად სცილდება უბრალოდ მადნის მოპოვების პროცე-სებს. წარმოება პირდაპირპროპორციულია მწარმოებლის და დამკვეთის მენტალურ-სოციალური ურთიერთობებისა, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების რელიგიურ ფაქტორს. მადანმომპოვებელთა კოლექტივები დღემდე გარკვეულ წმინ-დანებს სამთო საქმიანობაში მფარველებად მიიჩნევენ და გარ-კვეულ ტრადიციულ რიტუალებსაც ასრულებენ მათი კეთილ-განწყობის მოსაპოვებლად [20.119]. საყდრისის მაღარო და ძეძ-ვების სახელოსნო სადგომის აღმოჩენები გვაიძულებს გადავხე-დოთ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულ ადრე ბრინ-ჯაოს ხანის მოსახლეობის საქმიანობის უკვე მიღებულ, აღიარე-ბულ ჩვევებს და გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ შეხედუ-ლებებში, რომლის მიხედვითაც მტკვარ-არაქსის კულტურის კუთვნილი საზოგადოება მკაცრად მიწათმოქმედ-მესაქონლე ერთობად არის წარმოდგენილი და აქცენტები გადავიტანოთ სახელობო დარგების ჩამოყალიბებაზე, კონკრეტულად, ლი-თონწარმოებაზე, რომელიც უკვე მათი საქმიანობის გამოკვეთი-ლი, ცალკე მდგომი დარგია. ყურადღება გავამახვილოთ ლი-თონის, ოქროს, მოპოვება-დამუშავების პრობლემებზე. სამთო საქმიანობა რომ უკვე გამოკვეთილი სახელობო დარგია, ამაზე მეტყველებს საყდრისის სამთო ობიექტზე არქეოლოგიური კვლევების პროცესში გამოკვეთილი მთელი რიგი ნიუანსები, რაც მანამდე, სხვა შემთხვევებში, საყდრისის აღმოჩენებამდე, არ შეგვხვედრია. არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგები საყ-დრისში გვაიძულებს ახლებურად შევხედოთ 5000 წლის წინან-დელ სამთო-მომპოვებელთა წეს-ჩვეულებებს და დავსვათ მთე-ლი იგი კითხვები: რამდენად შეგნებული და არა სპონტანური ხასიათი ჰქონდა მელითონეობას მტკვარ-არაქსის ხანის საზოგა-დოებაში და შეგვიძლია თუ არა განვსაზღვროთ ის თავისებუ-რებები, რაც ამ ქმედებებს რელიგიურ და სულიერ თვისებებს მიანიჭებდა [11.19; 20.119]? გამომდინარე აქედან, საყდრისის აღ-მოჩენების პარალელურად აქცენტები გაკეთდა გარკვეულ ნი-შან-თვისებებზე, რათა გასაგები გამხდარიყო, თუ რა როლს თამაშობდა მელითონე საზოგადოების ყოფის ყოველდღიურო-ბაში რელიგიური და სულიერი აზროვნება, რისი მოლოდინები ჰქონდა პრეისტორიელ სამთოელს სამუშაოს დაწყების პროცე-სებში და როგორ გამოხატავდა იგი უზენაესი მფარველებისად-მი, თუ მსგავსი ობიექტი არსებობდა, მადლიერების გრძნობას.
საყდრის-ძეძვების კომპლექსი მიეკუთვნებოდა პრეისტორიუ-ლი სამყაროს ოქროს მომპოვებელ უმნიშვნელოვანეს მსოფ-ლიო მნიშვნელობის ძეგლს. მრავალწლიანი ეტაპობრივი კვლევების შედეგად, ქართულ-გერმანულმა სამეცნიერო ჯგუფმა მტკვარ-არაქსის კულტურის მელითონეობაში როგორც ეკონო-მიკური, ისე სოციალური ასპექტების შემცველი უმნიშვნელოვა-ნესი მონაცემები მოაგროვა [12; 15; 18; 20]. არქეოლოგიური კვლევების პარალელურად, სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა სხვა-დასხვა ტიპის მრავალი კვლევა (ლაბორატორიული, სამთო, ექსპერიმენტული და სხვ.) მუშა პროცესების სურათის აღდგენის მიზნით [17.103-138]. სამთო საქმიანობისათვის განკუთვნილი სა-მუშაო იარაღების შესწავლამ მოგვცა შესაძლებლობა თანმიმ-დევრულად აღდგენილიყო მელითონეთა საქმიანობის უწყვეტი ჯაჭვი, მადნის მოპოვებიდან მოყოლებული, მისი დაფქვა-რეცხ-ვით დასრულებული. კვლევები პარალელურად ითვალისწინებ-და სამთოელთა დასახლების მოძიებას, სადაც ამოღებული ნედლეულის საბოლოო გადამუშავება და მისი პროდუქტად ქცევა უნდა მომხდარიყო. საყდრისის მაღაროდან 2 კმ-ზე მიგ-ნებულ იქნა თანადროული დასახლება და სამარხთა ჯგუფები, რომელთა მასალაც საყდრისის აღმოჩენებს აზრობრივად ებ-მოდა. გაირკვა, რომ შრომატევადი საქმის უდიდესი ნაწილი, ოქროს მადნის დაქუცმაცება-დაფქვა, სწორედ ძეძვების ტერი-ტორიაზე წარმოებდა. ძეძვების სამთოელთა სადგომი-ნამოსახ-ლარი განსხვავებულია მტკვარ-არაქსის კულტურის აქამდე ცნობილი ნამოსახლარებისაგან. აქ, მიწათმოქმედ-მესაქონლეთა სტანდარტული ნამოსახლარებისაგან განსხვავებით, სახელობო იარაღებიდან სახეზეა უმეტესად სამთო საქმიანობისათვის დამა-ხასიათებელი ინვენტარი. შეიძლება ითქვას, რომ ძეძვების ნა-მოსახლარის (დროებითი სადგომების) ტერიტორიაზე მცხოვრე-ბი ადამიანები დაკავებული იყვნენ მხოლოდ ლითონის მოპო-ვებით და არ მისდევდნენ ინტენსიურ აგრარულ მეურნეობას. ოქროს მოპოვება-გადამუშავება-წარმოება ტექნიკური პროცესე-ბის მკვეთრ დეფინიციას და შრომის დანაწილებას გულისხმობს [19.79-81]. საყდრისის გამოკვლეულ მაღაროებში ოქროს შემცვე-ლი ძარღვების ნიადაგში ჩასვლის მაქსიმალური სიღრმე 30 მეტრამდე აღწევდა. როგორც გაირკვა, უძველესი სამთოელი მიუყვებოდა სწორედ ამ მაღალი შემცველობის ძარღვს, ათავი-სუფლებდა მას და შედეგად რჩებოდა სწორედ იმ სიფართის შტრეკები, რამხელაც იყო ძარღვი [20.120]. მოგვიანებით ეს გა-მოთავისუფლებული სივრცეები საგანგებოდ ივსებოდა გადამუ-შავებული ნარჩენებით [14.97-99; 13.71-77]. პერიოდულად, სიტუა-ციიდან გამომდინარე, უძველეს სამთოელს ერთხელ გამოტანი-ლი და უკვე გადახარისხებული მასის, გარკვეულ საწარმოო და ყოფით ნარჩენებთან ერთად, უკან, მაღაროებში შეტანა უწევს. შტრეკების საგანგებოდ შევსება ე.წ. „საწარმოო ნაგვით“ გათხრების პროცესში არაერთხელ იქნა დაფიქსირებული. რაც შეეხება შევსების სახეს – მას არ ჰქონდა ტექნიკური (შახტის სტაბილიზაცია, ნაგვის დაბინავება) ხასიათი. საყდრის-ყაჩაღია-ნის გეოლოგია მყარი ქანებით იყო წარმოდგენილი და ნების-მიერი შევსება ოქროს ძარღვების გამოღება-დამუშავების პრო-ცესში მხოლოდ ხელის შემშლელი უნდა ყოფილიყო. გამომდი-ნარე აქედან, ერთხელ უკვე გამონგრეული ქანის არამომგებია-ნი მასის ხელმეორედ მოხვედრა მაღაროებში, სხვა კულტუ-რულ ნაგავთან ერთად, მიზანმიმართული ქმედება უნდა ყოფი-ლიყო. მას, როგორც ჩანს, პერიოდულად მიმართავდა პრეის-ტორიელი სამთოელი, რათა შეექმნა გარკვეული მყარი პლაც-დარმები მიუწვდომელი მონაკვეთებიდან ოქროს ძარღვის სრულფასოვნად გამოღების მიზნით. მსგავსი პლაცდარმების მოსაწყობად სწორედ ამით უნდა აიხსნას მსგავს ფენებში ინერ-ტულ მასალასთან ერთად კერამიკის ფრაგმენტებისა და ძვლის იარაღების ჩართულობაც. საყდრისის სამთო-არქეოლოგიური ობიექტის კერამიკა, შრომის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, პირველ რიგში გამოიყენებოდა, როგორც სასმისი ინვენტარი და სითხის მარაგის შემნახველი ჭურჭელი [2.6-29], მაგრამ უკა-ნასკნელმა კვლევებმა მათი მეორადად გამოყენების კვალიც დაადასტურა [3. 2019, სპეკალი №13]. კერამიკის ფრაგმენტების უდიდესი ნაწილი ჩასასვლელების ზედა მონაკვეთებში გვხვდე-ბა, რაც საფქვავ-გასამდიდრებელ მოედნებს, სავარაუდოდ, მის ძირითად ადგილსამყოფლად მოგვააზრებინებს, ხოლო მაღა-როებში ალტერნატიული, გამძლე ჭურჭლის გამოყენებაზე [2. 6-29] უნდა ვიფიქროთ (მაგ.: ტყავის მათარები და ტიკები). თ. შტოლნერი არ გამორიცხავს მაღაროების ჩასასვლელებთან მოწყობილ პირველადი დამუშავების მოედნებზე მონოტონური შრომის შესამსუბუქებლად ალკოჰოლური სასმელის მიღებასაც [20. 121]. რამდენად ვეთანხმებით ამ მოსაზრებას, სხვა საკითხი-ა, მაგრამ, მეორე მხრივ, კოლექტიური შრომის პრაქტიკა, რო-გორც ბევრი ქვეყნის და მათ შორის ქართული ეთნოლოგიური მასალიდან ჩანს, არცთუ იშვიათად მიდის მცირე ალკოჰოლის და შრომის მოტივებზე შექმილი სიმღერების ფონზე. ასეთ ღრმა წარსულში, მაშინ, როდესაც შესაფერისი არგუმენტები არ გვაქვს, მოსაზრების საფუძვლად მხოლოდ ეთნოლოგია თუ გამოდგება. გამომდინარე აქედან, მოსაზრებას ვერც უარ-ვყოფთ და ვერც მტკიცების სახით დავადასტურებთ. მოსაზრე-ბას კი, როგორც სამუშაო ვერსიას, ნამდვილად აქვს არსებო-ბის უფლება. მიწის ზევით, მაღაროების ფერდებზე, საფქვავი და სანაყი ორმოების არსებობა ამოღებული ნედლეულის და-ხარისხებაზე მიუთითებს. სავარაუდოდ, მაღაროელს მიწის ქვეშ უჭირდა მადნის ხარისხის განსაზღვრა (ოქროს მაღალი თუ დაბალი შემცველობის დადგენა) და სწორედ ამ პროცესებს ემ-სახურებოდა სამუშაო ობიექტები მაღაროს თითქმის მთელ ზე-დაპირზე, დედაქანში, ამოღებული საფქვავ-დასაქუცმაცებელი სანაყი ორმოები (ე.წ. ამბოსები) და ფხვნილადქცეული მადნის გასარეცხი აუზი. ასეთი მიწისზედა პირველადი გადასამუშავებე-ლი სანაყები (ე.წ. ამბოსები) აღმოჩნდა მაღაროს ყველა ჩასას-ვლელთან. მადნის პირველადი შემოწმება უნდა მომხდარიყო ყველაზე ინტენსიურ სარეცხ-საფქვავ მოედანზე, რომელსაც კვლევების პროცესში A ჩასასვლელი ეწოდა. ყველაზე ნათ-ლად რიტუალების არსებობაზე მიწისქვეშა გამონამუშევრების გალერეებში აღმოჩენილი სამთო იარაღები მეტყველებს. 2005-2011 წლებში მიწისქვეშა არქეოლოგიური გათხრების დროს აღ-მოჩნდა უროები, რომლებიც ადგილზე საგანგებოდ დატოვებუ-ლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პირველად მსგავსი შემთხვევა A ჩასასვლელის მე-2 შახტის ჩრდ. დას. ნიშის №25011 შრეში იქ-ნა მიკვლეული. აქ ნაპოვნი იქნა 4 მოზრდილი მთელი (№3908, 3909, 3910, 3911) და ერთიც ფრაგმენტული (№3892) სანგრევი ურო. თავდაპირველად მთელი უროები გამოუყენებლის შთა-ბეჭდილებას ტოვებდა. ტრასოლოგიურმა კვლევამ მათზე ნამუ-შევარი კვალი დააფიქსირა. ამ უროთაგან ორი (№3909 და №3910) გამოირჩევა სიდიდით, №3010 კი გამორჩეული ფორმი-საა. მას, ფორმის ტიპოლოგიური თვალსაზრისით, საყდრისის ტერიტორიაზე ანალოგი არ გააჩნია. უროთა აღმოჩენის ად-გილზე, გვერდით, გამონამუშევარი მთლიანად შევსებული იყო საწარმოო ნაგვით. მსგავსი დასაწყობება ინვენტარისა დაფიქსი-რებული იყო A 1/2 ჩასასვლელის შრე №№24022, 24069-5, ჩა-სასვლელი A 1/3 შრე №23005 და ბოლოს A 1/2 ჩასასვლელის ჩრდილოეთ უკიდურეს გაფართოებაში, სადაც №24043 შრეში, ძარღვის სრულად ამოღების შემდეგ, დაუტოვებიათ სამუშაო იარაღები. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი უროები მოზრდილი ზომისაა და უხმარის შთაბეჭდილებას ტოვებს – აღნიშნავს მკვლევარი [20. 121], რომელიც სამთოელთა სა-ხელობო ჩვევებზე საუბრობს და უროთა დატოვებას დასრულე-ბულ ობიექტზე შესაწირის სახით საგანგებო რიტუალის ნაწი-ლად თვლის. გარდა ქვის ინვენტარისა, მკვლევარი სარიტუა-ლო დანიშნულებისად მიიჩნევს A 1/2 ჩასასვლელის უკიდურეს სამხრეთ ნაპირში ცეცხლის კვალსა და საწარმოოო ნაგავს შო-რის აღმოჩენილ ძვლის იარაღზეც. მსგავს დასკვნას მკვლევა-რი მაღაროს სტრატიგრაფიულ ჭრილზე დაყრდნობით აკე-თებს, სადაც ჩანს, რომ უროთა დატოვება წინ უსწრებს დასრუ-ლებული ობიექტის საწარმოო ნაგვით საგანგებოდ ამოვსებას.
რაც შეეხება მადნის სრულფასოვან პროფესიულ დონეზე დამუშავებას, იგი ძეძვების ნამოსახლარის ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო [13. 71-77], სადაც მადნის დაფქვა, რო-გორც ჩანს, ხდებოდა არა მარტო უშუალოდ სახელოსნო ად-გილებზე, არამედ მის გარეთ ეზოებშიც, რაც მადნის ჭარბი ოდენობით და სახელოსნოების გადატვირთვით უნდა ყოფილი-ყო გამოწვეული [20.119-120]. ძეძვების ნამოსახლარზე გამოვლე-ნილია რამდენიმე სახელოსნო უბანი (II,2; III,5). აღნიშნულ სა-ხელოსნოებში პირველად ოქროს დნობის პროცესების მტკიცე-ბა ჭირს, მიუხედავად III,5 უბანზე ნაცრით სავსე ორმოში აღმო-ჩენილი სადნობი ტიგელისა, რომელშიც დაფიქსირდა სუფთა სპილენძისა და დარიშხანიანი სპილენძის დნობა [20.120]. გა-მომდინარე აქედან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვლევ მიმარ-თულებად სადნობი კონცენტრატის მინერალოგიური შემადგენ-ლობა იქცა. ცდებმა აჩვენა, რომ საკვლევად უნდა აღებულიყო ჰემატიტის მაღალი შემცველობის ნიმუშები როგორც საყდრისის სამთო-არქეოლოგიური, ისე ძეძვების სახელოსნო ობიექტები-დან. ამ მხრივ საინტერესო გამოდგა II,8 უბანზე აღმოჩენილი სახლი №4, ცილინდრული ფორმის სტაციონარული, თიხით ამოლესილი ორმო (კერა?) №38046, რომელშიც ჩადგმული იყო ტაფისებური, გვერდშეზნექილი, შეზნექვის ადგილას ხელ-მოსაკიდშვერილიანი, ბრტყელძირა ტაფისებური ჭურჭელი. სტი-ლისტურად ამ ფორმის ჭურჭელი ძეძვების ნამოსახლარზე ერ-თადერთია, მსგავსებით კი ყველაზე ახლოს დგას თისელი სე-რის მტკვარ-არაქსის კულტურის ნიმუშთან [1.110-132]. ჭურჭლის ფსკერის ლაბორატორიულმა კვლევამ ოქროს კვალზე მიგვი-თითა. ოქროს შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები კონცენ-ტრატის გარეცხვის შემდეგ უნდა ჩარჩენილიყო ტაფისებური ჭურჭლის ფორებში. ცალკე საკითხია უკვე მწყობრიდან გამო-სული ინვენტარის საგანგებოდ კერა-სამსხვერპლოში მოთავსე-ბა. ნაგებობა №4-ში პარალელურად აღმოჩენილი იყო უჩვეუ-ლოდ დიდი ოდენობის სასრეს-საფქვავი იარაღი. ყოველივე ერთად გარკვეული რიტუალური ცერემონიის აღსრულების შთაბეჭდილებას ტოვებდა [20. 120-121]. მსგავსი მოსაზრება პა-რალელურ რეჟიმში აჩენს კითხვებს, თუ როდის სრულდება ეს რიტუალი, სამუშაოს დაწყების წინ თუ დასრულებისას? რის-თვის სრულდებოდა იგი, მფარველი ღვთაების კეთილგანწყო-ბის მოსაპოვებლად თუ წარმატებით დასრულებული სამუშაოს მადლიერების ნიშნად? აქვს თუ არა მსგავს შემთხვევებს ადგი-ლი სხვა ცნობილ სამთო-მომპოვებელ ობიექტზე? თუ აქვს, რა სახისაა ისინი? დავიწყოთ თანმიმდევრულად მოპოვების პრო-ცესებით:
როგორც კვლევებმა გვიჩვენა, საყდრისის მაღაროს სეზო-ნური გამოყენების სახე უფრო აქვს, ვიდრე მისი მთელი წლის განმავლობაში აქტიური ექსპლუატაციისა. ალბათ ამანაც გან-საზღვრა რიტუალების სახასიათო ელემენტების შედარებით მცირე ოდენობით პოვნა-გამოვლენა. უძველესი ფენების დაზია-ნება უნდა მომხდარიყო ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში, როდესაც სამთოელი დიდი პაუზის შემდეგ კვლავ მიუბრუნდა საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტს. ამ შემთხვევაში ძეძვების სახე-ლოსნო სადგომების ინფორმაციები კრავს ყოფა-ცხოვრების სა-ხასიათო ჩვევების ჯაჭვს, სადაც გარკვეული ურთიერთდამოკი-დებულებაა სახეზე ოქროს მოპოვება-დამუშავების პროცესებისა და სოციალური მენტალობის კოლაბორაციისა. ამის მაგალი-თად გამოდგება სახლი №2, სადაც არასრულწლოვანის №7 სა-მარხი გამართული იყო მადნის დასაფქვავი ორი დიდი დაფის ქვეშ, რომელთაც ხანგრძლივი ფუნქციონირების კვალი ეტყო-ბათ. საფქვავი დაფა უშუალოდ სამარხს ებჯინება ძეძვები II,3-ის ტერიტორიაზე №3 სახლში აღმოჩენილ №5 ქვაყუთის ტიპის სამარხის შემთხვევაშიც. თუ სამარხი №7 გამართული იყო უშუა-ლოდ სახელოსნო ნაგებობაში, №5 სამარხის ერთ-ერთ კედ-ლად გამოყენებული იყო უფრო ადრეული ნაგებობის კედელი. ამ შემთხვევაშიც მადნის საფქვავი ფილების სამარხის კედლე-ბად ან სახურავად გამოყენება შემთხვევითი არ უნდა ყოფილი-ყო. მკვლევრები მათზე დაკვირვებით აკეთებენ ერთგვარ დას-კვნას: სამარხების უმრავლესობა კოლექტიური სახისაა და მოზ-რდილ ინდივიდებს ეკუთვნის, გარდა ერთი შემთხვევისა, სადაც მოზრდილებთან ერთად ერთი არასრულწლოვანი განსაკუთრე-ბული პატივითაა დაკრძალული. უმრავლესობა მათგანი (№2 სამარხის გარდა) მტკვარ-არაქსის კულტურის მეორე ნახევრით თარიღდება [13.80-85] და მიაჩნიათ, რომ არასრულწლოვანთა შემთხვევაში უფრო მკვეთრადაა გამოკვეთილი ის რიტუალური ელემენტები, რომლებიც საყდრისსა და ძეძვებს ერთმანეთთან აკავშირებს. მაგ.: სამარხების არქიტექტურაში მადნის საფქვავი დაფების ჩართვა, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა, აშკარად რიტუალური ხასიათის უნდა ყოფილიყო. ნათელია, რომ ეს ფილები საგანგებოდ იყო სამარხთა კონსტრუქციაში ჩართული – ასკვნიან ავტორები [20. 122-124]. რიტუალზე თვალის მიდევ-ნება შეიძლება ძეძვები II,7 ობიექტზე გამოვლენილი სამეურნეო ორმოს (შრე №37006) მაგალითზეც, სადაც გამომწვარი კერის ფრაგმენტებთან და თიხის ჭურჭელთან ერთად ორმოში აღ-მოჩნდა მადნის დასამუშავებელი სასრეს-საფქვავი იარღი (№24123). თიხის ჭურჭლებიდან სახეზეა ცალყურა ხელადა (№24122), ორყურა ქოთანი (№24129), დაზიანებული ქოთნი, ყე-ლისა და პირის გარეშე, რომელსაც შემორჩენილი აქვს ყურის მიძერწვის ადგილი (№24121) და სწორკედლა ჯამი (№24123). ჩე-მი აზრით, ჭურჭელი საგანგებოდ შერჩეული ჩანს. ვარაუდს მიმყარებს ორმოს შიგთავსი. თიხის ჭურჭლის ასორტიმენტიდან სახეზეა ყოფისათვის უპირობოდ აუცილებელი, უმთავრესი სა-ხეობები. სავარაუდოდ, ორმოში მოხვედრამდე ჭურჭელი საგან-გებოდ დაუზიანებიათ და პირდაღმა ჩაულაგებიათ, რაც ასევე, რიტუალის შემადგენელ ელემენტად შეგვიძლია მოვიაზროთ. მადნის სასრეს-საფქვავი იარაღების ორმოში აღმოჩენა კი მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ორმო საყდრისის მაღაროში ოქროს მოპოვების თანადროულია, ოღონდ დაბეჯითებით, თუ როდის შესრულდა რიტუალი, მადნის გადამამუშავებელი სამუ-შაოების დასაწყისში თუ დასრულების შემდეგ, ამის შესახებ ავ-ტორებს რამის გადაჭრით მტკიცება უჭირთ [20. 123-124]. ძეძვები II,7 უბნის გვერდით, სულ რამდენიმე მეტრში, გამოვლენილ იქ-ნა ახალი მონაკვეთი, რომელსაც პირობითად უბანი II,8 ეწო-და. აქ გამოიკვეთა რამდენიმე სამშენებლო დონე. უბანი ერო-ზიისა და მღრღნელებისაგან იმდენად იყო დაზიანებული, რომ გარკვეული ფენების რეკონსტრუირება თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. რაც მეტ-ნაკლებად სახეზეა, ესაა: სამი სამშენებლო დონე, რამდენიმე სხვადასხვა ფორმის კერით. ამ მონაკვეთს ნაგებობა №4 ეწოდა. ნაგებობის არქიტექტურული ფორმის (მტკვარ-არაქსის კულტურისათვის სახასიათო წრიული, ოვალუ-რი თუ მომრგვალებულკუთხეებიანი) ზუსტი მტკიცება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ძნელია [13. 72-75; 92-97]. შე-მორჩენილია მხოლოდ მისი ზედა მონაკვეთი. სავარაუდოდ, შენობას მაინც წრიული ან ოვალური ფორმა უნდა ჰქონოდა. მისი ფართობი 7X8 მ-ია. ყველაზე კარგად შენობის დასავლე-თი ნაწილია შემორჩენილი, სადაც რიყის ქვის სასრეს-საფქვავი იარაღები იყო კონცენტრირებული. აქ ორი შრეა – №38011 და №38017 საყურადღებო. №38011 კულტურული შრე უშუალოდ ქვის ინვენტარს შეიცავდა, ხოლო №38017 მდიდარი იყო კერა-მიკის ფრაგმენტებით. თავმოყრილი იყო კათხა-სასმისების, ჯამე-ბის, ხუფების, ქოთნების, დერგების ფრაგმენტები. ამავე უბანზე აღმოჩენილია №38057 შრე, სადაც მიგნებულ იქნა ორმო, რო-მელიც მადნის სასრეს-საფქვავი ქვის იარაღის სათავსოს წარ-მოადგენდა. საყურადღებოა ნაგებობა №4-ში, ცილინდრულ კე-რასთან ახლოს, ორ კოჭისებური ფორმის სადგარს შორის, სა-განგებოდ ჩადგმული მცირე ზომის სამყურა ჭურჭელი, რომე-ლიც სანახევროდ შევსებული იყო წმინდად დაფქული ჰემატი-ტით. სამწუხაროდ, იგი არ შეიცავდა ოქროს და მისთვის პრაქ-ტიკული დანიშნულების მიწერა ფაქტობრივად გამორიცხულია. კერაში, როგორც აღვნიშნეთ, ჩადგმული იყო გვერდშეზნექილი ტაფისებური ჭურჭელი, რომლის ფსკერზეც ოქრის ნაწილაკები დაფიქსირდა. იმავდროულად, ნაგებობა №38016-ის შრიდან აღებული მიწის სინჯების ანალიზების მიხედვით, ოქროს მადნის დაფქვა-დამუშავება სწორედ ამ ნაგებობაში წარმოებდა. ის, რომ პიგმენტი სიტუაციურად ოქროს წარმოებასთანაა კავშირში და მოპოვება-დამუშავების პროცესების თანადროულია – უდა-ვოა. მათ შორის არსებული სოციალური ურთიერთდამოკიდე-ბულება სახეზეა. მკვლევართა აზრით, სახეზეა ოქროს დამუშა-ვების მთელი ხაზი – დაფქვიდან მოყოლებული, გამოთავისუფ-ლებულ, გარეცხილ პიგმენტამდე. ამ პროცესების მიბმა კერა--სამსხვერპლოსთან კი ხარკია მელითონეთა მფარველი ღვთაე-ბებისადმი გაღებული, რაც მათი შემდგომი საქმიანობის წარმა-ტების გარანტი უნდა ყოფილიყო.
რიტუალური თვალსაზრისით საინტერესოა ნაგებობა №5. მას ნაგებობას ვერც დავარქმევთ. იგი წრიული, დიდი ზომის, რიყის ქვებით მოგებული პლაცდარმა-კონსტრუქციაა, ცენტრში დიდი შვერილებიანი კერით (ნახაზი, ფოტო). აქვე, მოედნის მიღმა, მიბჯენით გამართულია სამარხები (№8, 9), რომელთაგან №9 სამარხი მცირე დრომოსიანი აკლდამაა, სადაც ოთხი მიც-ვალებული იყო დაკრძალული. სამარხი გადახურული იყო გათლილი ბაზალტის ლოდებით, რომელზედაც სამი სასმისი და ერთი ქვის მოზრდილი ურო იდო. რჩებოდა შთაბეჭდილე-ბა მიცვალებულის იმ ქვეყნად გასაცილებელი აღაპის რიტუა-ლის შესრულებისა. რაც შეეხება ქვის უროს, იგი ტიპოლოგიუ-რად განსხვავდება საყდრისის მსგავსი დანიშნულების იარაღე-ბისაგან, ოღონდ, იგი რომ საგანგებოდაა დატოვებული ად-გილზე, ეჭვგარეშეა.
იარაღის საგანგებოდ დატოვების ტრადიცია იგრძნობა III,5 უბანზეც, სადაც აღმოჩნდა ნაცრით სავსე მიწაში გამართული ქურა, რომელშიც ტიგელის ფრაგმენტი და ორი მცირე ზომის ურო იქნა ნაპოვნი. III,1 უბანზე, №3 კოლექტიური სამარხის ირ-გვლივ, გაითხარა 3 სამეურნეო ორმო, რომლებიც ასევე მად-ნის საფქვავ-სასრეს იარაღებს შეიცავდა. იყო თუ არა თავიდან-ვე ეს ორმოები იარაღების დასასაწყობებლად განკუთვნილი, არ ვიცით. შესაძლოა ისინი სამუშაოთა საწყის ეტაპზე დაფქუ-ლი მასის სასაწყობედ გამოიყენებოდა [19. 2014:100] და მხო-ლოდ მუშა პროცესის დასრულების შემდეგ მოთავსდა ორმო-ებში უკვე გამოყენებული იარაღები. სამუშაო მოედნების სიახ-ლოვეს სამარხთა აღმოჩენა შემთხვევითობად არ უნდა ჩავთვა-ლოთ. სავარაუდოდ, ეს განპირობებული უნდა იყოს იმ ტრა-დიციით, რომელიც თანადროულ საზოგადოებას მკვდართა სა-უფლოსთან აკავშირებდა [20.125].
არსებობს თუ არა უძველეს მეტალურგ ხალხებთან, მეტა-ლურგიასთან დაკავშირებული რაიმე სახის რიტუალურ წეს-ჩვე-ვათა წერილობითი ან ეთნოლოგიური აღწერა და რა შეგვიძ-ლია ვთქვათ მათ შესახებ დღეს? ვაისბერგერი [22. 27-43], არ-ნოლდი [8. 190], როტენბერგი [17. 149-175], გარდნერი [14. 242] და სხვა მკვლევრები ძველი ეგვიპტელი სამთოელების შესახებ სინაის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთის უდაბნოებში ოქ-როს, ფირუზის, სპილენძის მომპოვებელ საქმიანობებზე და ცხოვრების წესის შესახებ სრული წარმოდგენისათვის გვთავა-ზობენ თანადროული ტაძრების წარწერებს, სადაც სამთოელები გამოხატავენ მადლიერება-თაყვანისცემას მფარველი ღმერთე-ბის – ხატჰორის [8.222-224] ან ატუმის მიმართ [14. 52]. რაც შეე-ხება ეთნოგრაფიულ ინფორმაციას: ამერიკის და წყნარი ოკეა-ნის აბორიგენებში, სამთო-მომპოვებელი სამუშაოების დაწყებამ-დე, დღემდე იცავენ ე.წ. „განწმენდის რიტუალს“, რაც სექსუა-ლურ თავშეკავებაში გამოიხატება. ეს პროცედურა, გვინეის მკვიდრთა აზრით, ხელს უწყობდა მარილის საბადოების მო-ძებნას და წარმატებულ ექსპედიციას. რიტუალის დაცვას აკონ-ტროლებდა ზედამხედველი, რათა თავიდან აეცილებინათ „საფრთხეები“. დაცვის კონტროლი ევალებოდა ყველაზე გა-მოცდილ და მცოდნე მომპოვებელს [21. 144- 258; 10. 96-121]. თავისებურ მარხვას იცავდნენ დაკოტის (მინესოტის შტატი) აბო-რიგენი ინდიელები პიპერსტონის (კალინიტის) ცნობილ კარი-ერში რიტუალური ჩიბუხების დასამზადებლად საჭირო ქვის ნედლეულს მოპოვებისას. „კარიერის მცველთა“ კეთილგანწყო-ბის მოსაპოვებლად, ადგილობრივები საჭმელს და თამბაქოს სწირავდნენ წმინდა სულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პიპერ-სტონის ქვისაგან დამზადებული ჩიბუხები ყოველდღიურობაში არ გამოიყენებოდა. მათ რელიგიური და სოციალური (ზავის დადება, შერიგება, მოლაპარაკების დასტური) დატვირთვა ჰქონდათ და განსაკუთრებული შემკულობითაც გამოირჩეოდა (მცენარეული მოტივები, ტოტემთა გამოსახულებები). მსგავსი ჩიბუხის მფლობელი საზოგადოების გამორჩეული წევრიც იყო [9. 144-146].
მეტალურგია, კონკრეტულად მჭედლობა, საკულტო ქმედე-ბებამდეა აყვანილი აღმოსავლეთ საქართველოს მთის მოსახ-ლეობის ყოფაში. მის საიდუმლოს დევები, ბოროტი არსებები, ადამიანებს უმალავენ „ქვეჯეთის“ ქვეყანაში [7. 13-19]. ვინ არიან დევები, რა ფუნქცია აქვთ მათ ფშავ-ხევსურების რელიგიაში? ეს, ადამიანების მსგავსი, თავიდან ბოლომდე ბალნით დაფარუ-ლი არსებები, რომელთაც ფეხები უკუღმა აქვთ მიდგმული [6. 166], განსაკუთრებულ საიდუმლოს ფლობენ. დევებმა არ იციან ხვნა-თესვა, მესაქონლეობა, მაგრამ ოსტატი მელითონეები არი-ან. მათ გამოჭედილ იარაღს მაგიური ძალა აქვს, ორმაგი მო-სავალი მოაქვს [6.170]. ადამიანებთან მათი ურთიერთობა წინა-აღმდეგობრივია, რადგანაც დევებს ლითონის ნაწარმის გამოყე-ნება არ შეუძლიათ და ადამიანებისთვისაც მხოლოდ საზღაუ-რის სანაცვლოდ ჭედენ, მათი მორჩილებაში ყოლის მიზნით. სანაცვლოდ ითხოვენ გამორჩეული სილამაზის ქალს და ადა-მიანსაც, ღირსებისა და თავმოყვარეობის ფასად, რადგანაც თა-ვად არ ფლობს ლითონის იარაღის დამზადების წესს და მის გარეშე ვერ გადარჩება, დათმობაზე უწევს წასვლა. შიმშილის შიში ათმობინებს ოჯახის წევრს. საბოლოოდ, შერცხვენილი მოკვდავის ფიზიკური გადარჩენის იდეას ჯობნის მორალი. სრულდება პირველი მსხვერპლშეწირვის აქტი, სწირავს გამჩენ ღმერთს გამორჩეულ საკლავს, თეთრ ხარს [5.119]. უფალიც უგზავნის ღვთისშვილ კოპალას, რომლის დახმარებითაც ადა-მიანი იძენს თავისუფლებას, ადგილ-სამოსახლოს და, რაც მთა-ვარია, რელიგიას – დევების განადგურების ადგილზე აარსებენ ხატ-ჯვრებს და იქმნება ე.წ. „საყმოები“ [7.17]. რამდენად იღებს ადამიანი სამოსახლოსა და რჯულთან ერთად მელითონის ჩვე-ვებს, ამაზე ანდრეზებში საუბარი აღარ გვხვდება. სამაგიეროდ, ჩემი აზრით, ეს ის პრეისტორიული თანმიმდევრობაა, რა მო-ნაცვლეობითაც აითვისა ადამიანმა სახელობო დარგები, მიწათ-მოქმედება-მესაქონლეობა-მელითონეობა. გარდა ამისა, ყველა-ზე შეუცნობელი და რთული ამათგან უკანასკნელი (ლითონის დამუშავება) აღმოჩნდა, რადგან შემოქმედი ღმერთის ნების და საგანგებო შესაწირ-გამოსასყიდის გარეშე, მოკვდავებმა მისი დასაკუთრება ვერ შეძლეს.
რაც შეეხება საყდრისისა და ძეძვების ნიუანსების წმინდა რიტუალურ კონტექსტში გააზრებას, გარკვეულ სიფრთხილეებ-თან არის დაკავშირებული. თუ როგორი ფორმა ჰქონდა რი-ტუალს, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდის დონეზე წამოვწი-ოთ განსახილველად. არაა გამოსარიცხი მოსაზრება, რომ ყვე-ლა იარაღი, რომელიც იღებდა მონაწილეობას ოქროს შემცვე-ლი მადნის დამუშავების პროცესში, იყო წმინდა და სამუშაოს დასრულების შემდეგ მათი ადგილზე დატოვება აუცილებლო-ბას წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ დატოვებ-და სამთოელი საკუთარ, თითქმის უხმარ იარაღს მაღაროებში ან სახელოსნთა უბნებზე? კვლევის პროცესებისას ექსპერიმენტი შეეხო სამთო სამუშაო იარაღის დამზადებას. პირველ რიგში ეს ნედლეულის მოძიება, შემდეგ მასზე ტყავის თასმის დასამაგრე-ბელი ღარის ამოჭრა და შემდეგ ქარის დაგებაა. ყოველივე ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე გამოდგა. გამომდინარე აქედან, მსგავსი იარაღების თავმოყრა უკვე მადანგამოღებულ ობიექ-ტზე, მათ განსაკუთრებულობას და მადლიერების გამოხატვას უნდა გულისხმობდეს. ყველა ეს ღონისძიება უდავოდ სოცია-ლური ურთიერთობების, საზოგადოების ცხოვრების ამსახველი პრაქტიკისა და რისკების ერთობლიობაა, ამიტომ საყდრის-ძეძ-ვების აღმოჩენების ოქროს მოპოვების პროცესებთან დაკავში-რება გარკვეული ცდუნების წინაშე გვაყენებს. ისეთი საკითხები, როგორიცაა მადლიერების გამომხატველი რიტუალების აღ-სრულება, საერთო სცენის მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა იყოს – თანამედროვე პრაქტიკაშიც კი, ამა თუ იმ ობიექტის წარმოე-ბაში ჩაშვებას წინ უძღვის საპატიო სტუმრების, ხელისუფლების პირთა დასწრება და განსაკუთრებული ცერემონიის თანხლება – თვლის თ.შტოლნერი [20.127-128]. საყდრის-ძეძვების აღმოჩე-ნების გარკვეული არქეოლოგიური თავისებურებების შესახებ მსჯელობისას ცხადი ხდება, რამდენად მჭიდრო კავშირი აქვს ოქროს მოპოვების პრაქტიკას და გარკვეულ რიტუალებს ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს და III ათასწლეულის დასაწყისის საზოგადოების ყოფაში. ცხადი ხდება, რომ მატერიალიზებული რიტუალები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საკულტო გამოხატუ-ლებებიდან, რომელთაც შესაძლოა ადგილი ჰქონდათ ოქროს მოპოვების ჩვეულებათაგან. უმრავლესობა მათგანი თანდათან, ყოველდღიური ყოფითი ჩვევებიდან უნდა ჩამოყალიბებულიყო. თუ რომელი მათგანი დომინირებდა, დღეს ამის თქმა ჭირს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რომელმა პრაქტი-კულმა ჩვევამ განაპირობა რიტუალის ჩამოყალიბება. შეიძლება ეს ყოფილიყო სამთო საქმიანობის სირთულე და მისგან გა-მომდინარე უსაფრთხო მუშა პროცესის სურვილი, კატასტრო-ფის მაღალი ხარისხი და მოგების მოლოდინი. საყდრისის მა-ღაროების შემთხვევაში უმთავრესი როლი უსაფრთხო მომპო-ვებელ სამუშაოებს უნდა ჰქონოდათ. მადნის შემცველი ძარ-ღვის გამოღება თუ ცეცხლის გამოყენება მაღალი რისკის მქო-ნე საქმიანობა იყო. რაც შეეხება შრომის შედეგებს, მისი წინას-წარმეტყველება უფრო რთული საქმე უნდა ყოფილიყო და სა-ვარაუდოდ, მთლიანად ღმერთების კეთილგანწყობაზე იყო და-მოკიდებული. თუ ამ მოსაზრებებს დასაშვებად მივიჩნევთ, მაშინ აღარაა გასაკვირი სამუშაოთა დასრულების შემდეგ გალერეე-ბის გამოყენებული სამთო იარაღებით შევსება და საგანგებოდ შერჩეული ქვის იარაღების დატოვება მადანგამოღებულ ობიექ-ტებზე. ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ტექ-ნიკური აუცილებლობა იარაღების დატოვებისა მუშა პროცესში არ არსებობს, რაც გათხრებისას ნათლად გამოჩნდა, ერთა-დერთი ახსნა რელიგიურ ასპექტებში უნდა ვეძებოთ.
ძეძვების სახელოსნო არეალის II, 8 უბნის №4 სახლში აღ-მოჩენილი წმინდად დაფქული ჰემატიტი, თ. შტოლნერის აზ-რით, ერთგვარი განწმენდის რიტუალის ნაწილი უნდა იყოს და მელითონეები მას ტანის შესაღებად იყენებდნენ [20. 230]. ძნე-ლია დაეთანხმო ან, თუნდაც, უარყო მოსაზრება, მაშინ, როცა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისას ტანის შეღებვის რიტუალები დღემდე შემორჩენილია აფრიკის, ავსტრალიის და სხვ. აბორი-გენი ხალხების ჩვევებში. ასეთ ინიციაციას ლოგიკური არქეო-ლოგიური ახსნა არ ეძებნება, თუ არ მოვიშველიეთ ეთნოლო-გიური ასპექტები. ასევე, ეჭვგარეშეა, რომ ძვ.წ. IV-III ათასწლე-ულების ქვემო ქართლის მკვიდრთა ყოფაში მელითონეობა უკ-ვე სოციალიზებული პროფილია და დიდ როლს თამაშობს სა-ზოგადოების ყოველდღიური ურთიერთობების სფეროში. №4 სახლის ინვენტარის ურთიერთკავშირები სოციუმის ძირითად საქმიანობაზე მიგვითითებს და თუ ამ ყოველივეს საყდრისის მაღაროებში მიღებულ პრაქტიკასაც დავუმატებთ (გამოთავი-სუფლებულ გამონამუშევრებში სამუშაო იარაღების დატოვება), მივიღებთ გარკვეულ წესრიგს, რომელიც, ზოგადად, რიტუალე-ბის აღსრულებას ახასიათებს და, შესაბამისად, რომ მელითო-ნეთა მფარველი ძალებისადმი მადლიერების გამოხატვის სცე-ნებთან უნდა გვქონდეს საქმე. კითხვა, თუ როდის სრულდებო-და შეწირვის აქტი, სამუშაოების დაწყებამდე თუ ბოლოს, ისევ ღიად რჩება. №2 სახელოსნო სახლის მაგალითზე, სადაც საფ-ქვავი ფილების ქვეშ აღმოჩნდა ბავშვის სამარხი, შეიძლება ით-ქვას, რომ დაკრძალვა მოხდა სამუშაოების დაწყების წინ. ან-თროპოლოგიური კვლევებით ბავშვის საგანგებოდ შეწირვის სურათი არ დასტურდება [20.130]. თუ დასავლეთ საქართვე-ლოს მთიანეთის, კონკრეტულად, ზემო სვანეთის ეთნოგრაფი-ულ ყოფაში შევეცდებით პარალელის მოძებნას, ვნახავთ, რომ ახალშობილი ან ბავშვი ერთ წლამდე, გარდაცვალების შემ-თხვევაში, ოჯახის სამეურნეო-სახელოსნო ნაგებობის კუთხეში იკრძალებოდა. შესაძლოა, №2 სახელოსნო ნაგებობის შემთხვე-ვაშიც მსგავს გარემოებასთან გვაქვს საქმე. საყდრის-ძეძვების შემთხვევაში უდავოა ამ ორი ობიექტის რიტუალური ურთიერ-თკავშირი ოქროს მოპოვება-დამუშავების პროცესში და გვაქვს საშუალება ახლებურად შევხედოთ მელითონეობის ადრეული ეტაპის საზოგადოების ჯერ კიდევ უცნობ ჩვევებს. ამგვარი სახა-სიათო გამონაკლისები გვიბიძგებს მოვიძიოთ პარალელები მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების მთელ არეალში, ვე-ძებოთ კავშირები სამარხებსა და სამოსახლო ობიექტებს შო-რის, რადგან სამარხები, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლო-ბაში რჩება საზოგადოების ამქვეყნიური ყოფის იმ ქვეყნად გაგ-რძელების სახედ.
ძეძვების სახელოსნო-სადგომების შესახებ მსჯელობისას მივდივართ დასკვნამდე, რომ აქ ტიპურ ნამოსახლართან არ გვაქვს საქმე. როგორც წესი, მტკვარ-არაქსის კულტურის ნამო-სახლარები სამეურნეო ყოფის ინვენტარის (მარცვლეულის სას-რეს-საფქვავ-სანაყი იარაღები, ნამგლის პირები, ყოფითი თიხის ჭურჭელი და ა.შ.) მრავალფეროვნებით და სიუხვით ხასიათდე-ბა, ამასთან, ძეძვებში არ გვაქვს ნამოსახლარისათვის დამახასი-ათებელი გამოკვეთილი არქიტექტურა. სახეზეა მხოლოდ არამ-ყარად ნაგები შენობების კონტურები, მინიმალური ოდენობის ჭურჭელი, კერები, სადგრები, რამდენიმე კაჟისა და ობსიდიანის იარაღი და უჩვეულოდ დიდი რაოდენობის მადნის სასრეს-საფ-ქვავი იარაღი, მადნის სადნობი ქურები და ტიგელები. ყველა ამ მახასიათებლით, ძეძვების უბნის შემსწავლელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სახეზეა სამთოელთა სეზონური დასახლება, სადაც უშუალოდ წარმოებდა საყდრისის საბადოდან მოტანილი მადნის საბოლოო დაფქვა-დამუშავება (სახლი №1 II, 2/3 უბნი-დან, სახლი №4 II, 8 უბნიდან, ნაგებობა №III, 5 უბნიდან). აღ-მოჩენილი ტიგელები, დასამუშავებელი ქვის იარაღები, თანად-როული, იდენტური ქიმიური შემადგენლობის მქონე თიხის ნა-წარმი, ამის დასტურია. ცალკე საკითხია, ხდებოდა თუ არა ამ ტიგელებში ოქროს დნობა. სადღეისოდ, სადაც ტიგელში ოქ-როს დნობა დადასტურდა, ინზერსდორფ-ვალპერსდორფის ტი-გელია ავსტრიის ალპებიდან, რომელიც ქრონოლოგიურად ბევრად ჩამორჩება ძეძვების აღმოჩენებს [16. 42-43; 20. 132] და რომაული ხანით თარიღდება. ძეძვების ტიგელების ლაბორა-ტორიული კვლევები ჯერ არ დასრულებულა. ტიგელების და-სამზადებლად გამოყენებულ თიხებში ოქროს შემცველობა მა-ღალია. სავარაუდოდ, ეს არტეფაქტები თვით სამუშაო უბნებზე იყო დამზადებული [4. 57]. მაღალია დარიშხანის შემცველობაც. მკვლევრები (ა. კურსიე, თ. შტოლნერი, ირ. ღამბაშიძე) აქ ერ-თგვარ მინერალურ ანომალიას – დომეიკიტი-დარიშხანი-სპი-ლენძი – ვარაუდობენ, რომელიც ჰემატიტ-კვარცთან პარაგენეზ-შია წარმოდგენილი [20. 132-133].
ძეძვები II,8 უბნის №38046 შრიდან ჭურჭლის შიგთავსის ანალიზით, ნიადაგში ოქროს შემცველობა 6,5 C/mln-ს განი-საზღვრა. ეს მონაცემი ბევრად აღემატება ნიადაგში დასაშვებ შესაძლო ოდენობას და მკვლევრები ამ კონკრეტულ შემთხვე-ვაში საყდრისის მადნის ნარჩენებზეც საუბრობენ [19. 89-91, 105-106]. ოქროს საშუალო შემცველობა მაღალი აღმოჩნდა ძეძვები II,3, III,2, III,5 და II,8 უბნების სახელოსნოების შიდა სივრცეში აღებული სინჯებიდანაც. სახელოსნო უბან III,5-ის იატაკზე ორი შრე გამოიკვეთა. ერთი მუქი №33038 და მეორე №33039. პირვე-ლი შრე (33038) ოქროს ოთხჯერ უფრო მაღალი შემცველო-ბით ხასიათდება, ვიდრე მეორე. საანალიზო ეგზემპლარების სანდოობისათვის ნიმუშების აღების დროს მინიმუმამდე იქნა დაყვანილი დაბინძურების ალბათობა. გამომდინარე აქედან, ანალიზების სანდოობაში ეჭვის შეტანა არასწორი იქნება. სახე-ლოსნოების სხვადასხვა მონაკვეთზე აღებულ იქნა 21 სინჯი, რომელთა საფუძველზე დასტურდება ადგილზე მადნის დაფ-ქვა-დამუშავების პროცესები. სახელოსნო მოედნების მიღმა აღე-ბულმა სინჯებმა ბუნებრივ ნიადაგში ოქროს შემცველობა გამო-რიცხა. ამრიგად, მოედნებზე ეჭვგარეშეა, რომ მართლაც ხდებ-და მადნების დაფქვა-დამუშავება. საერთო ჯამში, არ არსებობს არანაირი სამეცნიერო წინაპირობა, რომ ძეძვების მტკვარ-არაქ-სის კულტურის კუთვნილი ნაგებობები საცხოვრებელ შენობე-ბად მოვიაზროთ და გამოვრიცხოთ მათი მელითონეობის სახე-ლოსნო ფუნქციები, სადაც სამუშაო იარაღების თუ საწარმოო ნარჩენების განსაკუთრებული წესით დასაწყობება უდავოდ გარ-კვეული წეს-ჩვეულებების არსებობის დამადასტურებელი უნდა იყოს.

ლიტერატურა – REFERENSES

1. გოგოჭური გ., ორჯონიკიძე ალ., თისელი სერის მტკვარა-რაქსული კულტურის ნამოსახლარი და სამაროვანი. ბა-ქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში, თბილისი, 2010.
2. ოთხვანი ნ., ღამბაშიძე ი., შტოლნერი თ., იანსენი მ., ად-რე ბრინჯაოს ხანის კერამიკა საყდრისის მაღაროსა და ძეძვების ნამოსახლარიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე VI (51-B), თბილისი, 2015.
3. ოთხვანი ნ., მტკვარ-არაქსის კულტურის ლოკალური გან-ვითარების თავისებურება საყდრისის მაგალითზე, ივ. ჯა-ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რე-ცენზირებადი ბილინგვური ჟურნალი, სპეკალი, №13. 2019. ISSN 1987-8583, www.spekali.tsu.ge
4. ომიაძე ს., საყდრისის საბადოს მინერალოგიურ და პეტ-როლოგიური ანალიზი, სამაგისტრო ნაშრომი, ხელმძღვა-ნელები: პროფ. ბეჟან თუთბერიძე, პროფ. ანდრეას ჰაუპ-ტმანი, თბილისი, 2010.
5. ოჩიაური ალ., თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ, თბილისი, 1938.
6. ოჩიაური თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მეცნიერება, თბილისი, 1967.
7. პატარიძე ზ., ქართული მითოლოგია I, გელათის მეცნიე-რებათა აკადემიის შრომები, ფოლკლორისა და მითო-ლოგიის სერია №1, ქუთაისი, 1996.
8. Arnold D., Die Tempel Ägyptens, Zürich, 1992.
9. Catlin G., Lattere and Notes of the Manners, Customs and Condi-tions of Nrth Amerikan Indians, 1973, New York.
10. Chappel J., Stone axe factories in the Highlands of East New Guinea. Proc. Prehist. Soc. 32,1966, 96-121.
11. Durkheiem E., Les forms èlèmentaries de la vie religieuse, Paris, 1912
12. Gambashidze I., Mindiashvili G., Gogochuri G., Kachiani K./Dsha-paridze I. Ancient metallurgy and mining in Georgia in the 6th to 3rd mill. Tbilisi, 2010.
13. Gambashidze I., Stöllner T. (eds.), The Gold of Sakdrisi – Manʹs first gold mining enterprise. Veröff. Dt. Bergbaumus. Bochum, 211 (Bochum 2016).
14. Gardiner A.H., Peet T.E., ČERNY, The Inscriptions of Sinai, Pat. I and II, London, 1952.
15. Hauptmann A., Bendall C., Brey G., Japaridze I., Gambashidze I., Klein S., Stöllner T., Gold in Georgien. Analytische Untersuchun-gen und Goldartefakten und an Naturgold aus dem Kaukasus und dem Transkaukasus. In: S.Hansen, A. Hauptmann, I. Mortzen-bäker, E. Pernicka (eds.), von Maikopnach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen und Obsidian in Kaukasien im 4.-2. Jartausend v. Chr. Beitr. Des Internationalen Symposiums in Berlin vom 1.-3. Juni 2006. Koll. Vor und Frügeschicht. 13 (Bonn 2010).
16. Ramsl P.C., Inzendorf-Walpersdorf. Sudien zur späthallstatt-Latè-zeitlichen Besidlung im Traisental, Niederösterreich. Fundber. Österreich, Materialh A6, Wien. 1998.
17. Rotenberg B. Archaio-Metallurgical Researches in the southern Arabah 1959-1990. Part I: Egiptian new Kingdom (Ramesside) to Earli Islam. Palestine Explor. Quart 131, 1999.
18. Stöllner Ir., Gambashidze A., Hauptman G., Mindiashvili G., Gogo-churi G., Steffens, G., Goldbergbau in Südostgeorgien – Neue Forschungen zum frühbronzezeitlichen Bergbau in Georgien. In: S. Hansen/A. Hauptmann I., Motzenbäcker, E., Pernicka (eds.), Von Maikopi nach Trialeti – Gewinnung und Verbreitung von Metallen nd Obsidian in Kaukasien im 4. -2. Jahrtausend v. Chr. Beitr. Des internarionalen Symposium in Berlin vom 1-3 Juni 2006. Koll. Vor-u Frügeschich. 13 (Bonn 2010).
19. Stöllner T., Gambashidze I., The Gold of Sakdrisi and early Mining and Metallurgy in Transcaucasus and the Kura-Velli System. In: G. Narimanisvvili et all. (eds), International Conference: Problems of Early Metal Age Archaelogy of Caucasus and Anatolia. Proceedings, November 19-23. 2014.
20. Stöllner T., The ritual interplay: gold mining practices in the late 4th and erly 3rd millennia BC, Thomas Stöllner in collaboration with Irina Gambashidze, With an appendixmfrom Tobias Skovranek, Antoine Courcier and Thomass Stöllner, [Interaktion ohne Grenzen, Beispile archäologischer Forschungen am Begin des 21 Jahrhunderts, Band I. Interaction without borders, exemplary arxaologikal research at the beginning of the 21st century, Volu-me I, Schleswing, 2017.
21. Titiev M., A Hopi salt expedition. Am. Anthr. 39. 1937.
22. Weisberger G., Altägyptische Bergbau auf der Sinai-halbinsel. Technikgeschichte als Vorbild moderner Technik. Schr. Georg-Agrikola-Ges. 2, 1976, 27-43.