ქართული / English /







ჟურნალი ნომერი XXXVII ∘ ლერი ჯიბლაძე ზვიად კვიციანი
ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ კულტურათა ელემენტების კვეთა კოლხეთის მთიანეთში (ზოგადი მიმოხილვა)

 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში მდებარეობას, შედარებით მკაცრ ბუნებრივ კლი-მატურ პირობებს და ძნელად მისადგომ ადგილებში ცხოვრებას, თითქოსდა უნდა განეპირობებინა მთიანი სვანეთისა და მთის რაჭის ერთგვარი გამიჯვნა და კარჩაკეტილობა გარე სამყაროსგან. თუმცა ეს მხარე ბრინჯაო-ადრერკინასა და უფრო მოგვიანო ხანაში მეზობელ რეგიონებთან კონტაქტების თვალსაზრისით აქტიურადაა ჩართული, რომელიც კარგად იკვეთება ზოგიერთი ლითონის ინვენტარის მიხედვით.
კოლხეთის მთიანეთი აღნიშნულ პერიოდებში მეზობელ რეგიონებს უკავშირდებოდა საკომუნიკა-ციო გზების საშუალებით, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კავკასიონის უძველესი მაგისტრა-ლების სისტემაში. შესაძლოა, მთელი ბრინჯაოს ხანის განმავლობაში ამ მხარის სწორედ ასეთ დამა-კავშირებელ გზებზე მდებარეობამ განაპირობა მისი კავშირები სხვადასხვა რეგიონთან (ჩრდილო კავ-კასია, შიდა ქართლი, იმერეთის პლატო-საჩხერის რაიონი, კოლხეთის ბარი).
აღსანიშნავია, რომ სვანეთში დღემდე არ არის აღმოჩენილი ბრინჯაოს სხვადასხვა პერიოდის ნა-მოსახლარი. უეჭველია ისინი აქ არსებობდნენ, რასაც უნდა ადასტურებდეს მოხსენიებული ხანის შემ-თხვევით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ლითონის ინვენტარი, რომელთა ჩამომსხმელი უნდა ყოფი-ლიყო ამავე ეპოქის ნასახლარებზე მცხოვრები უძველესი ქართველური ეთნიკური ნაკადი სვანურენო-ვანი მოსახლეობისა.
ჩვენი ცოდნა საკვლევი მხარის ბრინჯაოს ხანის კერამიკულ მასალაზე, რომელიც ხელს შეგვიწყ-ობდა გვემსჯელა თიხის ნაწარმის მიხედვით გარე სამყაროსთან კონტაქტების არსებობაზე, შეზღუდუ-ლია. ძალზე მცირე კერამიკული მასალა (ბოგრეში, ვიჩნაშის გორა, ჭუბერი, ეცერი და სხვ.), რომე-ლიც ძველი კოლხური კულტურის გავრცელების არეალში უნდა შედიოდეს, ამ მხრივ არსებულ სუ-რათს ვერ ცვლის.
სვანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ლითონის ინვენტართა შორის, ამავე რეგიონში დადასტურე-ბულ ყუნწიან და უყუნწო შუბისპირებთან ერთად (იფარის თემი, ჟახუნდერი, ქვემო ლუჰა), ყველაზე ადრეულია სპილენძის სამი ფართოპირიანი ყუადაქანებული ცული, რომლებიც აღმოჩენილია იფარის თემში – სოფ. წვირიმში, ჭუბერის ხეობასა და ქვემო ლუჰაში – მდ. ენგურში ოქროს ძიებისას [27.46; 14.22-30]. აღნიშნული ყუადაქანებული ცულები უახლეს პარალელებს პოულობენ ძვ.წ. IV ათასწლეუ-ლის მეორე და ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩრდილო კავკასიისა (გვიანმაიკოპური კულტურის უძველესი ცულები – ნოვოსვაბოდნაია, კოსტრომსკაია და სხვ.) და მტკვარ-არაქსის კულ-ტურის ანალოგიურ ნიმუშებთან (ზაჰესი-ავჭალა, იალბუზი, ბდაძორო, ქულბაქევი, თისელის სერის ნა-მოსახლარი და სამაროვანი და სხვ.) [29.91, სურ. 20; 31.112; 44. 192, ტაბ. 47-7,10,12,15; 28. 42-26, 59-62; 22.312, 326, ტაბ. XV; 7.110-118; 48. სურ. 2-2-3].
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთიდან მომდინარე, ამ რიგის არტეფაქტები (ათარა არმიანსკაია, ყუ-ლანურხვა), მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე ახლოს დგას სვანეთისა და ჩრდილო კავკასიის ზოგი-ერთ ყუადაქანებულ ცულთან [32. 130,136].
გამოთქმულია მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა, კოლხეთის დაბლობის არახელსაყრე-ლი გეოკლიმატური პირობების გამო, მის სიღრმეში ვერ აღწევს. ამის გამო ამ კულტურის მატარებე-ლი ეთნიკური ჯგუფი გვერდს უვლის კოლხეთის დაბლობის ჭაობიან ზოლს და მისი ნაკვალევი უკვე ჩანს ზემო სვანეთის ტერიტორიაზე [30. 292]. თუმცა რამდენად რეალურია ეს მოსაზრება, ძნელი სათ-ქმელია. მაგრამ ზემო და ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მტკვარ-არაქსის კულტურისათ-ვის დამახასიათებელი სწორღეროიანი და ღილისებურდაბოლოებიანი შუბისპირების (ასევე მხედვე-ლობაში გვაქვს აქ გამოვლენილი ბდაძოროსა და იალბუზის ტიპის სპილენძის ყუადაქანებული ცულე-ბი) წარმომავლობის გარკვევას ერთგვარი ახსნა უნდა მოეძებნოს [56. ტაბ. X-1,2,3; ტაბ. XI-1,4; ტაბ. XV-1,2] .
მკვლევართა ნაწილი მტკვარარაქსული ცულების ზოგიერთი ნიმუშით შორეულ პროტოტიპებს ხე-დავს სამხრეთ მესოპოტამიის უძველესი ცულების ჩამოსასხმელი თიხის მოდელების სახით (ჯემდეთ-ნასრი, ური) [52.30; 28.92]. ფრთხილად შენიშნავენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სპილენძის ყუადაქანებული ცულები (ასევე გულისხმობენ ცულ-წერაქვებს, შუბისმაგვარ იარაღებს და ა.შ.), მიუხედავად წინააზიურ ანალოგებთან მსგავსებისა, მაინც ადგილობრივი კავკასიუ-რი სახესხვაობა, მეტალურგიული წარმოების ნაყოფი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ეს ნიმუშები მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში უნდა ჩამოყალიბებულიყო [31.12]. იმასაც შენიშნა-ვენ, რომ ამ ტიპის ცულები იშვიათადაა მესოპოტამიაში [ 22. 146].
ამრიგად, მიუხედავად აღნიშნულ ცულებთან მსგავსებისა, ჩვენ მაინც დასაშვებად მიგვაჩნია, სვანე-თის ტერიტორიაზე ამ ტიპის იარაღების დამზადება ვიგულისხმოთ, ადგილობრივი სპილენძის ნედლე-ულის ბაზაზე, აქ მაცხოვრებელი უძველესი ქართველური ეთნიკური ნაკადის, სვანურენოვანი მოსახ-ლეობის მიერ, რომელიც საკვლევ მხარეში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ძვ.წ. III ათასწლეულიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, ადრებრინჯაოს ხანაში სვანეთი, მოხსენიებული არტეფაქტებით, წინა აზიის კულტურათა გავლენების სივრცეში ექცევა.
დიდი და მცირე კავკასიონის მთებში უღელტეხილებზე გამავალი კოლხეთის დამაკავშირებელი გზა-ბილიკები ფუნქციონალური თვალსაზრისით დღესაც არის შემორჩენილი. უძველეს პერიოდებში სვანეთის კონტაქტები გარე სამყაროსთან ხორციელდებოდა ხევისპირა, გვერდითი და უღელტეხილებ-ზე გამავალი გზებით, რომელთა რაოდენობა 50 აღემატება [28.15-35].
ზემო სვანეთიდან ჩრდილო კავკასიაში კავშირები ხორციელდება საუღელტეხილო გზების მეშვეო-ბით, რომელთა რაოდენობა 15-ს აღემატება. მათ შორის ყველაზე გამოყენებადი უნდა ყოფილიყო: ქლუხორის, ჭუბერის, ნაკრას, ტვიბერის, ბეჩოს საუღელტეხილო გზები [13.53-63; 36.22-61]. შესაძლოა ზოგიერთის მეშვეობით ძვ.წ. III ათასწლეულიდან გარკვეული კონტაქტები ხორციელდებოდა ჩრდილო კავკასიის მხარესთან (მაიკოპური კულტურა – ნოვოსვაბოდნაიას ეტაპი). იქნებ, შორეულ წარსულში, სვანეთის რეგიონზე გამავალი საუღელტეხილო გზები წარმოადგენდა ერთ-ერთ უმოკლეს დამაკავში-რებელ მონაკვეთს ჩრდილო კავკასიის, შიდა ქართლისა და ზემო იმერეთის ტერიტორიებზე გავრცე-ლებულ არქეოლოგიურ კულტურებს შორის.
სვანეთის ტერიტორიაზე საჩხერული ტიპის ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულების სხვადასხვა ვარიანტი, ზემო იმერეთის ტერიტორიის შემდეგ, ყველაზე მრავლადაა გამოვლენილი [28.46-51]. მათ შორის გვხვდება საჩხერული ტიპის ვიწროტანიანი და სქელტანიანი ყუადაქანებული ცულები, რომელ-თა უახლესი პარალელები ცნობილია ამავე სახელწოდების ყორღანულ სამარხებში და აფხაზეთის (კიურ-დერეს) დოლმენებში [56-ა. ტაბ. XXXII-1,2; 27.34-38, ტაბ. II-VI; 28.47]. ამ ტიპის ცულები ჩვენში გავრცელებული ჩანს ადრებრინჯაოს ხანის განვითარებულ ეტაპზე, რომლებიც ტიპოლოგიურად ახ-ლოს დგას სვანეთის მომდევნო პერიოდის შუაბრინჯაოს ხანის ცულებთან. ასევე შორეული პარალე-ლები შეინიშნება დასავლეთ ევროპაში, კერძოდ, კარპატებში ნაპოვნ ანალოგიურ ნიმუშებთან [29.48].
სვანეთში განსაკუთრებით მრავლადაა აღმოჩენილი საჩხერული ტიპის ვიწრო და თხელტანიანი ყუამილიანი ცულები. როგორც აღნიშნავენ, ისინი ყველაზე უხვადაა წარმოდგენილი საჩხერულ ყორ-ღანულ სამარხებში. მათი აზრით ასევე გარკვეული პარალელები შეინიშნება საქართველოში გავრცე-ლებულ ამ რიგის ზოგიერთ ნიმუშთან.
სვანეთის ყუამილიან ცულებში ტიპოლოგიურად ცალკე სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს მდ. ცხენისწყლის ხეობაში, დაბა ლენტეხის ტერიტორიაზე გამოვლენილი ცულები (3 ერთეული). ისინი ხა-სიათდება ძლიერ მორკალური თხელი ტანით, გრძელი, ირიბი რელიეფური ხაზებით შემკული სატა-რე მილით და, რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ამ ნიმუშებს, პირზე გამოყვანილი ღრმა რკა-ლისებური შეჭრილი სამუშაო პირით [56. ტაბ.XIII; 28.51, ტაბ. XIV; 32.129]. ეს არტეფაქტები არაერ-თხელ გამოქვეყნდა, მოიძებნა შესაბამისი პარალელები, ამიტომ სიტყვას არ გავაგრძელებთ.
საინტერესოა სვანეთის ტერიტორიაზე რა მიზეზებით უნდა აიხსნას ასეთი სიმრავლე საჩხერული ტიპის ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულების, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ზუსტი ორეულების არ-სებობა. ვფიქრობთ, ეს ცულები დამზადებული უნდა იყოს სვანეთში, ოღონდ მომდინარე გავლენები არ უნდა გამოვრიცხოთ ზემო იმერეთის პლატოდან, სადაც ამ რიგის იარაღების დამზადების ცენტრი უნდა ყოფილიყო (საჩხერის ყორღანული სამაროვნები). შესაძლოა, შორეულ წარსულში, სვანეთსა და ზემო იმერეთის ზეგანს შორის, ასეთი კონტაქტები ხორციელდებოდა რაჭის ქედზე გამავალი საკომუ-ნიკაციო ბილიკებით. იქნებ, საჩხერული ტიპის ყუამილიან ცულებთან ერთად, აქ ამის დასტურია აღ-მოსავლურ-ამიერკავკასიური ცულების აღმოჩენაც, რომლითაც გარკვეული კონტაქტები უნდა ვიგუ-ლისხმოთ მეტადრე შიდა ქართლის რეგიონთან.
კოლხეთის მთიანეთში, სვანეთის გარდა, ცენტრალურ- ამიერკავკასიური ცულები აღმოჩენილია რაჭა-ლეჩხუმშიც (ტბეთი, ახალსოფელი, ცაგერას განძი – ადგილი ჩიხე) [20.8-10; 33.230,ტაბ.III-1; 35.21-30]. გვხვდება მათგან რამდენადმე განსხვავებული ჰიბრიდული ცულებიც ღარიდან და ქვემო რაჭი-დან, რომელთა წარმომავლობის ზუსტი ადგილი უცნობია.
კოლხეთში ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულების მოხვედრა მიაჩნიათ (მათ შორის სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში) აღმოსავლური ქართული ტომების ექსპანსიის შედეგად [51.331-332]. ჩვენ უფრო მისა-ღებად ვთვლით მეორე მოსაზრებას, რომლის თანახმად საკვლევ მხარეში ამ ტიპის ცულების გამოვ-ლენა უნდა მიუთითებდეს მოსაზღვრე ტომების მიერ გაცვლა-გამოცვლის პროცესებს ან საწარმოო გა-მოცდილების ურთიერთგაზიარებას [25.169].
საერთოდ, ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულები, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დასა-ხელებული პუნქტების გარდა, ძირითადად ცნობილია განძების შემადგენლობაში (ბეჟათუბანი – 5 ერ-თეული, ზემო სიმონეთი, პერევი, ზუნდაგი, მდ. აჭარისწყლის ხეობა, ასევე მეხჩის ციხე). ისინი ძირითა-დად ამ რეგიონში გვხვდებიან ყუაზე შვერილების გამოსახულების გარეშე. აქ იშვიათია, როდესაც ყუა-ზე ასეთი დეტალია დატანილი (ცაგერას განძი).
ზემო სვანეთში იშვიათად გვხვდება დიგორიის პროტოყობანური კულტურისათვის (დაახლოებით ძვ.წ. XV-XIV სს-ები) დამახასიათებელი ელემენტები, როგორიცაა ბრინჯაოს დაფანჯრულთავიანი საკი-დი, საკულტო დანიშნულების შტანდარტი, ბოგრეშის სამარხის ბრინჯაოს ზოგიერთი ინვენტარი. ეს ელემენტები მრავლადაა წარმოდგენილი ზემო რაჭაში ბრილის სამაროვნის ადრეულ კომპლექსებში [4.57-59; 23. 39-48; 34.17-18].
ბრილის სამაროვნის ადრეული სამარხების მასალების (დაახლოებით ძვ.წ. XV-XIV სს-ები) ურთი-ერთობამ ჩრდილო ოსეთის მაღალმთიან, დასავლეთ მხარეში მდებარე დიგორიის ხეობის სამაროვნე-ბის (ფასკაუ, ზემო რუთხა, დოგუი ხუნთა, დონიფარსი და ა.შ) პროტოყობანური ხანის მასალებთან, თავიდანვე მიიქცია მკვლევართა ყურადღება და არაერთი მოსაზრება გამოითქვა. მეცნიერთა ნაწილი ამ ორი რეგიონის მასალებს შორის, განსაკუთრებით ბრინჯაოს ინვენტარის მიხედვით, დიდ მსგავსებას ამჩნევს, თუმცა არ აღნიშნავენ მათ შორის ერთიანი კულტურის ან მეტალურგიული კერის არსებობას [4.50-51]. გამოყოფილ იქნა დიგორიის კულტურა თავისი გავრცელების არეალებით (ყაბარდო-ბალყა-რეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი და დასავლეთი რაიონები, მთის რაჭა,ზემო სვანეთი) [49.17; 50. 89-90; 54.91-102; 55. 188-196] და ამ ორი მეტალურგიული რაიონის (კომპლექსის, ჯგუფის) ძეგლები [40. 81; 42.79; 43.275]. ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, დიგორიის კულტურა გავრცელებული იყო მხო-ლოდ დიგორიის ხეობაში, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ამ რეგიონის ბუნებრივი გეოგრაფი-ული კარჩაკეტილობით [51.88; 52.148-149]. ამის საფუძველზე მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. II ათას-წლეულში დიგორიაში და რაჭაში არსებობდა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი დამოუ-კიდებელი კულტურა. ბრილის ადრეული პერიოდის სამარხები და დიგორიის ხეობის სამაროვნების პროტოყობანური პერიოდის მასალები გაერთიანებულ იქნა რაჭა-დიგორიის ერთი კულტურის წრეში [38.17]. უფრო გვიან ეს ტერმინი გაზიარებული და რამდენადმე დაზუსტებულ იქნა იმ განსხვავებით, რომ მასში სვანეთის ჩრდილოეთი რეგიონიც გააერთიანეს [23. 44; 34.47].
ვ. კოზენკოვას აზრით, დიგორიის ტიპის ლითონის კომპლექსები მართლაც არის, მაგრამ ის არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით არქეოლოგიურ კულტურას. ამიტომ მას უფრო მართებულად მიაჩ-ნია საუბარი დიგორია-თლია-რაჭის, როგორც მეტალურგიისა და ლითონდამუშავების, სამკუთხედზე [41.127]. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ დიგორი ადრებრინჯაოს დასასრულისათვის და შუაბრინჯა-ოს ხანის დასაწყისისათვის სამოსახლოდ ათვისებული უნდა ყოფილიყო სამხრეთ კავკასიიდან მოსუ-ლი ტომების მიერ, პირველ რიგში, სპილენძის მადნის საბადოებისა და ხელსაყრელი საუღელტეხი-ლო გადასასვლელების გამო [38.17]. ეს შეხედულება არ გაიზიარეს და ჩათვალეს, რომ, მიუხედავად ამ ორი რეგიონის აღნიშნული პერიოდის მასალებს შორის არსებული პარალელებისა (ლითონის ინ-ვენტარი, დაკრძალვის წესი და სხვ.), კერამიკული კომპლექსები უნდა მიუთითებდეს ძვ.წ. II ათასწლე-ულში დიგორიის ხეობის მოსახლეობის ჩრდილოკავკასიურ წარმომავლობაზე [43.88].
კოლხეთის მთიანეთის (მთის რაჭა) კონტაქტები ჩრდილო კავკასიის მხარესთან ხორციელდებოდა ცენტრალური კავკასიონის ქედზე გამავალი საუღელტეხილო გზებით (დიგორი, დვალეთი, ბალყარე-თი). ფასის მთისა (გეზეს, გეზივცეკის) და მაჩხაფარის (შავრიცეკის ანუ შდულის) უღელტეხილებით ბალყარეთში (ჩერეკის ხეობა) ხვდებოდი, ხოლო მამისონის (ანუ ჭანჭახის) უღელტეხილით კი არდო-ნის ხეობაში – დვალეთში გადადიოდი. ღებიდან მდ. ჩვეშურას ხეობის აყოლებით, კირტიშოს მთის (ღებივცეკის) უღელტეხილით ურუხის ხეობაში – დიგორიაში გადადიოდი. მეორე გზა ჭიორიდან, მდ. ნოწარას ხეობას მიუყვებოდა და, ჭიორის მთის (გურჯივცეკის უღელტეხილი) გავლით, მდ. ურუხის შე-ნაკად კარაგომის ხეობაში ეშვებოდა.
კოლხეთის მთიანეთი შედიოდა წინარეკოლხური და ძველი კოლხური კულტურების გავრცელების არეალში, რაც დასტურდება როგორც ლითონის ინვენტარის ცალკეული აღმოჩენებით (შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ვარიანტის ყუამილიანი და კოლხური ცულები, ნამგლები, თოხები, სატეხე-ბი, ბაბილეს ბრინჯაოს კოლექცია, ბრინჯაოს ზოომორფული ქანდაკებები და ა.შ), ისე ბრილის, ქარ-თვანისა და უფრო მოგვიანო პერიოდის ლარილარის სამაროვნების ურთიერთმიმართებით კოლხე-თის დაბლობის ამავე პერიოდის სამაროვნების მრავალრიცხოვან მასალებთან; მიცვალებულთა დაკ-რძალვის ზოგიერთი წესის არსებობით (კრემაცია). ასევე კოლხური გვიანი ბრინჯაოს ხანის განძებით, რომლებიც, სვანეთისაგან განსხვავებით, მრავლადაა წარმოდგენილი რაჭა-ლეჩხუმში [21; 20; 15. 192-194; 18.31-41;26.11,13,24,29,32-36,41].
კოლხეთის ბართან მჭიდრო კონტაქტები განსაკუთრებით კარგად იკვეთება სპილენძის ზოდებით, რომლითაც ბარში არსებული ლითონჩამომსხმელი სახელოსნოები მარაგდებოდნენ მთიანეთიდან, მათ შორის ზარგააშისა და ზემო რაჭის სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან [10.66-88; 11.57-61]. პირველ რიგში, ამ სამთო წარმოების ძეგლებიდან სპილენძის ნედლეულით მომარაგება უნდა ვივარაუდოთ მდ. ენგურ-რიონის ქვემო წელისა და ალბათ ზემო იმერეთის პლატოს ბრინჯაოს საწარმოო სახე-ლოსნოების. ეს კავშირურთიერთობები ხორციელდებოდა საკომუნიკაციო გზების საშუალებით, რომ-ლებიც ალბათ მდინარეთა ხეობებს მიუყვებოდა.
კოლხეთის მთიანეთის მჭიდრო კონტაქტები ბართან ჩანს სპილენძის ზოდებით მომარაგებაში. ისი-ნი გვხვდებიან ცალკეული აღმოჩენების მიხედვით, ასევე შედიან განძების შემადგენლობაში. კოლხეთ-ში ზოგჯერ წარმოდგენილია მარტო ზოდებისგან შემდგარი განძები (დაახლოებით 15-16 ერთეული). ასევე ისინი დასტურდებიან სხვა ფუნქციონალური დანიშნულების ნივთებთან ერთად შერეული სახით (34-35 ერთეული).
საინტერესოა, კოლხეთის მთიანეთსა და ბარს შორის გაცვლა-გამოცვლების მიმდინარეობისას, ზოდები თუ შეიძლება ყოფილიყო გადახდის ერთგვარი ეკვივალენტი. განსაკუთრებით გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში, როდესაც იზრდება ბარისა და მთის მოსახლეობას შორის ურთიერთკავშირები. პირველ რიგში, ეს ფაქტი უნდა გამოიხატებოდეს მთიდან ბარში ბრინჯაოს ლითონჩამომსხმელ სახე-ლოსნოებში სპილენძის ზოდების მომარაგების მასშტაბებში.
საფიქრებელია, რომ კოლხეთის მთიანეთში, ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველად ცენტრებში, რომლებიც საკმაოდ დაშორებულია ზღვისპირა ზოლისგან, უნდა დაემზადებინათ ტრან-სპორტირებისთვის უფრო მოსახერხებელი ფორმისა და წონის ზოდები. მაგრამ, ისმის კითხვა: რა უნ-და მიეღოთ ზოდების სანაცვლოდ მთის მობინადრეებს ბარის მოსახლეობისგან, რადგან ეს უნდა ყო-ფილიყო ამ ორ რეგიონს შორის მიმდინარე ჩვეულებრივი გაცვლა-გამოცვლითი პროცესები? იქნებ მარცვლეული კულტურა – ხორბლეულის სახით, რომელიც, როგორც ჩანს, იმდროინდელ კოლხეთის ბარში ფართოდ ყოფილა გავრცელებული, რაც არაერთხელ დადასტურდა არქეოლოგიური აღმოჩე-ნების მიხედვითაც. ანდა, შესაძლოა კალა, რომლითაც მთა, ბართან შედარებით, უფრო ძნელი მოსა-მარაგებელი უნდა ყოფილიყო. არ უნდა გამოვრიცხოთ, ბარის მოსახლეობისგან გაცვლა-გამოცვლე-ბის პროცესებში ჩართული ყოფილიყო ქვის მძივ-სამკაულების დასამზადებელი ნედლეული მასალე-ბიც, რომელთა საწარმოო სახელოსნოები ცენტრალური კოლხეთის ტერიტორიაზე ცნობილია ძვ.წ. VIII-VII სს-ებში (მუხურჩის ნაწისქვილარი, ნოქალაქევი, ოჩხომური) [8. 160-167].
ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო მთის მოსახლეობისთვის მეტად გამოსადეგი, საჭირო ნივთი.
კოლხეთის მთისა და ბარის მოსახლეობას შორის გაცვლა-გამოცვლების მიმდინარეობისას, რო-გორც გადახდის ეკვივალენტი, სპილენძის ზოდების გარდა, შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ბრინჯაოსგან დამზადებული რაიმე სხვა სახის არტეფაქტი. იქნებ, სულაც, განსხვავებული ფორმის სპი-ლენძის ზოდები. ამ მხრივ საყურადღებია ქვიშარის, ცხინვალისა და მეხჩის ციხის განძებში შემავალი ბრინჯაოს დიდი ზომის მასიური რგოლები, რომელთაც საეჭვოა პრაქტიკული დანიშნულება ჰქონო-დათ. იქნებ ეს არტეფაქტები ზოდის ფუნქციის მატარებელი – გადახდის ერთგვარი ეკვივალენტი ყო-ფილიყო. შესაძლოა ასეთი დატვირთვა კოლხეთში სხვა ნივთებსაც ჰქონდა. მაგალითად, კოლხეთში ბრინჯაოს სეგმენტს თვლიან გაცვლის ერთეულად, რომელთა ფუნქციონალური დანიშნულება, მიუხე-დავად გამოთქმული მრავალი მოსაზრებებისა, მაინც ბოლომდე გარკვეული არ არის. ვფიქრობთ, ეს ნივთები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო კოლხეთის მთისა და ბარის მოსახლეობას შორის გაც-ვლა-გამოცვლების დროს, როგორც ერთ-ერთი გადახდის ეკვივალენტი.
შუა და გვიანბრინჯაოს ხანაში კოლხეთის მთიანეთიდან ბარში სპილენძის მადნის ტრანსპორტირე-ბისას ჩვენთვის უფრო მისაღებია ცალფაუღლიანი ხარის გამოყენება ზედ გადაკიდებული ტყავის ტომ-რებით. ეს ცხოველი უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო ასეთი სამუშაოების წარმოებისათვის, კერძოდ, მდინარეთა ხევისპირა ან ხეობათა ფსკერზე გამავალი მოუხერხებელი საცალფეხო ბილიკე-ბით გავლისას.
კოლხეთში ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ხარი წმინდა ცხოველად – ტოტემად ითვლებოდა, რომ-ლის კულტზე და გამწევი ძალის გამოყენებაზე უნდა მიუთითებდეს არაერთ ძეგლზე აღმოჩენილი თი-ხის, ბრინჯაოს ქანდაკებები, ხის სახვნელები და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრინჯაოს მეტალურგიუ-ლი წარმოების პირველადი კერებიდან მეორად კერებში სპილენძის მადნის ტრანსპორტირებისას, ამ მეტად მძიმე და შრომატევად სამუშაოებში მონაწილეობას ღებულობდნენ სპეციალურად გამოყოფილი და დასაქმებული ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ მკაცრ შრო-მით ორგანიზაციაზე დაფუძნებულ სასოფლო თემურ დასახლებებში. ისინი ბართან დამაკავშირებელ საკომუნიკაციო გზებზე, სავარაუდოდ, არსებული საშუამავლო პუნქტებით ერთმანეთს უკავშირდებოდ-ნენ. ადამიანთა ერთი ჯგუფი მიიტანდა სპილენძის ნედლეულს გარკვეულ ადგილზე, რომელსაც შეე-ნაცვლებოდა მეორე ჯგუფი და, სავარაუდოდ, ასე მიმდინარეობდა ეს შრომატევადი და მეტად მძიმე სამუშაოები.

ლიტერატურა – REFERENSES

1. აფაქიძე ჯ., აფხაზეთის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები, აფხაზეთი I, თბილისი, 2006.
2. ბერაძე თ., რაჭა ფეოდალურ ხანაში (ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა), საქართველოს ის-ტორიული გეოგრაფიის კრებული, N5, თბილისი, 1975.
3. ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქაში, თბილისი,1966.
4. გობეჯიშვილი გ., არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში, თბილისი,1952.
5. გობეჯიშვილი ვ., ღები, თბილისი, 2000.
6. გობეჯიშვილი ვ., ჩემი თვალით დანახული რაჭა, თბილისი, 2017.
7. გოგოჭური გ., ორჯონიკიძე ალ., თისელის სერის მტკვარ-არაქსის ნამოსახლარი და სამაროვანი. ბაქო-თბილისიჯეიჰანი. სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში, თბილი-სი, 2010.
8. გოგაძე ელ., დავლიანიძე ც., ფანცხავა ლ., ლომიტაშვილი დ., ქვის საწარმოო ნამოსახლარები კოლხეთიდან. ძიებანი, N19, თბილისი, 2010.
9. თოფჩიშვილი რ., დვალეთი და დვალები, თბილისი, 2016.
10. ნანიშვილი გ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ., საქართველოს უძველესი სამთამადნო და მეტა-ლურგიული წარმოება (ძვ. წ. III-I ათასწლეულებში), თბილისი, 2010.
11. ინანიშვილი გ., ჯიბლაძე ლ., ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის, თბილისი, 2019.
12. ინგოროყვა პ., სვანეთის საისტორიო ძეგლები. ნაკვ. მეორე, ტექსტები, თბილისი, 1941.
13. კვიციანი ზ., საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის საკომუნიკაციო სისტემები (სამიმოსვლო გზები). კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, VIII, თბილისი, 2000.
14. კვიციანი ზ., ჯიბლაძე ლ., უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები სვანეთში (ლითონის არტეფაქ-ტები), თბილისი, 2015.
15. ლორთქიფანიძე ოთ., განძები კოლხურ ბრინჯაოს კულტურაში (ფუნქციის დეფინიციისა და კულ-ტურულ-სოციოლოგიური ინტერპრეტაციის ცდა). კავკასია, ნეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლო-გიის საკითხები (ძიებანი VI, დამატება V) თბილისი, 2001.
16. მაკალათია ს., მთის რაჭა, თბილისი, 1987.
17. მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბილისი, 1980.
18. პაპუაშვილი რ., ჯიბლაძე ლ., ახალი არქეოლოგიური აღმოჩენა სოფ. საკეციაში (ამბროლაურის რაიონი), კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, XXXIII, თბილისი, 2018.
19. რეხვიაშვილი ს., ქართველ და ჩრდილო კავკასიელ მთიელთა მეგობრობის ისტორიიდან, თბი-ლისი, 1977.
20. სახაროვა ლ., ბრინჯაოს განძები ლეჩხუმიდან, თბილისი, 1976.
21. ღამბაშიძე ო., თხმორის განძი, თბილისი,1963.
22. ღამბაშიძე ი., მინდიაშვილი გ., გოგოჭური გ., კახიანი კ., ჯაფარიძე ი., უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში, თბილისი, 2010.
23. ფანცხავა ლ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ., ბრილის სამაროვანზე 1939 წელს გათხრილი N12 სამარხის დათარიღებისათვის, ძიებანი, თბილისი, 2001.
24. ქორიძე დ., გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები თბილისიდან (ნავთლუღი), საქარ-თველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVIII-В, თბილისი, 1954.
25. ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები. ნაწილი პირველი (ენეოლით გვიანბრინჯაოს პერიოდი), თბილისი, 1955.
26. ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისაათვის. თბილისი.
27. ჩართოლანი შ., სვანეთის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 1977.
28. ჩართოლანი შ., ძველი სვანეთი, თბილისი, 1996.
29. ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბილისი, 1961.
30. ჯაფარიძე ო., ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბილისი, 1976.
31. ჯაფარიძე ო., ბრინჯაოს ინდუსტრიისათვის უძველეს საქართველოში. თბილისი, 2013.
32. ჯიბლაძე ლ., კოლხეთის ადრე- და შუაბრინჯაოს ხანის ყუახვრელიანი ლითონის ცული. აფხაზე-თი, არქეოლოგიური ძეგლები და პრობლემები, თბილისი, 2011.
33. ჯიბლაძე ლ., ბუაძე შ., ბრინჯაოს იარაღების ერთი ჯგუფი დასავლეთ საქართველოს ტერიტორი-იდან. კრებული კავკასიოლოგიური ძიებანი, N8, თბილისი, 2016.
34. ჯიბლაძე ლ., დავლიანიძე რ., გობეჯიშვილი გ., ბრილის ე.წ. შუაბრინჯაოს ხანისა და დიგორიის პროტოყობანური პერიოდის მასალების ურთიერთმიმართების საკითხისათვის, თბილისი, 2017.
35. ჯიბლაძე ლ., დავლიანიძე რ., ჩხარტიშვილი ნ., ბრინჯაოს არტეფაქტები ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების ძირითადი ფონდიდან. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მო-ამბე, VIII-53-В, თბილისი, 2018.
36. ჯიბლაძე ლ., კვიციანი ზ., კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველად, მეო-რად კერებსა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო გზები (ისტორიულ-გეოგ-რაფიული, არქეოლოგიური მიმოხილვა, თანაავტორი ზ.კვიციანი), კრებული „ამირანი“, XXXVI, თბილისი, 2022.
37. ჯიბლაძე ლ., ჯალაბაძე მ., ბრინჯაოს შუბისპირი ქუთაისიდან, კრებ. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, XXXVI, თბილისი, 2022, გვ.9-23.
38. Motzenbäcker I ., Sammlung Kossnierska, Berlin.1996.
39. Müller-Karpe M., Anatolisches Metallhandwerk. Offa-Bücher, Band 75, Neumünster: Anatolisches Metallhandwerk. offa-Bücher, Band 75,Neumünster. 1994.
40. Иессен А., Прикубанский очаг металлургии и металлообработки в конце медно-бронзового века. МИА №23, Москва-Ленинград, 1951.
41. Козенкова В., Культурно-исторические процесы на Северном Кавказе в эпоху поздней бронзы и в раннем железном веке (Узловые проблемы происхождения и развития Кобанской культуры), Москва, 1996.
42. Марковин В., Культура племен Северного Кавказав эпоху бронзы (II тыс. дон.э), МИА 93, Москва, 1960.
43. Марковин В. Долмены западного Кавказа. Археология эпохи бронзы Кавказа и средней Азии. Ранняя и средняя бронза Кавказа. Москва, 1994.
44. Мунчаев Р., Майкопская культура. Археология Эпоха бронзы Кавказа и Средней Азии. Ранняя и средняя бронза Кавказа. Москва, 1994.
45. Мошинский А. П., Дигорская культура и Дигорско-Рачинский Металлургический очаг. Древность:исторические знание и специфика источника. Материалы международной научной конференции посваященной памяти Эдвина Арвидовича Грантовского и Дмитрия Сергеевича Раевского,вып. IV, Москва, 2009.
46. Мошинский А.П., Дигорская культура. Проблемы выделения и хронологии, Древность: исторические знание и специфика источника: Материалы международной научной конференции посвященной памяти Эдвина Арвидовича Грантовского и Дмитрия Сергеевича Раевского, выпуск 12-14 декабря 2011 года, Москва, 2011.
47. Кореневский С., Древнейшие Земледелцы скотоводы Предкавказя. Москва, 2004.
48. Кореневский С., Древнеиший металл Предкавказья. Типология историко-культурный оспект. Москва, 2011.
49. Крупнов Е., Материалы по археологии Северной Осетии докобанского периода МИА №23, Москва – Ленинград, 1951.
50. Крупнов Е., Древняя история Северного Кавказа. Москва, 1960.
51. Куфтин Б., К вопросу о древнейших корнях Грузинской культуры на Кавказе по данным археологии. XII-В, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, Тбилиси. 1944.
52. Куфтин Б., Археологическая маршутная экспедиция в юго- осетию и имеретию Тбилиси. 1949.
53. Куфтин Б., Материалы к археологии Колхиды, Т. I, Тбилиси. 1949-a.
54. Скаков А. Ю., Об одной категории протокобанских украшений,Росииская археология N1. Москва, 2003.
55. Скаков А.Ю., Протокобанская эпоха на Кавказе. Кавказ: история, культура, традиции, языки. Материалы гуманитарных и международной научной конференции, посвященной 75-летию Абхазского института сследований им. Д.И. Гулиа 28-31 мая 2001 г. Сухум, 2004.
56. Чартолани Ш., К истории нагорья Западной Грузии доклассовой эпохи. Тбилиси, 1989.