ჟურნალი ნომერი XXXVII ∘
გურამ ლორთქიფანიძე - 85წელს საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, გურამ ლორთქიფანიძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ბატონი გურამი იყო ქართველ არქეოლოგთა შესანიშნავი წარმომადგენელი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, დიდი მეცნიერი, მკვლევარი და პედაგოგი, არქეოლოგთა არაერთი თაობის აღმზრდელი, ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი...
გურამ ლორთქიფანიძე დაიბადა 1938 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, ოლღა ვახტანგიშვილისა და ამბროსი ლორთქიფანიძის (გრიგოლ ლორთქიფანიძის – დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მი-ნისტრის თანაშემწე) ოჯახში. სწავლობდა ბათუმის №1 საშუალო სკოლაში. მისი ოჯახის საცხოვრებლად თბი-ლისში გადმოსვლის შემდეგ, ბატონმა გურამმა დაამთავრა თბილისის 68-ე საჯარო სკოლა და სწავლა გა-ნაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, რომელიც 1961 წელს დაამთავრა არქეოლოგიის სპეციალობით. სხვადასხვა წელს მონაწი-ლეობდა ვანის, ფოთის, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ ექსპედიციებში. 1961 წლის ნოემბრიდან მუშაობ-და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში ჯერ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო სა-კანდიდატო დისერტაციის („კოლხეთი ძვ.წ. II-I სს.“, ხელმძღვანელი პროფ. ვ.დ. ბლავაცკი) დაცვის შემდეგ, 1965 წლიდან – მეცნიერ-თანამშრომლად; 1977 წლიდან, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, გარდაცვალებამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფე-სორად.
1970 წელს გამოდის ბატონ გურამ ლორთქიფანიძის პირველი მონოგრაფია „К истории древней Колхиды“. Издательство «Ганатлеба», Тб., 1970 (რედაქტორი აკად. გ. მელიქიშვილი), რომელიც მიეძღ-ვნა პირველი არქეოლოგი ქალის, ნინო ხოშტარიას ხსოვნას; 1978 წელს კი გამომცემლობა მეცნიერე-ბამ დაბეჭდა მისი სადოქტორო დისერტაცია «Колхида в VI-II вв. до н.э.». Тб., 1978 (რედაქტორი საქ. მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დ. ხახუტაიშვილი), რომელიც საქართველოს აკადემიის პრემიით აღინიშნა.
1974-2000 წლებში იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ბატონი გურამის დიდი ძალისხმევით, 1985 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე დაარსდა ქართული კულტურის ისტორიის კათედრა, რომელიც შემდგომ გა-ფართოვდა და კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა ეწოდა. ამით საფუძველი ჩაეყარა ის-ტორიული კულტუროლოგიის კვლევას საქართველოში. აღნიშნულ კათედრაზე ინტენსიურად მიმდინა-რეობდა სამეცნიერო კვლევები. 1995 წელს ბატონი გურამის ინიციატივითა და ისტორიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაარსდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერ-თი პირველი სამეცნიერო ჟურნალი „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“, რომელიც დღესაც გამოდის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღნიშნულ კათედრაზე დაიცვეს არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია; მომზადდა ორი სახელ-მძღვანელო: ქართული კულტურის ისტორია (1997) და კულტუროლოგია (2003, 2005). მისი ხელმძღვა-ნელობით მომზადდა და დაიცვეს რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია, იყო რამდენიმე სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-კონსულტანტი.
ბატონ გურამ ლორთქიფანიძეს ხშირად იწვევდნენ ლექციების წასაკითხად სხვადასხვა უნივერსი-ტეტში. 1987-1988 წლებში იგი მიწვეული იყო ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ვულბრაიტის ფონდით, 1990 წელს კი სლოვაკიაში, კარდელის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსო-ფიის ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა ლექციებს ანტიკურ არქეოლოგიაში; მოხსენებებით გამოდიო-და: ამერიკაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ინგლისში, სლოვაკეთში, რუსეთში, უკრაინაში...
2006 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარუ-ლი ფაკულტეტის სრული პროფესორია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონმა გურამ ლორთქიფანიძემ თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დანერგა ახალი სასწავლო დისციპლინა – „ბიბლიური არქეოლოგი-ა“, რომელიც წარმატებით იკითხება არა მარტო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწი-ფო უნივერსიტეტში, არამედ თბილისის სასულიერო აკადემიაშიც; გამოსცა პირველი სახელმძღვანე-ლო ბიბლიურ არქეოლოგიაში (თსუ გამომცემლობა, თბ., 2012), რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტრო-პოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
ბატონ გურამ ლორთქიფანიძის შემოქმედება უაღრესად მრავალფეროვანია. მას გამოქვეყნებული აქვს: 13 მონოგრაფია, 220-ზე მეტი სამეცნიერო სტატია საქართველოსა და საზღვარგარეთ, 9 სახელ-მძღვანელო და სასწავლო მეთოდური ლიტერატურა; იყო არაერთი მონოგრაფიის რედაქტორი და პერიოდული გამოცემის რედკოლეგიის წევრი. ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის ბა-ტონი გურამ ლორთქიფანიძე 2009 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკა-დემიის წევრ-კორესპონდენტად; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის კომისიის თავმჯდომარედ. ბატონ გურამს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება.
დიდია ბატონი გურამ ლორთქიფანიძის ღვაწლი ახალგაზრდა მეცნიერთა მომზადების საქმეში. მის მიერ აღზრდილია მეცნიერთა მთელი პლეადა არქეოლოგიაში და კულტუროლოგიაში, რომლე-ბიც წარმატებით იღვწიან ქართული მეცნიერების სასიკეთოდ.
ბატონი გურამ ლორთქიფანიძის, როგორც დიდი მეცნიერის აღიარებად უნდა მივიჩნიოთ მისი არჩევა: იუდაიკის პედაგოგთა საერთაშორისო ასოციაცია „სეფერის“ აკადემიური საბჭოს (მოსკოვი), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ასოციაციის (MAAH) ჟიურის (მოსკოვი), ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ჟურნალის „Pro Georgia“ სარედაქციო კოლეგიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ „მაცნეს“ ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერიის სარედაქციო კოლეგიის წევრად. იგი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალის ,,ჩვენი მეცნიერება“ სარედაქციო კოლეგიის, სამეც-ნიერო შრომების კრებულის „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული ,,არქეოლოგიური კომი-სიის“ წევრი, თსუ ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელი (2008 წლიდან გარდაცვალებამდე). თოთხმეტი წლის განმავლობაში (1990-2004) იგი იყო თსუ-ში უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კვალი-ფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ფაკულტეტის დეკანი; 2002-2004 წლებში საერთაშორისო ინ-ფორმაციის, სამართლისა და კულტურული ურთიერთობების უნივერსიტეტის რექტორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიის კომისიის თავმჯდომარე. მისი, როგორც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის მოღვაწეობა და ცხოვ-რების გზა სამუდამოდ დარჩება ერის სამსახურის ნიმუშად.
ბატონ ბადრი პატარკაციშვილთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ბატონი გურამ ლორთქიფანიძე ითვლება თბილისის ებრაელთა სათემო სახლის ერთ-ერთ დამფუძნებლად; აქტიუ-რად მონაწილეობდა ებრაული დიასპორის ამსახველი უცნობი საარქივო მასალის გამოვლენასა და გამოქვეყნებაში.
გურამ ლორთქიფანიძე დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით; ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მიხეილ ლერმონტოვის მედლებით.